განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ქირავდება კოტეჯი

ქირავდება კოტეჯი თქვენთვის სასურველი დროით. თუ უქმეებზე გეგმავთ ქალაქგარეთ გასვლას, შეგიძლიათ იქირაოთ კოტეჯი სიონის ტბაზე ან კოჯორში და დატკბეთ თვალწარმტაცი ხედებით. ქირავდება კოტეჯი დაბადების დღის წვეულებისთვის ან მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. კოტეჯში დაგხვდებათ კეთილმოწყობილი გარემო, სისუფთავე, სამი საძინებელი საკუთარი აივნებით და დიდი ტერასით. კოტეჯს აქვს ცალკე სამზარეულო და ყველა საჭირო ინვენტარი, რაც თქვენი კომფორტული დასვენებისთვისაა საჭირო. თუ ეძებთ განცხადებებს servisebi.ge -ზე შეამოწმეთ კატეგორია ქირავდება კოტეჯი და აღმოაჩინეთ საინტერესო შეთავაზებები.

განცხადებები

პრო

ქირავდება ორი სრულად აღჭურვილი კოტეჯი

აღმოაჩინეთ სიმშვიდე, თავგადასავალი და ულამაზესი ბუნება საქართველოში, ერთ-ერთ ყველაზე ხელუხლებელ რეგიონში — რაჭაში. ჩვენი ორი ხის კოტეჯი მდებარეობს სოფელ გონას მთებში, ბუნების შუაგულში და გთავაზობთ პანორამულ ხედებს კავკასიონის მთების ქედზე და მის თოვლით დაფარულ მწვერვალებზე. რატომ არის ეს ადგილი განსაკუთრებული? - 2 თბილი და მყუდრო ხის კოტეჯი, იდეალური წყვილებისთვის, ოჯახებისთვის ან მეგობრების მცირე ჯგუფებისთვის; - ფართო აივნები, რომლებიც გადაჰყურებს დიდებულ კავკასიონის მთები-ს; - დილის ნისლის, ოქროსფერი მზის ჩასვლის და ვარსკვლავებით მოჭედილი ცის დაუვიწყარი სანახაობები; - უნიკალური, მშვიდი ატმოსფერო ქალაქის ხმაურისგან შორს — სუფთა ჰაერი, ულამაზესი ბუნება, გასაოცარი სიმშვიდე და სიმყუდროვე; გაითვალისწინეთ, რომ სოფელი გონა ნამდვილი თავგადასავლების კარიბჭეა! აქ დაგხვდებათ სხვადასხვა სასეირნო და სალაშქრო მარშრუტები, რომლებიც გადის ტყეებში, მდინარეებთან, ჩანჩქერებთან და მაღალ მთის ხედებთან.

პრო

იმედის ქოხი

კოტეჯი სრულად არის აღჭურვილი თქვენი კომფორტული და სასიამოვნო დასვენებისთვის. ძირითადი ინფორმაცია: • გათვლილია 5 სტუმარზე • 2 საძინებელი • 1 სველი წერტილი • შესვლა – 14:00 საათიდან • გამოსვლა – 12:00 საათამდე (1 ღამით დაჯავშნის შემთხვევაში) კოტეჯში დაგხვდებათ: • პირსახოცები • ერთჯერადი ჩუსტები • კბილის ჯაგრისი და კბილის პასტა • შამპუნი, დუშგელი და საპონი • ფენი • უთო • მაცივარი • ტელევიზორი • Bluetooth დინამიკი • Wi-Fi • ცენტრალური გათბობა • კონდიციონერი • ცხელი და ცივი წყალი • ელექტრო ჩაიდანი • გაზქურა • სარეცხი მანქანა • ყავა, ჩაი და შაქარი • სრულად აღჭურვილი სამზარეულო და ყველა საჭირო ჭურჭელი • მაყალი და შამფურები • კეთილმოწყობილი ეზო • კოცონის ადგილი დასაჯდომი სივრცით • ჰამაკები • საქანელა და ბუდე-საქანელა • პლედები • ადგილზე მიტანის სერვისი ფანჩატური: • გათვლილია 30 სტუმარზე • გარე სამზარეულო • 30 პერსონაზე გათვლილი ჭურჭელი • მაყალი • დინამიკი და მიკროფონი • გარე სველი წერტილი • Wi-Fi • მიკროტალღური ღუმელი • მოსასვენებელი სივრცე • ცენტრალური ცეცხლის ადგილი • „აფციაურების ხინკლის“ და სხვადასხვა ნახევარფაბრიკატის ადგილზე მიტანის სერვისი ყველაფერი, რაც საჭიროა მშვიდი, კომფორტული და დაუვიწყარი დასვენებისთვის.

