განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ექთანი გამოძახებით

ექთანი გამოძახებით გჭირდებათ? დღეს საჭირო სამედიცინო პროცედურების ჩატარება სახლიდან გაუსვლელადაც არის შესაძლებელი. როდესაც დრო შეზღუდულია, ჯანმრთელობის მდგომარეობა გადაადგილებას ართულებს ან უბრალოდ კომფორტს ანიჭებთ უპირატესობას, ბინაზე სამედიცინო მომსახურება პრაქტიკულ და მოსახერხებელ გადაწყვეტად იქცევა.
პროფესიონალი ექთანი გამოძახებით შეძლებს სხვადასხვა პროცედურის შესრულებას, მათ შორის ინექციების გაკეთებას, გადასხმის ჩატარებას, წნევის კონტროლსა და სხვა აუცილებელ მანიპულაციებს. მოთხოვნად მომსახურებებს შორისაა გადასხმა გამოძახებით და ავადმყოფის მოვლა ბინაზე, რაც პაციენტს საჭირო ზრუნვის მიღების შესაძლებლობას საკუთარ გარემოში აძლევს.
ბევრ შემთხვევაში ხელმისაწვდომია მომსახურება ექთანი გამოძახებით 24/7, რაც ნიშნავს, რომ საჭირო დახმარების მიღება დღის ან ღამის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი. მსგავსი მომსახურება ხელმისაწვდომია თბილისში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში, სადაც პაციენტები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ბინაზე სამედიცინო მომსახურებას. ეს ზოგავს დროს, ამცირებს გადაადგილებასთან დაკავშირებულ დისკომფორტს და საჭირო პროცედურების ჩატარებას ბევრად უფრო მარტივს ხდის.

განცხადებები

ვერიფიცირებული პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ექთნის გამოძახება ბინაზე 24/7

ექთნის ბინაზე მომსახურება ბავშვებსა და მოზარდებში • გადასმა (ინფუზია); • კუნთში ინექცია; • ვენაზე ინექცია; • კათეტერის დაყენება/შეცვლა; • პაციენტის მონიტორინგი ბინაზე; • ჭრილობის დამუშავება; • ნაკერის ამოღება; ექთანი-ფლებოტომისტი, 10 წლიანი გამოცდილებით წამყვან კლინიკებში. მუშაობა ბავშვებთან და ნებისმიერი ასაკის პაციენტებთან, მაქსიმალური სიფრთხილით, ზრუნვითა და პასუხისმგებლობით. ექთნის კომპეტენციისა და კლინიკური სტანდარტების სრული დაცვით. პროცედურა ითვალისწინებს სტერილურ ტექნიკას, ასეპტიკა-ანტისეპტიკის პროტოკოლის მკაცრ და პაციენტის შეფასებას ინფუზიის მიმდინარეობისას. ვიყენებ ხარისხიან სამედიცინო მასალებს და უზრუნველვყოფ პროცედურის უსაფრთხოებას. მოსვლა ხდება წინასწარი შეთანხმებით, განსაზღვრულ დროის. ფასი ხელმისაწვდომი ყველასთვის.

ნათია
შეფასება 5.0 , 5 შეფასება
ვერიფიცირებული პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ექთანი ბინაზე გამოძახებით

ექთანი ბინაზე გამოძახებით, გაგიწევთ მაღალი ხარისხის მომსახურეობას, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში: - პერიფერიულ ვენაში კათეტერის ჩადგმა; - გადასხმა ვენაში; - შარდის ბუშტში კათეტერის ჩადგმა; - ექიმის მიერ დანიშნული, მედიკამენტების და საექთნო მანიპულაციების მაღალი ხარისხით შესრულება; - გაგიწევთ მაღალი ხარისხის მომსახურეობას პროფესიონალი ექთანი! საჭიროების შემთხვევაში დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე. გისურვებთ, ჯანმრთელობას!

