განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

სარეცხი მანქანის განბლოკვა

სარეცხი მანქანის განბლოკვა განსხვავებულია თითეული მანქანის მოდელისა და ბრენდისთვის. მათი მრავალფენოვანი პანელების გამო, არ არსებობს ბლოკის მოხსნის ერთი გზა, ასევე განსხვავებულია დაბლოკვის მიზეზებიც.
ყველაზე ხშირად გვხვდება ქვევმოთ ჩამოთვლილი სისტემების ბლოკირება : 
  • ელექტრო სარქველების
  • მართვის პლატის
  • დრენაჟის 
  • ასევე ფილტრების და ტუმბოს (პომპის).
ფილტრში ხშირად თავს იყრის ჭუჭყი და ნარჩენები, რაც ხელს უშლის  სისტემაში წყლის თავისუფალ დინებას. შედეგად, სარეცხი მანქანა ვერ ახერხებს სათანადოდ წყლის მიწოდებას ან დატუმბვას და იბლოკება.
პომპის გაუმართაობის დროს სისტემა წყლით არ იტვირთება სათანადოდ და ავზიდან წყლის გადინების შემდეგ იბლოკება გაწურვის რეჟიმი.
რომელ ნაწილს ან სისტემას აქვს პრობლემა ამას ხშირად აჩვენებს სარეცხი მანქანის პანელზე გამოსული შეცდომის კოდები.

განცხადებები

პრო

სარეცხი მანქანის ხელოსანი

ვაკეთებ დაზიანებულ სარეცხის მანქანებს. ვცვლი ნებისმიერ დეტალს ყველა მოდელის მანქანაზე. სრული დიაგნოსტიკა და შეკეთება.

შეფასება 5.0 , 10 შეფასება

​ბოშის სარეცხი მანქანის განბლოკვა

ბოშის სარეცხი მანქანის ბლოკის მოხსნა შესაძლოა ჩვენითაც შევძლოთ, თუ გვეცოდინება ბლოკირების მიზეზი, მათი პოვნა სარეცხი მანქანის თანმხლებ ბუკლეტში  ერორ კოდების სახით შეგიძლიათ.
მაგალითად: თუ ბოშის სარეცხ მანქანაზე ტუმბო არ ატარებს წყალს ეს პრობლემა შესაძლოა დაკავშირებული იყოს სადრენაჟო შლანგთან და გამოხატული იქნება E18 ან F18 კოდებით.
შეფერხების აღმოსაფხვრელად გარეგნულად შეამოწმეთ შლანგი, შესაძლოა გადაკეცილი იყოს და ეს გახლდეთ შეფერხების მიზეზი, თუ ასეა, მის გასწორებასაც ხელით შეძლებთ. 
ტექნიკის გაუმართაობა თუ ამ ხერხით არ აღმოიფხვრება, გირჩევთ ისარგებლოთ სერვისით სარეცხი მანქანის ხელოსანი გამოძახებით, ამ ტიპის განცხადებებს და პროფესიონალ კადრებს Servisebi.ge-ზე იპოვით, მათი გამოცდილება, ცოდნა და ტექნიკური უნარები დაგეხმარებათ დროულად მოაგვაროთ პრობლემა.

მომხმარებლის შეფასებები

სარეცხი მანქანის ხელოსანი

შეფასების ავტორი: მარიამი

ძალიან გულისხმიერი ადამიანია, სწრაფი, ხარისხიანი მომსახურება. მისაღები ფასი. დიდი რეკომენდაცია ამ ადამიანს.

სარეცხი მანქანის ხელოსანი

შეფასების ავტორი: ზურა

პროფესიონალი, სწრაფი მომსახურება, უმაღლესი ხარისხი. დარეკვიდან ერთ საათში მოვიდა, ხუთ წუთში დასვა დიაგნოზი, ნაწილი არ ...

სარეცხი მანქანის ხელოსანი

შეფასების ავტორი: ქეთი მარტაშვილი

მინდა გულითადი მადლობა გამოვუცხადო ბატონ როინს დახმარებისთვის. ტელეფონით გამარკვია პრობლემაში და მომაგვარებინა ის ასე დი...

სარეცხი მანქანის ხელოსანი

შეფასების ავტორი: მარიამი

ბატონი როინი არის პროფესიონალი, დისტანციურად დარეკვით ამიხსნა სარეცხი მანქანის პრობლემა და ახლა ჩვეულებრივად მუშაობს!

სარეცხი მანქანის ხელოსანი

შეფასების ავტორი: გიორგი ქართველიშვილი

არაჩვეულებრივი ადამიანია ბატონი როინი, დისტანციურად დამეხმარა სრულიად უსასყოდოთ, თვალსაჩინოა რომ ეს ადამიანი არ არის ორი...

სარეცხი მანქანის ხელოსანი

შეფასების ავტორი: ანა

ბატონი როინი გასაუბრებიდან მეორე დღეს მოვიდა, დათქმულ დროს, წაიღო გაფუჭებული ნაწილი და ორ დღეში მომიტანა და დამიყენა. შე...

სარეცხ მანქანაზე როგორ ჩავრთოთ რეჟიმი ბავშვებისგან ბლოკირება?