Cottage Naiosi.კოტეჯი ნაიოსი

თბილისი მოლიდან 1 სათის გზა. კოტეჯი მდებარეობს ჟინვალის წყალსაცავთან წყლის პირას სუფთა პაერი გარემო რომელიც აუცილებლად მოგეწონებთ 5000კვ ეზოთი წყლის პირას საქანელა წყლის დაფები კატერით გასეირნება,იდიალური გარემო თევზაობისთვის კოტეჯში და ეზოში არის ყველა საჭირო ნივთი.კოტეჯი იტევს 4 ზრდასრულ ადამინას ბავშვის შემთხვევაში 5 ადამიანი.. მითიტებულია 1 ღამის ღირებულება

Sakudela • საყუდელა

სახლი გათვლილია 8 პერსონაზე , სამი საძინებლით , დიდი ლაუნჯ სივრცით პირველ სართულზე , სამზარეულო და სველი წერტილი , ცენტრალური გათბობა, ასევე ფრანგული ბრენდი (invicta)_ს შეშის ღუმელი, ზამთარ-ზაფხულის კონდიცირება, smart TV, LTO Professional საუნდი, დიდი ეზო, რაჭული ხედებით და იზოლირებული მოსახლეობისგან. 9 სტუმარი 3 საძინებელი 1 სველი წერტილი 14:00 შესვლის დრო-11:30 გამოსვლის დრო მითითებულია 1 ღმის ფასი

Oxygen utsera cottages

Oxygen Utsera Cottages-ის სახელით, რომელიც მდებარეობს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ კუთხეში — რაჭის ბუნების გულში, უშუალოდ წყნარ და ჯანმრთელ კლიმატურ ზონაში, უწერაში (Utsera).მითითებულია 1 ღამის ღირებულება 4 სტუმარი 1 საძინებელი 1 სველი წერტილი 15:00 შესვლის დრო 12:00 გამოსვლის დრო

კოტეჯი ცემში

ქირავდება ცემში სამ საძინებლიანი კოტეჯი , სამივე საძინებელს აქვს თავისი აბაზანები და აივნები . დიდი მისაღები მინი ბარით . სრული კომფორტი . დიდი და ლამაზი ეზო ბავშვთა გასართობი სივრცით. საუკეთესო ადგილმდებარეობა , სტადიონის და პარკის წინ .

ქვიშხეთის ოლდ კოტეჯი

8 სტუმარი 3 საძინებელი 2 სველი წერტილი 12:00 შესვლის დრო-11:00 გამოსვლის დრო მითითებულია 1 ღამის საფასური

ეკუჩა ჰაუს

თქვენ დაგხვდებათ: • 2 საძინებელი • მაყალი • შუა ცეცხლი • პროექტორი • კარაოკე • საბავშვო გასართობი სივრცე + ბატუტი სურვილისამებრ გაფორმება ნებისმიერი ღონისძიებისთვის ☕ ყავა და ჩაი — საჩუქრად 18 სტუმარი 2 საძინებელი 1 სველი წერტილი მითიტებულია 1 ღამის საფასური

კოტეჯების გაქირავება

კოტეჯების გაქირავება დღესდღეობით ერთ-ერთი მოთხოვნადი სერვისია. განსხვავებული გარემო, სიმყუდროვე, კეთილმოწყობილი სივრცე და ხელმისაწვდომი ფასები მუდმივად იზიდავს, როგორც ადგილობრივებს, ისე უცხოელ ტურისტებსაც. კოტეჯების გაქირავება ხელმისაწვდომია სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ბაკურიანსა და ბორჯომში.  კოტეჯი, რომელიც ქირავდება, ხშირად საკმაოდ ხელსაყრელ ადგილზე მდებარეობს და გათვლილია მაქსიმუმ 16-18 ადამიანზე. თითოეულ გასაქირავებელ კოტეჯს აქვს განსხვავებული ინტერიერი, დიდი მისაღები, ოთხი საძინებელი, საკუთარი სველი წერტილით და აივნებით.  კოტეჯის ქირაობის დროს გამქირავებელთან დაკავშირების შემდეგ დააზუსტეთ გადახდის და ქირის ყველა პირობა.