ნია
შეფასება 5.0 , 52 შეფასება
პრო

ექთანი გამოძახებით 24/7

ვთავაზობ პროფესიონალურ სამედიცინო მომსახურებას. მე ვარ 24 წლის გამოცდილი ექთანი. მომსახურება სრულდება სტერილურად, უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით. ვაკეთებ ყველანაირ მანიპულაციას! ასევე,ლაბ/მედიდან(ტატიშვილის კლინიკიდან)ბინაზე ვაკეთებ ლაბორატორიულ ყველანაირ ანალიზს. - ვენის კათეტერიზაცია - გადასხმები (ინფუზიები) - მედიკამენტების გაკეთება (ინტრავენურად / ინტრამუსკულარულად) - შარდის ბუშტის კათეტერის ჩადგმა - ჭრილობების დამუშავება და მოვლა ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ პაციენტთან. დამიკავშირდით დეტალებისთვის.

შეფასება 5.0 , 1 შეფასება
პრო

გადასხმა გამოძახებით ბათუმი /თბილისი

შენი ოჯახის ექთანი , სამედიცინო სერვისი NMS 24/7 ბათუმის მაშტაბით უკვე მრავალი წელია მუდმივად მუშაობს იმისთვის, რათა გქონდეთ საშუალება, სახლიდან გაუსვლელად მისაღებ ფასად, მიიღოთ საჭირო საექთნო, სამედიცინო დახმარება. ზედმიწევნით ვასრულებთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებას. ინდივიდუალური მიდგომითა და მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვით. ჩვენი მიზანია, პაციენტმა საჭირო სამედიცინო მომსახურება კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიიღოს. ჩვენი სერვისები: ინტრავენური ინფუზია (გადახმა) ჭრილობის დამუშავება, გადახვევა ნაწოლების მოვლა ინექცია ვენაში, კუნთში, კანქვეშ შარდის ბუშტის კათეტერიზაცია გაგზავნილი ზონდი ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო პერიოდის მართვა 24 საათიანი ექთნის პატრონაჟი ნაკერების კავების მოხსნა დახტოკლერებული ნაკერების მოხსნა (ანტი სუტურით) პაციენტის ჰიგიენა, დაბანა, გენარი პალიატიური პაციენტის 24/7 მოვლა ბინაზე მედიკამის გამოძახება ბინაზე სანიტარის გამოძახება ბინაზე პაციენტის შინ მოვლა ბინაზე პაციენტის ერთჯერადი ჰიგიენა (დაბანა, გენარი, მოწესრიგება) საუფტო, საათობრივი ერთჯერადი მომსახურება ბინაზე ნაზოგასტრალური პაციენტის შინ მოვლა ბინაზე ცისტოსტომის შეცვლა ბინაზე ტრახეოსტომიანი პაციენტის მართვა ბინაზე შინ მოვლა ბინაზე, ერთჯერადი ექთნის ვიზიტი

პრო

ექთანი გამოძახებით

მოქმედი ექთანი გთავაზობთ: - ინექციები ვენაში, კუნთში, და კანქვეშ. - პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია. - ინტრავენური ინფუზია (გადასხმა). - შარდის ბუშტის კათეტერიზაცია. - ჭრილობის დამუშავება, გადახვევა.

ვერიფიცირებული პრო

ექთანი ბინაზე ვიზიტით 24/7

მოგესალმებით, კვალიფიცირებული და მოქმედი ექთანი. გთავაზობთ მაღალი ხარისხის საექთნო მომსახურებას ბინაზე ვიზიტით. ვასრულებ მანიპულაციების სხვადასხვა სახეობებს: ინექციებს ვენაში, კუნთში, კანში და კანქვეშ, ინტრავენური გადასხმა, შარდის ბუშტის კათეტერის ჩადგმა და აშ. ინტრავენური ინფუზია ,,გადასხმა" გამოიყენება შემდეგი შემთხვევებისას: 1.ალერგიული რეაქცია; 2. კვებითი ინტოსქსიკაცია; 3. ალკოჰოლური ინტოქსიკაცია; 4. წნევის ვარდნისას; 5. გამოფიტული დეჰიტრადირებული სხეულის დროს,როდესაც პაციენტი ვერ იღებს სითხეს; 6. ცხელების დროს; 7. ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი (სისუსტისას); 8. COVID-19 9. ვირუსული ინფექცია. გისურვებთ ჯანმრთელობას!