ბავშვები განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით რომ გამოირჩევიან ეს ყველამ ვიცით, ძალიან უყვართ და აკვირდებიან მათთვის უცნაურად მომუშავე ნივთებს. ბარაბნის ტრიალი და სარეცხი მანქანის მოციმციმე ღილაკები მათ ყურადღებას მარტივად იპყრობს. სწორედ ამიტომ, თანამედროვე მანქანებს დაამატეს სპეციალური, ბლოკირების ფუნქცია ბავშვთა უსაფრთხოებისთვის.
ამ რეჟიმის გააქტიურებით ისინი ვეღარ მოახერხებენ რეცხვისა ან გაშრობის დროს ციკლის პარამეტრების ცვლილებას.
ციფრულ პანელზე ფუნქციონალი ძირითადად აღნიშნულია ბოქლომით ან ბავშვის გამოსახულებით, თუმცა შესაძლოა შეგვხვდეს გასაღების ან ლათინური აბრევიატურის სახითაც.
მაგალითად: ბოშის სარეცხ მანქანაებზე ამ რეჟიმის გააქტიურების შემდეგ პანელზე ჩნდება გასაღების სიმბოლო ან წარწერა CL.
ფუნქციის გამოსართავად რამდენიმე გზა არსებობს:
  • ხანგრძლივად დააჭირეთ დაწყების (Start) ღილაკს სამიდან ხუთ წამამდე. ამ დროის გასვლის შემდეგ თქვენ მოისმენთ ხმოვან სიგნალს და გასაღების სიმბოლო გაქრება.
  • Bosch-ის სარეცხი მანქანების კონკრეტულ მოდელებზე შესაძლოა ეს მეთოდიც გამოგადგეთ: ერთდროულად დააჭირეთ"rpm" და "finished in" ღილაკებს  დაახლოებით სამი წამის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ გააქტიურდება ღილაკების მუშაობა და გაქრება ბავშვებისგან ბლოკირების რეჟიმი.
  • თუ აღნიშნული მეთოდებით დეაქტივაციას ვერ შეძლებთ, ბოშის სარეცხი მანქანის განბლოკვა კვალიფიციურ ტექნიკოსს მიანდეთ, რომელთა მოძიებასაც ჩვენი პლატფორმის საშუალებით შეძლებთ.
ისინი გაგიწევენ კონსულტაციას ადგილზე მოსვლით თქვენთვის სასურველ მისამართზე.

ბოშის მანქანის კოდები
გიზიარებთ ბოშის სარეცხი მანქანის ყველაზე გავრცელებულ შეცდომების კოდებს, რაც მოგაწვდით თეორიულ ცოდნას ტექნიკის გაუმართაობის შესახებ.
ხოლო თუ დამატებით კითხვები გექნებათ Servisebi.ge-დან დაუკავშირდით  სარეცხი მანქანის ხელოსანს, მიაწოდეთ ინფორმაცია პრობლემის შესახებ და ის დაგეხმარებათ.
  • F01  ლუქის კარის დახურვის დამადასტურებელი სიგნალი არ არის მიღებული
  • F02  სარეცხი მანქანის ავზი წყალს არ იღებს
  • F03 ან F18 სავარაუდო მიზეზი სანიაღვრე ტუმბოს პრობლემა
  • F04 წყალი ჟონავს სარეცხი მანქანიდან
  • F44 ძრავა ბრუნავს მხოლოდ ერთი მიმართულებით
  • E02 ძრავის პრობლემა
  • F42 ძალიან მაღალი ძრავის სიჩქარე
  • F67ელექტრონული კომპონენტების გაუმართაობა ცენტრალური კონტროლერის დაფაზე

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

როგორ განვბლოკო სარეცხის მანქანა?

ყველა ბრენდი და მოდელი განსხვავებულია, ასევე განსხვავებულია ის მიზეზებიც, რაც სარეცხი მანქანის ბლოკირებას იწვევს.
ამიტომ სჯობს მიმართოთ სარეცხი მანქანის ხელოსანს, ვინც შეძლებს გაუმართაობის მიზეზის დადგენასა და აღმოფხვრას.
მათ ჩვენი პლატფორმა Servisebi.ge-დან დაუკავშირდებით.

ბოშის სარეცხი მანქანის სამართავ პანელზე E02 აწერია და რას ნიშნავს?

ეს შეცდომის კოდი მიუთითებს ძრავის პრობლემაზე. თუ შესაბამისი ტექნიკური ცოდნა არ გაქვთ აუცილებლად დაიხმარეთ პროფესიონალი.
ჩვენი პლატფორმიდან სარეცხი მანქანის შეკეთება საუკეთესო ფასად შეგიძლიათ.

რას ნიშნავს სარეცხი მანქანის ფუნქციონალი ბავშვისგან ბლოკირება?

ამ ფუნქციის გააქტიურებით იბლოკება სამართავ პანელზე განთავსებული ღილაკები და  ბავშვები ვეღარ შეძლებენ სარეცხ მანქანაზე სხვადასხვა რეჟიმების ცვლილებას, ამავდროულად აღნიშნული ფუნქციონალი უზრუნველყოფს მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნასაც.