პრემიუმი
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
pin თბილისი
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 2 შეფასება

ვიწყებ სექტემბრიდან აბიტურიენტების მიღებას,ქართულ ენასა და ლიტერატურაში.გთხოვთ წინასწარ ჩაეწეროთ! სწავლის პროცესი წარიმართება უახლესი მეთოდებით,საფუძვლიანად შეისწავლით გრამატიკის იმ ნაწილს,რომელიც აუცილებელია ეროვნული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის.ლიტერატურული ნაწილის სრული კურსს გაივლით პროგრამით გათვალისწინებული საკითხების მიხედვით,ხოლო რაც შეეხება თხზულების წერას(რომელიც ყველას უჭირს),ძალიან მარტივად შეგასწავლით,ამომწურავად,დეტალურად!წარმატებებს გისურვებთ ყველა მომავალ აბიტურიენტს..

profile avatar სალომე
verify badge პრო
ქართული, როგორც უცხო ენა
ქართული, როგორც უცხო ენა

ვარ ფილოლოგიის დოქტორი. ვასწავლი ქართულ ენას უცხოელებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს. ვმუშაობ ონლაინ. მაქვს საჯარო სკოლაში მუშაობის ექვსწლიანი გამოცდილება. ასევე, რვა წელია ვმუშაობ კერძო რეპეტიტორად რუსულენოვან მოსწავლეებთან. გთავაზობთ: ? საკომუნიკაციო და აკადემიური ქართული ენის შესწავლას. ? ინდივიდუალურად, თქვენს ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ პროგრამასა და განრიგს; ? სწავლისათვის საჭირო ლიტერატურას, აუდიო, ვიდეო და სხვა სახის რესურსებს.

ქართული ენის რეპეტიტორი ქართული ენა და ლიტერატურა მომზადება ქართულში
ტელეფონი
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მოვამზადებ V-XII კლასის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. დადასტურებული მაქვს საგნის კომპეტენცია. მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა გავიარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე მაქვს განათლების ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. ვმუშაობ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ყურადღებას ვამახვილებ კრიტიკული აზორვნების განვითარებაზე. . ჯგუფში მხოლოდ 2 მოსწავლე, კვირაში 3 დღე 2 საათი 100 ლარი. (დაბალ კლასებში შეთანხმებით )

ქართული ენის რეპეტიტორი ქართული ენა და ლიტერატურა ლიტერატურა ქართულის მასწავლებელი
მომზადება ქართულში
მომზადება ქართულში

ეროვნული, სამაგისტრო და პედაგოგთა პროგრამები კურსი მოიცავს: ესეს წერის სტრუქტურის შესწავლას, პრაქტიკულ ვარჯიშებს, ნიმუშებს, კრიტერიუმებსა თუ ცალ-ცალკე დაშლილ სტრუქტურას. ასევე მხატვრული ხერხების შესწავლას, ავტორის წერის მანერასა თუ სტილს. ქართული ლიტერატურის პროგრამასა და გრამატიკის იმ ნაწილს, რომელიც საჭიროა ტექსტის რედაქტირებისა და გამართულად წერისათვის. ყოველთვიურად შემოწმდება ცოდნა ტესტირებებით - გამოცდების ფორმატით. პროგრამა ითვალისწინებს ბოლო თვეში ტესტირებების რეგულარულ რეჟიმსა და იმიტირებულ გამოცდას- კურსის დასასრულს, რაც კარგი გამოცდილებაა ნებისმიერი კონკურსანტისთვის. სასწავლო პროცესის დასრულებამდე დადგინდება მოსწავლის საშუალო მაჩვენებელი, რაც საშუალებას მოგვცემს დავინახოთ მოსალოდნელი შედეგი. მოკლე ინფორმაცია პედაგოგის შესახებ: ნინო ნაკაშიძე 2013 წლიდან ამზადებს აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. 2017 წლიდან კი მაგისტრებსა და პედაგოგებს გამოცდებისათვის. მისმა ყველა მოსწავლემ, მაგისტრმა თუ პედაგოგმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. დაამთავრა ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგია მაგისტრის ხარიხით. ასწავლიდა კერძო და საჯარო სკოლებში. არის სასწავლო ცენტრის”free academy” ორი ფილიალის ადმინისტრატორი. სწავლობდა ასევე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და აქვეყნებდა სტატიებს, მუშაობდა რადიოში- საინფორმაციო გადაცემის წამყვანად. პერიოდულად ჩართულია განათლების სამინისტროს პროექტებში- პედაგოგების ტრენერად. არის წიგნის რეცენზიის ავტორი:” ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დასავლური ოჯახის კარდაკარ”. აქვს youtube-ზე ქართულის ვიდეო გაკვეთილების არხი. Facebook-ზე ქართულის გვერდი...