შეფასება 5.0 , 45 შეფასება

ექთანი ბინაზე გამოძახებით

მოგესალმებით, კვალიფიცირებული და მოქმედი ექთანი. გთავაზობთ მაღალი ხარისხის საექთნო მომსახურებას ბინაზე ვიზიტით. ვასრულებ მანიპულაციების სხვადასხვა სახეობებს: ინექციებს ვენაში, კუნთში და კანქვეშ, ინტრავენური გადასხმა. ინტრავენური ინფუზია ,,გადასხმა" გამოიყენება შემდეგი შემთხვევებისას: 1. ალერგიული რეაქცია; 2. კვებითი ინტოქსიკაცია; 3. წნევის ვარდნისას; 4. გამოფიტული დეჰიტრადირებული სხეულის დროს,როდესაც პაციენტი ვერ იღებს სითხეს; 5. ცხელების დროს; 6. ვირუსული ინფექცია; 7. ნაკერების მოხსნა (ძაფის) 8. ნაკერების დამუშავება.

ექთნის მომსახურება ბინაზე 24/7

ინტრავენური ინფუზია – გადასხმა ბინაზე გამოძახებით, ყველა ასაკზე 24/7 1. საკვებისმიერი ინტოქსიკაცია. 2. ალკოჰოლური ინტოქსიკაცია. 3. ვირუსული ინფექციები. 4. დიარეა-ფაღარათი, ღებინება. ამ დროს ორგანიზმის მიერ სითხის კარგვა ხდება. 5. სხვადასხვა სახის ალერგიული რეაქციების დროს.

შეფასება 5.0 , 1 შეფასება

ექთანი ბინაზე გამოძახებით

ექთანი ბინაზე გამოძახებით საშუალებას გაძლევთ საჭირო სამედიცინო პროცედურები სახლიდან გაუსვლელად ჩაიტაროთ. ასეთი მომსახურება განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როცა კლინიკაში მისვლა გიჭირთ ან დროის დაზოგვა გსურთ.
პროფესიონალი ექთანი ბინაზე გამოძახებით სხვადასხვა პროცედურას ასრულებს ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით. გამოცდილი ექთანი უზრუნველყოფს უსაფრთხო და ხარისხიან მომსახურებას, ხოლო ექთანი ბინაზე კომფორტულ გარემოში დაგეხმარებათ საჭირო მანიპულაციების ჩატარებაში. მოთხოვნად სერვისებს შორისაა ექთნის მომსახურება ბინაზე, ასევე ექთანი ბინაზე მისვლით ინექციების, გადასხმებისა და სხვა პროცედურებისთვის. ფრაზა „ექთანი გამოძახებით ნემსის გაკეთება“ ინტერნეტში ერთ-ერთი ხშირად მოძიებული მოთხოვნაა, რაც ნათლად აჩვენებს, რამდენად აქტუალურია ბინაზე საექთნო მომსახურება.
ექთნები გამოძახებით ბინაზე მრავალფეროვანს სერვისს სთავაზობენ მომხმარებლებს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ექთნის გამოძახება, ინფორმაციის მიღება ექთანი ბინაზე ფასი-ს შესახებ და სასურველი სპეციალისტის შერჩევა. პოპულარულია ასევე ექთანი გამოძახებით ბინაზე, ექთანი სახლში მოსვლით და გადასხმა შინ გამოძახებით მომსახურებები. გამოცდილი ექთნები პაციენტებს ადგილზე ემსახურებიან, ხოლო ექთნის გამოძახება ბინაზე პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის.

ბინაზე ექთნის მომსახურება

16 წლიანი გამოცდილებით ვარ ექთანი, გთავაზობთ ექთნის მომსახურებას ბინაზე ვიზიტით. შემდეგი მანიპულაციებით: ინექცია-ვენაში, კუნთში, კანქვეშ; ინტრავენური ინფუზია(გადსახმა); ვენის კათეტერიზაცია; ჭრილობის დამუშავება; შარდის ბუშტის კათეტერიზაცია;

გადასხმა ბინაზე

ვარ მოქმედი უმცროსი ექიმი გადაუდებელ განყოფილებაში. მაქვს რამდენიმე წლიანი გამოცდილება. გთავაზობთ პროფესიონალურ მომსახურებას ბინაზე მისვლით. პაციენტთან ვატარებ ყველა საჭირო მანიპულაციას: პერიფერიული კათეტერის ჩადგმა, ინფუზია(ექიმის დანიშნულებით), შარდის ბუშტის კათეტერიზაცია, ჭრილობების დამუშავება და სხვა.

