ინგლისური ენა არის ყველაზე გავრცელებული მთელს მსოფლიოში და მას გლობალურ ენასაც კი უწოდებენ. ინგლისური ენა XVI საუკუნეში ჩამოყალიბდა ლონდონური დიალექტის საფუძველზე. დღესდღეობით ინგლისურად მოსაუბრე ადამიანების რიცხვი, რომელთათვისაც ინგლისური მეორე ენაა
380 მილიონს აღემატება და ყოველდღიურად იზრდება.
ინგლისური აღიარებულია ოფიციალურ სასაუბრო ენად მსოფლიოს 67 დამოუკიდებელ და 27 ავტონომიურ ქვეყანაში. ასევე, არის მსოფლიოს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის, მათ შორის:
გაეროს,
ნატოსა და
ევროკავშირის ოფიციალური ენა.
მას შემდეგ, რაც კოვიდ პანდემიამ მსოფლიო მოიცვა, კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდა ინგლისური ენის შესწავლა ონლაინ. განვიხილოთ 3 მთავარი მიზეზი, იმის შესახებ, თუ რატომ გახდა ონლაინ სწავლის ფორმატი პოპულარული და რატომ უნდა აირჩიოთ ინგლისურის შესწავლა ონლაინ.
ისწავლით ნებისმიერი ადგილიდან
თუ აქამდე, ინგლისური ენის შესწავლის პროცესში საჭირო იყო, უცხო ენების ცენტრში ან
კერძო პედაგოგთან სიარული, ონლაინ ფორმატში სწავლის დროს, ეს უკვე აღარ არის დაბრკოლება.
მარტივად შეგიძლიათ ნებისმიერი ადგილიდან, იქნება ეს სახლი, მოსასვენებელი სივრცე, აგარაკი თუ სხვა, ინტერნეტის დახმარებით ჩაერთოთ, დაესწროთ ლექციებს და მიიღოთ საჭირო ცოდნა. ამისთვის კი, შეგიძლიათ ლეპტოპი, ტელეფონი ან გაჯეტი გამოიყენოთ.
თუ გადაწყვეტთ, რომ ინგლისური უფრო მაღალ დონეზე ისწავლოთ ან ენის დონე გინდათ გაიუმჯობესოთ კარიერისთვის და ეძებთ მასწავლებელს, რომლის მშობლიური ენაც ინგლისურია, ონლაინ ეს ყველაფერი კიდევ უფრო მარტივია.
თქვენ არ გიწევთ სხვა ქვეყანაში წასვლა და იქ მასწავლებლის ძიება, ან იმ მცირე სასწავლო ცენტრებში სიარული, რომელთაც მსგავსი სპეციალისტი ჰყავთ. ონლაინ მარტივად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მასწავლებელს, რომელიც არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო მასშტაბით ასწავლის ინგლისურს.
თუ მოისურვებთ, რომ შვებულებაში ყოფნის დროსაც სწავლა დასვენებას შეუთავსოთ, ონლაინ ფორმატის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ ინგლისური ენის გაკვეთილები, სადაც არ უნდა იყოთ, მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან.
დაზოგავთ ფინანსებს, დროს და ენერგიას
ინგლისური ენის ონლაინ შესწავლის პროცესში თქვენ არ გიწევთ ტრანსპორტის გამოყენება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ენის შესასწავლად საჭირო ხარჯებს. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში ონლაინ მიმდინარე სესიები ბევრად უფრო ხელმისაწვდომი და იაფია, ვიდრე კერძო მასწავლებლებთან სიარული.
თუ თქვენთვის სასურველი ინგლისურის დონის საფეხურის სალექციო კურსი საღამოს საათებში მიმდინარეობს, ამისთვის არ დაგჭირდებათ ტაქსის ან სხვა ტრანსპორტის გამოყენება, არამედ შეგიძლიათ ჩაერთოთ კომფორტული სივრციდან, დალიოთ ჩაი ან ყავა, დაზოგოთ ფინანსები და ისწავლოთ ინგლისური მარტივად.
თქვენს ფინანსებს ზოგავთ მაშინაც, როცა მასწავლებელი სრულად უზრუნველყოფს ონლაინ ფორმატში არსებული სასწავლო მასალების გაზიარებას და არ გიწევთ წიგნის ან სხვა სასწავლო რესურსების დამატებით ყიდვა.
შექმნით თქვენზე მორგებულ სასწავლო ცხრილს
ინგლისური ენის შესწავლის დროს მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს ინდივიდუალური მიდგომები. ხშირად ჯგუფურად მიმდინარე სალექციო კურსები ადამიანს ვერ აწვდის საჭირო ცოდნას და ნაკლებად ეფექტურია, ინგლისური ენის სრულყოფილად შესწავლისთვის.
ონლაინ სწავლების დროს, თქვენ საშუალება გაქვთ, მასწავლებელს აქტიურად დაუსვათ კითხვები. ნაკლებად ინერვიულოთ ან იდარდოთ იმაზე, თუ რას იფიქრებს ჯგუფის წევრი ამა თუ იმ კითხვის დასმის დროს, მთავარი პრიორიტეტი ხდებით თქვენ, და მასწავლებელი ამომწურავად იყენებს დროს, რომ მოგცეთ საჭირო ცოდნა.
თუ მუშაობთ, სწავლობთ ან უბრალოდ დღის მანძილზე იმდენად დაკავებული ხართ, რომ ვერ ახერხებთ ახლომდებარე უცხო ენების სასწავლო ცენტრში სიარულს, ონლაინ ფორმატში ინგლისურის შესწავლა თავიდან აგარიდებთ ბევრ დაბრკოლებას.
თქვენ შეგიძლიათ შეადგინოთ სასწავლო ცხრილი, რომელიც მორგებული იქნება, როგორც თქვენ სამუშაო, ისე უნივერსიტეტის გრაფიკს. თუ გაკვეთილზე დასწრებას ვერ მოახერხებთ, შეგიძლიათ ჩანაწერი ნახოთ, რაც ცოდნის გაღრმავებაში კიდევ უფრო დაგეხმარებათ.
შეგიძლიათ მარტივად დაეუფლოთ ინგლისურ ენას ონლაინ ფორმატში, გაიღრმაოთ ცოდნა და გაიუმჯობესოთ კარიერული შესაძლებლობები. ამისთვის აუცილებელი არ არის,
ინგლისურის კურსები თბილისის მასშტაბით ეძებოთ. შეგიძლიათ სანდო, გამოცდილი და საუკეთესო მასწავლებლები იპოვოთ
servisebi.ge-ზე, სადაც გაეცნობით მომხმარებლის შეფასებებს და გადაწყვეტილებას რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღებთ.