დროული და პროფესიონალური მომსახურება. მუშაობენ წესრიგიანად და ხარისხიანად.
კმაყოფილი ვარ ძალიან ამ ბიჭების. თავისი საქმის პროფესიონალები არიან. პირივნულადაც მივცემდი უმაღელს შეფასებას.
მადლობა ორივე გიორგის! დაკავშირების შემდეგ სწრაფადვე გამომეხმაურნენ და მოვიდნენ მისამართზე. სხვა ხელოსანებმა თავი შეიკა...
ყველაზე სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება გაქვთ. ძალიან დიდი მადლობა ესეთი მომსახურებისთვის. გისურვებთ წარმატებებს.
იდეალურად შესრულებული მონტაჟი, სუფთად და ხარისხიანად შესრულებული. ყველა ხელსაწყო თან ქონდათ, რამაც გამახარ-გამაკვირვა. ...
ფრეონი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტი კონდიციონერის მუშაობისთვის. იგი წარმოადგენს მაცივარ აგენტს, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის გაგრილების ციკლს.
კონდიციონერში ფრეონი მუდმივად ცირკულაციაშია შიდა და გარე ბლოკებს შორის, რაც საშუალებას აძლევს სისტემას შთანთქას თბილი ჰაერი და გამოყოს გრილი.
როდესაც კონდიციონერში ფრეონის დონე მცირდება, იგი ვეღარ მუშაობს სრული სიმძლავრით და ეფექტურობით.
▶ არ აგრილებს
▶ უფრო მეტ ელ.ენერგიას მოიხმარს
▶ აზიანებს სისტემის მუშაობას.
შესაბამისად, ფრეონის დამატება აუცილებელია კონდიციონერის ეფექტური და უსაფრთხო მუშაობისთვის.
ფრეონის დამატების ფასი დამოკიდებულია ფრეონის ტიპსა და რაოდენობაზე, კონდიციონერის ზომაზე, სამუშაოს სირთულეზე და გეოგრაფიულ მდებარეობაზე, სწორედ ამიტომ რთულია კონკრეტული ღირებულების თქმა, სჯობს დეტალები დააზუსტოთ კონდიციონერის ხელოსანთან, ის მოგაწვდით უფრო სრულყოფილად ინფორმაციას.
მათ პოვნასა და დაკავშირებას კი ჩვენი პლატფორმიდან შეძლებთ.
მთელი დღის განმავლობაში არ შეიძლება კონდიციონერი ჩართული იყოს. სასურველია რამდენიმე წუთიანი ინტერვალით გამოვრთოთ, გამოვაღოთ კარი ან ფანჯარა, რომ მოხდეს ჟანგბადის მიმოცვლა.
ასევე, არ არის რეკომედირებული ძილის წინ კონდიციონერის დატოვება.