ქირავდება კოტეჯი სურამში

ქირავდება იზოლირებული კოტეჯი სურამში, ზინდისის ტყესთან ახლოს. იდეალური ადგილია განსატვირთად, სუფთა ჰაერზე დროის გასატარებლად და ოჯახური დასვენებისთვის. კოტეჯის უპირატესობები: ✅სრული იზოლაცია, მყუდრო, შემოღობილი ეზო, სადაც ბავშვები უსაფრთხოდ ითამაშებენ. ✅კოტეჯში დაგხვდებათ ყველა საჭირო ავეჯი, ტექნიკა, ჭურჭელი და ინტერნეტი (Wi-Fi). ✅ტყის სიახლოვე და სუფთა ჰაერი კოტეჯი ქირავდება როგორც დღიურად, ისე ხანგრძლივად.

კოტეჯი ცხვარიჭამიაში

დათვიანი არის ყველანაირად კეთილმოწყობილი რანჩო ცხვარიჭამიაში, სადაც შეძლებთ გაატაროთ დაუვიწყარი დასვენების დღეები. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით მითითბულ ნომერზე.

კოტეჯი ნიკორწმინდაში

სახლი მდებარეობს ტყის განაპირას 300 მეტრში, მოსახლეობიდან მოშორებთ. შაორის ტბისა და ტყის ხედით. კოტეჯში თავისუფლად მოისვენებს 7 ზდასრული ადამიანი. პირველ სართულზე არის დიდი სტუდიოს ტიპის მისაღები, კუთხის დივნით, სამზარეულო-ბარის მაგიდით. მეორე სართულზე არის ერთმანეთისგან დამოუკიდებელი საძინებელი ორსაწოლიანი ტახტით. მესამე სართულზე კი არის ორი ერთმანეთის საპირისპიროდ განტავსებული 0,9-სიგანის ზამბარებიანი საწოლი. მითითებულია 1 ღამის საფასური 7 სტუმარი 3 საძინებელი 1 სველი წერტილი 12:00 შესვლის დრო-13:00 გამოსვლის დრო

Mood villa Kazbegi 1

კოტეჯი მდებარეობს სტეფანწმინდაში. აქვს 2 საძინებელი. მისი საწოლი არის პანორამული ხედით. კოტეჯს აქვს დიდი ეზო და გასართობი სივრცე ბარბექიუს ადგილი. კოტეჯში განთავსდება მაქსიმუმ 6 ადამიანი. უზრუნველყოფილი საცხოვრებლად ყველა პირობით. 2 საძინებელი 1 სველი წერტილი 15:00 შესვლის დრო-12:00 გამოსვლის დრო მითითებულია 1 ღმის საფასური

ქირავდება აუზიანი კოტეჯი

თბილისთან ახლოს ქირავდება აუზიანი კოტეჯი წვეულებისთვის და მსგავსi ღონისძებებისთვის, სადაც დაგხვდებათ დინამიკი, ჭურჭელი და ყველა საჭირო ინვეტარი.

ქირავდება კოტეჯი რაჭაში

კოტეჯი რაჭაში მდებარეობს ამბროლაურის რ-ნი სოფელ სადმელში, მდინარე რიცეულას მარცხენა და მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. კოტეჯი არის კეთილმოწყობილი ორსართულიანი 90კვ.მ სამი საძინებლით, სადაც განთავსებულია ორკაციანი საწოლები. კოტეჯს აქვს სტუდიოს ტიპის დიდი მისაღები. სამზარეულო ყველა საჭირო ინვენტარით და ერთი აბაზანა. კოტეჯში შეიძლება თავისუფლად განთავსდეს 6 ადამიანი, გვაქვს ასევე დამატებითი გასაშლელი სავარძლები. კოტეჯს აქვს დიდი ეზო და ეზოში მოწყობილია მოსასვენებელი სივრცე. ჩვენთან მოსვლას შეძლებთ ნებისმიერი ტიპის ავტომობილით.

