ვარ ისტორიის მაგისტრი, სერთიფიცირებული ისტორიის მასწავლებელი, მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს და აბიტურიენტებს მაღალი ქულის გარანტიით, მაქვს გამოცდილება.
მომზადება შესაძლებელი იქნება როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფში, ონლაინ რეჟიმში. ფასი შეთანხმებით.
სწავლების მიმართულება
საბაზო საფეხურის მოსწავლეები (VII - X კლასი)საშუალო საფეხურის მოსწავლეები (X - XI კლასი)სააბიტურო პროგრამა
მოვამზადებ მოსწავლეებს ისტორიაში, როგორც სასკოლო გამოცდებისთვის, ისე - ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.
განათლება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის მიმართულება.
თავისუფალი უნივერსიტეტი: სოციალური მეცნიერებების მაგისტრი.
სწავლების გამოცდილება მიღებული მაქვს ესპანეთის ქ. ბარსელონაში საგრადა ფამილიასა და ფუნდასიო ქოისეროლას სკოლაში.
მიღებული მაქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო და სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში.
დაწერილი მაქვს არაერთი სამეცნიერო კვლევა.
სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებით. აქცენტი კეთდება როგორც ფაქტოლოგიაზე, ისე - თითოეული ეპოქის ნათლად აღქმასა და გაგებაზე. ამისათვის ვიყენებ თანამედროვე წყაროებს, აგრეთვე - რუკებსა და სხვა ვიზუალურ მასალებს, რაც ხელს უწყობს, როგორც უფრო მეტ ჩართულობას სწავლის პროცესში, საკითხისადმი განსხვავებული და სიღრმისეული მიდგომის განვითარებას.
სისტემატიურად ჩატარდება შემაჯამებელი ტესტები, რომლის პასუხების მიხედვითაც გამოიკვეთება მოსწავლის სისუსტე კონკრეტულ ეპოქაში. პრობლემის აღმოსაფხვრელად ტესტები განხილული იქნება გაკვეთილზე.
მოსწავლის მხრიდან სათანადო პასუხისმგებლობის გამოჩენის შემთხვევაში, წარმატებული შედეგი გარანტირებულია.
დამატებით დეტალებზე შეგიძლიათ დამირეკოთ მითითებულ მობილურის ნომერზე, ან whatsapp-ზე.
მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს ისტორიაში, სახლში მისვლით ან ონლაინ, ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი, მაქვს მაღალი აკადემიური მოსწრება, ვარ შედეგებზე ორიენტირებული, ჩემთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეს კარგად გავაცნო და შევაყვარო ეს საგანი. ფასზე და სხვა დეტალებზე დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე
ვამზადებ აბიტურიენტებს, სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს სასერტიფიკატო გამოცდებისთვის ისტორიაში. ვამზადებ, როგორც ონლაინ, ასევე ვიღებ ბინაზე. მეცადინეობები მიმდინარეობს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე წყვილებში ( თუ ორივეს აქვთ დაახლოებით იგივე ბაზა) ვარ ისტორიის მაგისტრი, მაქვს 22 წლიანი რეპეტიტორობის გამოცდილება... ფასზე და სხვა დეტალებზე შემეხმიანეთ.
მოვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ისტორიაში, როგორც სასკოლო გამოცდებისთვის, ისე - ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.
განათლება: თბილისის სულხან-საბას სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი - ისტორიის მიმართულება.
სწავლებას ვაწარმოებ თანამედროვე მიდგომებით, სადაც ყურადღება გამახვილებულია არა მხოლოდ ფაქტების ცოდნაზე, არამედ თითოეული ეპოქის არსისა და ატმოსფეროს გააზრებაზე. ამის მისაღწევად ვიყენებ თანამედროვედ შერჩეულ წყაროებს, რუკებსა და ვიზუალურ მასალებს, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას და თემისადმი მრავალმხრივი, სიღრმისეული ხედვის ჩამოყალიბებას.