video icon ვიდეო
ქართული ენის მასწავლებელი
ქართული ენის მასწავლებელი

მოვამზადებ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში: - მაღალი კლასის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს. - ასევე დაწყებითი კლასის (V კლასიდან ზემოთ) მოსწავლეებს. წარმატებით ჩავაბარე საგნის კომპეტენციის გამოცდა. პირველი პედაგოგიური გამოცდილება მივიღე საგურამოს სკოლაში, სადაც ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი. ვესწრებოდი საგაკვეთილო პროცესებს და მქონდა საშუალება ჩამეტარებინა საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობები I, II და V კლასის მოსწავლეებთან. შემდეგ კი კერძო მოსწავლეებთან დავაგროვე გამოცდილება. მასწავლებლობის პერიოდში ვსწავლობდი ალტერნატიულ პედაგოგიურ მიდგომებს, ვესწრებოდი მასტერკლასებსა და ტრენინგებს, რაც მეხმარება მოსწავლესთან ინდივიდუალურად და მოტივირებულად მუშაობაში. როგორ ტარდება გაკვეთილი: გაკვეთილი ჩატარდება ჩემს სივრცეში — სადგურის მოედნის ტერიტორიაზე, ან სახლში მისვლით. ხანგრძლივობა: 1 საათი აბიტურიენტებისთვის: საათ-ნახევარი ფასი: 15–20 ₾, შეთანხმებით სასწავლო პროცესის სტრუქტურა: 1. ვმუშაობ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით 2. ვეხმარები მოსწავლეს სკოლის დავალებების სრულყოფილად შესრულებაში 3. სურვილის შემთხვევაში, ვატარებ სალიტერატურო ან ენობრივ, სახალისო აქტივობებს 4. აბიტურიენტებთან ვამუშავებ ეროვნული გამოცდის ამოცანებსა და ტესტის ფორმატს სწავლების შედეგად მოსწავლე: ჩააბარებს გამოცდას წარმატებით და მაღალ ქულაზე. გააუმჯობესებს ტექსტის წაკითხვისა და გააზრების უნარს. შეძლებს აზრის ზუსტად გადმოცემას წერილობით და ზეპირად. განივითარებს ინტერესს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მადლობა ნდობისთვის!

video icon სერტიფიკატი
ვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში
ვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში

ვამზადებ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში (განიხილება ბინაზე მისვლაც). მაქვს როგორც სკოლაში მუშაობის, ისე კერძო რეპეტიტორობის სამწლიანი გამოცდილება. ჩაბარებული მაქვს მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა. დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა წითელ დიპლომზე. ამჟამად ვსწავლობ ხსენებული უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის სამაგისტრო პროგრამაზე შიდა დაფინანსებით. ჩემი უპირატესობაა თანამედროვე კრიტიკულ ლიტერატურასა და სამეცნიერო აზრებთან წვდომა, რომლებსაც ვაცნობ ჩემს მოსწავლეებს. ვარ კომუნიკაბელური, აქტიური, ხალისიანი და მარტივად გავდივარ საუკეთესო შედეგებზე. სხვა დეტალებისთვის დამიკავშირდით და გაგაცნობთ მუშაობის პრინციპსა და მეთოდებს. მანამდე შეგიძლიათ, იხილოთ ჩემი რეზიუმე.