ქირავდება კოტეჯი დღიურად გლდანის რაიონში

ქირავდება კეთილმოწყობილი კოტეჯი 2-3 პერსონაზე სრული ინვენტარით 3 სტუმარი 1 საძინებელი 1 სველი წერტილი 14:00 შესვლის დრო-12:00 გამოსვლის დრო მითითებულია 1 ღამის საფასური

დასვენება ცემში კოტეჯები

კომფორტული კოტეჯები წემში. 2 და 3 საძინებლით, ყველა პირობით და მთის პანორამული ხედებით. დაისვენეთ საუკეთესო გარემოში!

სახლი კრიხულის პირას “ლოლა”

კოტეჯი მდებარეობს ამბროლაურის რაიონის სოფ.სხვავაში,რაიონიდან 6კმ-ში ,მდ.კრიხულას ულამაზეს ხეობაში. 6 სტუმარი 1 საძინებელი 1 სველი წერტილი 15:00 შესვლის დრო-12:00 გამოსვლის დრო მითითებულია 1 ღამის საფასური

BURIANI REZORT

კოტეჯი მდებარეობს საგურამოდან 7 კმ-ში.აშენებულია ხის მორებისგან,რომელიც არის ეკოლოგიურად სუფთა.კოტეჯი არის ერთ ოთახიანი,სტუდიოს ტიპის.განთავსდება მაქსიმუმ 4 ადამიანი.ასევე გვაქვს ცალკე მდგომი საუნა,რომელიც ქირავდება ცალკე. 4 სტუმარი 1 საძინებელი 1 სველი წერტილი 14:00 შესვლის დრო-12:00გამოსვლის დრო მითითებულია 1 ღამის ფასი

დასვენება ბორჯომში

საოჯახო სასტუმრო „GioMaNi“ ბორჯომი საუკეთესო შემოთავაზება თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის სუფთა ჰაერი, მშვიდი და იდეალური გარემო დასვენებისათვის. ბორჯომში ქალაქის ცენტრში ქირავდება ოთახები, ყველა ნომერს აქვს ინდივიდუალური სველი წერტილი, აივანი, ცხელი წყალი, wifi, სამზარეულო, სარეცხის მანქანა, მაცივარი. მყუდრო ეზოთი საუკეთესო ხედით, იდეალური ადგილმდებარეობით ირგვლივ არის ფიჭვნარი პარკამდე ფეხით ნორმალური სიარულით ჭირდება 15 -20 წუთი. დასაჯავშნად დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

დასვენება ცემში

დაისვენეთ ოჯახით ჩვენთან, ცემის კოტეჯში ლამაზი ხედებით მყუდრო გარემოში! დამიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომერზე

კრიხინა კოტეჯები

კრიხინა კოტეჯები მდებარეობს ამბროლაური სოფელი შუა კრიხში, მდ. კრიხულას პირას. კოტეჯი გათვლილია სამ ადამიანზე. ეზოში აგრეთვე არის საზაფხულო სამზარეულო. 2 საძინებელი 2 სველი წერტილი 12-00 შესვლის დრო/12-00 გამოსვლის დრო მითითებულია 1 ღამის საფასური

სკა კოტეჯი

გთავაზობთ კოტეჯს კომფორტულს მყუდროს ულამაზესი ხედით გერგეთის სამება და მყინვარწვერი. დეტალებისთვის დარეკეთ მითითებულ ნომერზე.

Woodside • საბადური

აღნიშნე შენთვის მნიშვნელოვანი დღე Woodside • საბადურიში თბილისიდან 17 კმ-ში გელოდებათ ჩვენი მყუდრო კოტეჯი

კოტეჯი ბაკურიანში

ქირავდება ბაკურიანში კოტეჯი დღიურად ტყის პირას. დასაჯავშნად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშისრდით მითითებულ ნომერზე.

