განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

სამსუნგის სარეცხი მანქანის შეკეთება

სამსუნგის სარეცხი მანქანის შეკეთება თუ გჭირდებათ, ჩვენს პლატფორმიდან შეძლებთ დაუკავშირდეთ ტექნიკოსს.
მიუხედავად იმისა, რომ სამსუნგის საყოფაცხოვრებო ტექნიკა მრავალი წლის განმავლობაში შეუფერხებლად ფუნქციონირებს, შესაძლოა დროდადრო მაინც შეექმნას პრობლემები.
გიზიარებთ სამსუნგის სარეცხი მანქანის 3 ყველაზე გავრცელებულ პრობლემას:
  • მანქანა არ იწყებს მუშაობას - მიზეზი შესაძლოა დაკავშირებული იყოს მართვის პანელსა ან ელექტრომომარაგებასთან.
  • სარეცხი მანქანის ბარაბანი არ ტრიალებს - ჩვეულებრივ გამოწვეულია დატვირთვის დისბალანსით ან რომელიმე ნაწილის გაუმართაობით.
  • მუშაობისას სარეცხის მანქანა უცნაურად ხმაურობს- პრობლემა შესაძლოა იყოს გაუმართავი საკისრები (პაჩებნიკი)
თუ შესაბამისი კვალიფიკაცია და ცოდნა არ გაქვთ, შეკეთება სარეცხი მანქანის ხელოსანს მიანდეთ.
Servisebi.ge-ს საძიებო ველში ჩაწერეთ სერვისის დასახელება, მონიშნეთ ქალაქი და შერჩეული განცხადების ავტორს დაუკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

განცხადებები

ვერიფიცირებული პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

სარეცხი მანქანის ხელოსანი

სარეცხი მანქანების შეკეთება, მონტაჟი და დიაგნოსტიკა. თბილისში, მისამართზე გამოძახებით. გჭირდებათ სწრაფი და სანდო სერვისი? დამიკავშირდით — მოგემსახურებით პროფესიონალურად და პასუხისმგებლობით! ✅ გარანტია გაწეულ მომსახურებაზე ✅ დროული მისვლა ✅ სანდოობა და გამოცდილება ✅ ხარისხზე სრული პასუხისმგებლობა

ალექსანდრე
ვერიფიცირებული პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

სარეცხი მანქანის ხელოსანი

შევაკეთებთ ნებისმიერ ფირმის სარეცხ მანქანას! ასევე ჭურჭლის სარეცხი მანქანასა და საშრობს. გაწეულ სერვისზე ვიძლევი გარანტიას!

ნუგზარ ჭაღალიძე
შეფასება 5.0 , 7 შეფასება
1 ვიდეო
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

სარეცხის მანქანის ხელოსანი

შევაკეთებ ნებისმიერი ბრენდის სარეცხის მანქანას გარანტიით, ადგილზე მოსვლით.

ბაჩო
შეფასება 5.0 , 1 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

სარეცხი მანქანის შეკეთება

სარეცხი მანქანის შეკეთება. ჭურჭლის მანქანის შეკეთება. შევაკთებ ნებისმიერი ფირმის სარეცხის მანქანას ჭურჭლის სარეცხ მანქანას და საშრობ მანქანას ადგილზდ მისვლით სწრაფად და ხარისხიანად რაც მთავარია გარანტიით

გიგი
პრო

სარეცხი მანქანის ხელოსანი

ვაკეთებ დაზიანებულ სარეცხის მანქანებს. ვცვლი ნებისმიერ დეტალს ყველა მოდელის მანქანაზე. სრული დიაგნოსტიკა და შეკეთება.

შეფასება 5.0 , 10 შეფასება
პრო

სარეცხი მანქანის სპეციალისტი (სხვადასხვა)

ყველა სახის სარეცხი, ჭურჭლის სარეცხი და საშრობი მანქანების შეკეთება. სარეცხი და ჭურჭლის სარეცხი მანქანების მონტაჟი.

