განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

მინივენის ქირაობა

 მინივენის ქირაობა საუკეთესო სერვისია მაშინ, როდესაც ეძებთ მოსახერხებელ და მრავალფუნქციურ ტრანსპორტს მცირე ჯგუფის გადასაადგილებლად.  იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის, ტურებისთვის ან საქმიანი მოგზაურობისთვის, მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული გამქირავებლები  გვთავაზობენ ფართო სივრცეს, კომფორტულ დასაჯდომს და პრაქტიკულ ფუნქციებს.

 მინივენის ქირაობა მოსახერხებელი სერვისია გაქირავების მოქნილი ვარიანტებითა და კონკურენტული ტარიფებით, სწორედ ამიტომ იმტებს მისი პოპულარობა მსოფლიოს მასშტაბით.

 ქირაობა მძღოლით და მძღოლის გარეშე,  მარშრუტები საქართველოში და მის გარეთ,  ტრანსფერები და ტურები, მაღალი გამავლობის და პრემიუმ კლასის მინივენები,  შეგიძლიათ აირჩიოთ სრულყოფილი ტრანსპორტი თქვენი საჭიროებებისა და ბიუჯეტის შესაბამისად როგორც დღიურად, ასევე ხანგრძლივი პერიოდით.  დაუკავშირდით გაქირავების სერვისს დღეს,  დაჯავშნეთ მინივენი და მარტივად დაიწყეთ თქვენი შემდეგი თავგადასავალი!

განცხადებები

ვერიფიცირებული პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

მინივენის ქირაობა / მომსახურება

ტრანსფერები და ტურები მინივენით საქართველოს ნებისმიერ კუთხეში კომფორტული მერსედეს ვიანოს მარკის მინივენებით. გამოცდილი მძღოლები, რომლებიც საუბრობენ ინგლისურ და რუსულ ენებზე, უსაფრთხოდ გადაადგილებას და მინივენით მომსახურებას უზრუნველყოფენ. ✅️ ადგილი 8 + 1; 7 + 1 ✅️ ავტომატიკა ✅️ ზაფხული / ზამთრის საბურავებით ✅️ კომფორტ, ტყავის სიდენიებით ✅️ wi-fi უფასო ინტერნეტით ✅️ მონიტორი ✅️ კონდიციონერი სუფთა, მოწესრიგებული, დიდი საბარგულით. ადგილი 8+1; 7+1 (B კატეგორია). 2,2 დიზელი. მაქვს მანქანის მართვის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც საქართველოში, ასევე 9 წელი ლონდონში. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია გადაადგილება სომხეთში, აზერბაჯანსა და თურქეთში. ვითანამშრომლებ კერძო კომპანიებთან თანამშრომლების გადასაყვანად, სკოლებთან ბავშვების და მასწავლებლების გადასაყვანად და ა.შ. (მაქვს მცირე მეწარმის სტატუსი). ფასი: შეთანხმებით. მინივენები ქირავდება როგორც მძღოლის მომსახურებით, ასევე მძღოლის გარეშე. დაკავშირდება შეგიძლიათ: Viber, WhatsApp

Minivan Georgia
შეფასება 5.0 , 11 შეფასება
1 ვიდეო
ვერიფიცირებული პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ქირავდება მინივენი მძღოლით და მძღოლის გარეშე

მინივენების გაქირავება საქართველოში | მძღოლით და მძღოლის გარეშე ✅ 7+1 და 8+1 ადგილიანი ✅ B კატეგორიის მართვის მოწმობით მართვა ✅ ავტომატური გადაცემათა კოლოფი ✅ 100% დაზღვეული ავტომობილები ✅ სუფთა, მოვლილი და ტექნიკურად გამართული ✅ კომფორტული სალონი ✅ 2 კონდინციონერი და 2 გამათბობელი ✅ დიდი საბარგული ✅ Android მულტიმედია, GPS ნავიგაცია, Bluetooth, USB, უკანა ხედვის კამერა ✔️ მინივენების დღიური და გრძელვადიანი გაქირავება ✔️ მძღოლით მომსახურება ✔️ მძღოლის გარეშე გაქირავება ✔️ აეროპორტის ტრანსფერები ✔️ მომსახურება ტურისტული კომპანიებისთვის, ორგანიზაციებისა და კერძო პირებისთვის

მინივენით მომსახურება
შეფასება 5.0 , 3 შეფასება
1 ვიდეო
პრო

მინივენით მომსახურება

მინივენით მომსახურება მᲫღოლით! ავტომანქანა არის სუფთა და კომფორტული, კარგი კონდიციონერით. გადაადგილება საქართველოს მასᲨტაბით. ადგილების რაოდენობა 7+1 კაცი. ფასი Შეთანხმებით!

