როდის ხდება საჭირო კონდიციონერის შემოწმება?
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მომხმარებელი მხოლოდ მაშინ მიმართავს ხელოსანს, როცა კონდიციონერს პრობლემები ექმნება, რეკომენდებულია კონდიციონერის შემოწმება წელიწადში ერთხელ მაინც.
კონდიციონერის დიაგნოსტიკა ისეთმა კომპეტენტურმა პირმა უნდა შეასრულოს, როგორიცა
კონდიციონერის ხელოსანი.
ტექნიკოსებს აქვთ შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და აღჭურვილობა დიაგნოსტირებისა და სხვა საჭირო პროცესებისთვის.
კონდიციონერის დიაგნოსტირება უკავშირდება შემდეგ ეტაპებს:
▶ მუშაობის შემოწმება - რაც მოიცავს გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის სისტემების რეჟიმების შემოწმებას სხვადასხვა რეჟიმში.
▶შიდა და გარე ნაწილებისა, დამაგრებების, შეერთებების, კავშირების ვიზუალური დათვალიერება.
▶
სავენტილაციო შახტების წმენდა
▶ კონდიციონერის ფილტრის გაწმენდა
▶ ელექტრო სისტემების ტესტირება
▶ დრენაჟის სისტემების ტესტირება და წმენდა
▶ გარე ბლოკის შემოწმება, ფრეონის დამატება საჭიროების შემთხვევაში.
დეტალური შემოწმებით შევძლებთ სრულყოფილად შევაფასოთ კონდიციონერის ტექნიკური მდგომარეობა, გამოვავლინოთ პოტენციური პრობლემები და დროულად გავატაროთ პრევენციული ზომები მათი აღმოსაფხვრელად.
განვიხილოთ პერიოდულობა, თუ რა სიხშირით უნდა შემოწმდეს კონდიციონერი.
▶ სეზონური შემოწმება - ზაფხულის ან ზამთრის სეზონის დაწყებისთანავე (თუ გათბობის რეჟიმით იყენებთ)
ამ დროს სასურველია
კონიდიცონერის რეცხვა, ფილტრების წმენდა ან შეცვლა, დრენაჟის სისტემის შემოწმება.
ეს დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ პრობლემები, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს დაგროვილი მტვრითა და ნარჩენებით.
▶ გარდა ყოველწლიური და სეზონური შემოწმებისა, რეკომენდებულია კონდიციონერის მდგომარეობის შემოწმება 6-12 თვეში ერთხელ მაინც. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევებში, როცა კონდიციონერი მუშაობს რთულ პირობებში, მაგალითად მტვრიან ან ჭუჭყიან გარემოში.
▶ თუ კონდიციონერი გამოავლენს რაიმე პრობლემას, როგორიცაა ხმაური, ვიბრაცია, არაეფექტური გაცივება/გათბობა, დაგროვილი კონდენსატი ან სუნი, აუცილებელია მისი დაუყოვნებლივ შემოწმება ტექნიკოსის მიერ.
დროული რეაგირება შეამცირებს დაზიანების რისკს და გაზრდის პრობლემის გამოსწორების შანსს.
▶ თუ კონდიციონერი უნდა გადავიდეს სხვა ადგილზე ან საჭიროა რემონტი და დროებითი დემონტაჟი,
კონდიციონერის გადატანამდე უნდა მოხდეს მისი სრულად შემოწმება.