შალვა
0
+995 (598) 11 00 **
ონლაინ მომზადება ისტორიაშიონლაინ მომზადება ისტორიაში

ონლაინ მომზადება ისტორიაში

ID 14533
ორშაბათი / კვირა
24:00
54 02/09/2020

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიაში ონლაინ. მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება და ვარ ისტორიის სერტიფიცირებული მასწავლებელი. ვასწავლი თანამედროვე სწავლების ხერხების გამოყენებით. კვირაში სამი გაკვეთილი, გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1,5-2 საათი. გაკვეთილის პროცესში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის ვიზულაური მასალა და ინტერნეტ რესურსი, რაც დაგეხმარებათ მასალის უკეთ გააზრებაში. თეორიულ მასალასთან ერთად გავაკეთებთ პრაქტიკულ დავალებებს: ტესტებს, ქრონოლოგიურ ჩარჩოს,ვნახავთ საქართველოს ვიდეო ენციკლოპედიიდან მოკლე მეტრაჟიან ფილმებს, განვიხილავთ რუკებსა და ილუსტრაციებს და შევისწავლით შაბლონური წერის ტექნიკას. თეორიული მასალის განსამტკიცებლად, ორ კვირაში ერთხელ, გავაკეთებთ ეროვნული გამოცდების ტესტთან მაქსიმალურად მიახლოებულ მოდელირებულ ვარიანტებს. შეგიძლიათ ასევე ნახოთ ჩემი ,,ფეისბუქ გვერდი სადაც უამრავი გაკვეთილი მაქვს ატვირთული და ასევე გვერდი- ,,ისტორიის პლატფორმა აბიტურიენტებისთვის , სადაც ყოველკვირეულად იმართება პირდაპირი გაკვეთილები სხვადასხვა საპროგრამო თემებზე. ჩემთან მუშაობის დროს ორიენტირებულები ვიქნებით შედეგზე და ეს შედეგი დააკმაყოფილებს სამ კომპონენტს: I მაღალ ქულას II საქართველოს და მსოფლიოს ისტორიის ღრმა ცოდნას III პრაქტიკულ მუშაობაში გავარჯიშებას.

მისამართი:
თელავი, რუსთაველი,71
Loading...
ფასი
100.00‎₾-დან

მსგავსი განცხადებები