შეფასება 5.0 , 1 შეფასება
პრო

ქირავდება მინივენი

ქირავდება მინივენი ნებისმიერი მიმართულებით, გამართული, ვიპ სალონით.

1 ვიდეო
პრო

მინივენის მომსახურება (მძღოლით)

გამოცდილი მძღოლი მოგემსახურებათ კომფორტული 7 კაციანი მინივენით საქართველოს ტერიტორიაზე სამოგზაუროდ: - ბათუმი: 320 ლარი; - ბაკურიანი: 200 ლარი; - გუდაური: 200 ლარი; - ბორჯომი: 170 ლარი; - ყაზბეგი: 230 ლარი; - ქუთაისის აეროპორტი: 250

შეფასება 5.0 , 1 შეფასება
პრო

მინივენის მომსახურება

გთავაზობთ მინივენის მომსახურებას. მოგემსახურებით კომფორტული მინივენით toyota velfaieri 7+1 , 4×4-ზე, ნებისმიერი მიმართულებით, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ. მოგემსახურებათ გამოცდილი მძღოლი.

შეფასება 5.0 , 5 შეფასება

მინივენები გაქირავება

 ჩვენს პლატფორმაზე SERVISEBI.GE საძიებო ფილტრით შეგიძლიათ მოიძიოთ - მინივენები გაქირავება , შეარჩიოთ არსებული შეთავაზებებიდან სასურველი მინივენი და დაუკავშირდეთ პირდაპირ მის გამქირავებელს.

 ერთ სივრცეში თავმოყრილია  სხვადასხვა გამქირავებლებისა და მძღოლების კონკურენტუნარიანი შეთავაზებები  მინივენის ფოტოებით, მომსახურების პირობებით და სხვა მახასიათებლებით, რაც საშუალებას გაძლევთ  შეადაროთ მომსახურების პირობები ერთმანეთს, გაითვალისწინოთ მომხმარებლების მიერ დაწერილ შეფასებები და მარტივად მიიღეთ გადაწყვეტილება.

 მინივენები გაქირავება - ის სერვისია, რომელიც ყველანაირ პირობას უქმნის მცირე ჯგუფებს იმგზავრონ კომფორტულად და პრაქტიკულად ბიუჯეტურ ფასად.  არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე შენს ახლობლებთან გატარებული მხიარული და დასამახსოვრებელი მგზავრობა,  თქვენს საჭიროებებზე საუკეთესოდ მორგებული ტრანსპორტით და გამოცდილი მძღოლით. დაგეგმეთ თქვენი მგზავრობა და   შეარჩიეთ საუკეთესო მინივენი საუკეთესოთაგან!
პრო

მინივენით მომსახურება

გთავაზობთ მინივენით მომსახურებას რეგიონების მიმართულებით. "მერსედესი მინივენი" ექსტრა- ლონგი 8+1 ( 2016)

პრო

მინივენით მომსახურება სასურველ ფასში.

გამოცდილი მძღოლი მოგემსახურებათ კომფორტული მინივენით საქართველოს მასშტაბით, როგორც კერძო პირებს, ასევე გთავაზობთ ტრანსფერებს, 1 ან 2 დღიან ექსკურსიებს. ავტომობილი აღჭურვილია ყველაფრით.

შეფასება 5.0 , 6 შეფასება
პრო

ქირავდება მინივენი მᲫღოლით

მოგემსახურებით 7+1 ადგილიანი კომფორტული მინივენით, ვ კლასი, ყველაფრით მოწესრიგებული. მოგემსახურებით სხვადასხვა მიმართულებით.