video icon სერტიფიკატი
ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორი
ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორი

მოგესალმებით, მოვამზადებ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გაკვეთილი მოიცავს გრამატიკის საფუძვლიან შესწავლას, სურვილისამებრ სკოლის მასალის ახსნასა და მომზადებას. გარდა ამისა, უფროსკლასელებს შევთავაზებ ისეთ აქტივობებს, ქვიზებსა და დავალებებს, რომლებიც ერთიანი ეროვნულის გამოცდების ჩაბარებაში გარკვეულ საფუძველს შეუქმნის და დიდად დაეხმარება. ჩემ შესახებ: ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი, ვსწავლობ ქართულ ფოლოლოგიაზე, მაქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და ვარ მრავალგზის სტიპენდიანტი, ჩაბარებული მაქვს უფროსი მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა, სკოლაც დამთავრებული მაქვს ოქროს მედალზე და მაქვს ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება. დაინტერესების შემთხვევაში, სხვადასხვა დეტალებზე შეთანხმების მიზნით, დამიკავშირდით ნომერზე.

ქართული ენა და ლიტერატურა ქართულის მასწავლებელი
ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორი
ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორი

მოვამზადებ ბავშვებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. (I-IX კლასები) ჩემი მიზანია, ბავშვმა თავი იგრძნოს უსაფრთხოდ, მიხვდეს, რომ სწავლა მხოლოდ ვალდებულება კი არა, სასიამოვნო პროცესიცაა. - თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად ვუდგები – ვუსმენ, ვეხმარები, ვამხნევებ. - ვარ შედეგზე ორიენტირებული. - ვცდილობ მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების გაღვივებას. რაც შემეხება მე: - ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. - ვარ უნივერსიტეტის ოთხგზის და მერიის ექვსგზის სტიპენდიანტი. - ვარ არაერთი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული და ნომინანტი. - მაქვს ჩაბარებული, როგორც დაწყებითი, ისე მაღალი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა. გაკვეთილების ჩატარება შემიძლია, როგორც ბინაზე მისვლით, ასევე ჩემთან სახლში. პირველი გაკვეთილი საცდელი და უფასოა! 8 გაკვეთილის ღირებულება 100 ლარი. ?

დაწყებითი კლასების მომზადება დაწყებითი კლასების რეპეტიტორი დაწყებითი კლასის რეპეტიტორი დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ბავშვების მომზადება ბინაზე მისვლით
ბავშვების მომზადება ბინაზე მისვლით

მოვამზადებ I-IV კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში ბინაზე მისვლით (ხუთი დღე) ან მაღალკლასელებს მხოლოდ ქართულ ენასა და ლიტერატურაში (2 ან 3 დღე), გაკვეთილის ხანგრძლივობა 1,5 საათი(საჭიროების შემთხვევაში მეტიც). ერთი გაკვეთილის ღირებულება იქნება 20 ლარი. ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტი, გამოვირჩევი მაღალი აკადემიური მოსწრებით, ვიღებ სახელმწიფო სტიპენდიას. ვიყავი ტუტორი ასევე თსუ-ში და მაქვს სტუდენტებთან ურთიერთობის გამოცდილება. ჩაბარებული მაქვს მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა და მაქვს მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება. სწავლის პროცესი იქნება მაქსიმალურად სასიამოვნო, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გრამატიკის შესწავლას, რაც მოსწავლეს ჩამოუყალიბებს გამართულად წერისა და მეტყველების უნარს. გარდა ამისა, შევეცდები მოსწავლე დავაინტერესო კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურით. მათემატიკის სწავლების პროცესი არ იქნება რთული და მოსაწყენი, მოსწავლე შეძლებს მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას. გარდა ამისა, ყოველთვის მზად იქნება მოსწავლე სკოლის შემდეგი დღიეთვის

დაწყებითი კლასების მომზადება დაწყებითი კლასების რეპეტიტორი დაწყებითი კლასის რეპეტიტორი დაწყებითი კლასის მასწავლებელი