რა ვუყოთ გაფუჭებულ სარეცხის მანქანას, რომელიც აღარ გაკეთება?
პირველ რიგში გეტყვით, რომ თუ გაფუჭებული სარეცხი მანქანის, მაცივრისა და სხვა ტექნიკის ნაგავსაყრელზე გადაგდება გადაწყვიტეთ, შესაძლოა სოლიდურად დაჯარიმდეთ.
ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები შედის სპეციფიკურ ნარჩენებში, ისინი ხშირად შეიცავენ გარემოსთვის სახიფათო ისეთ მასალებს, როგორიცაა: ვერცხლისწყალი, ტყვია და ქრომი და ნაგავსაყრელებზე არასათანადოდ გადაყრის შემთხვევაში შეიძლება ზიანი მიაყენოთ, როგორც გარემოს, ასევე ადამიანს.
ნარჩენების მართვის საკითხს საქართველოს კანონმდებლობით მიღებული „
ნარჩენების მართვის კოდექსი“ არეგულირებს, რომლის მიხედვითაც კანონის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია გარკვეული ტიპის ფულადი ჯარიმები. მაგალითად
მუხლი 31. მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება პუნქტი 9-ში ვკითხულობთ:
- დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნარჩენით) გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით.
ჩნდება ლოგიკური კითხვა, თუ რა უნდა ვუყოთ სარეცხ მანქანასა ან სხვა დიდი ზომის საყოფაცხოვრებო ტექნიკას, რომელიც ისე გაგვიფუჭდა, რომ შეკეთებას არ ექვემდებარება.
ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი არის
გაფუჭებული სარეცხი მანქანის ჩაბარება.
სერვისი საკმაო პოპულარობით სარგებლობს და Servisebi.ge-ზეც ბევრი განცხადება დევს ამ შინაარსით ,,ჩავიბარებ გაფუჭებულ-დაზიანებულ სარეცხ მანქანებს’’, თქვენ ისღა დაგრჩენიათ შეარჩიოთ ამ განცხადებებიდან სასურველი, დაუკავშირდეთ განმცხადებელს და მისგან მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია ჩაბარების პროცედურების შესახებ.
სარეცხი მანქანის ხელოსანი ტექნიკის ჩაბარების შემდგომ უზრუნველყოფს მის ტრანსპორტირებას სერვისცენტრში ან სპეციალიზებულ ობიექტებში, სადაც ხდება მოწყობილობების დახარისხება ბრენდის, მოდელისა და მასალის შემადგენლობის მიხედვით.
სარეცხი მანქანის დაშლას იწყებენ გარე პანელებისა და ნაწილების მოცილებით, შემდგომ გადადიან შიდა კომპონენტებზე, როგორიცაა ძრავა,ბარაბანი, სამართავი დაფები და ა.შ
შემდგომ ხდება მასალების დახარისხება, ლითონები ,როგორიცაა ფოლადი,ალუმინი,სპილენძი ცალკე გამოყოფილ ადგილსა ან ყუთებში თავსდება, პლასტმასი, მინა და ელექტრონული სქემებიც მათთვის განკუთვნილ კონტეინერებში.
გამოცალკევებული მასალები გადასამუშავებლად იგზავნება სპეციალიზებულ ობიექტებში სადაც მათ წესების მიხედვით გადაამუშავებენ:
- ლითონებს ადნობენ - რათა გამოიყენონ ახალი პროდუქტებისა და მოწყობილობების წარმოებაში
- პლასტმასები გარდაიქმნება ნედლეულად სხვადასხვა პლასტმასის პროდუქტებისა თუ კომპონენტების დასამზადებლად.
- სარეცხ მანქანებში აღმოჩენილი ნებისმიერი სახიფათო მასალა ან ნივთიერება, როგორიცაა მაგალითაც ქრომი ან ვერცხლისწყალი, შესაბამისი ზომების დაცვით მოიპოვება. ხოლო ნადგურდება ეროვნული და საერთაშორისო გარემოსდაცვითი რეგულაციების მიხედვით.