გამოცდილი ექთანი ბინაზე, სამედიცინო პროცედურები

გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას ბინაზე გამოძახებით, პაციენტისთვის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში. ვარ დიპლომირებული/სერტიფიცირებული ექთანი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებით კლინიკაში. მომსახურება მოიცავს შემდეგ პროცედურებს (ექიმის დანიშნულებით): ? ინექციები: კუნთში, ვენაში, კანქვეშ; ? გადასხმა (ინფუზია) და სისტემის დადგმა; ? ჭრილობების დამუშავება, გადახვევა, ნაკერების მოხსნა; ? ნაწოლების მოვლა და დამუშავება; ? სასიცოცხლო ნიშნების კონტროლი (წნევის გაზომვა, პულსოქსიმეტრია, შაქრის გაზომვა); კათეტერის დადგმა/შეცვლა და ზონდით კვება და სხვა სამედიცინო პროცედურები გარანტირებული გაქვთ სრული ჰიგიენური ნორმების დაცვა, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და პაციენტის მიმართ ყურადღებიანი მიდგომა.

შეფასება 5.0 , 8 შეფასება

ოჯახის ექთანი ბათუმში

ექთანი ბათუმში თუ გესაჭიროება პროფესიონალური ექთანის დახმარება, შეგიძლია მომსახურება მიიღო პირდაპირ სახლში: გადასხმები ინექციები წნევის, შაქრის და ზოგადი მდგომარეობის კონტროლი ექიმის დანიშნულებების შესრულება ბათუმში, ბინაზე მოსვლით. ზრუნვა ჯანმრთელობაზე მშვიდად და უსაფრთხოდ, თქვენს სახლში.

მძიმე ავადმყოფის მოვლა ბინაზე

მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება მძიმე და საწოლს მიჯაჭვული პაციენტების მოვლაში, როგორც საქართველოში, ასევე იტალიაში. ვუვლი სხვადასხვა მდგომარეობის მქონე პაციენტებს, მათ შორის: • დემენციის მქონე პაციენტებს • ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტებს • მძიმე და საწოლს მიჯაჭვულ პაციენტებს • ზონდით კვების საჭიროების მქონე პაციენტებს შემიძლია პაციენტის ყოველდღიური მოვლა, ჰიგიენის დაცვა, კვების ორგანიზება, დანიშნულების მიხედვით მედიკამენტების მიღების კონტროლი, ინექციების გაკეთება და სამედიცინო აპარატურის მართვა. ვარ პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი და გამოცდილი. მზად ვარ მძიმე პაციენტის მოვლისთვის ბინაზე.

ავადმყოფის მოვლა ბინა

ჩაწოლილი და მძიმე ავადმყოფის მოვლა ბინაზე, რეაბილიტაცია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფი პაციენტის მართვა. ვმუშაობ თბილისის მასშტაბით. მაქვს რეანიმაციაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

ექთანი გამოძახებით ბათუმში

კვალიფიციური და გამოცდილი ექთანი, ორიენტირებული პაციენტის უსაფრთხოებასა და კომფორტზე. ფლობს თანამედროვე მედდად მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას მრავალპროფილურ კლინიკებში. გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, კომუნიკაბელურობითა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარით.

