ალბათ ერთხელ მაინც გამოგიყენებიათ ან გსმენიათ ფრაზები:
ფრეონით დატუმბვა, კონდიციონერის ფრეონის დამატება და ისიც გაგიგიათ, რომ ეს პროცედურა საკმაოდ საფრთხილოა და აუცილებლად პროფესიონალების მიერ უნდა ჩატარდეს.
მოდით, განვიხილოთ თუ რა არის ფრეონი და რა ტიპები არსებობს.
ფრეონები წარმოადგენენ ქიმიურ ნაერთებს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება ავტომობილების კონდიცირების დანადგარებში, საყოფაცხოვრებო და კომერციულ სამაცივრო ტექნიკაში, ჰაერის კონდიცირების სისტემებში, თბური ტუმბოების მოწყობილობებში.
მსოფლიოში მათი წარმოება 1930-იან წლებში დაიწყო და ითვლებოდა, რომ ეს იყო არატოქსიკური, უსაფრთხო, არაალებადი და იაფი ნივთიერება, თუმცა მოგვიანებით კვლევებმა ცხადყო, რომ ფრეონების გარკვეული ტიპი საფრთხეს უქმნიდა ეკოლოგიას და ფრეონის დიდი ნაწილი ოზონდამშლელ ნივთიერებებად (ოდნ) გამოცხადდა.
გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების გამო, 1987 წელს მონრეალის ოქმით შეიზღუდა ან აიკრძალა ზოგიერთი ფრეონის წარმოება და გამოყენება.
ამ ოქმის შესაბამისად, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, რომ ეტაპობრივად 2030 წლამდე მოხდეს R22 ფრეონის ტიპის ამოღება და მათი ჩანაცვლება მოხდეს ეკოლოგიურად სუფთა ფრეონებით, რომელთა მოლეკულების შედგენილობაში შედიან წყალბადის ატომები და მაღალი ტემპერატურების გავლენით ადვილად მარტივად იშლებიან.
ამ რეგულაციების მიზანი იყო ოზონდამშლელი ნივთიერებების შემცირება და ოზონის შრის დაცვა.
ოზონის შრე იცავს დედამიწას მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, ოზონის შრის 1,5 %-ით შემცირება იწვევს ულტრაიისფერი გამოსხივების 2%-ით მატებას, რაც კიბოთი დაავადებას 3-6 %-ით ზრდის.
მნიშვნელოვანია კონდიციონერის ყიდვისას ამ დეტალს მიაქციოთ ყურადღება და აუცილებლად დააზუსტოთ მომწოდებელთან, შეიცავს თუ არა ეს ტექნიკა ოზონდამშლელ ნივთიერებას.
ფრეონის ჩატუმბვა თუ დაგჭირდებათ, აუცილებლად გამოიძახეთ
კონდიციონერის ხელოსანი, ჩვენი პლატფორმიდან შეძლებთ მათ შერჩევას, გასაუბრებას და დამატებითი დეტალების დაზუსტებას.