მშვიდი გორა

კოტეჯი მდებარეობს ბათუმის საბაგიროდან 9 კილომეტრში,ულამაზესი ხედებით.კოტეჯი არის სრულად აღჭურვილი და მოწესრიგებული თქვენი დასვენებისა და კომფორტისთვის,განცალკევებით დასახლებული პუნქტისგან,ყველახე მყუდრო გარემოში. მითითებულია 1 ღამის საფასური 3 სტუმარი 1 საძინებელი 1 სველი წერტილი 15:00 შესვლის დრო-12:00 გამოსვლის დრო

ქირავდება კოტეჯი ცემში

ამ უქმეებზე ქალაქგარეთ გასვლას გეგმავ? დაისვენე ცემში, 4+3 სტუმარზე გათვლულ კოტეჯში. დაჯავშნე აქ

ბაზალეთი ჰილს

ბაზალეთი ჰილს არის კოტეჯი ბაზალეთში, დუშეთის რაიონში, მაქსიმალურად კეთილმოწყობილი, ყველა საჭირო ინვენტარითა და კომფორტული ავეჯით აღჭურვილი. შეგიძლიათ ისიამოვნოთ კეთილმოწყობილი ეზოთი და აუზით. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

კოტეჯი ყაზბეგში

დაბა სტეფანწმინდაში დღიურად ქირავდება კეთილმოწყობილი კოტეჯები დიდი ვერანდებით და საოცარი ხედებით, ერთ კოტეჯში ერთდროულად შეიძლება მოთავსდეს 4 ადამიანი, კოტეჯში თქვენ დაგხვდებათ ყველა საჭირო ნივთი კომფორტული დასვენებისთვის, ეზოში განთავსებულია ჰამაკები, მაგიდები სკამებით და მაყალი ბარბექიუსთვის. ვითანამშრომლებთ კარგი პირობებით ტურისტულ და უძრავი ქონების სააგენტოებთან. სულ არის 4 კოტეჯი სადაც ერთდროულად შეიძლება მოთვსდეს 16 ადამიანი, ძალიან კარგია კორპორატიული საღამოების მოსაწყობად ან უბრალოდ დიდი სამეგობროსთვის კარგი დასვენებისათვის. მეტი დეტალის გასაგებად დარეკეთ მითითებულ ნომერზე.

კოტეჯი დღიურად

ჩვენი იზოლირებული კოტეჯი მდებარეობს დუშეთში, ბაზალეთის ტბასთან ახლოს (თბილისიდან 30 წუთში) ჩვენთან დაგხვდებათ: • დიდი და მყუდრო ვერანდა • 2 იზოლირებული საძინებელი • ულამაზესი პანორამული ხედები • სრულად აღჭურვილი სამზარეულო • კომფორტული სააბაზანო • კონდინციონერი იდეალური ადგილი მშვიდი და კომფორტული დასვენებისთვის

ქირავდება კოტეჯები ცემში

ჯავშნების მიღება გრძელდება. კოტეჯი 4 სტუმრისთვის, ეკოლოგიურად სუფთა, ინდივიდუალური ეზო, ინტერნეტი /ტელევიზია. ცემი არის ჯანმრთელობის საწინდარი. ჩამოდი ცემში და თავად დარწმუნდები. ფასი ცვალებადია.

აგარაკი თიანეთში

ქირავდება ულამაზესი და უჰარმონიულესი კოტეჯი თიანეთში, ყველანაირი პირობა თქვენი კომფორტისათვის: სუფთა და მკურნალი ჰაერი დიდი ეზო, სადაც შესაძლებელია კოცონის დანთება, თამაში, ცეკვა, გართობა. (თანაც არავინ დაგიშლით მუსიკის მაღალ ხმაზე ჩართვას) თავსდება მაქსიმუმ 6 ადამიანი. ერთადერთი შეზღუდვა: შიგნით მოწევა დაუშვებელია (რადგან ხე მარტივად იღებს სუნს და ფერიც ზიანდება კვამლისგან P.S არის შემთხვევები, იპარავენ აგენტები ჩვენს გაცხადებას და ფასს ზრდიან. რეალური განცხადება ეს არის და გთხოვთ, გაითვალისწინოთ. ფასი დამოკიდებულია ადამიანების რაოდენობაზე.

