Notification bell icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

რედაქტირება–კორექტირება (ბეჭდვა არა)

აღწერა

მოგესალმებით, გთავაზობთ სხვადასხვა შინაარსისა და მოცულობის ტექსტების რედაქტირება–კორექტირებას, კონტექსტის დახვეწა–გარდაქმნას. პროფესიით – ფილოლოგი, ფილოლოგიის მაგისტრი, განათლების მეცნიერებების დოქტორანტი, სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული რეცენზენტი (სამაგისტრო ნაშრომების) და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გამსწორებელი (მასწავლებლების ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტების). რედაქტორად მუშაობის მრავალფეროვანი და ინტენსიური სამუშაო გამოცდილება მოიცავს ჩემი საქმიანობის ბოლო 8 წელს და უკავშირდება როგორც საჯარო და კერძო, ისე მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას (სულაკაურის გამომცემლობა, ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი, განათლების საერთაშორისო ცენტრი და სხვა...). აღნიშნულ კომპანიებთან, ხელშეკრულების ფარგლებში, პროექტის რედაქტორად და ფრილანსერად (ან კერძო შეკვეთებზე) მუშაობისას, ძირითადად, მხატვრულ და სამეცნიერო, საინფორმაციო–საგანმანათლებლო, იურიდიულ, სამედიცინო, ტექნიკურ–მარკეტინგულ სახელმძღვანელოებს, წიგნების სერიებს, წლიურ/შემაჯამებელ ანგარიშებსა და დოკუმენტებს, საინფორმაციო ბროშურებს, სტატიებსა და პრესრელიზებს ვასწორებ. თამანშრომლობის პროცესის მაასიათებლებია: ჩემი, როგორც რედაქტორის, პიროვნული პასუხისმგებლობა და კეთილსინდისიერება, პროფესიული ცოდნა და გამოცდილება – შესაბამისი ხარისხის დამოწმებით, გუნდური მუშაობისა და სიახლეების ათვისების სურვილი/ინტერესი, საკუთარი საქმიანობის ერთგულება და სიყვარული, სხვათა მიმართ პატივისცემა და კეთილგანწყობა – დადებითი, სწორი და ჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულება ყველა თვალსაზრისით.

clock icon
ორშ / პარ
12:00 - 23:00
შაბათი
12:00 - 23:00
კვირა
12:00 - 23:00

მდებარეობა

location pin icon
თბილისი, საბურთალო

გადახდის მეთოდები

Card Payment icon ბარათით
Transfer Payment icon გადარიცხვით

განათლება / სერტიფიკატი

certificate icon
დიპლომი
2015-09-20 - 2017-07-24
ფილოლოგიის მაგისტრის დიპლომი
შეფასება
star icon for user review star icon for user review star icon for user review star icon for user review star icon for user review

მიიღე მომსახურება? შეაფასე მანანა

მსგავსი განცხადებები
სოციალური მედიის მენეჯმენტი
სოციალური მედიის მენეჯმენტი

თუ ციფრული მარკეტინგის დახმარებით ბრენდის სწორად ჩამოყალიბება და სამიზნე აუდიტორიამდე მისვლა გსურს - ჩვენ შენს გვერდით ვართ. ჩვენ გთავაზობთ: ბიზნეს-გვერდების ადმინისტრირება კონტენტის შექმნა სრულად (გრაფიკული დიზაინი, ქოფირაითინგი, მოუშენ დიზაინი...), fb/insta/google ads (თარგეთინგი, ბიუჯეტის გაწერა, რეკლამის ოპტიმიზაცია), ჩათ-ბოტის ოპტიმიზაცია, შედეგების ანალიტიკა/რეპორტინგი, ფოტო-ვიდეო გადაღება/მონტაჟი... წლების განმავლობაში ვსწავლობდით, ვაგროვებდით გამოცდილებას, ვგეგმავდით და ვანხორციელებდით სარეკლამო კამპანიებს, ვაკვირდებოდით და ვმსჯელობდით შედეგებზე. დღეს, კი გავერთიანდით და გავხდით - WATSON! ჩვენს კომპანიას ყოველდღიურად აქვს კომუნიკაცია 30-ზე მეტ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, ქართულ და საერთაშორისო, ბიზნესთან. ერთობლივად ვანხორციელებთ პროექტებს, რომლების პოტენციურად მოუტანენ წარმატებას ჩვენს პარტნიორებსა და ჩვენ! ჩვენთან თქვენზე მორგებული პაკეტის შედგენა შესაძლებელია. შეთავაზების ფასები იწყება 400 ლარიდან.

სოციალური მედიის მართვა 199 ლარიდან
სოციალური მედიის მართვა 199 ლარიდან

გთავაზობთ სოციალური ქსელების პროფესიონალურ მართვას. მაქვს სოციალური მედიის ქსელების მართვის 10 წლიანი გამოცდილება. ვთანამშრომლობ წარმატებულ ქართულ კომპანიებთან. დაგიგეგმავთ და ნებისმიერი სოციალური მედიის ქსელის განვითარების სტრატეგიას. დაგეხმარებით თქვენი კომპანიის/ბრენდის სწორ პოზიციონირებაში. დაგეხმარებით, რომ სწორად შეარჩიოთ თქვენი ბიზნესისთვის იდეალური სოციალური მედიის პლათფორმები. შევქმნი ხარისხიან ფოტო და ვიდეო კონტენტს. თქვენს მომხმარებელს დაველაპარაკები მათთვის გასაგებ ენაზე. შევისწავლი თქვენი ბიზნესის ნიუანსებს და ვიმუშავებ, რომ სოციალურ მედიაში ჩადებულმა ინვესტიციამ გაამართლოს და მოიტანოს დანახარჯზე გაცილებით მეტი სარგებელი თქვენი კომპანიისთვის. მომსახურების მინიმალური საფასური არის 199 ლარი. თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში, ინდივიდუალურად განვიხილოთ თქვენი ბიზნესის საჭიროებები და დავგეგმოთ ყველაფერი ისე, რომ ორივე მხარე ვიყოთ კმაყოფილი. თანამშრომლობაში ვარ ძალიან კომფორტული და უშუალო. შეგიძლიათ დამიკავშირდეთ დილის 8:00 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე კვირის ნებისმიერ დღეს.