შეფასება 5.0 , 1 შეფასება

სარეცხი მანქანების შეკეთება ქუთაისში

გთავაზობთ სარეცხი მანქანების ტექნიკურ მომსახურებას ორი ფორმით — ადგილზე გამოძახებით ან სერვისცენტრში. მომსახურება თქვენი საჭიროებისა და კომფორტის გათვალისწინებით. დეტალების გასარკვევად და ჩასაწერად დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

სამსუნგის სარეცხი მანქანის ხელოსანი

თუ თქვენი სამსუნგის სარეცხი მანქანა საჭიროებს პროფესიონალის დახმარებას სამსუნგის სარეცხი მანქანის ხელოსანი შეძლებს გაუმართაობის მიზეზის დადგენასა და პრობლემის აღმოფხვრას. 
ვებგვერდზე გაეცანით ტექნიკოსების მიერ განთავსებულ განცხადებებს, შეარჩიეთ ხელოსანი და დამატებითი დეტალებისთვის დაუკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე. 
მომსახურების მიღების შემდგომ  შეგიძლიათ უკუკავშირიც დაუტოვოთ შეფასების სახით, დადებითი კომენტარით წაახალისებთ და მოტივაციას მისცემთ მათ, რომ საქმე მეტი შემართებით აკეთონ, ხოლო თუ სერვისის მხრივ რაიმე აქვთ დასახვეწი კორექტულად დაწერილი, ობიექტური შეფასება დაეხმარებათ გაითვალისწინონ თქვენი შენიშვნები და სამომავლოდ მეტად უკეთეს მომსახურებას გაგიწევენ.

სარეცხი მანქანების შეკეთება გამოძახებით

ვემსახურები მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით — თბილისიდან გუდაურის ჩათვლით. მიიღეთ ხარისხიანი და პასუხისმგებლიანი მომსახურება თქვენთვის სასურველ მისამართზე. დამატებითი ინფორმაციისა და გამოძახებისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

სარეცხი მანქანის შეკეთება ქუთაისში — ადგილზე გამოძახებით

გაქვთ სარეცხი მანქანის პრობლემა? გთავაზობთ შეკეთების მომსახურებას ქუთაისის მასშტაბით, თქვენთვის სასურველ მისამართზე. მეტი კომფორტისთვის, აღარ არის საჭირო ტექნიკის სერვისცენტრში გადატანა. დეტალებისა და გამოძახებისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

მომხმარებლის შეფასებები

სარეცხი მანქანის ხელოსანი

შეფასების ავტორი: ირინა

დროულად მოსვლა, არაჩვეულებრივი მომსახურება, სწრაფი, ხარისხიანი! ხუთიანზე შესრულებული სამუშაო!!!

სარეცხი მანქანის ხელოსანი

შეფასების ავტორი: გაგა

ძალიან კმაყოფილი ვარ მომსახურებით. მოვიდა, დროულად გააკეთა მაღალი ხარისხით და გარანტიით.

სარეცხი მანქანის ხელოსანი

შეფასების ავტორი: ნინო

ნუგზარი ძალიან ოპერატიული, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, მოწესრიგებული, თავაზიანი და გულისხმიერია; მან ჩემი შეხედულე...

სარეცხის მანქანის ხელოსანი

შეფასების ავტორი: ასმათი

სწრაფად მოვიდა გამოძახებიდან მოაგროვა პრობლემა დიდი მადლობა ასეთი მომსახურებისთვის

სარეცხი მანქანის ხელოსანი

შეფასების ავტორი: სალომე

მადლობა სწრაფად და ხარისხიანად შესრულებული სამუშაოსთვის. ძალიან მალე მოვიდა და დაგვეხმარა

სამსუნგის სარეცხი მანქანა AI Ecobubble™ ტექნოლოგიით

სამსუნგი ინოვაციური ბრენდია და ყოველთვის ახერხებს მომხმარებლის გაოცებას, ტრენდებს არც 2022-ში ჩამორჩნენ და ბაზარზე შემოიტანეს ახალი პროდუქტი ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციით.
  • AI Control™  ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რეცხვის სისტემაა, ჩვენს მიერ ხშირად გამოყენებულ რეცხვის ციკლებს, არეგულირებს საჭირო პარამეტრებს და გვთავაზობს შესაბამის რეჟიმს. შესაძლებელია რეცხვის პერსონალიზირებული ციკლის დამატებაც,          ე.წ  "ჩემი რეჟიმი" და გთავაზობთ თქვენზე მორგებულ გარეცხვის პროგრამას.
  • AI Wash™ ტექნოლოგიით ვზოგავთ წყალსა და სარეცხ საშუალებებს და გულისხმობს სენსორული ტექნოლოგიით ოპტიმალურ რეცხვას. ოთხი სხვადასხვა სენსორი, მათ შორის სარეცხი საშუალების, წონის, მღვრიე წყლისა და წყლის დონის სენსორები, აანალიზებებ რეცხვის მიმდინარეობას და საჭიროებისამებრ აკონტროლობენ პროცესს. 