კოტეჯი ახატანში

ახატანი ინნ გთავაზობთ სასიამოვნო დასვენების გატარებას კეთილმოწყობილ კოტეჯში ულამაზესი ხედით. გაატარეთ დასვენების დღეები საყვარელ ადამიანებთან ერთად ჩვენს ჯადოსნურ კოტეჯში. Ჩვენთან თითოეული დეტალი სიყვარულითაა შექმნილი და მოუთმენლად ელოდება სტუმრებს. დეტალებისთივს დაგვირეკეთ მითითებულ ნომერზე.

ქირავდება კოტეჯი ბაკურიანში

ქირავდება კოტეჯი ბაკურიანში კოტეჯი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და ყველა საჭირო ინვენტარით, თეთრეული და პირველადი ჰიგიენის საშუალებით 4 საძინებელი 5 სველი წერტილი 1 მისაღები (ლაუნჯი) სტუმრის რაოდენობა 11. შესაძლებელია გაქირავდეს ოთახიც.

კოტეჯი

თუ გსურს გაატარო დაუვიწყარი დასვენების დღეები ამბროლაურში, სუფთა გარემოში, ბუნებით გარშემორტყმულ კოტეჯში ულამაზესი ხედითა და კომფორტით, მაშინ აგვირჩიე ჩვენ და შეიქმენი დაუვიწყარი გარემო "გარემოში".

კოტეჯები ცემში

დაიქირავეთ ცემში სასტუმრო "ფერად კოტეჯებიში" კოტეჯი, რომელიც არის 1 და 2 ოთახიანები და გათვლილია ერთ ოჯახზე. კოტეჯები არის ძალიან თანამედროვეთ მოწყობილი და კომფორტული. ასევე აქვს ულამაზესი დიდი მწვანე ეზო კომფორტული პარკის სკამებითა და მაგიდებით და საქანელებით. ყველაფერია თქვენი მშვიდი დასვენებისთვის. კოტეჯები აღჭურვილია სამზარეულოებით ჩასაშენებელი გაზქურით (ნაწილობრივ პატარა გაზქურით) მშრალი ყინვის მაცივრებით. პლაზმური ტელევიზორებით. ჭურჭლით,სარეცხი მანქანის სერვისით. ყველა კოტეჯს აქვს აივანი. რაც მთავარია "ფერადი კოტეჯები " ცემში მდებარეობს ჰაერის ცირკულაციის ზონაში (კორიდორში) www.cemi.ge იხილეთ ჩვენი ვებ გვერდი.

კოტეჯი ბორჯომში

ქირავდება ბორჯომში პრესტიჟულ ადგილას, ფასები შეთანხმებით სეზონის მიხედვით. ქალაქის ცენტრში, პარკთან ახლოს. მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. აპარტამენტებს აქვს: საკუთარი სამზარეულო მაცივრით, სარეცხი მანქანით და სრული ინვენტარით. ასევე, საკუთარი სველი წერტილებით. ახლოს არის დახურული აუზი, რესტორნები, სუპერმარკეტები, ბანკები, აფთიაქები. ჯავშნებისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

კოტეჯი თბილისის ზღვაზე

2 საძინებლიანი კოტეჯი თბილისის ზღვის ხედებით, თავსდება 2- 7 პერსონა, აქვს ინდივიდუალური ეზო და მაყალი 15:00 შესვლის დრო 12:00 გამოსვლის დრო. მითიტებულია ერთი ღამის საფასური

კოტეჯი ბაკურიანში

ქირავდება კოტეჯი 4+1 სტუმარზე. ბაკურიანი ცნობილი სამთო-კლიმატური კურორტი და საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრია. რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1700 მ. გაყვანილია საბაგირო გზები, აგებულია სათხილამურო ტრამპლინები. დიდველის სათხილამურო გზებზე მოქმედებს ხელოვნური გათოოვლიანება. რაც ყველაზე მთავარია, ბაკურიანს ბევრი ტურისტი სტუმრობს, უპირატესობა გააჩნია სხვა კურორტებთან შედარებით. ბაკურიანი მდიდარია გასართობი და რეკრეაციული აქტივობებით. ბაკურიანში უამრავი რესტორანი, გასართობი პარკი, ყინულის მოედანი, მარხილები თუ თოვლის სკუტერებია.