ვერიფიცირებული პრო

ქირავდება VIP მინივენი Mersedes Benz V class

გთავაზობთ მომსახურებას კომფორტული ბიზნეს კატეგორიის მერსედესის ვ კლასის მინივენით მძღოლით ან მძღოლის გარეშე, 7+1, სრული კომპლექტაციით, იდეალურ მდგომარეობაში. ავტომანქანა დაზღვეულია 100%-ით, მათ შორის დაზღვეულია მგზავრებიც და მესამე პირებიც. მძღოლი არის პროფესიონალი, ტურისტულ საქმიანობაში მრავალწლიანი გამოცდილებით.

1 ვიდეო
პრო

ახალი Toyota შეღავათიან ფასად

7 მგზავრიანი პრემიუმ კლასის მინივენი აღჭურვილია ორი კონდენციონერით, ორი გათბობით, ორი დიდი მონიტორით და wi-fi ით. მაქვს მძღოლობის 35 წლიანი გამოცდილება. დამიკავშირდით ნებისმიერ დროს. დაგეხმარებით ტურების დაგეგმვაში, მაქვს დიდი 15 წლიანი გამოცდილება ტურიზმის სფეროში. დაჯავშნა ხდება წინა დღით. მძღოლის გარეშე მინივენი არ ქირავდება!

შეფასება 5.0 , 3 შეფასება
პრო

მინივენის მომსახურება Mercedes Viano 6+1

გთავაზობთ მინივენის მომსახურებას Mercedes Viano 6+1 2013 წლიანი. მინივენი აღჭურვილია ორი კონდიციონერით, გათბობით, უფასო WiFiით. მოგემსახურებათ გამოცდილი მძღოლი, მთელი საქართველოს მასშტაბით. შევასრულებ ექსკურსიებს, ტურებს, მგზავრების გადაყვანას ა.შ.

შეფასება 5.0 , 4 შეფასება
პრო

ქირავდება მინივენი

ვაქირავებ მინივენს: ✅ თხევად გაზზე (ეკონომიური) ✅ გამართული და კომფორტული ✅ იდეალურია ოჯახური მოგზაურობისთვის, ექსკურსიებისა და სხვადასხვა დანიშნულებისთვის ფასი: 100 ლარიდან / დღე დეტალებისთვის დამიკავშირდით პირად შეტყობინებაში ან ტელეფონზე.

მინივენით მომსახურება

მოგემსახურებით გამოცდილი მძღოლი, კომფორტული 7 ადგილიანი მინივენით ნებისმიერი მიმართულებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ფასი შეთანხმებით მარშუტისდა მიხედვით.

ქირავდება Mercedes-Benz Metris/V Class

ქირავდება მძღოლით: Mercedes-Benz Metris Maybach Style, ავტომობილი არის პრემიუმ მომსახურების კატეგორიის თავისსავე მძღოლით. შეგვიძლია მომსახურება როგორც საქართველოში,ასევე დახვედრა აეროპორტში საქართველოს ფარგლებს გარეთ და სტუმრის ჩამოყვანა სასურველი მარშრუტით სასურველ ლოკაციაზე. ავტომობილი აღჭურვილია: ელექტრო სამგზავრო კარებით, კონდინციონერით, გათბობითა და მაცივრით. ასევე გვყავს მეორე მანქანაც იდენტური. სხვა დეტალებზე დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

ქირავდება Mercedes V Class 2022 4 Matic

ქირავდება მძღოლით Mercedes V Class AMG 2022 4 Matic, 7 ადგილიანი. დეტალებზე დამიკავშირდით მობილურის ნომერზე.

ქირავდება მინივენი

ქირავდება 2006 წლიანი ტოიოტა ისისი. დაზღვევის სრული პაკეტით, გამართულია ტექნიკურად.

მინივენით მომსახურება

მინივენი Mersedes Benz V class, 6+1, წელი 2019. ქირავდება მძღოლთან ერთად მრავალწლიანი გამოცდილებით, ფასი შეთანხმებით.

მომხმარებლის შეფასებები

მინივენის ქირაობა / მომსახურება

შეფასების ავტორი: თამარი

ყვარლის ტბაზე წაგვიყვანა ორგანიზაციიდან, ისეთი ყურადღებიანი და მომხმარებელზე ორიენტირებული, მშვიდი და გაწონასწორებული მძ...

