კონდიციონერის მონტაჟი

ონდიციონერის მონტაჟი საკმაოდ რთული პროცესია, მოითხოვს სპეციალურ ცოდნასა და გამოცდილებას. შედგება რამდენიმე ეტაპისგან და მოწყობილობის გამართული მუშაობისთვის მნიშვნელოვანია ყველა ნაბიჯი სწორად და უსაფრთხოდ შესრულდეს.
 კონდიციონერის დაყენება ძირითადად ორი მეთოდით ხდება, რომელთაც სტანდარტულსა და არასტანდარტულს უწოდებენ.
სტანდარტული მონტაჟი გულისხმობს კონდიციონერის დაყენებას სტანდარტულ პირობებში, როდესაც არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული სირთულეები ან დამატებითი მოთხოვნები,წარმოადგენს კონდიციონერის დაყენების ყველაზე ოპტიმალურ და ხელმისაწვდომ გზას და  ითვალისწინებს შემდეგ პირობებს:
▶ კედლის სისქეს
▶ კედლის მასალას
▶ გარე ბლოკის დამაგრებას
▶ მილების დაკავშირებას
ხოლო არასტანდარტული მონტაჟი გულისხმობს ყველა იმ შემთხვევას, როდესაც კონდიციონერის დაყენება სცილდება სტანდარტული მონტაჟის პირობებს და მოითხოვს დამატებით სამუშაოებს, მასალებს ან სპეციალურ მიდგომას. 

კონდიციონერის დაყენება

კონდიციონერის დაყენება შესაძლებელია ნებისმიერ სივრცეში, სადაც კი ამის საჭიროება დგას, იქნება ეს კომერციული,ბიზნეს თუ საცხოვრებელი ფართი.
კონდიციონერის დაყენების პროცესში კი თითოეული სივრცე და გარემო მოითხოვს განსხვავებულ მიდგომას.
თუ კონდიციონერის მონტაჟი საცხოვრებელ ფართში გვსურს, პირველ რიგში სწორად უნდა ავარჩიოთ დასამონტაჟებელი ადგილი, კონდიციონერი შევარჩიოთ ფართის მიხედვით და პროცესში გავითვალისწინოთ, ხმაურის დონე, ენერგო და ხარჯთეფექტურობა.
 
კომერციულ სივრცეებში, როგორებიცაა ოფისები, მაღაზიები, რესტორნები სასურველია დიდი სიმძლავრის მქონე კონდიციონერის გამოყენება და ვენტილაციის სისტემის დაყენება, რათა ვუზრუნველყოთ კარგი ვენტილაცია.
საწარმოო და სამრეწველო სივრცეებში მონტაჟისას შესაძლოა მოხდეს სპეციალური სერვერული ოთახების გაგრილება, წარმოებისა და შენახვის პროცესების შესაბამისად კი კლიმატ-ტემპერატურის კონტროლი.
მიუხედავად სივრცის დანიშნულებისა, კონდიციონერის დაყენება მოითხოვს სპეციალისტების ჩართულობას, რომლებიც შეაფასებენ კონკრეტულ გარემოს და მის საჭიროებებს, შემდეგ კი უზრუნველყოფენ სწორ დაპროექტებას, დაყენებასა და გამართვას

მომხმარებლის შეფასებები

კონდიციონერის სრული სერვისი სურათი
კონდიციონერის სრული სერვისი
ნატა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
3 დღის წინ

შესანიშნავი ხელოსნები. ნარჩენებიც კი თავად მოაწესრიგეს და მოაწკრიალეს დამონტაჟების შემდეგ

კონდიციონერის ხელოსანი სურათი
კონდიციონერის ხელოსანი
სალომე
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

უზომოდ კმაყოფილი ვარ. ✅️ ძალიან სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება აქვთ, ფასიც ადეკვატურია.

კონდიციონერის სერთიფიცირებული ხელოსნები სურათი
კონდიციონერის სერთიფიცირებული ხელოსნები
გიორგი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
4 თვის წინ

სერთიფიცირებული პროფესიონალი და მეგობრული. კომუნიკაციით და შესრულებული საქმის ხარისხით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით

კონდიციონერის სრული სერვისი სურათი
კონდიციონერის სრული სერვისი
Ani
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
4 თვის წინ

გამოცდილი და სერთიფიცირებული ტექნიკოსი. მადლობა თქვენ სწრაფი და ხარისხიანი მომსახურებისათვის.

კონდინციონერის ხელოსანი სურათი
კონდინციონერის ხელოსანი
ლაშა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
4 თვის წინ

უაღრესად პუნქტუალური პიროვნებაა, აფასებს როგორც საკუთარ ისე სხვის დროსაც. ამავდროულად ძლიერი პროეფიონალია. არ უყვარს ხელოსნებში ფრიად პოპულარული "საქმის მიფუჩეჩება". მუშაობს ხარისხიანად, გულით და რაც მთავარია ყოველთვის კარგი შედეგით. თან აქვს ყველანაირი საჭირო ხელსაწყო თუ საჭირო სახარჯო მასალა. რეკომენდაციას გავუწევ ყველასთან როგორც ძალიან კარგ და პასუხისმგებლობით სავსე პროფესიონალს.

კონდიციონერის სერთიფიცირებული ხელოსნები სურათი
კონდიციონერის სერთიფიცირებული ხელოსნები
დათო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
4 თვის წინ

მანქანაში აქვთ ყველა საჭირო ნაწილი. სწრაფი და ხარისხიანი სერვისი

​კონდიციონერის მონტაჟი - რა უნდა ვიცოდეთ?

კონდიციონერის სწორად დაყენება უმნიშვნელოვანესია ტექნიკის ხანგრძლივი, გამართული და ეფექტური მუშაობისთვის. ეს პროცესი მოითხოვს სპეციალურ ცოდნასა და გამოცდილებას, რადგან შედგება რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპისგან, რომლებიც აუცილებლად უნდა შესრულდეს სწორად და უსაფრთხოდ.
კონდიციონერის მონტაჟი ძირითადად ორი გზით ხორციელდება - სტანდარტული და არასტანდარტული:
სტანდარტული მონტაჟი გულისხმობს კონდიციონერის დაყენებას ისეთ, პირობებში, როდესაც არ არსებობს განსაკუთრებული სირთულეები ან დამატებითი მოთხოვნები. ეს არის კონდიციონერის დაყენების ყველაზე ხშირად გამოყენებადი და ოპტიმალური გზა. ამ ტიპის მონტაჟისას: არასტანდარტული მონტაჟი გულისხმობს ყველა იმ შემთხვევას, როდესაც კონდიციონერის დაყენება სცილდება სტანდარტული მონტაჟის პირობებს და მოითხოვს დამატებით სამუშაოებს, მასალებს ან განსაკუთრებულ მიდგომას. მაგალითად:  მონტაჟი შესაძლებელია ნებისმიერ სივრცეში - საცხოვრებელ ბინებსა თუ სახლებში, კომერციულ და საზოგადოებრივ შენობებში, სამრეწველო და საწარმოო დანიშნულების ობიექტებზე. თითოეულ შემთხვევაში საჭიროა განსხვავებული მიდგომა და სპეციალისტის ჩართულობას
ტექნიკურად ეს პროცესი მოიცავს:
დასამონტაჟებელი ადგილის შერჩევას
შიდა განყოფილების მონტაჟისთვის შეარჩიეთ სათანადო ადგილი კედელზე, სცადეთ ლურსმნის დამაგრება და დარწმუნდით,რომ საკმარისად ძლიერია კონდიციონერის წონის შესანარჩუნებლად.
შეარჩიეთ ცენტრალური ადგილმდებარეობა, მაგალითად მისაღები ოთახი საიდანაც ცივი ჰაერი მარტივად გადანაწილდება სხვა სივრცეებშიც.
სამონტაჟო ფირფიტის დაყენებას
მიიტანეთ სამონტაჟო ფირფიტა კედელთან და დონის მაჩვენებლის გამოყენებით დარწმუნდით, რომ ის სწორედაა განლაგებული ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად.
მონიშნეთ კედელზე ხრახნების ხვრელების ადგილმდებარეობა ფანქრით, გაბურღეთ ხვრელები იმ ადგილებზე, რომლებიც მონიშნული გქონდათ.
ხვრელებში ჩასვით პლასტმასის დგუშები ან ჭანჭიკები, დააბრუნეთ სამონტაჟო ფირფიტა კედელთან და დაამაგრეთ ის ხრახნების გამოყენებით.
ხვრელის ამოჭრას
კედელზე ამოჭერით ხვრელი, რათა შიდა სისტემას მილები დაუკავშიროთ გარედან.
მნიშვნელოვანია კედლის გახვრეტისას გამოიჩინოთ სიფრთხილე, რათა არ დააზიანოთ არსებული კომუნიკაციები.
ელექტრული კავშირების შემოწმებას
კონდიციონერის უსაფრთხო და გამართული მუშაობისთვის უმთავრესია ელექტრო კავშირების სისწორე. 
▶ კედლის ხვრელში კაბელებისა და მილების გატარებას
შიდა ფირფიტაზე კონდიციონერის დამაგრებას
შემდგომი ეტაპია  გარე კონდენსატის დაყენება, რასაც სჭირდება უფრო მეტად ტექნიკური ცოდნა, უფრო მეტი სიფრთხილე და თუ არ გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, გირჩევთ საქმე მიანდოთ პროფესიონალებს.
კონდიციონერის ხელოსანი ჩვენი პლატფორმიდან შეგიძლია შეარჩიო, მათი მომსახურება,გარდა კონდიციონერის მონტაჟისა, მოიცავს ისეთ სერვისებს, როგორიცაა: ფრეონით დატუმბვა, კონდიციონერის წმენდა, გაგრილების სისტემის გამორეცხვა და სხვა.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

