მადლობა ორივე გიორგის! დაკავშირების შემდეგ სწრაფადვე გამომეხმაურნენ და მოვიდნენ მისამართზე. სხვა ხელოსანებმა თავი შეიკა...
ყველაზე სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება გაქვთ. ძალიან დიდი მადლობა ესეთი მომსახურებისთვის. გისურვებთ წარმატებებს.
მოძიების თანავე ძალიან მალე მოხდა მონტაჟი მისაღებ ფასად და ხარისხიანად დიდი მადლობა გაწეული სამსახურისთვის
საუკეთესო ჯგუფი. მაღაზიებზე იაფად თვითონვე მოიტანეს კონდიციონერი 5 წლიანი გარანტიის ტალონით. მიწოდება-მონტაჟი შესრულდა უ...
კმაყოფილი ვარ მომსახურეობით. ყველაფერზე იზრუნეს და მაღაზიებთან შედარებით ბიუჯეტური კონდინციონერი მომიტანეს. არიან პუნქტუ...
ძალიან კმაყოფილი ვარ. სწრაფად ხარისხიანად და მაქსიმალურად პასუხისმგებლიანად უდგებიან საკითხს! წარმატებები
კონდიციონერის წმენდა მნიშვნელოვანია მისი ეფექტური მუშაობისთვის და ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის. ზოგადი რეკომენდაციაა, რომ:
ფილტრები გაიწმინდოს ყოველ 1-3 თვეში, რათა არ დაიბლოკოს ჰაერის ნაკადი.
ფილტრების გაწმენდა შეიძლება ხელით ან მტვერსასრუტით, ასევე ზოგიერთ მოდელზე დასაშვებია სველი წმენდაც.
კომპრესორი, ვენტილატორები წელიწადში ერთხელ მაინც.
წმენდის სიხშირე შეიძლება განსხვავდებოდეს მოხმარების ინტენსივობის, გარემო პირობებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
დროთა განმავლობაში კონდიციონერში გროვდება მტვერი, ჭუჭყი, ცხიმები და სხვა ნალექები. ეს ნარჩენები ფარავს რადიატორებს, კონდენსატორსა და სხვა კომპონენტებს, რის გამოც მცირდება კონდიციონერის გაგრილების ან გათბობის უნარი. გამორეცხვა ასუფთავებს სისტემას და აღადგენს მის სრულ ეფექტურობას.
გამორეცხვა აუცილებელია კონდიციონერის ეფექტურობის შესანარჩუნებლად, ენერგომოხმარების შესამცირებლად, ექსპლუატაციის ვადის გასახანგრძლივებლად და ჯანმრთელობისთვის უვნებელი ჰაერის უზრუნველყოსაყოფად.
კონდიციონერის სრული გაწმენდის დროს ირეცხება შიდა და გარე ბლოკის რადიატორები, სადრენაჟე სისტემა, იწმინდება შიდა აგრეგატის ბარაბანი, ირეცხება ფილტრები და მუშავდება ანტიბაქტერიული ხსნარით.
თუმცა, გაითვალისწინეთ, თითეულ ტექნიკას აქვს შესაბამისი მოხმარების წესები, რომელიც მითითებულია თანმხლებ ბროშურაში.
გაეცანით აღნიშნულს და იმოქმედეთ შესაბამისად.
კონდიციონერების გამორეცხვა საკმაოდ მოთხოვნადი სერვისია თბილისში და გაწმენდის მომსახურებას მრავალი კომპანია თუ ინდივიდუალური სპეციალისტი გთავაზობთ.
მათ მოძიებას ჩვენი პლატფორმა გაგიმარტივებთ, საძიებო ველში მიუთითეთ სერვისის დასახელება, გაფილტრეთ განცხადებები და დაუკავშირდით შერჩეულ მათგანს.