კოტეჯი ნორიოში

ქირავდება დღიურად ფინური კოტეჯი ნორიოში, გლდანიდან 15კმში. მყუდრო გარემო,ულამაზესი ხედებით და ჯაკუზით.,ცალკე საძინებლით სხვენში.ფასი დამოკიდებულია პერსონების და დღეების რაოდენობაზე. 6 სტუმარი 1 საძინებელი 2 სველი წერტილი 14:00 შესვლის დრო 12:00 გამოსვლის დრო მითითებულია ერთი ღამის ფასი

კოტეჯი კოჭბაანში

პანორამა იალნო სიყვარულით შექმნილი ადგილია, რომელიც დაგეხმარებათ დასვენების დღეების მშვიდად გატარებაში, მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი მოგონებების შექმნასა ოჯახთან ერთად სასიამოვნო დროის გატარებაში. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით მითითბულ ნომერზე.

"ლიკანიჰაუსის" კოტეჯი ბორჯომში

"ლიკანიჰაუსის" კოტეჯი ქირავდება ბორჯომში, სასტუმრო ბორჯომი ლიკანის(ყოფილი "რიქსოსის") მახლობლად, ფიჭვნარში(ეზოს გარეთსულ ფიჭვნარია, როგორიც სურათში). კოტეჯი 2 სართულიანი და 2 ნომრიანია.ერთი ნომერი I სართულზე, მეორე კი II სართულზე. კოტეჯის I სართულზე მაქსიმუმ 2+1,ხოლო II სართულზე მაქსიმუმ 3+1 ადამიანის განთავსება შეიძლება ანუ ჯამში მაქსიმუმ 7. შესაძლებელია ქირაობა როგორც მთელი კოტეჯის, ასევე ცალკეული სართულის(ინდივიდუალური შესასველი აქვს თითოეულ ნომერს), ტელევიზორი, დივანი, WiFi. სამზარეულოს კუთხე არის მხოლოდ პირველი სართულის ნომერში, თუმცა ნომრების ცალცალკე გაქირავების შემთხვევაში მეორე სართულის დამსვენებელს შეუძლია გამოიყენოს კოტეჯიდან 5 მეტრზე მდებარე საერთო დიდი სამზარეულო. ფასი განისაზღვრება ადამიანების რაოდენობით, დღეების ხანგრძლივობით და ა.შ

კოტეჯი ბაკურიანში

ბაკურიანში ქირავდება ახალი აშენებული და გარემონტებული, კეთილმოწყობილი კოტეჯი წყნარ და სუფთა ადგილას, ლამაზი ხედებით, სასტუმრო მელისის მიმდებარედ. ცენტრალური გათბობით, მაგთის ინტერნეტტელევიზიით და ყველა საჭირო ავეჯით და ინვენტარით, 4 საძინებლით, თავისივე 4 სველი წერტილით, 3 აივნით,დიდი მისაღები ოთახით და ბუხრით. გათვლილია 12 ადამიანზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

ქირავდება 3 ოთახიანი აგარაკი ყოროლისთავში

ქირავდება კოტეჯი ყოროლისთავში ულამაზესი ბუნების ხედებით, მოძრაობს სამარშუტო ტრანსპორტი, 2 ცალკე საძინებელი რთი სახლის ფართი - 60 მ² ეზოს ფართი-100 მ² ოთახი-3 საძინებელი-2

