ძალიან კმაყოფილი ვარ მომსახურებით, ვუწევ რეკომენდაციას. ყველა სირთულის მქონე კონდიციონერს შესანიშნავად უმკლავდებიან. მად...
მადლობა ბიჭებო, კარგი ჯიგრიანი, ყოჩაღი ბიჭები ხართ, წარმატებები მუდამ და ყოველთვის
მადლობა სწრაფი და ხარისხიანი მომსახურებისთვის ფასიც მისაღები კმაყოფილი ვარ სერვისით
უკარგესი ახალგაზრდები არიან. აქვთ ყველა საჭირო იარაღი, სუფთად და კარგად აკეთებენ საქმეს, არიან სუფთა სულის და გულის ...
საუკეთესო მომსახურება აქვთ, უმაღლესი ხარისხი და პროფესიონალიზმი. ძალიან კმაყოფილი ვარ.
ძალიან კმაყოფილი ვარ მათი პროფესიონალიზმით. ბიჭები მოვიდნენ ზუსტად დათქმულ დროს. საქმე შეასრულეს სწრაფად და ხარისხიანად....
ძირითადად რეკომენდებულია სამი ტიპის შემოწმება: ყოველწლიური ტექინსპექტირება, სეზონური შემოწმება და ოპერატიული შემოწმება პრობლემების გამოვლენის შემთხვევაში.
სეზონური შემოწმება ძირითადად სეზონის დასაწყისში (ზაფხულში ან ზამთარში) ხდება და მოიცავს კონდიციონერის გაწმენდას მტვრისა და ნარჩენებისგან, ფილტრის გაწმენდას, დრენაჟის სისტემის შემოწმებას, ელექტროგაყვანილობისა და მილების დათვალიერებას.
ოპერატიული შემოწმება საჭიროა, როდესაც კონდიციონერი გამოავლენს პრობლემებს, როგორიცაა ხმაური, ვიბრაცია, არაეფექტური გაგრილება/გათბობა და სხვა.
კონდიციონერის ტექნიკური დიაგნოსტიკა მოიცავს მის შემოწმებას სხვადასხვა რეჟიმში, ვიზუალურ დათვალიერებას, შიდა და გარე ნაწილების შემოწმებას, ელექტრო და მართვის სისტემების ტესტირებას, გაცივების და დრენაჟის სისტემების დიაგნოსტიკას, ვენტილატორების და არხების ინსპექტირებას.
კონდიციონერის ადგილის შეცვლის ან რემონტისას დაგეგმილი დემონტაჟის წინ აუცილებელია მისი სრული შემოწმება იმისათვის, რომ გამოვლინდეს და აღმოიფხვრას შესაძლო პრობლემები, რაც შეამცირებს დაზიანების რისკს და უზრუნველყოფს უსაფრთხო გადატანას.
ზოგადი შემოწმება სასურველია წელიწადში ერთხელ მაინც, ხოლო სრულფასოვანი დიაგნოსტირება, რაც მოიცავს როგორც შიდა, ასევე გარე ბლოკის შემოწმებას, უნდა მოხდეს სეზონის დაწყებამდე გარკვეულიო პერიოდით ადრე და ასევე სეზონის დასრულების შემდგომაც.