სამსუნგის სარეცხი მანქანა რით გამოიჩევა?
სამსუნგის საყოფაცხოვრებო ტექნიკამ  ხარისხითა და გამძლეობით უკვე წლებია დაიმკვიდრა საპატიო ადგილი, როგორც ქართულ, ასევე გლობალურ ბაზარზე.
სამსუნგის სარეცხი მანქანები გამორჩეულია ენერგოეფექტურობით, ეკომეგობრული ფუნქციებითა და ჭკვიანი მხარდაჭერით. 
მაგალითად, ფრონტალური ტიპის სამსუნგის სარეცხის მანქანების უმრავლესობას აქვს WiFi დაკავშირების შესაძლებლობა და Eco Bubble ტექნოლოგია.
  • Eco Bubble გენერატორი რეცხვისას ქმნის პატარა ბუშტებს, რომელიც ღრმად შედის ქსოვილში და ასუფთავებს მას დაზიანების გარეშე.
ამავდროულად გვეხმარება წყლის დაზოგვაში, რადგან მცირე რაოდენობის წყალიც კი საკმარისია გასარეცხად.
სამსუნგის სარეცხი მანქანების გარკვეულ მოდელებს აქვთ ჭკვიანი შემოწმების (Smart Check) ფუნქცია, რომელიც იმართება Smart Washer App-ით და თუ სარეცხ მანქანას რაიმე პრობლემა შეექმნება აპლიკაცია ამოიცნობს.
აპლიკაცია ასევე გეტყვის თუ როგორ შეგიძლია ხარვეზის აღმოფხვრა, თუ მინიმალური ჩარევა სჭირდება შესაძლოა თავადაც შეძლოთ გამკლავება, ხოლო თუ პრობლემა კომპლექსურია ისარგებლეთ სერვისით - სარეცხი მანქანის ხელოსანი გამოძახებით.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

​სამსუნგის სარეცხი მანქანა გამიფუჭდა და როგორ მოვიქცე?

თუ  გჭირდებათ სამსუნგის სარეცხი მანქანის შეკეთება გადაამოწმეთ თქვენს მოდელს თუ აქვს Smart Washer აპლიკაციის მხარდაჭერა და ნახეთ ხარვეზის მიზეზი აპიდან, თუ არ აქვს, ან პრობლემის მოგვარებას თავად ვერ შეძლებთ Servisebi.ge-დან გამოიძახეთ სამსუნგის სარეცხი მანქანის ხელოსანი.

რით გამოირჩევა სამსუნგის სარეცხი მანქანები?

  1. ენერგოეფექტურობით - იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს წყლისა და ელექტროენერგიის დასაზოგად
  2. ეკომეგობრული ფუნქციებით - მაგალითად, Eco Bubble ტექნოლოგია ამცირებს წყლის გამოყენებას ხარისხიანი მასალებით
  3. ჭკვიანი მართვის ფუნქციებით - ზოგიერთ მოდელს აქვს დისტანციური მართვა აპლიკაციით მოხმარებლისთვის მეგობრული ინტერფეისით - მარტივი სამართავი პანელები

რა არის AI Wash ტექნოლოგია სამსუნგის მანქანებში?

AI Wash ტექნოლოგია  არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც ოპტიმიზაციას უკეთებს რეცხვის პროცესს.
იყენებს შემდეგ სენსორებს: სარეცხი საშუალების, დატვირთვის წონის, წყლის დონისა და მღვრიე წყლის. რეალურ დროში აანალიზებს მონაცემებს ამ სენსორებიდან შემდეგ კი თვითონ, ავტომატურად აკონტროლებს წყლის, სარეცხი საშუალების დოზირებას, ტემპერატურასა და სხვა პარამეტრებს.