Servisebi.ge-დან სარეცხი მანქანის ხელოსნის გამოძახება ბათუმშიც შეგიძლიათ. მათი მომსახურების არეალი მოიცავს თითქმის მთელ ქალაქს, როგორც ცენტრალურ, ასევე გარეუბნებს. (ძველი ბათუმის უბანი,
რუსთაველის უბანი, ხიმშიაშვილის უბანი, ბაგრატიონის უბანი,აღმაშენებლის უბანი, ჯავახიშვილის უბანი, აეროპორტის უბანი). თუ განცხადებაში ეს დეტალები არ იქნება მითითებული, გასაუბრებისას დააზუსტეთ ტექნიკოსთან.
პირველ რიგში, დაიცავით უსაფრთხოების ზომები, რაც გულისხმობს ნებისმიერი ტიპის ტექნიკის გაუმართაობისას მათი დენის წყაროდან გამოერთებას. სარეცხი მანქანის შემთხვევაში ასევე გადაკეტეთ ბინაში ან სახლში შემომავალი წყლის მთავარი სარქველი, შესაძლოა წყლის დიდი ნაკადი მოულოდნელად გაეშვას და ბინა დაიტბოროს, რაც დამატებით პრობლემებს შეგიქმნით და გაგიზრდით ფინანსურ ხარჯებსაც.
თუ რა უნდა გაითვალისწინოთ, რას მიაქციოთ ყურადღება ზოგად ინფორმაციას და რჩევებს სპეციალისტიც მოგაწვდით, ასევე თქვენც შეგიძლია კითხოთ რეკომენდაციები სარეცხი მანქანის მოვლასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სწორად დატვირთვას, თვითწმენდის რეჟიმის გამოყენებას, ბარაბნის, რეზინისა და ფილტრების დასუფთავებას.