​კონდიციონერის ფრეონის დამატება

თუ კონდიციონერში ფრეონი შემცირდა ან ჟონავს აუცილებლად დაგჭირდებათ კონდიციონერის ფრეონის დამატება.
სწორედ ამ მაცივარ-აგენტის დახმარებით უზრუნველყოფს კონდიციონერი გრილ ჰაერს. 
როდესაც კონდინციონერი აფრქვევს თბილ ჰაერს და არ მუშობს ეფექტურად, პრობლემა შესაძლოა ფრეონის ნაკლებობა იყოს.
ტექნიკის დაზიანება თავიდან, რომ აიცილოთ მნიშნველოვანია დროულად მოხდეს ფრეონით დატუბვა.

პროცესი საკმაოდ სპეციფიკური და საფრთხილოა, დატენვა აუცილებლად მოითხოვს კვალიფიციური ტექნიკოსის ჩართულობას, ვისაც აქვს შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და აღჭურვილობა ამ პროცედურის უსაფრთხოდ ჩასატარებლად.
Servisebi.ge-ზე კონდიციონერის ხელოსნისა და კონდიციონერის შეკეთების კატეგორებში შეძლებთ კვალიფიციური ტექნიკოსების მოიძიებას, ვინც დაგეხმარებათ კონდიციონერთან დაკავშირებული პრობლემების დიაგნოსტირებასა და აღმოფხვრაში.
​კონდიციონერის ფრეონის დამატება

ფრეონის დამატების ფასი

ფრეონის დამატების ფასი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული და შესაბამისად ხშირ შემთხვევაში ფიქსირებული არ არის.
ღირებულებას განსაზღვრავს:
ფრეონის ტიპი და რაოდენობა - კონდიციონერებსა და მაცივრებში ყველაზე ხშირად გამოიყენება r-12, R-22, R-134a, R- 407c, R- 410a, რომლებიც განსხვავდებიან ქიმიური ფორმულებით და ფიზიკური თვისებებით,ფასიც იცვლება მისი ხარისხისა და მოთხოვნადობის მიხედვით.
კონდიციონერის ზომა და ტიპი -უფრო დიდი და კომერციული კონდიციონერები მოითხოვს მეტ ფრეონს, საოჯახო კონდიციონერებს კი ნაკლები  ფრეონის რაოდენობა სჭირდება, შესაბამისად  ფრეონით დატუბვა განსხვავებული ღირებულების იქნება თითეულისთვის.
სამუშაოს სირთულე და გეოგრაფიული მდებარეობა - თუ კონდიციონერს აქვს რთული კონსტრუქცია ან დაზიანებები, შესაძლოა შეკეთებისთვის დამატებითი ხარჯები გახდეს საჭირო, ასევე შესაძლოა ფასი განსხვავდებოდეს  ქალაქებსა და რეგიონებს შორის.

ფრეონების ტიპები - რომელია უსაფრთხო?

ალბათ ერთხელ მაინც გამოგიყენებიათ ან გსმენიათ ფრაზები: ფრეონით დატუმბვა, კონდიციონერის ფრეონის დამატება და ისიც გაგიგიათ, რომ ეს პროცედურა საკმაოდ საფრთხილოა და აუცილებლად პროფესიონალების მიერ უნდა ჩატარდეს.
მოდით, განვიხილოთ თუ რა არის ფრეონი და რა ტიპები არსებობს.
ფრეონები წარმოადგენენ ქიმიურ ნაერთებს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება ავტომობილების კონდიცირების დანადგარებში, საყოფაცხოვრებო და კომერციულ სამაცივრო ტექნიკაში, ჰაერის კონდიცირების სისტემებში, თბური ტუმბოების მოწყობილობებში.
მსოფლიოში მათი წარმოება 1930-იან წლებში დაიწყო და ითვლებოდა, რომ ეს იყო არატოქსიკური, უსაფრთხო, არაალებადი და იაფი ნივთიერება, თუმცა მოგვიანებით კვლევებმა ცხადყო, რომ ფრეონების გარკვეული ტიპი საფრთხეს უქმნიდა ეკოლოგიას და ფრეონის დიდი ნაწილი ოზონდამშლელ ნივთიერებებად (ოდნ) გამოცხადდა.
გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების გამო, 1987 წელს მონრეალის ოქმით შეიზღუდა ან აიკრძალა ზოგიერთი ფრეონის წარმოება და გამოყენება. 
ამ ოქმის შესაბამისად, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, რომ ეტაპობრივად 2030 წლამდე მოხდეს R22 ფრეონის ტიპის ამოღება და მათი ჩანაცვლება მოხდეს ეკოლოგიურად სუფთა ფრეონებით, რომელთა მოლეკულების შედგენილობაში შედიან წყალბადის ატომები და მაღალი ტემპერატურების გავლენით ადვილად მარტივად იშლებიან.
ამ რეგულაციების მიზანი იყო ოზონდამშლელი ნივთიერებების შემცირება და ოზონის შრის დაცვა.
ოზონის შრე იცავს დედამიწას მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, ოზონის შრის 1,5 %-ით შემცირება იწვევს ულტრაიისფერი გამოსხივების 2%-ით მატებას, რაც კიბოთი დაავადებას 3-6 %-ით ზრდის.
მნიშვნელოვანია კონდიციონერის ყიდვისას ამ დეტალს მიაქციოთ ყურადღება და აუცილებლად დააზუსტოთ მომწოდებელთან, შეიცავს თუ არა ეს ტექნიკა ოზონდამშლელ ნივთიერებას.
ფრეონის ჩატუმბვა თუ დაგჭირდებათ, აუცილებლად გამოიძახეთ კონდიციონერის ხელოსანი, ჩვენი პლატფორმიდან შეძლებთ მათ შერჩევას, გასაუბრებას და დამატებითი დეტალების დაზუსტებას.

ხშირად დასმული კითხვები

faqfaq