მადლობა ბიჭებო, კარგი ჯიგრიანი, ყოჩაღი ბიჭები ხართ, წარმატებები მუდამ და ყოველთვის
მადლობა სწრაფი და ხარისხიანი მომსახურებისთვის ფასიც მისაღები კმაყოფილი ვარ სერვისით
უკარგესი ახალგაზრდები არიან. აქვთ ყველა საჭირო იარაღი, სუფთად და კარგად აკეთებენ საქმეს, არიან სუფთა სულის და გულის ...
საუკეთესო მომსახურება აქვთ, უმაღლესი ხარისხი და პროფესიონალიზმი. ძალიან კმაყოფილი ვარ.
ძალიან კმაყოფული ვარ. სისუფთავე, პროფესუონალიზმი, ფასი, ყველაფერი იდეალურად შეასრულეს ამ ბიჭებმა, სრული რეკომენდაცია ჩემ...
ძალიან კმაყოფილი ვარ მათი პროფესიონალიზმით. ბიჭები მოვიდნენ ზუსტად დათქმულ დროს. საქმე შეასრულეს სწრაფად და ხარისხიანად....
Servisebi.ge-ზე კონდინციონერის მონტაჟის ფიქსირებული ფასები არ მოქმედებს. თითოეული სპეციალისტის მომსახურების ღირებულება ინდივიდუალური შეთანხმებისა და სამუშაოს სირთულიდან გამომდინარე დაანგარიშდება. საკონსულტაციო ვიზიტის ფასები 40 ლარიდან იწყება.
კონდინციონერის სრული წმენდის სერვისი მტვრისა და ჭუჭყის დამშლელი სპეციალური ხსნარის გამოყენებით, ჩვენი პლატფორმის საშუალებით შეგიძლიათ მიიღოთ. მომსახურებაში შედის გარე ბლოკის რადიატორების, შიდა ბლოკის დოლურას და ფილტრების წმენდა. სერვისის საფასური 35 ლარიდან იწყება.
კონდინციონერის შერჩევისას გაითვალისწინეთ საცხოვრებელი, ან სამუშაო სივრცის ფართობი, ფანჯრების ადგილმდებარეობა და გარე აგრეგატების მონტაჟის რეგულაციები. ასევე მნიშვნელოვანია ენერგოეფექტურობის მაჩვენებლის განსაზღვრა, რაც ელექტროენერგიის ხარჯვაზე ახდენს გავლენას.
კონდიციონერის მონტაჟი ძირითადად ორი გზით ხორციელდება: სტანდარტული და არასტანდარტული. სტანდარტული მონტაჟი გულისხმობს კონდიციონერის დაყენებას ისეთ პირობებში, როდესაც არ არსებობს განსაკუთრებული სირთულეები ან დამატებითი მოთხოვნები. ეს არის ყველაზე ხშირად გამოყენებადი და ოპტიმალური გზა. არასტანდარტული მონტაჟი კი გულისხმობს ყველა იმ შემთხვევას, როცა დაყენება სცილდება სტანდარტული მონტაჟის პირობებს და მოითხოვს დამატებით სამუშაოებს, მასალებს ან განსაკუთრებულ მიდგომას.
კონდიციონერის მონტაჟი შესაძლებელია ნებისმიერ სივრცეში, სადაც კი ამის საჭიროება დგას - საცხოვრებელ ბინებსა და სახლებში, კომერციულ და საზოგადოებრივ შენობებში, ოფისებში, მაღაზიებსა და რესტორნებში, სამრეწველო და საწარმოო ობიექტებზე. თითოეულ შემთხვევაში კი მოითხოვება განსხვავებული მიდგომა და სპეციალისტის ჩართულობა.
საცხოვრებელ ფართში კონდიციონერის დაყენებისას პირველ რიგში სწორად უნდა ავარჩიოთ დასამონტაჟებელი ადგილი, კონდიციონერი შევარჩიოთ ფართის მიხედვით და გავითვალისწინოთ ხმაურის დონე, ენერგო და ხარჯთეფექტურობა.
კონდიციონერის ხელოსნის გამოძახება Servisebi.ge-დან შეგიძლიათ, ამისათვის საძიებო ველში უნდა მიუთითოთ სასურველი ქალაქი, მონიშნოთ კატეგორია კონდიციონერის ხელოსანი ან უბრალოდ საიძებო სიტყვით გაფილტროთ განცხადებები.
შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი შეთავაზება და განმცხადებელს დაუკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე, მეტი დეტალის დასაზუსტებლად.