მინივენის ქირაობა / მომსახურება

შეფასების ავტორი: ეთერი

დიდი მადლობა მომსახურებისთვის! ავტომობილი იყო იდეალურად სუფთა დაკომფორტული მძღოლი- საოცრად ყურადღებიანი და პროფესიონალი....

მინივენის ქირაობა / მომსახურება

შეფასების ავტორი: ნინია

მეორედ ვისარგებლე ბატონი ფრიდონის მინივენების მომსახურებით და უბრალოდ არ შემეძლო, მადლიერება კომენტარით არ გამომეხატა! ჩ...

მინივენის ქირაობა / მომსახურება

შეფასების ავტორი: ანა

მგზავრობასთან დაკავშირებით მსურს აღვნიშნო, რომ ბატონმა ფრიდონმა უზრუნველყო მაღალი ხარისხის მომსახურება და პროფესიონალური...

მინივენის დაქირავების მახასიათებლები: რა შემთხვევაში ვისარგებლოთ მომსახურებით?


საკუთარი ავტომობილით გადაადგილება, ნებისმიერი მიზნით, ყველაზე კომფორტული პროცესია, თუმცა თუ საჭიროება 4-ზე მეტი ადამიანის ერთობლივ მგზავრობას მოითხოვს, ამ დროს ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები ჩნდება. ასეთ შემთხვევებში მიზანშეწონილია დაიქირავოთ მინივენი, რომელიც 5-დან 10 ადამიანამდე ჯგუფის მოხერხებულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. 
მინივენი მიკროავტობუსის მსგავსი მანქანაა, რომლის მთავარ უპირატესობას კომპაქტურობა და გაზრდილი ტევადობა წარმოადგენს. მინივენებს სხვაგვარად საოჯახო მანქანებსაც უწოდებენ, რომელსაც სავარძლების სამი რიგი და ბარგის განსათავსებლად დიდი სივრცე გააჩნია. მინივენის სკამები მარტივად იკეცება, რაც კიდევ უფრო მეტი ტვირთის გადაზიდვის საშუალებასაც იძლევა.
 
როდის შეიძლება დაგჭირდეთ მინივენი?
 
მინივენით მგზავრობა საჭიროა ბარგით დატვირთული ადამიანების ჯგუფის ტრანსპორტირებისას. ასევე ეს სერვისი პოპულარობით სარგებლობს ბიზნეს წრეებში სხვა ქალაქებიდან ჩამოსული დელეგაციების გადასაყვანად. მინივენის დაქირავება ეკონომიური გზაა დედაქალაქში გადასაადგილებლად, რადგან ის გაძლევთ საშუალებას, რომ 10-მდე ადამიანი ერთდროულად მიიყვანოთ დანიშნულების ადგილას და თან კომფორტის მაღალი დონე შეინარჩუნოთ, რაც მიკროავტობუსით მგზავრობისას იშვიათობაა. მინივენი ძირითადად გამოიყენება:
  • აეროპორტამდე, ან რკინიგზის სადგურამდე ტრანსფერისთვის;
  • სანატორიუმების და სასტუმროების სტუმართა მომსახურების მიზნით;
  • სადღესასწაულო და კორპორატიული ღონისძიებებისთვის;
  • კორპორატიული ექვსკურსიების ორგანიზებისთვის;
  • ახალ სახლში გადასვლისას;
  • საბავშვო ბაღში, ან სკოლაში ბავშვების მისაყვანად;
  • საქალაქთაშორისო მგზავრობისთვის;
  • საქორწილო მსვლელობისთვის, ან სტუმართა გადასაყვანად;

ქალაქგარეთ გამგზავრებისას დიდი რაოდენობით აღჭურვილობა შესაძლოა მოთავსდეს საბარგულში (უკანა სავარძლების დაკეცვის შემდგომ), ასევე ბუნებაში ლაშქრობისას ეს სივრცე გამოიყენება დასაძინებლადაც. მინივენი შესაძლებელია ველოსიპედისტების შეჯიბრის ადგილას მისაყვანად და ელიტარული სტუმრების მგზავრობისთვისაც გამოიყენოთ.  
 
