fb

სარეცხი მანქანის ხელოსანი

სარეცხი მანქანის ხელოსანი გვეხმარება სარეცხ მანქანასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში.
თუ გავითვალისწინებთ ფაქტს, რომ სარეცხი მანქანის ვარგისიანობის ხანგრძლივობა საშუალოდ 8-11 წელია, ბუნებრივია რომ ტექნიკას ამ დროის განმავლობაში პროფესიონალის დახმარება დასჭირდება.
თუ 
  • სარეცხის მანქანა არ იწყებს მუშაობას
  • ჩართულია, მაგრამ არ ივსება წყლით
  • მუშაობისას გამოყოფს დამწვრის სუნს
  • კარი ბოლომდე არ იკეტება
ეს ნიშნებიც საკმარისია იმისთვის, რომ მისი  შეკეთება პროფესიონალს მიანდოთ.
კვალიფიციური სპეციალისტის დახმარება თუ დაგჭირდებათ Servisebi.ge-ზე სულ რამდენიმე წუთში მოიძიებთ ტექნიკოსების საკონტაქტო ნომრებს. მათ აქვთ ამ სფეროში შესაბამისი ცოდნა, ტექნიკური გამოცდილება და გაგიწევენ სრულყოფილ მომსახურებას დიაგნოსტირებიდან შეკეთებამდე.



 
სარეცხი მანქანის ხელოსანი

სარეცხი მანქანის გამოყენებისას დაშვებული შეცდომები 

  • ხელით რეცხვისთვის განკუთვნილი ფხვნილის გამოყენება
  • გათვლილ წონაზე მეტი სარეცხის შეყრა
  • გარეცხილი სარეცხის დიდი ხნით დოლურაში დატოვება
  • ფილტრის იშვიათად წმენდა ან საერთოდ უგულვებელყოფა 
ხშირად სარეცხ მანქანას ერთი შეხედვით ასეთი მარტივი შეცდომების გამო ექმნება პრობლემები, რაც საბოლოო ჯამში იწვევს ტექნიკის ნაწილობრივ გაუმართაობას ან სრულად გაფუჭებას. 
თუ სარეცხი მანქანა შეკეთებას არ ექვემდებარება, შეგიძლიათ ისარგებლოთ ძველი სარეცხი მანქანის ჩაბარების სერვისით
ტექნიკის შეძენის შემდგომ სასურველია გაეცნოთ მოხმარების ინსტრუქციასა და უსაფრთხოების წესებს, ეს ყოველივე  თავიდან აგაარიდებთ არასასიამოვნო მოულოდნელობებს.

სარეცხი მანქანის ხელოსანი რას აკეთებს და როდის უნდა გამოიძახოთ?

როდესაც სარეცხი მანქანა გამართულად არ მუშაობს, მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოსტირებით დავადგინოთ პრობლემის მიზეზი, რაშიც დაგვეხმარება პროფესიონალის ჩართულობა. 
კვალიფიციური ხელოსნები:
  • ზუსტად განსაზღვრავენ პრობლემას და უზრუნველყოფენ ეფექტურ გადაწყვეტილებებს
  • სათანადო ხელსაწყოების გამოყენებით და კომპეტენტური ცოდნით მინიმუმამდე დაიყვანენ ტექნიკის ხელმეორედ გაფუჭების რისკებს
  • დაგიზოგავენ ფინანსებს - პრობლემის ზუსტი იდენტიფიცირებით თავიდან აგაცილებენ ზედმეტ ფინანსურ ხარჯებს
მათი მომსახურება მოიცავს ფართო სპექტრს:
  • სრული დიაგნოსტიკა
  • გაუმართავი ტუმბოების, საკისრებისა და  ფილტრების შეცვლა/გასუფთავება
  • ელექტრონული და საკონტროლო დაფის შეკეთება
  • გაფუჭებული ნაწილების გამოცვლა
  • გაჭედილი ნაწილების გაწმენდა და დამუშავება
  • მილების შეკეთება ან ახალით შეცვლა
  • სარეცხი მანქანის ძრავასთან დაკავშირებული ნებისმერი საკითხის მოგვარება
  • დაჟანგებული ნაწილების შეცვლა ან შეკეთება
  • და სხვ. 
სარეცხი მანქანის გაკეთების ღირებულება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, რა დაზიანება აქვს, რომელი სათადარიგო ნაწილის შეცვლა ან შეკეთებაა საჭირო. სწორედ ამიტომ, ფიქსირებული ფასის თქმა რთულია, თუმცა, თუ სარეცხი მანქანის შეკეთება საუკეთესო ფასად დაგჭირდებათ, ჩვენს ვებგვერდზე მარტივად იპოვით ასეთ განცხადებებს. 

