კონდიციონერის წმენდა

კონდიციონერის წმენდა ის ერთ-ერთი აუცილებელი პროცედურაა, რაც უზრუნველყოფს ტექნიკის გამართულად ფუნქციონირებას წლების განმავლობაში.
იმ პრობლემების ჩამონათვალში, რაც კონდიციონერის შეფერხებით მუშაობისას შესაძლოა გამოვლინდეს, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია გასაწმენდი და დახშული ფილტრი, რაც ზღუდავს ჰაერის ნაკადის მოძრაობას, ამცირებს სისტემის ეფექტურობას და ჰაერის სწრაფად გაგრილების უნარს, კონდიციონერის ფილტრის გაწმენდა კი გაზრდილ დანახარჯებთან ერთად, თავიდან აგაცილებთ გაუმართაობასთან დაკავშირებულ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს.
ზედაპირულად და პლასტმასის ფენებს შორის არსებული სივრცის წმენდას თავადაც შეძლებთ, თუმცა პროფესიონალური წმენდისთვის მნიშვნელოვანია სისტემის გაწმენდა კონდიციონერის ხელოსნის მიერ მოხდეს.
მათ ჩვენს პლატფორმაზე იპოვით, აქედანვე შეძლებთ დაკავშირებას და გამოძახებით მოგაკითხავენ თქვენთვის სასურველ ტერიტორიაზე.
მათ აქვთ თანამედროვე აღჭურვილობაც, რის საშუალებითაც ირეცხება კონდიციონერის შიდა და გარე ბლოკის რადიატორები, სადრენაჟე სისტემა , იწმინდება შიდა აგრეგატის ბარაბანი, ირეცხება ფილტრები და მუშავდება ანტიბაქტერიული ხსნარით, რის შედეგადაც თქვენი კონდიციონერი შეძლებს სრულფასოვნად მუშაობას. 

კონდიციონერის ფილტრის გაწმენდა

კონდიციონერის ფილტრის გაწმენდა გარდა იმისა, რომ დაგიზოგავთ ელექტროენერგიის მოხმარებას 5-10%მდე, ასევე უზრუნველყოფს ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებას.
ფილტრის მთავარი დანიშნულება ჰაერში არსებული მტვრის ნაწილაკებისა და ბაქტერიების შეკავებაა, როდესაც ეს ნაწილი ძლიერ ჭუჭყიანდება, ვეღარ ასრულებს გამტარის ფუნქციას, ოთახში აბრუნებს დაბინძურებულ ჰაერს, დგება უსიამოვნო სუნიც და ტექნიკა ვეღარ ახერხებს გამართულად მუშაობას.
გაწმენდის სიხშირე დამოკიდებულია კონდიციონერის ინტენსივობასა და გარემო პირობებზე, მაგრამ ზოგადად რეკომენდებულია ფილტრების გაწმენდა ან შეცვლა ყოველ 1-3 თვეში ერთხელ მაინც. 
არსებობს გამონაკლისებიც, გარკვეულ კონდიციონერებს ფილტრი მხოლოდ ეცვლება და არ იწმინდება, ეს ინფორმაცია დატანილია როგორც ტექნიკაზე, ასვე თანმხლებ ბროშურაშიც.
ეს პროცესი შესაძლებელია დამოუკიდებლადაც განხორციელდეს, თუმცა უკეთესია პროფესიონალი ტექნიკოსის დახმარება, გირჩევთ გამოიძახოთ კონდიციონერის ხელოსანი.

მომხმარებლის შეფასებები

კონდიციონერის სერთიფიცირებული ხელოსნები სურათი
კონდიციონერის სერთიფიცირებული ხელოსნები
გიორგი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-08-26 13:29:18

სერთიფიცირებული პროფესიონალი და მეგობრული. კომუნიკაციით და შესრულებული საქმის ხარისხით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით

კონდიციონერის სრული სერვისი სურათი
კონდიციონერის სრული სერვისი
Ani
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-08-19 11:02:26

გამოცდილი და სერთიფიცირებული ტექნიკოსი. მადლობა თქვენ სწრაფი და ხარისხიანი მომსახურებისათვის.

კონდინციონერის ხელოსანი სურათი
კონდინციონერის ხელოსანი
ლაშა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-08-09 14:41:28

უაღრესად პუნქტუალური პიროვნებაა, აფასებს როგორც საკუთარ ისე სხვის დროსაც. ამავდროულად ძლიერი პროეფიონალია. არ უყვარს ხელოსნებში ფრიად პოპულარული "საქმის მიფუჩეჩება". მუშაობს ხარისხიანად, გულით და რაც მთავარია ყოველთვის კარგი შედეგით. თან აქვს ყველანაირი საჭირო ხელსაწყო თუ საჭირო სახარჯო მასალა. რეკომენდაციას გავუწევ ყველასთან როგორც ძალიან კარგ და პასუხისმგებლობით სავსე პროფესიონალს.

