მიიღე მომსახურება? შეაფასე გიორგი
მოგემსახურებათ ელექტრიკოსი გამოძახებით. შევასრულებ ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოს ვადაში, დათქმულ პერიოდში. ფასი შეთანხმებით.
კარგად იმუშავა კმაყოფილი ვარ გაწეული მომსახურებით და თანხით მისაღები ფასები აქვს, რაც მესიამოვნა ის იყო, რომ რამოდენიმე წერტილი მაჩუქა. თუ კიდევ დამჭირდება აუცილებლად მისი სერვისით ვისარგებლებ და სხვა კლიენტებთანაც გავუწევ რეკომენდაციას. მადლობა კიდევ ერთხელ მას.
ამას იმიტომ ვწერ აქ რომ სხვაც არ შევიდეს შეცდომაში. არ ვარ კმაყოფილი ამ ხელოსნით, სატელეფონი კონსულტაციის დროს სხვა ფასი მითხრა და ადგილზე მოსულზე სულ სხვა ფასი, მიუხედავად ფასის სიძვირისა მაინც დავთანხმდი, მუშაობა რომ დაიწყო მალევე სხვა ობიექტი აიღო და ხან მოდიოდა ხან არა, ძალიან ბევრი მასალა მაყიდინა და საქმის პროცესში ჩანდა რომ მასალა არ ყოფინიდა არ ვიცი არასწორად ითვლიდა მასალას და მაგიტომ თუ სადმე იკარგებოდა, არაფერი არ არის ხარისხიანად გაკეთებული, არასწორად დაერთებულია ხაზები წერტილები, თანხის გადახდაზე რომ მიდგა საქმე დამემუქრა თუ არ გადავიხდიდი, თანხა გადავიხადე აქ მე პრეტენზია თანხაზე არ მაქვს მე იმაზე მაქვს პრეტენზია რომ რაც მინდოდა ის არ გაკეთდა და ახლიდან სხვა ხელოსნები მყავს მოსაყვანი. არავის არ ვურჩევ მისი სერვისით სარგებლობას. ძალიან სამწუხაროა რომ ასეთი არაპროფესიონალი ხელოსნები არსებობენ, ფაქტია რომ თავის საქმეში ვერ ერკვევა.
დროული მომსახურება, არანაირი პრობლემა არ შემქმნია და კმაყოფილი ვარ სერვისით