დიდ რეკომენდაციას გავუწევ, ბორჯომში ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად კომფორტულად ჩამომიყვანა.
ვუწევ რეკომენდაციას. ზრდილობიანი, მოწესრიგებული. ჰყავს სუფთა მანქანა,არის პუნქტუალური.
ნამდვილად გამოცდილი მძღოლი, საუკეთესო ადამიანი და კომფორტული მანქანა
საუკეთესო მომსახურება. კომფორტული მანქანა და ზრდილობიანი მეპატრონე.
ჩვენს ვებგვერდზე ყველა ტიპის მინივენს ნახავთ სხავდასხვა საჭიროებებისათვის. იქნება ეს მაღალი გამავლობის, ტევადი თუ პრემიუმ კლასის მინივენები. ვებგვერდზე სხვადასხვა ზომისა და მწარმოებლის მინივენებს ნახავთ, მათ შორის არის მიცუბიში დელიკა, მერსედეს ვიტო, მერსედეს ვიანო, ნისან ქვესტი, ტოიოტა სიენა, ჰონდა ოდისეი და ა.შ.
მინივენის მომსახურების ფასი დამოკიდებულია ბევრ მახასიათებელზე, მათ შორის არის გაქირავების დრო და დღეები, მგზავრთა რაოდენობა, მარშრუტი, ქირაობა მძღოლით თუ მძღოლის გარეშე, სპეციალური საჭიროებები და ა. შ. ფასის გამოსათვლელად შეარჩიეთ მინივენი ვებგვერდზე და დაუკავშირდით გამქირავებელს ნომერზე.
ვებგვერდზე ბაკურიანის მდებარეობით ბევრი გაქირავების შეთავაზება იძებნება, თუმცა თუ თქვენი ქალაქიდან ბაკურიანში გსურთ მგზავრობა სჯობს მოიძიოთ მინივენის მომსახურების სერვისი თქვენივე ქალაქიდან. სასურველი მდებარეობის მოძიებაში ვებგვერდზე არსებული ქალაქის ფილტრი დაგეხმარებათ. მაგალითად, თბილისი - ბაკურიანი მინივენი შეგიძლიათ მოიძიოთ თბილისის მდებარეობით, ხოლო თუ უკან დაბრუნება გადაწყვიტეთ უფრო პრაქტიკული იქნება მინივენის მოძიება ბაკურიანში.