მათემატიკის რეპეტიტორი
მაქვს რეპეტიტორად მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება. ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მათემატიკის მიმართულებით დამამთავრებელ კურსზე, 100%-იანი სახელმწიფო გრანტით. ვარ 22 წლის გოგო. მათემატიკაში მეცადინეობა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. ✔️ თითოეულ მოსწავლეზე მორგებული ინდივიდუალური მიდგომა; ✔️ რთული საკითხების მარტივად, გასაგებად და საინტერესო ფორმით ახსნა; ✔️ ამოცანების დამოუკიდებლად ამოხსნის უნარის განვითარება; ✔️ საშინაო დავალებების შესრულებაში დახმარება და განვლილი მასალის განმტკიცება; ✔️ საკონტროლოებისა და გამოცდებისთვის მომზადება. მეცადინეობის პროცესი მორგებულია მოსწავლის ცოდნის დონესა და საჭიროებებზე. სამუშაო ფორმატი და დატვირთვა განისაზღვრება მოსწავლესთან და მშობელთან შეთანხმებით. ▪️ მოსწავლესთან სახლში მისვლით — საბურთალო, წერეთელი,ნუცუბიძის პლატო. ▪️ ონლაინ — საქართველოს მასშტაბით.