კონდიციონერის გადატანა რთული და საპასუხისმგებლო პროცესია, რომელიც მოითხოვს სპეციალურ ცოდნასა და გამოცდილებას, გადატნის ეტაპები მოიცავს:
▶
დემონტაჟს
▶
შეფუთვა-ტრანსპორტირებას
▶ ახალ ადგილზე დამონტაჟებას
▶ ფრეონით დატუმბვასა და ტესტირებას
დემონტაჟის პროცესი იწყება კონდიციონერის დენიდან გამოერთებით. შემდეგ, სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით ხდება გარე და შიდა ბლოკების მოხსნა.
გარე ბლოკის გადატანა საკმაოდ რთული საქმეა, მნიშვნელოვანია სწორად და ფრთხილად მოიხსნას ელექტროობის კაბელები და დრენაჟის მილები, რათა თავიდან ავირიდოთ მათი დაზიანება.
ამის შემდგომ, სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით ხდება სისტემიდან
ფრეონის გამოტუმბვა და შეგროვება სპეციალურ კონტეინერებში. ეს პროცესი მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, რადგან ფრეონი შეიცავს ქლორფტორნახშირბადებს, რომლებიც აზიანებენ ოზონის შრეს და იწვევენ სათბურის ეფექტს.
დემონტაჟის შემდეგ იწყება კონდიციონერის ნაწილების შეფუთვა დამცავი მასალებით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ დაზიანებები ტრანსპორტირების დროს.
შეფუთვის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ ნაწილებს, როგორიცაა აგრეგატი და სხვა მგრძნობიარე კომპონენტები.
უნდა შეირჩეს შესაფერისი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს კონდიციონერის ნაწილების უსაფრთხო გადაადგილებას. ეს შეიძლება იყოს სპეციალური სატვირთო მანქანა, რომელსაც აქვს შესაბამისი დამცავი მოწყობილობები, ან უბრალოდ სტანდარტული ფურგონი, თუ თავად არ გყავთ მსგავსი ტიპის ავტომობილი, შეგიძლია ისარგებლოთ
გადაზიდვის სერვისით.
მნიშვნელოვანი ეტაპია ახალ სივრცეში კონდიციონერის განსათავსებელი ადგილის სწორად განსაზღვრა, შიდა ბლოკისთვის, რომელიც კედელზე განთავსდება, უნდა შეირჩეს მზის პირდაპირი სხივებისგან დაცული, შედარებით გრილი ადგილი.
ხოლო გარე ბლოკისთვის ღია სივრცე, წინაღობების გარეშე, რათა ხელი არ შეეშალოს ჰაერის გამოდინებას.
გარე ბლოკის დამაგრების შემდეგ ხდება მისი შიდა ბლოკთან დაკავშრება. ეს პროცესი მოითხოვს სიზუსტეს, რადგან მილების არასწორი დამონტაჟება შეიძლება გახდეს კონდიციონერის არაეფექტური მუშაობის მიზეზი.
ბოლო ეტაპზე სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით ხდება
ფრეონით დატუმბვა, ამ პროცესის შემდგომ კი მოწმდება ტექნიკის ფუნქციონირება.
მთელი ზემოთ აღწერილი პროცესი მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და სიფრთხილეს, რადგან არასწორი მოპყრობის შემთხვევაში შესაძლებელია კონდიციონერი დაზიანდეს, ხოლო უსაფრთხოების ნორმების გაუთვალისწინებლობით ჩვენს ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე.
სწორედ, ამიტომ გირჩევთ არ დაუშვათ გავრცელებული შეცდომა და
საქმე მიანდეთ იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ გამოცდილება, კომპეტენცია და შესაბამისი აღჭურვილობა ამ პროცესების ეფექტურად განხორციელებისთვის.
Servisebi.ge-დან მარტივად შეარჩევთ კონდიციონერის ხელოსანს, ვინც დაგეხმარებათ კონდიციონერის გადატანასა და
ხელახალ მონტაჟში.