რეგულარულად ტარდება შემაჯამებელი ტესტები, რომელთა შედეგების ანალიზი საშუალებას იძლევა გამოავლინოს მოსწავლის სუსტი მხარეები კონკრეტული ეპოქის შესწავლაში. ამ ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად ტესტების განხილვა და ანალიზი ჩატარდება გაკვეთილზე.
დამატებით დეტალებზე შეგიძლიათ დამირეკოთ მითითებულ მობილურის ნომერზე.
ვამზადებ ბინაზე ან სახლში მოსვლით.
მოვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიაში, ვარ ისტორიის მოქმედი უფროსი მასწავლებელი. მაქვს აბიტურიენტების მომზადების რამდენიმე წლიანი გამოცდილება.
ფასი: კვირაში ორი დღე - 150₾
კვირაში სამი დღე - 200₾
გაკვეთილის მიმდინარეობა ორი საათი (ვამზადებ, როგორც ჩემს ბინაზე, ასევე ონლაინ).
FoxPrep.ai ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი ჭკვიანი პლატფორმაა.
გააკეთე სავარჯიშო ტესტები თითოეულ საგამოცდო თემაზე;
ოფიციალური კითხვები წინა გამოცდებიდან; დამატებითი დაგენერირებული კითხვები ყველა საკითხზე; ულიმიტო რაოდენობის სატესტო სესიები
გაანალიზე პროგრესი პერსონალური სტატისტიკით.
2025-ში ჩვენმა მომხმარებლებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს.
მასწავლებლებისთვის გვაქვს სპეციალური შეთავაზება რათა თავიანთი მოსწავლეები უკეთ მოამზადონ ჩვენი პლატფორმის დახმარებით.
მოვამზადებ აბიტურიენტებსა და მასწავლებლობის მსურველებს ისტორიაში.
მაქვს ისტორიისა და სამოქალაქო განათლების სწავლების 6-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ისტორიის ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილებაც. წარმატებით მაქვს დადასტურებული მენტორი მასწავლებლის პროფესიული კვალიფიკაცია.
? ამჟამად ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი და განათლების მიმართულებით მკვლევარი პოლონეთში, კრაკოვის უნივერსიტეტში. ასევე, ვსწავლობდი ვენეციის კაფოსკარისა და ბუდაპეშტის ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტებში.
რას მოიცავს გაკვეთილები?
• ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამის სრულყოფილად შესწავლა
• ისტორიული მოვლენებისა და პროცესების გაანალიზება და დაკავშირება
• ისტორიული წყაროების ანალიზი
• რუკებზე მუშაობა
• ეროვნული გამოცდის წინა წლების ტესტებზე მუშაობა
• თემატური ტესტების რეგულარულად შესრულება, ჩემი პირადი მასალებისა და ტესტების ბანკიდან
• გამოცდის სტრატეგიებსა და დროის ეფექტურად მართვაზე მუშაობა
>>> გაკვეთილები ჩატარდება ონლაინ. კვირაში 2-ჯერ, თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1.5–2 საათი.
დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე, მათ შორის WhatsApp-ის მეშვეობითაც.
"რაც უფრო მეტი იცი წარსულზე, მით უფრო მზად ხარ მომავლისთვის"
აბიტურიენტების მომზადება ისტორიაში.
მეცადინეობების ხანგრძლივობა 1,5-2 სთ, მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ, საჭიროების შემთხვევაში სამჯერ.
სასწავლო მასალა შედგენილია ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამის მიხედვით.
სურვილის შემთხვევაში მეცადინეობების ჩატარება შესაძლებელია ონლაინ ფორმატშიც.
სურვილი+შრომისმოყვარეობა+თანამშრომლობა+მრავალფეროვანი ტესტები=გარანტირებული შედეგი.
თუ მზად ხარ მუშაობისთვის, მაშინ ეს პროგრამა შენთვისაა, ერთად გავივლით ისტორიის ლაბირინთებს.
იცოდე შენ ამას შეძლებ.
ინტენსიური ინდივიდუალური კურსი ისტორიაში, როგორც მოსწავლეების ისე აბიტურიენტებისათვის. ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, გავლილი მაქვს საგნობრივი კომპეტენციის გამოცდა.
