Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ისწავლე ფრანგული ენა დისტანციურად

აღწერა

გინდა ისწავლო ფრანგული მარტივად და შედეგიანად? გასწავლი ფრანგულ ენას A1-B2 დონეზე დისტანციურად, მეგობრულ და სტრუქტურირებულ გარემოში. ვინ ვარ მე? პროფესიით ექიმი-ქირურგი, მაგრამ პარალელურად უკვე რამდენიმე წელია ვასწავლი ფრანგულს, რომელსაც ბავშვობიდან სრულყოფილად ვფლობ. მაქვს DELF B2 სერთიფიკატი (იხილე ქვემოთ). რატომ ჩემთან? – მაქვს ჩემი შემუშავებული პრაქტიკული პროგრამა, რომელიც ენის ათვისებას გაგიმარტივებს; – გასწავლი როგორ ილაპარაკო ფრანგულად თავდაჯერებულად და სწორად; – ჩემი ცოდნა და გამოცდილება შენს შედეგზე იქნება მიმართული. ფასი და გრაფიკი: ✅ კვირაში 1 გაკვეთილი – თვეში 150₾ ✅ კვირაში 2 გაკვეთილი – თვეში 300₾ ✅ კვირაში 3 გაკვეთილი – თვეში 450₾ (თანხას იხდით სწავლის დაწყებამდე. შესაძლებელია ინდივიდუალური გრაფიკის შედგენა.) თუ მართლა გსურს, რომ შენს სასაუბრო ენებს ფრანგულიც შეემატოს, დამიკავშირდი და დავიწყოთ ერთად. დეტალებზე მომწერე ან დამირეკე!

სწავლების ფორმატი icon
სწავლების ფორმატი
ონლაინ ინდივიდუალური მეცადინეობა ჯგუფური მეცადინეობა
სწავლების მიმართულება  icon
სწავლების მიმართულება
ზოგადი სასაუბრო ენის კურსი
clock icon
ორშ / პარ
12:00 - 23:00
შაბათი
08:00 - 23:00
კვირა
08:00 - 23:00

მდებარეობა

გადახდის მეთოდები

Card Payment icon ბარათით
Transfer Payment icon გადარიცხვით

განათლება / სერტიფიკატი

certificate icon
attestation de réussite DELF B2
2018-10-08 - 2018-10-08
ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი
შეტყობინება

თუ განცხადება შეიცავს არასწორ ინფორმაციას გთხოვთ შეატყობინოთ საიტის ადმინისტრაციას, მადლობას გიხდით აქტიურობისთვის.

თქვენი უკუკავშირი მიღებულია.

დაფიქსირდა შეცდომა.

შეფასება
star icon for user review star icon for user review star icon for user review star icon for user review star icon for user review

მიიღე მომსახურება? შეაფასე ლუკა

star icon
5.0
10 შეფასება
დროული მომსახურება icon
დროული მომსახურება
5.0
კომუნიკაცია icon
კომუნიკაცია
5.0
შესრულებული ხარისხი icon
შესრულებული ხარისხი
5.0

პროფესიონალი, ყურადღებიანი და მეგობრული მასწავლებელი. გაკვეთილები ყოველთვის საინტერესო და პროდუქტიულია. დიდი მადლობა ლუკას!

ლუკა საუკეთესო ფრანგულის მასწავლებელია! მისი გაკვეთილები ყოველთვის საინტერესო, პროდუქტიული და სასიამოვნოა. უაღრესად კმაყოფილი ვარ და ყველას გირჩევთ. ნამდვილად 5 ვარსკვლავს იმსახურებს!

საუკეთესო მასწავლებელი! გაკვეთილები იმდენად საინტერესო და ინტერაქციულია, რომ დრო შეუმჩნევლად გადის. ლუკა სახალისო და მეგობრული გზებით ახერხებს მოგცეს მოტივაცია, რომ მეტი ისწავლო. ყველას ვურჩევ, ვისაც ფრანგული ენის სიყვარულით შესწავლა სურს.

ლუკა ძალიან კარგი მასწავლებელია. გაკვეთილები საინტერესოა და ყოველთვის გასაგებად ხსნის ყველაფერს. მისი დახმარებით ბევრად დიდი პროგრესი მაქვს. მადლობა ლუკა!

ჩემი პატარების ერთ-ერთი საყვარელი მასწავლებელი. ლუკა არ ვიცი როგორ გადაგიხადოთ მადლობა, ასეთ უმოკლეს დროში მსგავსი შედეგის მიღწევა წარმოუდგნელად მიმაჩნდა, უღრმესი მადლობა❤️

მსგავსი განცხადებები
ფრანგული ენა ინდივიდუალურად
ფრანგული ენა ინდივიდუალურად

კვალიფიციური პედაგოგი და მთარგმნელი შეგასწავლით ფრანგულ ენას საფუძვლიანად (12 წლიდან), აგრეთვე მოგამზადებთ DELF-ის გამოცდებისთვის. განივითარებთ წერის, კითხვის, დახვეწილი გამოთქმით მეტყველების და მოსმენის უნარ-ჩვევებს; შეძლებთ სხვადასხვა სახის შემეცნებითი და პროფესიული ტექსტების კითხვასა და ანალიზს. გრამატიკის ციფრულ სახელმძღვანელოებს და სასწავლო ლიტერატურას გამოგიზავნით საჩუქრად. ინდივიდუალური ონლაინ მეცადინეობა: 8 გაკვეთილი თვეში 45 წუთის ან 1 საათის განმავლობაში (200 ლ. (A1, A2 დონეზე) ან 250 ლ. (B1-B2 დონეზე) თვეში. ჯგუფში მეცადინეობა (მხოლოდ 2 მოსწავლე): 1.15 წთ. – 25 ლარი (8 გაკვეთილი თვეში = 200 ლ.). გაითვალისწინეთ, რომ გრამატიკის შესწავლის და წერილობითი სავარჯიშოების გარეშე ფრანგული ენის სწავლა შეუძლებელია.

ვასწავლი ფრანგულს
ვასწავლი ფრანგულს

გინდა ფრანგული ენის დაწყება? ენის სწავლა ყველას შეუძლია, მთავარია სწორი მიდგომით ისწავლო. ვასწავლი ფრანგულ ენას როგორც სასაუბრო დონეზე, ასევე ვეხმარები სკოლის მოსწავლეებს აკადემიური მოსწრების ამაღლებაში. ✅️ ჩემი მოსწავლეები პირველივე გაკვეთილიდან ლაპარაკობენ და ძალიან მალე აღწევენ თვალსაჩინო პროგრესს. ბავშვობიდან ვსწავლობ ენებს და ვიცი ყველა „სუსტი წერტილი“ რაც შეიძლება ხელს გიშლიდეს. გაკვეთილები სრულად მორგებულია შენს ინტერესებზე და მიზნებზე, პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული მასალით. მასალასთან ერთად ვეცნობით ფრანგული კულტურის სილამაზესაც. დაიწყე დღეს და დაინახე პროგრესი პირველივე გაკვეთილიდან! პირველი საცდელი გაკვეთილი სრულიად უფასოა.