​რას გულისხმობს კონდიციონერის სტანდარტული მონტაჟი და არასტანდარტული მონტაჟი?

კონდიციონერის მონტაჟი ძირითადად ორი გზით ხორციელდება: სტანდარტული და არასტანდარტული. სტანდარტული მონტაჟი გულისხმობს კონდიციონერის დაყენებას ისეთ პირობებში, როდესაც არ არსებობს განსაკუთრებული სირთულეები ან დამატებითი მოთხოვნები. ეს არის ყველაზე ხშირად გამოყენებადი და ოპტიმალური გზა. არასტანდარტული მონტაჟი კი გულისხმობს ყველა იმ შემთხვევას, როცა დაყენება სცილდება სტანდარტული მონტაჟის პირობებს და მოითხოვს დამატებით სამუშაოებს, მასალებს ან განსაკუთრებულ მიდგომას.

სად შეიძლება კონდიციონერის დაყენება?

კონდიციონერის მონტაჟი შესაძლებელია ნებისმიერ სივრცეში, სადაც კი ამის საჭიროება დგას - საცხოვრებელ ბინებსა და სახლებში, კომერციულ და საზოგადოებრივ შენობებში, ოფისებში, მაღაზიებსა და რესტორნებში, სამრეწველო და საწარმოო ობიექტებზე. თითოეულ შემთხვევაში კი მოითხოვება განსხვავებული მიდგომა და სპეციალისტის ჩართულობა.

რა უნდა გავითვალისწინოთ საცხოვრებელ ფართში კონდიციონერის დაყენებისას?

საცხოვრებელ ფართში კონდიციონერის დაყენებისას პირველ რიგში სწორად უნდა ავარჩიოთ დასამონტაჟებელი ადგილი, კონდიციონერი შევარჩიოთ ფართის მიხედვით და გავითვალისწინოთ ხმაურის დონე, ენერგო და ხარჯთეფექტურობა.

​როგორ გამოვიძახო კონდიციონერის ხელოსანი?

კონდიციონერის ხელოსნის გამოძახება Servisebi.ge-დან შეგიძლიათ, ამისათვის საძიებო ველში უნდა მიუთითოთ სასურველი ქალაქი, მონიშნოთ კატეგორია კონდიციონერის ხელოსანი ან უბრალოდ საიძებო სიტყვით გაფილტროთ განცხადებები.
შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი შეთავაზება და განმცხადებელს დაუკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე, მეტი დეტალის დასაზუსტებლად.

რა ღირს კონდინციონერის მონტაჟი?

Servisebi.ge-ზე კონდინციონერის მონტაჟის ფიქსირებული ფასები არ მოქმედებს. თითოეული სპეციალისტის მომსახურების ღირებულება ინდივიდუალური შეთანხმებისა და სამუშაოს სირთულიდან გამომდინარე დაანგარიშდება. საკონსულტაციო ვიზიტის ფასები 40 ლარიდან იწყება.

რა ღირს კონდინციონერის გაწმენდა?

კონდინციონერის სრული წმენდის სერვისი მტვრისა და ჭუჭყის დამშლელი სპეციალური ხსნარის გამოყენებით, ჩვენი პლატფორმის საშუალებით შეგიძლიათ მიიღოთ. მომსახურებაში შედის გარე ბლოკის რადიატორების, შიდა ბლოკის დოლურას და ფილტრების წმენდა. სერვისის საფასური 35 ლარიდან იწყება.

როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი?

კონდინციონერის შერჩევისას გაითვალისწინეთ საცხოვრებელი, ან სამუშაო სივრცის ფართობი, ფანჯრების ადგილმდებარეობა და გარე აგრეგატების მონტაჟის რეგულაციები. ასევე მნიშვნელოვანია ენერგოეფექტურობის მაჩვენებლის განსაზღვრა, რაც ელექტროენერგიის ხარჯვაზე ახდენს გავლენას.