მინივენის დაქირავების დადებითი მხარეები
 
მინივენის ინტერიერი ფართოა და მოხერხებული სავარძლებითაა აღჭურვილი, ამიტომ თითოეული მგზავრი შეუზღუდავად და კომფორტულად გადაადგილდება. ავტომობილის საბარგული დიდი რაოდენობით ჩემოდნებს და ხელბარგს იტევს, ამასთან მანქანის სავარძლები საკმარისად მაღლაა განთავსებული, რაც კარგ ხილვადობას უზრუნველყოფს (ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოგზაურებისთვის). მინივენის დაქირავება ფულის დაზოგვის ეფექტური გზაა მსხვილი კომპანიებისთვის, რადგან მისი შეკვეთა ბევრად უფრო იაფია, ვიდრე რამოდენიმე მსუბუქი მანქანის დაქირავება. თუ მინივენს მძღოლით დაიქირავებთ, ეს თქვენს სტატუსზე, კომფორტსა და ნაკლებ დროით დანახარჯებზე აისახება. ამასთან მანქანის ქირაობას მიზნობრივად შეძლებთ, რაც მისი მუდმივი მოვლის ხარჯებისგანაც გაგათავისუფლებთ (ტექინსპექტირება, დაზღვევის ხარჯი, რეგისტრაციისას წარსადგენი დოკუმენტაცია და ა.შ.). 

გეგმიურ მოვლაზე გათვალისწინებული ხარჯების გარდა, მინივენის დაქირავება ნაკლებ სტრესთანაც ასოცირდება, რაც საცობებთან გამკლავებას და პარკირების თავისუფალი ზონის ძიებას ახლავს თან. მინივენის დაქირავება შეზღუდული შესაძლებლობის პირთა გადასაადგილებლადაც ეფექტური საშუალებაა. ამ შემთხვევაში უმჯობესია მანქანა მძღოლთან ერთად გამოიძახოთ. 

 
რატომ უნდა დაიქირავოთ მინივენი მძღოლთან ერთად?
 
მძღოლთან ერთად მინივენის დაქირავებისას თქვენ სალონში შეხვედრისთვის მომზადებას და სხვა მნიშვნელოვანი საქმის კეთებას შეძლებთ. ამ გზით სწორი მარშრუტის შედგენა და დატვირთული მოძრაობის პირობებში ყურადღების მოკრება აღარ მოგიწევთ და ბიზნეს საქმიანობაშიც მეტად პროდუქტიული იქნებით. ასევე, მეტად პუნქტუალური იქნებით მოლაპარაკებებზე და სანდო რეპუტაციას შეინარჩუნებთ. 
მძღოლთან ერთად მინივენის დაქირავებისას თქვენ არ დახარჯავთ ფულს საწვავზე და არ დაგჭირდებათ მანქანის წაყვანა მექანიკოსთან ავტომობილის ნაწილის გაფუჭების შემთხვევაში. კომპანია, ან კერძო პირი მის გამართულობაზე იზრუნებს. ასევე მძღოლი წინასწარ შეადგენს ოპტიმალურ მარშრუტს და ავარიულ სიტუაციებშიც სწრაფად იმოქმედებს ნავიგატორის გამოყენებით. 
მძღოლთან ერთად მანქანის დაქირავებისას ფიქსირებულ ტარიფს იხდით და წინასწარ განსაზღვრავთ მომსახურების საერთო ღირებულებას. ამასთანავე, უფლება გაქვთ, რომ შეიტანოთ ცვლილებები მარშრუტში, ან დანიშნულების ადგილამდე მოითხოვოთ რამოდენიმე გაჩერება. მძღოლი ხშირ შემთხვევაში გიდის როლსაც ასრულებს და გიქმნით ყველანაირ პირობას, რომ გაეცნოთ თქვენთვის უცნობ ადგილებს, ან უბრალოდ დაისვენოთ. 

 
სად დავიქირავოთ კომფორტული მინივენი ყველაზე იაფად?

საქართველო ტურისტული თვალსაზრისით აქტიური ქვეყანაა. ყოველდღიურად საქმიანი მიზნებითაც უამრავი ადამიანი გვსტუმრობს, ამიტომ კომფორტული მინივენის დაქირავება საკმაოდ მოთხოვნადი სერვისია. ამ მომსახურების მიღების გამარტივების მიზნით servisebi.ge-ზე შეიქმნა ერთიანი ბაზა, სადაც ყველაზე თანამედროვე ავტომობილების ფართო არჩევანია წარმოდგენილი. ინდივიდუალური მოთხოვნებიდან გამომდინარე, პლატფორმაზე შეგიძლიათ ისეთ გამქირავებელს დაუკავშირდეთ, რომელიც თქვენთვის ხელსაყრელ პირობებს შემოგთავაზებთ. 

