განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ეზოს გათიბვა

ეზოს გათიბვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროცესია ბაღის და ეზოს სილამაზის შესანარჩუნებლად. ეზოს გათიბვა პერიოდულად ხელს უწყობს ბალახის ზრდას, ამცირებს სარეველა ბალახის ზრდის პროცესს და აჯანსაღებს გარემოს. აუცილებელია, ზაფხულის ცხელ დღეებში ან მის დადგომამდე ეზოს გათიბვა, რათა არ მოხდეს ქვეწარმავლების დაბუდება. გათიბვა ხელს უწყობს ნიადაგის ტენიანობის შენარჩუნებას, რადგან ამ დროს ნიადაგი უფრო მეტად იღებს ჟანგბადს, ეს კი მცენარეების ზრდის და განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა. გარდა იმისა, რომ მოწესრიგებული ეზო მიმზიდველია, ასევე, გიქმნით გამწვანებულ, ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა სივრცეს. 

განცხადებები

პრო

ბალახის გათიბვა / გაზონის გათიბვა

? „შენი ეზო“ იმსახურებს სრულფასოვან ზრუნვას. სწორედ ამიტომ,ჩვენ გთავაზობთ: ? ეზოს დასუფთავებასა და მოწესრიგებას; ✂️ ბალახის გათიბვას; ჩვენ დაგეხმარებით, რომ თქვენი ტერიტორია სამუშაოების დასრულების შემდეგაც სუფთა და მოწესრიგებული იყოს. ? ხელმისაწვდომი ფასები; ✨ სწრაფი და პასუხისმგებლიანი მომსახურება; ? სისუფთავე და მოწესრიგებული სივრცე. ? დეტალური ინფორმაციისთვის, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ მითითებულ ნომერზე: ? „შენი ეზოს” სისუფთავე იწყება აქ. მებაღე გამოძახებით

შეფასება 5.0 , 8 შეფასება
2 ნამუშევარი,
პრო

მებაღის მომსახურება

1. ✅ ეზოსა და აგარაკების გაზონის კრეჭა, მოთიბვა, დასუფთავება სრულად; 2.✅ ხეების ამოღება, ტრანსპორტირება, გადარგვა; 3.✅ ხეხილისა და დეკორატიული ხეების დარგვა, გასხვლა, კორექტირება, ნასხლავის დამულჩვა ( დაქუცმაცება); 4.✅ ხეების მოჭრა (საჭიროებსას სპეც ტექნიკის დახმარებით); 5.✅ ბალახის დათესვა დაგება სარწყავი სისტემის მოწყობა; 6.✅ მცენარეების შეწამვლა მავნებლებზე და განოყიერება შეტანა სასუქების, ტყის მიწა, ნაკელის; 7.✅ ვასუფთავებთ სამშენებლო ტერიტორიას ზედმეტი ეკალ ბარდებისაგან და მცენარეებისგან სრულად; 8.✅ ვატარებთ ხეების გამაგრებით სამუშაოებს; 9.✅ ვაკეთებთ კვების ობიექტების, სავაჭრო ობიექტების გარე (სატროტუარე) მწვანე სივრცის მოწყობა / იზოლირებას; ვართ ხარისხზე და სამუშაოების დროზე დამთავრებაზე ორიენტირებული ჯგუფი.

შეფასება 5.0 , 4 შეფასება

მებაღე გამოძახებით

ბალახის დაგება, ეზოს გასუფთავება, ბალახის მოთიბვა, ხის მოჭრა, გადაბელვა, ბუცქის ფორმირება.

ხის მოჭრა

გთავაზობთ შემდეგ მომსახურებებს: - ხეების მოჭრა; - გათიბვა; - ეზოს დასუფთავება და ასე შემდეგ...

ეზოს გასუფთავება გათიბვა ხის მოჭრა

ეზოების დასუფთავება,ბალახისა და ხის მოჭრა, ძველი ნივთებისა და ნარჩენების გადაყრა.სწრაფი დახარისხიანი მომსახურება თბილისსა და მის შემოგარენში,

ეზოს მოთიბვა

ვთიბავ ბალახს ბენზო ცელით, ასევე მაქვს დრუჟბით მომსახურება. ფასი განაპირობებს ბალახის მდგომარეობოსა და რა ტერიტორიაზეა სამუშაო. საგურამო, მცხეთა, დიღომი, გლდანი, ლისის ტერიტორია, ასევე შესაძლებელია თბილისის ნებისმიერ ადგილას მისვლა შეთანხმების შემთხვევაში.

ბალახის გათიბვა

ბალახის გათიბვა და გაზონის გაკრეჭა ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია ეზოს მოვლის პროცესში. გარდა იმისა, რომ ბალახის გათიბვა ქმნის ლამაზ გარემოს, ხელს უწყობს მცენარეების ზრდა-განვითარებას. გათიბვის პროცესი უნარჩუნებს ნიადაგს მუდმივ ტენიანობას და იცავს მას სარეველების და მავნებლების გაჩენისგან. სხვადასხვა სეზონზე ბალახის გაკრეჭა ხდება შესაბამისი დროის მიხედვით. ზაფხულის ცხელ დღეებში ბალახის გაკრეჭა სასურველია, ყოველ ერთ კვირაში, ან მაქსიმუმ ათ დღეში. გაზაფხულზე ან სხვა სეზონზე გაკრეჭის სიხშირე მცირდება. ბალახის რეგულარულად გაკრეჭა ხელს უწყობს ჯანსაღი ბალახის ზრდას, ხოლო არარეგულარული მოვლის პირობებში დაგებული ბუნებრივი გაზონი სუსტდება და აღარ ხდება მისი ნორმალურად განვითარება. 