როგორ მოვუაროთ სარეცხ მანქანას?

გიზიარებთ 6 რჩევას, რაც დაგეხმარებათ თქვენი საყოფაცხოვრებო ტექნიკის სწორად მოვლაში.
  1.  ნივთების გარეცხვამდე შეამოწმეთ ყველა ჯიბე - ტანსაცმლის ჯიბეში ისეთი წვრილმანი ნივთების დატოვება როგორიცაა: ხურდები, გასაღებები, სალფეთქები, პატარა სათამაშოები და სხვა, აფუჭებს მანქანის ბარაბანს და ხშირად მილში იჭედება, რაც აზიანებს მოწყობილობას. 
  2.  სარეცხი ფხვნილისთვის განკუთვნილი უჯრა, მართვის პანელი, გარე ინტერიერი, ბარაბანი და რეზინები პერიოდულად  გაწმინდეთ სველი ტილოთი, ამით შეამცირებთ ნადების წარმოქმნის რისკებს.
  3. სარეცხის გარეცხვისა და გამოღების შემდგომ კარები ღია დატოვეთ, ასე მოხდება შიდა სივრცის ვენტილაცია, რაც თავიდან აგაცილებთ მანქანაში ობისა და უსიამოვნო სუნის წარმოქმნას.
  4. გამოიყენეთ ავტომატური რეცხვისთვის შესაბამისი ფხვნილი, სწორი დოზირებით.
  5. არ გადატვირთოთ სარეცხი მანქანა - სარეცხი მანქანის ინსტრუქციაში მოცემული მაქსიმალური დატვირთვის რეკომენდაციების დაცვა მნიშვნელოვანია, რადგან გადაჭარბებამ შესაძლოა დააზიანოს მანქანა.
  6. გაასუფთავეთ ფილტრი - რომ უზრუნველყოთ მანქანის გამართული მუშაობა.

სამწუხაროდ, მოვლის წესების დაცვა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან ვერ დაგვაზღვევს და ასეთ დროს კვალიფიციური კადრის დახმარება დაგვჭირდება, ჩვენი ციფრული პლატფორმა კი მათ მოძიებას გაგიმარტივებთ. თქვენ ერთი ზარით, მარტივად დაუკავშირდებით პროფესიონალს და მიიღებთ მომსახურებას ყველაზე ხელსაყრელი პირობებით.
Servisebi.ge არის ადგილი, სადაც ყველა თქვენთვის საჭირო სერვისსა და მომსახურებას ერთი კლიკით იპოვით.

სარეცხი მანქანის ხელოსანი გამოძახებით

თუ სარეცხი მანქანა გაგიფუჭდათ  შეკეთებას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ, 
გამოიყენეთ სერვისი - სარეცხი მანქანის ხელოსანი გამოძახებით, რადგან 
შეკეთების პროცესი მოითხოვს  ტექნიკურ ცოდნას, სათანადო ხელსაწყოების ჩართულობას და არასწორად ჩატარებული პროცედურით თქვენ ზრდით ტექნიკის დაზიანების რისკს.

პროფესიონალის მოძებნას მარტივად შეძლებთ ჩვენს პლატფორმაზე, ვებგვერდის საძიებო ველში მიუთითეთ შესაბამისი სერვისი, ხოლო მომსახურების პირობების, ფასისა და სხვა დეტალების დასაზუსტებლად შერჩეულ ტექნიკოსს დაუკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.
დაზიანებული შიდა მექანიზმის შეკეთებისა და გამოცვლის გარდა, ისინი გთავაზობენ მრავალფეროვან მომსახურებას, როგორიცაა მაგალითად:
გამოძახება თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და საქართველოს სხვა ქალაქებშიც შეგიძლიათ.
სულ 5 რეზულტატი
მსგავსი ძიებები

ხშირად დასმული კითხვები

faqfaq