კონდიციონერის სერთიფიცირებული ხელოსნები სურათი
კონდიციონერის სერთიფიცირებული ხელოსნები
დათო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-08-05 22:48:54

მანქანაში აქვთ ყველა საჭირო ნაწილი. სწრაფი და ხარისხიანი სერვისი

კონდიცირება სურათი
კონდიცირება
ზაზა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-07-29 21:05:32

ასრულებს საქმეს იდიალურად, არის კარგი ადამიანი და საქმიდან გამომდინარე შეუძლია დაუღალავი მუშაობა

პროფესიონალი კონდიციონერის ხელოსანი სურათი
პროფესიონალი კონდიციონერის ხელოსანი
ალექსანდრა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-07-29 10:06:31

არაჩვეულებრივი გუნდი მოვიდა! სწრაფები და კომპეტენტურები. სასიამოვნო საკომუნიკაციო ხალხი. ყურადღებით და პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საქმეს და უმოკლეს დროში გაართვეს თავი მაღალ დონეზე.

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ კონდიციონერი გასაწმენდია?

ხანგრძლივი და ეფექტური მუშაობისთვის ნებისმიერი ტიპის ტექნიკას სჭირდება მოვლა, რაც ხშირად ისეთ მარტივ პროცედურებს გულისხმობს, როგორიცაა წმენდა-დასუფთავება.
კონდიციონერის შემთხვევაშიც ასეა, დროთა განმავლობაში მასში გროვდება მტვერი, ნალექი და ჭუჭყი, რაც იწვევს ტექნიკის გაუმართავ მუშაობას, გაზრდილ ელექტრო ენერგიის ხარჯს, ჰაერის დაბინძურებასა და უკიდურეს შემთხვევაში ტექნიკის გაფუჭებასაც კი.
პრობლემების თავიდან ასაცილებლად სასურველია სეზონის დადგომამდე კონდიციონერის წმენდა ან რეცხვა რათა მომზადებული შეხვდეთ ზაფხულის ცხელ პერიოდს.

ფილტრების წმენდა-გამოცვლას თავადაც მარტივად შეძლებთ: 
▶ პირველ რიგში, გამორთეთ ტექნიკა დენის წყაროდან
▶ ახადეთ ხუფი და განსაზღვრეთ კონდიციონერის ფილტრის ადგილმდებარეობა -ძირითადად ფილტრი ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული, თუმცა ყოველი ბრენდისთვის შესაძლოა ასე არ იყოს, შეამოწმეთ კონდიციონერის ინსტრუქცია და შესაბამისად იმოქმედეთ.
▶ გაასუფთავეთ ფილტრი მტვერსასრუტის საშუალებით - ძირითადი ჭუჭყი რაც ფილტრის ზედაპირზეა მტვერსასრუტით მარტივად შეიწოვება
▶ გაწმნიდეთ წყლით - თუ თქვენი კონდიციონერის შიდა ნაწილებზე დაშვებულია სველი წმენდა, წყლიანი ჩვრით შეგიძლიათ ამოასუფთაოთ, ან ამოიღოთ და გარეცხოთ.
თუმცა გაითვალისწინეთ - ყველა ფილტრი ვერ იტანს წყალს და არ შეიძლება მათი დასველება, ასეთი ტიპის ფილტრები ახლით უნდა ჩანაცვლდეს, როგორც წესი ამაზე ინფორმაციას კონდიციონერის თანმხლებ ინსტრუქციაში ამოიკითხავთ ან შეგიძლიათ მომწოდებელ მაღაზიასთანაც დააზუსტოთ დეტალები.
რაც შეეხება სიხშირეს, მინიმუმ თვეში 2-3 თვეში ერთხელ მაინც უნდა გაწმინდოთ ფილტრები.
გარდა ფილტრისა, უმნიშვნელოვანესია აგრეტატის წმენდა, ამ ნაწილზე რადგან დაბინძურების დონით ეს ნაწილიც არ ჩამოუვარდება ფილტრს, სრულყოფილი შედეგისთვის აუცილებელია მოხდეს გაგრილების სისტემის გამორეცხვა.

