საკუთარი ავტომობილით გადაადგილება, ნებისმიერი მიზნით, ყველაზე კომფორტული პროცესია, თუმცა თუ საჭიროება 4-ზე მეტი ადამიანის ერთობლივ მგზავრობას მოითხოვს, ამ დროს ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები ჩნდება. ასეთ შემთხვევებში მიზანშეწონილია დაიქირავოთ მინივენი, რომელიც 5-დან 10 ადამიანამდე ჯგუფის მოხერხებულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
მინივენი მიკროავტობუსის მსგავსი მანქანაა, რომლის მთავარ უპირატესობას კომპაქტურობა და გაზრდილი ტევადობა წარმოადგენს. მინივენებს სხვაგვარად საოჯახო მანქანებსაც უწოდებენ, რომელსაც სავარძლების სამი რიგი და ბარგის განსათავსებლად დიდი სივრცე გააჩნია. მინივენის სკამები მარტივად იკეცება, რაც კიდევ უფრო მეტი ტვირთის გადაზიდვის საშუალებასაც იძლევა.
როდის შეიძლება დაგჭირდეთ მინივენი?
მინივენით მგზავრობა საჭიროა ბარგით დატვირთული ადამიანების ჯგუფის ტრანსპორტირებისას. ასევე ეს სერვისი პოპულარობით სარგებლობს ბიზნეს წრეებში სხვა ქალაქებიდან ჩამოსული დელეგაციების გადასაყვანად. მინივენის დაქირავება ეკონომიური გზაა დედაქალაქში გადასაადგილებლად, რადგან ის გაძლევთ საშუალებას, რომ 10-მდე ადამიანი ერთდროულად მიიყვანოთ დანიშნულების ადგილას და თან კომფორტის მაღალი დონე შეინარჩუნოთ, რაც მიკროავტობუსით მგზავრობისას იშვიათობაა. მინივენი ძირითადად გამოიყენება:
- აეროპორტამდე, ან რკინიგზის სადგურამდე ტრანსფერისთვის;
- სანატორიუმების და სასტუმროების სტუმართა მომსახურების მიზნით;
- სადღესასწაულო და კორპორატიული ღონისძიებებისთვის;
- კორპორატიული ექვსკურსიების ორგანიზებისთვის;
- ახალ სახლში გადასვლისას;
- საბავშვო ბაღში, ან სკოლაში ბავშვების მისაყვანად;
- საქალაქთაშორისო მგზავრობისთვის;
- საქორწილო მსვლელობისთვის, ან სტუმართა გადასაყვანად;
ქალაქგარეთ გამგზავრებისას დიდი რაოდენობით აღჭურვილობა შესაძლოა მოთავსდეს საბარგულში (უკანა სავარძლების დაკეცვის შემდგომ), ასევე ბუნებაში ლაშქრობისას ეს სივრცე გამოიყენება დასაძინებლადაც. მინივენი შესაძლებელია ველოსიპედისტების შეჯიბრის ადგილას მისაყვანად და ელიტარული სტუმრების მგზავრობისთვისაც გამოიყენოთ.
მინივენის დაქირავების დადებითი მხარეები
მინივენის ინტერიერი ფართოა და მოხერხებული სავარძლებითაა აღჭურვილი, ამიტომ თითოეული მგზავრი შეუზღუდავად და კომფორტულად გადაადგილდება. ავტომობილის საბარგული დიდი რაოდენობით ჩემოდნებს და ხელბარგს იტევს, ამასთან მანქანის სავარძლები საკმარისად მაღლაა განთავსებული, რაც კარგ ხილვადობას უზრუნველყოფს (ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოგზაურებისთვის). მინივენის დაქირავება ფულის დაზოგვის ეფექტური გზაა მსხვილი კომპანიებისთვის, რადგან მისი შეკვეთა ბევრად უფრო იაფია, ვიდრე რამოდენიმე მსუბუქი მანქანის დაქირავება. თუ მინივენს მძღოლით დაიქირავებთ, ეს თქვენს სტატუსზე, კომფორტსა და ნაკლებ დროით დანახარჯებზე აისახება. ამასთან მანქანის ქირაობას მიზნობრივად შეძლებთ, რაც მისი მუდმივი მოვლის ხარჯებისგანაც გაგათავისუფლებთ (ტექინსპექტირება, დაზღვევის ხარჯი, რეგისტრაციისას წარსადგენი დოკუმენტაცია და ა.შ.).
