სივრცე, სადაც ვცხოვრობთ ან ვმუშაობთ, არა მხოლოდ კომფორტული, არამედ უსაფრთხოც უნდა იყოს. მაშინ, როდესაც საქმე გაზის სისტემებს ეხება უსაფრთხოება ორმაგად მნიშვნელოვანი ხდება. გაზის მილები, მრიცხველები და სხვა ელემენტები იმ უხილავ სისტემას ქმნიან, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას ბევრად ამარტივებს. თუმცა, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ ძლიერ სისტემას, მასაც სჭირდება სწორად მოწყობილი საფუძველი და მუდმივი ზედამხედველობა.
გაზის სისტემებთან მუშაობა დაკავშირებულია მნიშვნელოვან რისკებთან — მცირე შეცდომამაც კი შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული ავარია, რომელიც არა მხოლოდ ქონებას, არამედ სიცოცხლესაც კი შეიძლება შეეხოს. სწორედ ამიტომ, ამ სფეროში დაუშვებელია ეკონომია ცოდნასა და გამოცდილებაზე, ან შემთხვევითობა პროფესიონალების შერჩევისას.
ნებისმიერი სახის გაზის მონტაჟი, დაქსელვა, აღდგენა თუ შემოწმება აუცილებლად უნდა ჩატარდეს მხოლოდ კვალიფიციური და ლიცენზირებული ხელოსნების ან სერთიფიცირებული კომპანიების მიერ. ასეთი პროფესიონალები იცავენ სახელმწიფოს მიერ დადგენილ უსაფრთხოების სტანდარტებს, იყენებენ სერთიფიცირებულ მასალებს და მაღალი პასუხისმგებლობით უდგებიან სამუშაოს ყველა ეტაპს — იქნება ეს ტექნიკური ნაწილი თუ ფორმალური საკითხების სწორად მოგვარება.
ლიცენზირებული ხელოსანი არის სპეციალისტი, რომელიც სპეციალურ გადამზადებას გადის, აბარებს გამოცდებს და სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად იძენს უფლებას იმუშაოს გაზის ქსელებთან. ასეთი პროფესიონალები არა მხოლოდ ტექნიკურად მართავენ სისტემას, არამედ ასრულებენ სამუშაოს სრული პასუხისმგებლობით, რაც მნიშნელოვანია თითოეული მომხმარებლის უსაფრთხოებისთვის. გაზის სერთიფიცირებული ხელოსნები თავიანთი ცოდნით უზრუნველყოფენ სისტემის სწორ და ხანგრძლივ მუშაობას.
არ აქვს მნიშვნელობა გჭირდებათ ხელოსანი ბინაზე, ოფისში თუ ახალ აშენებულ ობიექტზე, შეარჩიეთ ლიცენზირებულ ხელოსანი თქვენი და თქვენი ახლობლების სიმშვიდისათვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება გაზის პროექტირებას, შიდა ქსელის ან მრიცხველის მონტაჟს.
დღეს პროფესიონალი ხელოსნის მოძიების პროცესი გაცილებით მარტივია ონლაინ პლატფორმების მეშვეობით. ჩვენი პლატფორმა
servisebi.ge მომხმარებლებს სთავაზობს შესაძლებლობას, რამდენიმე წამში იპოვონ ლიცენზირებული გაზის ხელოსანი ან კომპანია თავიანთ რეგიონში — იქნება ეს თბილისი, ბათუმი თუ საქართველოს სხვა ნებისმიერი ქალაქი. პლატფორმაზე წარმოდგენილია დეტალური პროფილები, შეფასებები, მომხმარებელთა გამოხმაურებები და შესრულებული სამუშაოების ფოტოებიც კი, რაც არჩევანს მაქსიმალურად მარტივსა და გამჭვირვალეს ხდის.
ლიცენზირებული კომპანიების მიერ შეთავაზებული სერვისები ძირითადი მოიცავს:
როდესაც ლიცენზირებული ხელოსანს ან კომპანიის არჩევით, თქვენ თავს იზღვევთ ზედმეტი ხარჯებისგან, სისტემური გაუმართაობისა და უსაფრთხოების რისკებისგან. პრაქტიკულად ნებისმიერი პროცესი, დაწყებული პროექტირებით და დამთავრებული ექსპერტიზით, საჭიროებს მაღალ პროფესიონალიზმს, სტანდარტების ზედმიწევნით დაცვას და ხარისხიან შესრულებას. ენდეთ პროფესიონალებს და გააკეთეთ სწორი ინვესტიცია თქვენს სიმშვიდესა და უსაფრთხოებაში.