განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

კონდიციონერის წმენდა

კონდიციონერის წმენდა ის ერთ-ერთი აუცილებელი პროცედურაა, რაც უზრუნველყოფს ტექნიკის გამართულად ფუნქციონირებას წლების განმავლობაში.
იმ პრობლემების ჩამონათვალში, რაც კონდიციონერის შეფერხებით მუშაობისას შესაძლოა გამოვლინდეს, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია გასაწმენდი და დახშული ფილტრი, რაც ზღუდავს ჰაერის ნაკადის მოძრაობას, ამცირებს სისტემის ეფექტურობას და ჰაერის სწრაფად გაგრილების უნარს, კონდიციონერის ფილტრის გაწმენდა კი გაზრდილ დანახარჯებთან ერთად, თავიდან აგაცილებთ გაუმართაობასთან დაკავშირებულ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს.
ზედაპირულად და პლასტმასის ფენებს შორის არსებული სივრცის წმენდას თავადაც შეძლებთ, თუმცა პროფესიონალური წმენდისთვის მნიშვნელოვანია სისტემის გაწმენდა კონდიციონერის ხელოსნის მიერ მოხდეს.
მათ ჩვენს პლატფორმაზე იპოვით, აქედანვე შეძლებთ დაკავშირებას და გამოძახებით მოგაკითხავენ თქვენთვის სასურველ ტერიტორიაზე.
მათ აქვთ თანამედროვე აღჭურვილობაც, რის საშუალებითაც ირეცხება კონდიციონერის შიდა და გარე ბლოკის რადიატორები, სადრენაჟე სისტემა , იწმინდება შიდა აგრეგატის ბარაბანი, ირეცხება ფილტრები და მუშავდება ანტიბაქტერიული ხსნარით, რის შედეგადაც თქვენი კონდიციონერი შეძლებს სრულფასოვნად მუშაობას. 

განცხადებები

პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

კონდიციონერების სერვისი

გთავაზობთ კონდიციონერების სრულ სერვისს: მონტაჟი, დემონტაჟი, შიდა და გარე აგრეგატების რეცხვა, ფრეონის დამატება. მრავალწლიანი გამოცდილებით, კვალიფიცირებული მომსახურებით, რომელიც შეესაბამება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს.

ნიკა
შეფასება 5.0 , 2 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

კონდენციონერის ხელოსანი

კონდენციონერის ხელოსანი 16 წლიანი გამოცდილების სტაჟით გთავაზობთ: კონდენციონერის მონტაჟი, დემონტაჟი, რემონტი, ფრეონის დამატება, კონდენსატორის შეცვლა და შიდა და გარე ბლოკების რეცხვა კერხერით (კონდენციონერი იფუთება სპეციალური შესაფუთით, რათა ტერიტორია არ დაბინძურდეს, მუშავდება ხსნარით და ირეცხება კერხერით), ასევე კედლებში კონდიციონერის კომუნიკაციების გაყვანა. ვასრულებ ნებისმიერი სირთულის სამუშაოს.

აკაკი
ვერიფიცირებული პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

კონდენციონერის ხელოსანი

გთავაზობთ კონდენციონერის მონტაჟსა და დემონტაჟს, ასევე კონდენციონერის გარეცხვას, შეკეთებასა და ფრეონის დამატებას. ვმუშაობთ პასუხისმგებლობით.

გოდერძი
შეფასება 5.0 , 1 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

კონდიციონერის მონტაჟი

გთავაზობთ კონდიციონერის მონტაჟის მომსახურებას და ასევე: შიდა და გარე ბლოკის გამორეცხვას. რემონტისას წინასწარ მილების მონტაჟს. - კონსულტაცია (ადგილზე მოსვლით 50 ₾); - დაგეხმარებით შერჩევა-შეძენაში; მაქვს საქმის მრავალწლიანი გამოცდილება!

თაზო
შეფასება 5.0 , 4 შეფასება
3 ვიდეო
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

კონდიციონერის სრული სერვისი

კონდიციონერის შეკეთება, მონტაჟი-დემონტაჟი, ფრეონის დამატება, გაწმენდა და ნებისმიერი სერვისი. დამიკავშირდით განცხახდებაში მითითებულ ნომერზე.