მძიმე ავადმყოფის მოვლა

ვარ პროფესიონალი ექთანი, 20-წლიანი სამუშაო გამოცდილებით. ვიმუშავებ ნებისმიერი სიმძიმის ავადმყოფთან, როგორც სახლში, ასევე საჭიროების შემთხვევაში მუდმივი მეთვალყურეობის რეჟიმში. ✔ ავადმყოფის სრული მოვლა ✔ მედიკამენტების კონტროლი და მიღების მონიტორინგი ✔ ჰიგიენური პროცედურები ✔ პასუხისმგებლიანი და კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ✔ დღის და 24-საათიანი მომსახურება თუ ეძებთ სანდო, გამოცდილ და მზრუნველ მომვლელს თქვენი ოჯახის წევრისთვის, დამიკავშირდით.

ექთანი გამოძახებით ბათუმში

ჩვენთვის ჯანმრთელობა პირველ ადგილზეა პროფესიონალური საექთნო მომსახურება : გადასხმები ინექციები და სხვა საექთნო პროცედურები ექიმის დანიშნულებით. დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის

ავადმყოფის მოვლა ბინაზე მრავალ წლიანი გამოცდილებით

მაქვს ავადმყოფის მოვლის 30-წლიანი გამოცდილება როგორც კლინიკაში, ისე კერძო ოჯახებში. ვახორციელებ ავადმყოფის მოვლას ბინაზე და პასუხისმგებლობით ვასრულებ დაკისრებულ მოვალეობებს. მაქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიული მიდგომა მძიმე პაციენტის მოვლისას.

მძიმე ავადმყოფის მოვლა

ვარ რეანიმაციის მოქმედი ექთანი, 22-წლიანი სამუშაო გამოცდილებით. ვუზრუნველყოფ მძიმე ავადმყოფის მოვლას და ვასრულებ საექთნო მანიპულაციებს ბინაზე: • ინტრავენური გადასხმები — ექიმის დანიშნულებით • შარდის ბუშტის კათეტერიზაცია • კუჭის ზონდის ჩადგმა • ნაწოლების დამუშავება და პრევენცია • ჭრილობის დამუშავება და შეხვევა • ნაკერების მოხსნა • დამწვრობის მოვლა და დამუშავება • ვენაში და კუნთში ინექციები • მწოლიარე პაციენტის მოვლა და ჰიგიენური მომსახურება • მძიმე პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი

ექთანი გამოძახებით ბათუმში

გადასხმები და სხვა სამედიცინო მანიპულაციები ბინაზე – დიდებისთვის და ბავშვებისთვის გთავაზობთ პროფესიონალურ სამედიცინო მომსახურებას თქვენს კომფორტულ გარემოში, ექიმის დანიშნულების საფუძველზე. ✓ გადასხმები (ინფუზიები) სხვადასხვა მდგომარეობის დროს ✓ მომსახურება როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის ✓ სტერილიზური, უსაფრთხო და პასუხისმგებლობიანი მიდგომა ✓ ინდივიდუალური ყურადღება თითოეულ პაციენტზე თქვენი ჯანმრთელობა და კომფორტი ჩემთვის პრიორიტეტია მოგემსახურებით ბინაზე გამოძახებით, თქვენთვის მოსახერხებელ დროს-24/7 დამირეკეთ დეტალებისთვის

მომხმარებლის შეფასებები

ექთნის გამოძახება ბინაზე 24/7

შეფასების ავტორი: სალომე

საუკეთესო ექთანი! ჩემი რეკომენდაცია. მუშაობს სტერილურად. ერთი ჩხვლეტით შედის ვენაში ასაკს არა აქვს მნიშვნელობა. სანდო და...

ექთანი ბინაზე გამოძახებით

შეფასების ავტორი: ია

ძალიან მომეწონა მომსახურება, რეკომენდაციას გავუწევ ყველას შეგიძლიათ მშვიდათ გააკეთოთ არჩევანი

ექთანი ბინაზე გამოძახებით

შეფასების ავტორი: ნინო

დიდი მადლობა ნიას პროფესიონალიზმისთვის, ყურადღებისა და გულისხმიერებისთვის. ბებიას გადასხმა ძალიან კარგად გაუკეთა, მშვიდა...

