მადლობა ბიჭებო, კარგი ჯიგრიანი, ყოჩაღი ბიჭები ხართ, წარმატებები მუდამ და ყოველთვის
მადლობა სწრაფი და ხარისხიანი მომსახურებისთვის ფასიც მისაღები კმაყოფილი ვარ სერვისით
უკარგესი ახალგაზრდები არიან. აქვთ ყველა საჭირო იარაღი, სუფთად და კარგად აკეთებენ საქმეს, არიან სუფთა სულის და გულის ...
საუკეთესო მომსახურება აქვთ, უმაღლესი ხარისხი და პროფესიონალიზმი. ძალიან კმაყოფილი ვარ.
ძალიან კმაყოფილი ვარ მათი პროფესიონალიზმით. ბიჭები მოვიდნენ ზუსტად დათქმულ დროს. საქმე შეასრულეს სწრაფად და ხარისხიანად....
სწრაფი და ხარისხიანი მომსახურეობა აქვთ. სრული რეკომენდაცია ჩემგან.
კონდიციონერის წმენდა მნიშვნელოვანია მისი ეფექტური მუშაობისთვის და ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის. ზოგადი რეკომენდაციაა, რომ:
ფილტრები გაიწმინდოს ყოველ 1-3 თვეში, რათა არ დაიბლოკოს ჰაერის ნაკადი.
ფილტრების გაწმენდა შეიძლება ხელით ან მტვერსასრუტით, ასევე ზოგიერთ მოდელზე დასაშვებია სველი წმენდაც.
კომპრესორი, ვენტილატორები წელიწადში ერთხელ მაინც.
წმენდის სიხშირე შეიძლება განსხვავდებოდეს მოხმარების ინტენსივობის, გარემო პირობებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
დროთა განმავლობაში კონდიციონერში გროვდება მტვერი, ჭუჭყი, ცხიმები და სხვა ნალექები. ეს ნარჩენები ფარავს რადიატორებს, კონდენსატორსა და სხვა კომპონენტებს, რის გამოც მცირდება კონდიციონერის გაგრილების ან გათბობის უნარი. გამორეცხვა ასუფთავებს სისტემას და აღადგენს მის სრულ ეფექტურობას.
გამორეცხვა აუცილებელია კონდიციონერის ეფექტურობის შესანარჩუნებლად, ენერგომოხმარების შესამცირებლად, ექსპლუატაციის ვადის გასახანგრძლივებლად და ჯანმრთელობისთვის უვნებელი ჰაერის უზრუნველყოსაყოფად.
კონდიციონერის სრული გაწმენდის დროს ირეცხება შიდა და გარე ბლოკის რადიატორები, სადრენაჟე სისტემა, იწმინდება შიდა აგრეგატის ბარაბანი, ირეცხება ფილტრები და მუშავდება ანტიბაქტერიული ხსნარით.
თუმცა, გაითვალისწინეთ, თითეულ ტექნიკას აქვს შესაბამისი მოხმარების წესები, რომელიც მითითებულია თანმხლებ ბროშურაში.
გაეცანით აღნიშნულს და იმოქმედეთ შესაბამისად.
კონდიციონერების გამორეცხვა საკმაოდ მოთხოვნადი სერვისია თბილისში და გაწმენდის მომსახურებას მრავალი კომპანია თუ ინდივიდუალური სპეციალისტი გთავაზობთ.
მათ მოძიებას ჩვენი პლატფორმა გაგიმარტივებთ, საძიებო ველში მიუთითეთ სერვისის დასახელება, გაფილტრეთ განცხადებები და დაუკავშირდით შერჩეულ მათგანს.