მინივენის დაქირავებისას სანდო კომპანიის/კერძო პირის საპოვნელად ყურადღებით გაეცანით შეფასებებს. ვებგვერდზე უარყოფითი კომენტარები არ იფილტრება, ამიტომ სასურველ მომსახურებას რეალურ მომხმარებელთა გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღებთ. ეკონომ კლასიდან დაწყებული პრემიუმ ავტომობილებით დამთავრებული ვებგვერდზე ნებისმიერი ტიპის მინივენს შეარჩევთ, რისთვისაც წინასწარ უნდა განსაზღვროთ მგზავრობის მიზანი, მგზავრთა რაოდენობა, ტერიტორიის მახასიათებლები და ა.შ. მანქანის მძღოლის გარეშე დასაქირავებლად კომპანიათა უმეტესობა სტანდარტულ პირობებს იცავს. დამქირავებელი 21 წელზე უფროსი ასაკის უნდა იყოს და ჰქონდეს მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
მინივენის დაქირავება მაშინაც არის რეკომენდებული თუ საკუთარი ავტომობილი უკვე გყავთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ სერვისის მიღება კომფორტული და ეკონომიური მგზავრობის წინაპირობა გახდება. 

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

​როგორ მოვძებნო მინივენის მომსახურება ვებგვერდზე?

 ვებგვერდზე SERVISEBI.GE გამოქვეყნებულია მინივენის მომსახურების განცხადებები სხვადასხვა გამქირავებლებისა და მძღოლების მხირდან.   არჩიეთ მინივენის ქირაობის კატეგორია და  შეარჩიეთ სასურველი მინივენი ჩამონათვალიდან.  ქირაობა მძღოლით და მძღოლის გარეშე,  მარშრუტები საქართველოში და მის გარეთ,  ტრანსფერები და ტურები, მაღალი გამავლობის და პრემიუმ კლასის მინივენები,  შეგიძლიათ აირჩიოთ სრულყოფილი ტრანსპორტი თქვენი საჭიროებებისა და ბიუჯეტის შესაბამისად.

​როგორ დავუკავშირდე მძღოლს?

ყველა შეთავაზების სრულ გვერდზე მოცემულია მომსახურების პირობები და გამქირავებლის საკონტაქტო ინფორმაცია. დააკლიკეთ ნომერს და დაუკავშირდით მძღოლს დეტალებზე შესათანხმებლად.

​რა ღირს მინივენის ქირაობა?

მინივენის მომსახურების ფასები განისაზღვრება მინივენის, მარშრუტის, გამქირავებლის და სხვა დამატებითი მახასიათებლების მიხედვით.  ზოგიერთ შეთავაზებაში მითითებულია ფასებიც სხვადასხვა ლოკაციების მიხედვით, თუმცა უმჯობესია განსაზღვროთ თქვენი მარშრუტი, საჭიროებები და დეტალური ინფორმაცია დააზუსტოთ თავად გამქირავებელთან.

​რამდენ ადგილიანია მინივენი?

მინივენების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე განსხვავებულია მათი ადგილთა რაოდენობაც. ვებგვერდზე ნახავთ სხვადასხვა ზომის მინივენებს 5-დან 10 ადგილამდე დასაჯდომით.

​რომელი მინივენები ქირავდება ვებგვერდზე?

SERVISEBI.GE-ზე არსებული მრავალფეროვანი შეთავაზებების წყალობით ვებგვერდზე სხვადასხვა საჭიროებებისათვის ყველა ტიპის მინივენს ნახავთ,  იქნება ეს მაღალი გამავლობის,  ტევადი და პრემიუმ კლასის მინივენები.  ჩვენს პლათფორმაზე სხვადასხვა ზომისა და მწარმოებლის მინივენებია თავმოყრილი, მათ შორის არის მიცუბიში დელიკა,  მერსედეს ვიტო, მერსედეს ვიანო, ნისან ქვესტი, ტოიოტა სიენა, ჰონდა ოდისეი და ა.შ.