ექთანი ბინაზე გამოძახებით

შეფასების ავტორი: თინა

საუკეთესო სტაფი, ძალიან ყურადღებიანი ქალბატონი იყო ვინც ჩემთან იყო, მადლობა დიდი

ექთანი ბინაზე გამოძახებით

შეფასების ავტორი: ᲮᲐᲢᲘᲐ

უთბილესი გოგოა, დიდი რეკომენდაცია ჩემგან! ძალიან სწრაფად მოვიდა ადგილზე და უმტკივნეულოდ გამიკეთა გადასხმა.

ექთანი ბინაზე გამოძახებით

შეფასების ავტორი: ლევანი

ძალიან დიდი მადლობა! საუკეთესო სერვისი, ძალიან კარგი ექიმი , პროფესიონალი, უმტკივნეულოდ და უმარტივესად ჩამიდგა კათეტერი...

ექთანი გამოძახებით – როდესაც სამედიცინო დახმარება თქვენს სახლამდე მოდის

რამდენიმე წლის წინ, თუ ადამიანს ინექციის გაკეთება, გადასხმის ჩატარება ან სხვა საექთნო მომსახურება სჭირდებოდა, თითქმის ყოველთვის კლინიკაში ან სამედიცინო დაწესებულებაში მისვლა იყო საჭირო. ეს განსაკუთრებით რთული იყო ხანდაზმული ადამიანებისთვის, პოსტოპერაციულ პაციენტებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის ან უბრალოდ მათთვის, ვისაც გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.
დღეს სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. თანამედროვე სერვისების განვითარებამ შესაძლებელი გახადა, რომ პროფესიონალი ექთანი მომხმარებელთან თავად მივიდეს და საჭირო პროცედურები ადგილზე ჩაატაროს. შედეგად, სამედიცინო მომსახურება გაცილებით ხელმისაწვდომი, მოქნილი და კომფორტული გახდა.
რატომ არის მოთხოვნადი?
ცხოვრების თანამედროვე ტემპი ადამიანებისგან დროისა და რესურსების ეფექტურ მართვას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ექთნის ბინაზე მომსახურებას. ხშირ შემთხვევაში კლინიკაში მისასვლელად საჭიროა ტრანსპორტირება, ლოდინი და დამატებითი დროის ხარჯვა, მაშინ როცა ბინაზე მომსახურება ამ ყველაფერს თავიდან აგარიდებთ.
ასეთი სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული პაციენტებისთვის, პოსტოპერაციულ პერიოდში მყოფი ადამიანებისთვის, შეზღუდული მობილობის მქონე პირებისთვის და მათთვის, ვისაც რეგულარული სამედიცინო პროცედურები სჭირდება. ბევრ ოჯახს ასევე ესაჭიროება ავადმყოფის მოვლა ბინაზე, რაც ხშირად მოიცავს როგორც ყოველდღიურ დახმარებას, ისე სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციის ჩატარებას.
ბინაზე მისული ექთანი სხვადასხვა პროცედურას პროფესიული სტანდარტების დაცვით ასრულებს, რაც პაციენტს დამატებით კომფორტსა და სიმშვიდეს აძლევს.
საექთნო მომსახურებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება გადასხმა გამოძახებით არის. არსებობს მრავალი შემთხვევა, როდესაც პაციენტს ექიმის დანიშნულებით გადასხმის ჩატარება სჭირდება, თუმცა კლინიკაში მისვლა მისთვის რთულია ან არასასურველია.
გადასხმა ხშირად გამოიყენება ორგანიზმის სითხის ბალანსის აღსადგენად, გარკვეული მედიკამენტების შესაყვანად, რეაბილიტაციის პროცესში და სხვადასხვა დაავადების მკურნალობის მხარდასაჭერად. ასეთ დროს ბინაზე მომსახურება განსაკუთრებით მოსახერხებელია, რადგან პაციენტს არ უწევს გადაადგილება და პროცედურას მისთვის ნაცნობ გარემოში გადის.
სწორედ ამიტომ, გადასხმა გამოძახებით ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად მოთხოვნად სამედიცინო სერვისად ჩამოყალიბდა.
ჯანმრთელობის პრობლემები ყოველთვის წინასწარ არ გვაფრთხილებს. ზოგჯერ საჭიროება ღამის საათებში, უქმე დღეებში ან მაშინ ჩნდება, როცა სამედიცინო დაწესებულებაში მისვლა რთულია.
ამ მიზეზით, დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა ექთანი გამოძახებით და გადასხმა 24/7. მსგავსი სერვისები ადამიანებს საშუალებას აძლევს საჭირო დახმარება მიიღონ მათთვის საჭირო დროს და არ დაელოდონ სამუშაო საათების დაწყებას.
ბევრი პაციენტისთვის სწორედ დრო არის გადამწყვეტი ფაქტორი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ექიმის მიერ დანიშნული პროცედურა დროულად უნდა ჩატარდეს.
თუ წარსულში მსგავსი მომსახურებები ძირითადად რამდენიმე დიდ ქალაქში იყო ხელმისაწვდომი, დღეს მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ექთნის ბინაზე გამოძახების სერვისი ხელმისაწვდომია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში და საქართველოს სხვა ქალაქებშიც.
ეს ნიშნავს, რომ პროფესიონალური საექთნო მომსახურების მიღება სულ უფრო მეტ ადამიანს შეუძლია სახლიდან გაუსვლელად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, სადაც სამედიცინო დაწესებულებამდე მისვლა ზოგჯერ დამატებით დროსა და რესურსებს მოითხოვს.
საჭირო სპეციალისტის მოძიება შესაძლებელია პლატფორმაზე servisebi.ge, სადაც მომხმარებლები სხვადასხვა შემსრულებლის შეთავაზებებს ერთ სივრცეში ნახულობენ და მათთვის სასურველ მომსახურებას არჩევენ.
დღეს ექთანი გამოძახებით უკვე მხოლოდ კომფორტთან აღარ ასოცირდება. ეს არის თანამედროვე სერვისი, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს საჭირო სამედიცინო დახმარება მიიღონ სწრაფად, უსაფრთხოდ და მათთვის მოსახერხებელ გარემოში, საქართველოს თითქმის ნებისმიერი წერტილიდან.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