გეგმიურ მოვლაზე გათვალისწინებული ხარჯების გარდა, მინივენის დაქირავება ნაკლებ სტრესთანაც ასოცირდება, რაც საცობებთან გამკლავებას და პარკირების თავისუფალი ზონის ძიებას ახლავს თან. მინივენის დაქირავება შეზღუდული შესაძლებლობის პირთა გადასაადგილებლადაც ეფექტური საშუალებაა. ამ შემთხვევაში უმჯობესია მანქანა მძღოლთან ერთად გამოიძახოთ.
რატომ უნდა დაიქირავოთ მინივენი მძღოლთან ერთად?
მძღოლთან ერთად მინივენის დაქირავებისას თქვენ სალონში შეხვედრისთვის მომზადებას და სხვა მნიშვნელოვანი საქმის კეთებას შეძლებთ. ამ გზით სწორი მარშრუტის შედგენა და დატვირთული მოძრაობის პირობებში ყურადღების მოკრება აღარ მოგიწევთ და ბიზნეს საქმიანობაშიც მეტად პროდუქტიული იქნებით. ასევე, მეტად პუნქტუალური იქნებით მოლაპარაკებებზე და სანდო რეპუტაციას შეინარჩუნებთ.
მძღოლთან ერთად მინივენის დაქირავებისას თქვენ არ დახარჯავთ ფულს საწვავზე და არ დაგჭირდებათ მანქანის წაყვანა მექანიკოსთან ავტომობილის ნაწილის გაფუჭების შემთხვევაში. კომპანია, ან კერძო პირი მის გამართულობაზე იზრუნებს. ასევე მძღოლი წინასწარ შეადგენს ოპტიმალურ მარშრუტს და ავარიულ სიტუაციებშიც სწრაფად იმოქმედებს ნავიგატორის გამოყენებით.
მძღოლთან ერთად მანქანის დაქირავებისას ფიქსირებულ ტარიფს იხდით და წინასწარ განსაზღვრავთ მომსახურების საერთო ღირებულებას. ამასთანავე, უფლება გაქვთ, რომ შეიტანოთ ცვლილებები მარშრუტში, ან დანიშნულების ადგილამდე მოითხოვოთ რამოდენიმე გაჩერება. მძღოლი ხშირ შემთხვევაში გიდის როლსაც ასრულებს და გიქმნით ყველანაირ პირობას, რომ გაეცნოთ თქვენთვის უცნობ ადგილებს, ან უბრალოდ დაისვენოთ.
სად დავიქირავოთ კომფორტული მინივენი ყველაზე იაფად?
საქართველო ტურისტული თვალსაზრისით აქტიური ქვეყანაა. ყოველდღიურად საქმიანი მიზნებითაც უამრავი ადამიანი გვსტუმრობს, ამიტომ კომფორტული მინივენის დაქირავება საკმაოდ მოთხოვნადი სერვისია. ამ მომსახურების მიღების გამარტივების მიზნით servisebi.ge-ზე შეიქმნა ერთიანი ბაზა, სადაც ყველაზე თანამედროვე ავტომობილების ფართო არჩევანია წარმოდგენილი. ინდივიდუალური მოთხოვნებიდან გამომდინარე, პლატფორმაზე შეგიძლიათ ისეთ გამქირავებელს დაუკავშირდეთ, რომელიც თქვენთვის ხელსაყრელ პირობებს შემოგთავაზებთ.
მინივენის დაქირავებისას სანდო კომპანიის/კერძო პირის საპოვნელად ყურადღებით გაეცანით შეფასებებს. ვებგვერდზე უარყოფითი კომენტარები არ იფილტრება, ამიტომ სასურველ მომსახურებას რეალურ მომხმარებელთა გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღებთ. ეკონომ კლასიდან დაწყებული პრემიუმ ავტომობილებით დამთავრებული ვებგვერდზე ნებისმიერი ტიპის მინივენს შეარჩევთ, რისთვისაც წინასწარ უნდა განსაზღვროთ მგზავრობის მიზანი, მგზავრთა რაოდენობა, ტერიტორიის მახასიათებლები და ა.შ. მანქანის მძღოლის გარეშე დასაქირავებლად კომპანიათა უმეტესობა სტანდარტულ პირობებს იცავს. დამქირავებელი 21 წელზე უფროსი ასაკის უნდა იყოს და ჰქონდეს მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
მინივენის დაქირავება მაშინაც არის რეკომენდებული თუ საკუთარი ავტომობილი უკვე გყავთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ სერვისის მიღება კომფორტული და ეკონომიური მგზავრობის წინაპირობა გახდება.