ბადრი
პრო

კონდიციონერის ხელოსანი

კონდიციონერის შეკეთება, მონტაჟი-დემონტაჟი, ფრეონის დამატება, გაწმენდა სპეციალური ხსნარებით.

კონდიციონერის მონტაჟი, შეკეთება

ინვერტორული ტიპის კონდიციონერისა და ფიქსირებული სიჩქარის სპლიტ კონდიციონერის მონტაჟი და შეკეთება, ასევე მულტისპლიტის, არხულის, კასეტურის, სტაიაშის მონტაჟი, სერვისი და დიაგნოსტიკა. პლატებზე მომსახურება. შერჩევა, წინასწარი კონსულტაცია. აირჩიეთ ინსტალაციის ადგილი, ელექტრო სამუშაოების მომზადება, სადრენაჟე სისტემების მოწესრიგება, მოვლა და ტექნიკური მომსახურება. ქარხნული პარამეტრების დაბრუნება, მუშაობა დისტანციური მართვით, ელექტრო და გაზის გაშვების შემოწმება.

კონდიციონერის ფილტრის გაწმენდა

კონდიციონერის ფილტრის გაწმენდა გარდა იმისა, რომ დაგიზოგავთ ელექტროენერგიის მოხმარებას 5-10%მდე, ასევე უზრუნველყოფს ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებას.
ფილტრის მთავარი დანიშნულება ჰაერში არსებული მტვრის ნაწილაკებისა და ბაქტერიების შეკავებაა, როდესაც ეს ნაწილი ძლიერ ჭუჭყიანდება, ვეღარ ასრულებს გამტარის ფუნქციას, ოთახში აბრუნებს დაბინძურებულ ჰაერს, დგება უსიამოვნო სუნიც და ტექნიკა ვეღარ ახერხებს გამართულად მუშაობას.
გაწმენდის სიხშირე დამოკიდებულია კონდიციონერის ინტენსივობასა და გარემო პირობებზე, მაგრამ ზოგადად რეკომენდებულია ფილტრების გაწმენდა ან შეცვლა ყოველ 1-3 თვეში ერთხელ მაინც. 
არსებობს გამონაკლისებიც, გარკვეულ კონდიციონერებს ფილტრი მხოლოდ ეცვლება და არ იწმინდება, ეს ინფორმაცია დატანილია როგორც ტექნიკაზე, ასვე თანმხლებ ბროშურაშიც.
ეს პროცესი შესაძლებელია დამოუკიდებლადაც განხორციელდეს, თუმცა უკეთესია პროფესიონალი ტექნიკოსის დახმარება, გირჩევთ გამოიძახოთ კონდიციონერის ხელოსანი.

მომხმარებლის შეფასებები

კონდიციონერის მონტაჟი

შეფასების ავტორი: დავითი

საკუთარი საქმის მცოდნე სწრაფი და პროფესიონალი. აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი რაც მონტაჟისთვის არის საჭირო.

კონდიციონერების სერვისი

შეფასების ავტორი: დავითი

პროფესიონალი და მოწესრიგებული გუნდი. ხარისხიანი მომსახურება მივიღეთ, საქმის სპეციალისტები

კონდენციონერის ხელოსანი

შეფასების ავტორი: ნინო

მადლობელი ვარ თქვენი შესრულებული სამუშაოსთვის, რომელსაც ასრულებთ პროფესიონალურად და კეთლსინდისიერად!

კონდიციონერების სერვისი

შეფასების ავტორი: გიორგი

დროული და პროფესიონალური მომსახურება. მუშაობენ წესრიგიანად და ხარისხიანად.

კონდიციონერის მონტაჟი

შეფასების ავტორი: ელენე

კმაყოფილი ვარ მომსახურებით, ხარისხიანად და დროულად შეასრულა საქმე.

კონდიციონერის მონტაჟი

შეფასების ავტორი: თორნიკე

პროფესიონალი, თავაზიანი ადამიანი. მიუხედავად სირთულეებისა ყველაფერი მაღალ დონეზე შეასრულა. ძალიან დიდი მადლობა

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ კონდიციონერი გასაწმენდია?