როდის არის სასარგებლო ექთნის ბინაზე გამოძახება?

ექთნის ბინაზე გამოძახება განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როცა პაციენტს გადაადგილება უჭირს, სჭირდება რეგულარული ინექციები, გადასხმა, პოსტოპერაციული მოვლა ან სხვა სამედიცინო პროცედურები. ამ შემთხვევაში მომსახურების მიღება სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი.

შესაძლებელია თუ არა გადასხმის ჩატარება ბინაზე?

დიახ, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში შესაძლებელია გადასხმის ჩატარება ბინაზე. მსგავსი მომსახურება ხშირად გამოიყენება რეაბილიტაციის პერიოდში, სითხის ბალანსის აღსადგენად ან სხვა სამედიცინო საჭიროებების დროს. ბევრი სპეციალისტი მუშაობს გამოძახებით და მომსახურებას პაციენტის მისამართზე ახორციელებს.

მუშაობს თუ არა ექთანი გამოძახებით 24/7 რეჟიმში?

ზოგიერთი ექთანი გამოძახებით 24/7 რეჟიმში ემსახურება მომხმარებლებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევებში, როდესაც სამედიცინო პროცედურის ჩატარება ღამის საათებში ან უქმე დღეებში ხდება საჭირო.

სად შეიძლება ექთნისა და სხვა სამედიცინო მომსახურებების მოძიება?

პლატფორმაზე servisebi.ge შესაძლებელია ექთნის მომსახურების, პედიატრის მომსახურების, ლაბორატორიის, ავადმყოფის მოვლისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა სერვისების მოძიება. მომხმარებლებს შეუძლიათ სხვადასხვა შემსრულებლის შეთავაზებების შედარება და მათთვის სასურველი სპეციალისტის შერჩევა.

მხოლოდ თბილისშია ხელმისაწვდომი ექთნის მომსახურება?

არა. დღეს ექთნის ბინაზე გამოძახების სერვისი ხელმისაწვდომია არა მხოლოდ თბილისში, არამედ ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში და საქართველოს სხვა ქალაქებშიც, რაც მომსახურებას გაცილებით ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომს ხდის.

სტატიები

ყველა სტატია