კვირაში 3 გაკვეთილი, ხანგრძლივობა 1.5 სთ, როგორც ადგილზე მისვლით ასევე ონლაინ რეჟიმში. კურსის ღირებულება 100/150 ლარი
? მზადება 2026–2027 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის!
ვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში ეროვნული გამოცდების პროგრამის, თანამედროვე მეთოდოლოგიისა და პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების გამოყენებით.
? სასწავლო პროცესი მოიცავს:
• კვირაში 2 მეცადინეობას;
• ხანგრძლივობა: 1 სთ. 30 წთ.–2 სთ.;
• მცირე ჯგუფებს - მაქს. 4–5 მოსწავლე;
• ვიზუალურ და ინტერნეტრესურსებს;
• პრაქტიკულ მუშაობას ისტორიულ წყაროებზე, რუკებზე, ქრონოლოგიასა და საგამოცდო დავალებებზე;
• ეროვნული გამოცდის ფორმატთან მიახლოებულ მოდელირებულ ტესტირებასა და შედეგების ანალიზს;
• საგამოცდო სტრატეგიებზე მუშაობას.
? მეცადინეობის ადგილები:
• თავისუფლების მოედანი — მეტროს მიმდებარედ;
• მოსკოვის გამზირი, 124-ე სკოლასთან;
• ? ონლაინ.
? ჩემ შესახებ:
• თსუ - ისტორიის ბაკალავრი;
• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - მკვლევარი/მედიევისტი;
• სერტიფიცირებული პედაგოგი ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში;
• ერთიანი ეროვნული გამოცდების შეფასების ექსპერტი/გამსწორებელი;
• აბიტურიენტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
?მიზანი: არა მხოლოდ მასალის დაზეპირება, არამედ მისი სიღრმისეული გააზრება, პრაქტიკაში გამოყენება და მაღალი საგამოცდო შედეგისთვის მომზადება.
? საფასური განისაზღვრება ფორმატისა და გრაფიკის მიხედვით.
მოვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ისტორიაში.
ვარ ისტორიისა და სამოქალაქო განათლების სერთიფიცირებული უფროსი მასწავლებელი. ვმუშაობ საჯარო სკოლაში. მონაწილეობას ვიღებ ეროვნული გამოცდების გასწორებაში.
მომზადება შესაძლებელია, როგორც ადგილზე მისვლით, ისე online რეჟიმში, ინდივიდუალურად და ჯგუფში. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (საჭიროების შემთხვევაში 3-ჯერ) და გაგრძელდება 1,5 საათი. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიული მასალის გააზრებასა და ათვისებას, ისე წყაროებზე, რუკებზე, პლაკატებზე, სქემებსა და ილუსტრაციებზე მუშაობას.
მოტივაციით, პასუხისმგებლობითა და ერთობლივი მუშაობით აუცილებლად გვექნება სასურველი შედეგი.
თავს გაბეზრებს თარიღებისა და სახელების დაზეპირება?
დაიწყე ეროვნული გამოცდებისთვის მზადება ჩვენთან და თავდაჯერებულმა შეაბიჯე გამოცდაზე!
ისტორია არა დაზეპირება, კაცობრიობის განვლილი გზის, ამ განვითარებული მოვლენებისა და პროცესების გააზრებაა. სწორედ ეს უწყვეტი ჯაჭვი ქმნის თანამედროვეობას.
რას გთავაზობთ?
- უფროსი მასწავლებლი.
- აბიტურიენტებთან მუშაობის 4-წლიანი წარმატებული გამოცდილება.
- თსუ-ის დოქტორანტურის სტუდენტი.
- სასკოლო პროგრამისა და ეროვნული გამოცდების ტესტების საფუძვლიანი, გასაგები განხილვა.
- კრიტიკული და კრეატიული აზროვნების განვითარება.
ფორმატი:
- კვირაში 2-ჯერ, 2-საათიანი დინამიკური და მეგობრული გაკვეთილები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
- ნოდარ კირთაძე