ხანგრძლივი და ეფექტური მუშაობისთვის ნებისმიერი ტიპის ტექნიკას სჭირდება მოვლა, რაც ხშირად ისეთ მარტივ პროცედურებს გულისხმობს, როგორიცაა წმენდა-დასუფთავება.
კონდიციონერის შემთხვევაშიც ასეა, დროთა განმავლობაში მასში გროვდება მტვერი, ნალექი და ჭუჭყი, რაც იწვევს ტექნიკის გაუმართავ მუშაობას, გაზრდილ ელექტრო ენერგიის ხარჯს, ჰაერის დაბინძურებასა და უკიდურეს შემთხვევაში ტექნიკის გაფუჭებასაც კი.
პრობლემების თავიდან ასაცილებლად სასურველია სეზონის დადგომამდე კონდიციონერის წმენდა ან რეცხვა რათა მომზადებული შეხვდეთ ზაფხულის ცხელ პერიოდს.

ფილტრების წმენდა-გამოცვლას თავადაც მარტივად შეძლებთ: 
▶ პირველ რიგში, გამორთეთ ტექნიკა დენის წყაროდან
▶ ახადეთ ხუფი და განსაზღვრეთ კონდიციონერის ფილტრის ადგილმდებარეობა -ძირითადად ფილტრი ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული, თუმცა ყოველი ბრენდისთვის შესაძლოა ასე არ იყოს, შეამოწმეთ კონდიციონერის ინსტრუქცია და შესაბამისად იმოქმედეთ.
▶ გაასუფთავეთ ფილტრი მტვერსასრუტის საშუალებით - ძირითადი ჭუჭყი რაც ფილტრის ზედაპირზეა მტვერსასრუტით მარტივად შეიწოვება
▶ გაწმნიდეთ წყლით - თუ თქვენი კონდიციონერის შიდა ნაწილებზე დაშვებულია სველი წმენდა, წყლიანი ჩვრით შეგიძლიათ ამოასუფთაოთ, ან ამოიღოთ და გარეცხოთ.
თუმცა გაითვალისწინეთ - ყველა ფილტრი ვერ იტანს წყალს და არ შეიძლება მათი დასველება, ასეთი ტიპის ფილტრები ახლით უნდა ჩანაცვლდეს, როგორც წესი ამაზე ინფორმაციას კონდიციონერის თანმხლებ ინსტრუქციაში ამოიკითხავთ ან შეგიძლიათ მომწოდებელ მაღაზიასთანაც დააზუსტოთ დეტალები.
რაც შეეხება სიხშირეს, მინიმუმ თვეში 2-3 თვეში ერთხელ მაინც უნდა გაწმინდოთ ფილტრები.
გარდა ფილტრისა, უმნიშვნელოვანესია აგრეტატის წმენდა, ამ ნაწილზე რადგან დაბინძურების დონით ეს ნაწილიც არ ჩამოუვარდება ფილტრს, სრულყოფილი შედეგისთვის აუცილებელია მოხდეს გაგრილების სისტემის გამორეცხვა.

რა პრობლემებს იწვევს დაბინძურებული კონდიციონერი?
თუ კონდიციონერი არ გაიწმინდა რეგულარულად, შეიძლება წარმოიქმნას რამდენიმე სერიოზული პრობლემა,რაც დაგაზარალებთ თქვენც და ხელს შეუშლის ტექნიკის გამართულ ფუნქციონირებასაც.
▶ ტექნიკის ფუნქციონალური შესაძლებლობების დაქვეითება - ძლიერი დაბინძურების გამო ჰაერის გაფილტვრა-გატარება მოხდება შეფერხებით,
რის გამოც კონდიციონერს გაუჭირდება ოთახის გაციება.
დაბინძურებული დრენაჟის მილი შეაფერხებს კონდენსატის გატანას, რაც გამოიწვევს ტენიანობის დაგროვებას.
▶ ელექტრო ენერგიის გაზრდილი მოხმარება - რადგან კონდიციონერი მუშაობს არაეფექტურად, მას სჭირდება მეტი ენერგია იმავე სამუშაოს შესასრულებლად. ელ.ენერგიის მოხმარება შეიძლება გაიზარდოს 30%-ითაც კი.
▶ ჰიგიენური პრობლემები - დაბინძურებული ფილტრები საუკეთესო გარემოა მტვერის ტკიპის და ბაქტერიების გასამრავლებლად. გასაწმენდ ფილტრებში ჰაერის გავლისას ოთახში ვრცელდება სოკოს და ობის სპორები, რაც შესაძლებელია ალერგიული რეაქციების, ასთმური შეტევის და სხვა დაავადებების მიზეზი გახდეს.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

კონდიციონერის ფილტრი როგორ უნდა გავწმინდოთ?

კონდიციონერის ფილტრის გაწმენდა მნიშვნელოვანი პროცედურაა მისი გამართული მუშაობისთვის.
 პირველ რიგში, უნდა გამოვრთოთ კონდიციონერი დენის წყაროდან, რათა თავიდან ავიცილოთ დენის დარტყმის რისკი გაწმენდის დროს.
კონდიციონერის ინსტრუქციის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ ფილტრის ზუსტი განთავსების ადგილი. ზოგჯერ ის შიდა ბლოკის წინა მხარესაა, ზოგჯერ ზემოთაა განთავსებული.
ფილტრის გასაწმენდად გამოიყენეთ მტვერსასრუტი და ფრთხილად მოაშორეთ მტვერი, ჭუჭყი და ნარჩენები ფილტრის ორივე მხრიდან.
თუ თქვენი კონდიციონერის ფილტრი იტანს დასველებას, შეგიძლიათ გარეცხოთ ის თბილი წყლით ან ამოწმინდოთ სველი ჩვრით.
ასევე დამატებით გამოიყენოთ სპეციალური სადენზიფექციო საშუალებები, ხოლო თუ ფილტრი წმენდას არ ექვემდებარება, ძველი ჩაანაცვლეთ ახლით.
ფილტრის სრული გამშრალების შემდეგ, ფრთხილად დაამონტაჟეთ ის საწყის ადგილას კონდიციონერში. დარწმუნდით, რომ ის სწორად არის დამაგრებული და არაფერს უშლის ხელს ჰაერის თავისუფალ მიმოქცევას.

რა სიხშირით უნდა გავწმინდოთ კონდიციონერის ფილტრები?

კონდიციონერის ფილტრების გაწმენდის სიხშირე დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:
▶ საყოფაცხოვრებო გამოყენებისას, თუ ფილტრი გარეცხვადია, სასურველია სველი წმენდა მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც, ხოლო ე.წ მშრალი გაწმენდა მტვერსასრუტით ან რბილი ჯაგრისით საშუალებით ყოველკვირეულად ან ორ კვირაში ერთხელ
▶ სამუშაო გარემოსა და საზოგადოებრივ შენობებში, სადაც ინტენსიური გამოყენებაა, ფილტრების ყოველკვირეული გაწმენდა შეიძლება იყოს საჭირო. კომერციული და სამრეწველო ფართებისთვის კი, შესაძლოა დღიური გაწმენდაც გახდეს საჭირო. 
რა არის ფილტრის დაბინძურების შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა? 
ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა ჰიგიენური საკითხია, დაბინძურებულ ფილტრებში ვრცელდება სოკოს და ობის სპორები, რაც იწვევს ალერგიულ რეაქციებს და რესპირატორულ დაავადებებს.
შეიძლება გამოიწვიონ თვალებისა და ცხვირის გაღიზიანება, ქავილი, ხველა, სუნთქვის გაძნელება და სხვა ალერგიული სიმპტომები.
ასევე მოწყვლად ჯგუფებში გაამწვავოს ბრონქიტის, პნევმონიის, ასთმის შემთხვევები.

რატომ და როდის უნდა გამოვცვალოთ კონდიციონერი?

ზოგადად, კონდიციონერის შეცვლაზე უნდა იფიქროთ, იმ შემთხვევაში თუ ის ძველი, არაეფექტურია, აზიანებს გარემოს, იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს ან შეკეთების ხარჯი მეტია ახლის ღირებულებაზე.
კონდიციონერები საშუალოდ 10 წლის განმავლობაში მუშაობს ეფექტურად, ამ პერიოდის განმავლობაში სჭირდება სწორი მოვლა, როგორიცაა გაგრილების სისტემის გამორეცხვა, კონდიციონერის ფილტრის გაწმენდა და პერიოდულად დიაგნოსტირება.