რა პრობლემებს იწვევს დაბინძურებული კონდიციონერი?
თუ კონდიციონერი არ გაიწმინდა რეგულარულად, შეიძლება წარმოიქმნას რამდენიმე სერიოზული პრობლემა,რაც დაგაზარალებთ თქვენც და ხელს შეუშლის ტექნიკის გამართულ ფუნქციონირებასაც.
ტექნიკის ფუნქციონალური შესაძლებლობების დაქვეითება - ძლიერი დაბინძურების გამო ჰაერის გაფილტვრა-გატარება მოხდება შეფერხებით,
რის გამოც კონდიციონერს გაუჭირდება ოთახის გაციება.
დაბინძურებული დრენაჟის მილი შეაფერხებს კონდენსატის გატანას, რაც გამოიწვევს ტენიანობის დაგროვებას.
ელექტრო ენერგიის გაზრდილი მოხმარება - რადგან კონდიციონერი მუშაობს არაეფექტურად, მას სჭირდება მეტი ენერგია იმავე სამუშაოს შესასრულებლად. ელ.ენერგიის მოხმარება შეიძლება გაიზარდოს 30%-ითაც კი.
ჰიგიენური პრობლემები - დაბინძურებული ფილტრები საუკეთესო გარემოა მტვერის ტკიპის და ბაქტერიების გასამრავლებლად. გასაწმენდ ფილტრებში ჰაერის გავლისას ოთახში ვრცელდება სოკოს და ობის სპორები, რაც შესაძლებელია ალერგიული რეაქციების, ასთმური შეტევის და სხვა დაავადებების მიზეზი გახდეს.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

კონდიციონერის ფილტრი როგორ უნდა გავწმინდოთ?

კონდიციონერის ფილტრის გაწმენდა მნიშვნელოვანი პროცედურაა მისი გამართული მუშაობისთვის.
 პირველ რიგში, უნდა გამოვრთოთ კონდიციონერი დენის წყაროდან, რათა თავიდან ავიცილოთ დენის დარტყმის რისკი გაწმენდის დროს.
კონდიციონერის ინსტრუქციის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ ფილტრის ზუსტი განთავსების ადგილი. ზოგჯერ ის შიდა ბლოკის წინა მხარესაა, ზოგჯერ ზემოთაა განთავსებული.
ფილტრის გასაწმენდად გამოიყენეთ მტვერსასრუტი და ფრთხილად მოაშორეთ მტვერი, ჭუჭყი და ნარჩენები ფილტრის ორივე მხრიდან.
თუ თქვენი კონდიციონერის ფილტრი იტანს დასველებას, შეგიძლიათ გარეცხოთ ის თბილი წყლით ან ამოწმინდოთ სველი ჩვრით.
ასევე დამატებით გამოიყენოთ სპეციალური სადენზიფექციო საშუალებები, ხოლო თუ ფილტრი წმენდას არ ექვემდებარება, ძველი ჩაანაცვლეთ ახლით.
ფილტრის სრული გამშრალების შემდეგ, ფრთხილად დაამონტაჟეთ ის საწყის ადგილას კონდიციონერში. დარწმუნდით, რომ ის სწორად არის დამაგრებული და არაფერს უშლის ხელს ჰაერის თავისუფალ მიმოქცევას.

რა სიხშირით უნდა გავწმინდოთ კონდიციონერის ფილტრები?

კონდიციონერის ფილტრების გაწმენდის სიხშირე დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:
▶ საყოფაცხოვრებო გამოყენებისას, თუ ფილტრი გარეცხვადია, სასურველია სველი წმენდა მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც, ხოლო ე.წ მშრალი გაწმენდა მტვერსასრუტით ან რბილი ჯაგრისით საშუალებით ყოველკვირეულად ან ორ კვირაში ერთხელ
▶ სამუშაო გარემოსა და საზოგადოებრივ შენობებში, სადაც ინტენსიური გამოყენებაა, ფილტრების ყოველკვირეული გაწმენდა შეიძლება იყოს საჭირო. კომერციული და სამრეწველო ფართებისთვის კი, შესაძლოა დღიური გაწმენდაც გახდეს საჭირო. 
რა არის ფილტრის დაბინძურების შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა? 
ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა ჰიგიენური საკითხია, დაბინძურებულ ფილტრებში ვრცელდება სოკოს და ობის სპორები, რაც იწვევს ალერგიულ რეაქციებს და რესპირატორულ დაავადებებს.
შეიძლება გამოიწვიონ თვალებისა და ცხვირის გაღიზიანება, ქავილი, ხველა, სუნთქვის გაძნელება და სხვა ალერგიული სიმპტომები.
ასევე მოწყვლად ჯგუფებში გაამწვავოს ბრონქიტის, პნევმონიის, ასთმის შემთხვევები.

რატომ და როდის უნდა გამოვცვალოთ კონდიციონერი?

ზოგადად, კონდიციონერის შეცვლაზე უნდა იფიქროთ, იმ შემთხვევაში თუ ის ძველი, არაეფექტურია, აზიანებს გარემოს, იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს ან შეკეთების ხარჯი მეტია ახლის ღირებულებაზე.
კონდიციონერები საშუალოდ 10 წლის განმავლობაში მუშაობს ეფექტურად, ამ პერიოდის განმავლობაში სჭირდება სწორი მოვლა, როგორიცაა გაგრილების სისტემის გამორეცხვა, კონდიციონერის ფილტრის გაწმენდა და პერიოდულად დიაგნოსტირება.