მომხმარებლის შეფასებები

ბალახის გათიბვა / გაზონის გათიბვა

შეფასების ავტორი: მარიამი

ძალიან კარგი გამოცდილება მქონდა “შენ ეზოსთან”. ბიჭები მოვიდნენ დათქმულ დროს, თან ჰქონდათ ყველა საჭირო ინვენტარი და ეზო ზ...

რატომ არის ეზოს გათიბვა, მოვლა და გაზონის გაკრეჭა აუცილებელი

ეზოს გათიბვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროცესია ბაღის და ეზოს სილამაზის შესანარჩუნებლად. გათიბვის პროცესი უნარჩუნებს ნიადაგს მუდმივ ტენიანობას და იცავს მას სარეველების და მავნებლების გაჩენისგან. გარდა ამისა ალამაზებს ეზოს. სხვადასხვა სეზონზე ბალახის გაკრეჭა ხდება შესაბამისი დროის მიხედვით.

კითხვაზე, თუ რამდენად ხშირად უნდა მოხდეს ეზოს მოვლა-დალაგება, აუცილებელია, ვიცოდეთ, რომ ეზოს მოვლა არა არის ერთჯერადი პროცესი. საჭიროა, ეზოს მოვლის სხვადასხვა სამუშაოები ჩატარდეს რეგულარულად და თანმიმდევრულად, რათა ეზომ შეინარჩუნოს სილამაზე და არ დაზიანდეს მწვანე საფარი.

რა განსხვავებაა ეზოს გათიბვას და გაზონის გაკრეჭას შორის ? 

ეზოს გათიბვა არის ზოგადი პროცესი, რომელიც მოიცავს არსებული მწვანე საფარის გათიბვას და შესაბამისად დამუშავებას. უმეტესად, ეზოს გათიბვის პროცესი უფრო ფართომასშტაბიანია, რადგან ის მთელი ეზოს ტერიტორიაზე ხორციელდება და ითვალისწინებს ასევე,  ტოტების და სარეველების მოშორებას. მაშინ, როცა გაზონის გაკრეჭა მხოლოდ ბალახის გაკრეჭას მოიცავს და ზრუნავს გაზონის სიჯანსაღეზე. 

სასურველია თუ არა გაზონის გათიბვის შემდეგ სასუქის გამოყენება ?

ზოაგდად სასუქის გამოყენება უნდა მოხდეს საჭიროების მიხედვით. რეკომენდებულია, გამოვიყენოთ ორგანული სასუქი, რომელიც არ დააზიანებს ნიადაგს. ბალახის გათიბვის შემდეგ სასუქის გამოყენება უზრუნველყოფს მის ნორმალურ ზრდას, ამდიდრებს ნიადაგს საჭირო მინერალებით, აჯანსაღებს გაზონს და ხელს უწყობს მცენარეების ზრდას. 

გაზონის დაგების შემდეგ, სხვადასხვა სეზონზე მის გასაკრეჭად მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ შემდეგი პირობა: ზამთარში, რადგან ბალახი აქტირუად არ იზრდება გაკრეჭა საჭირო არ არის. რაც შეეხება, გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდს, გაზონის  გაკრეჭა უნდა მოხდეს ერთი კვირის ან ათი დღის შუალედით. შემოდგომაზე კი, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ გათიბვის შემდეგ არ დაზიანდეს ბალახის ფესვები. ბალახის გათიბვის შემდგომ შეგიძლიათ სასუქის გამოყენება და პერიოდულად მორწყვა. თუ გჭირდება შესაბამისი სპეციალისტების მოძიება, შეგიძლიათ ეწვიოთ პლატფორმას, servisebi.ge  შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სპეციალისტი. დამატებითი დეტალების გასაგებად შეგიძლიათ გაიაროთ უფასო სატელეფონო კონსულტაცია. ასევე, ნახოთ მომხმარებელთა შეფასებებს და გადაწყვეტილება რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღოთ.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რატომ უნდა გავთიბოთ ბალახი რეგულარულად ?

ბალახის გათიბვა რეგულარულად საჭიროა, რომ ბალახი გაიზარდოს სწორად, ნიადაგი იყოს მუდმივად ტენიანი, არ გამრავლდეს სარეველა და შეიქმნას ლამაზი სივრცე თქვენს ეზოში.

შეიძლება თუ არა წვიმის შემდგომ ბალახის გათიბვა ?

რადგან წვიმის შემდეგ ბალახი სველია და მის გაშრობას დრო სჭირდება, გათიბვა გაგიძნელდებათ. უმჯობესია, დაელოდოთ გაშრობას ან მზიან ამინდს. 

როდის უნდა მოვრწყათ გაზონი ?

გაზონის მორწყვა დამოკიდებულია ტემპერატურაზე. თუ დავუჯერებთ ფლორისტის რჩევებს, ცხელ ამინდში უმჯობესია, მოვრწყოთ დილით ან საღამოს, რომ მზის სხივებისა და მაღალი ტემპერატურის გამო არ მოხდეს ბალახის ფესვების დაზიანება.