ქირავდება კოტეჯი ლისის ტბის მიმდებარედ

ქირავდება კოტეჯი ნახშირგორაზე, თბილისთან ახლოს! თუ გსურთ მყუდრო და კომფორტული დასვენება სუფთა ჰაერზე, ჩვენი კოტეჯი საუკეთესო არჩევანია! კოტეჯი განთავსებულია მხოლოდ 15 კმ-ში თბილისიდან და იდეალურია როგორც ოჯახური დასვენებისთვის, ასევე მეგობრებთან დროის გასატარებლად. ჩვენს კოტეჯში დაგხვდებათ: • მაღალი ხარისხის სისუფთავე და მყუდრო ატმოსფერო • კომფორტული საძინებლები • ერთჯერადი ჰიგიენური საშუალებები: კბილის ჯაგრისები, ჩუსტები, შამპუნი • ყავა, ჩაი და საჭირო სამზარეულო ინვენტარი • მაყალი, შამფურები, შეშა და ნახშირი ინფრასტრუქტურა: • ლამაზი და კეთილმოწყობილი ეზო • სუფთა ჰაერი და მშვიდი გარემო • მოსახერხებელი ადგილი წვეულებებისთვის ან უბრალოდ დასვენებისთვის ???? ფასი: ხელმისაწვდომია, დეტალებზე დაგვიკავშირდით. ???? მდებარეობა: თბილისიდან 15 კმ-ში, ნახშირგორა. დაჯავშნის ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ: გაიხარეთ ჩვენთან და გაატარეთ დაუვიწყარი დღეები!

Evansa

ულამაზესი კოტეჯი ყველანაირი ინვენტარით აღჭურვილი. 8 სტუმარი 1 საძინებელი 1 სველი წერტილი 13:00 შესვლის დრო 11:00 გამოსვლის დრო მითითებულია 1 ღამის საფასური

The Black Hills Cottage

კოტეჯი მდებარეობს დუშეთის განაპირას, ნაკლებად დასახლებულ ადგილას. არის იზოლირებული. იდეალური ადგილია როგორც მცირე, ასევე დიდი შეკრებებისთვის. მითითებულია 1 ღამის ღირებულება 5 სტუმარი 2 საძინებელი 1 სველი წერტილი 15:00 შესვლის დრო 12:00 გამოსვლის დრო

კოტეჯი ბათუმში

დასვენება, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ! გაქირავდება ულამაზესი კოტეჯი ბათუმში, რომელიც იდეალურია როგორც მშვიდი დასვენებისთვის, ისე დაუვიწყარი წვეულებების გასამართად. კოტეჯი მდებარეობს სიმშვიდესა და ბუნებრივ სილამაზეში ჩაფლულ ადგილას, საიდანაც იშლება შთამბეჭდავი ხედი ბათუმზე და შავ ზღვაზე. დაგვიკავშირდით და დაჯავშნეთ ახლა — ბათუმის ზღვის ხედი უკვე გელოდებათ! მითითებულია 1 ღამის ღირებულება 2 საძინებელი 1 სველი წერტილი 15:00 შესვლის დრო 12:00 გამოსვლის დრო

ხის კოტეჯები ურეკში

ასვენება ურეკში. ქირავდება კეთილმოწყობილი ხის კოტეჯები. კოტეჯი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით: ინტერნეტი, ტელევიზია, სველი წერტილი, პარკინგის სივრცე, მაცივარი, გაზქურა. დეტალებისთვის დარეკეთ მითითებულ ნომერზე.

BeachWood Villa in Ureki

ქირავდება დღიურად ახალ აშენებული, 2 საძინებლიანი კოტეჯი ურეკში, სანაპიროდოან 2 წუთის ფეხით სავალზე, წინ ულამაზესი ნაძვნარით, მშვიდ და კომფორტულ ადგილას. კოტეჯი აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთითა და ტექნიკით თქვენი კომფორტული დასვენებისთვის. პირველ საძინებელში 2 საწოლიანი ლოგინით, ხოლო მეორე საძინებელში 2 ერთ საწოლიანი ლოგინით, ასევე გასაშლელი დივანით სადაც შესაძლბებელია დამატებით 2 ადამიანის განთავსება.კოტეჯს გააჩნია 500 კვადრატიანი ინდივიდუალირი, კეთილმოწყობილი ეზო, დაცული საპარკინგე სივრცით. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ თავისუფალია 4-დან 9 აგვსიტომდე (5 ღამე) და შემდეგ 14 აგვისტოდან. ამასთანავე სექტემბერის ჩავშნებისთვის ფასი დააკლდება. დასაჯავშნად დამიკავშირდით 6 სტუმარი 2 საძინებელი 1 სველი წერტილი 13:00 შესვლის დრო-12:00 გამოსვლის დრო მითითებულია 1 ღმის ფასი

"მთის კოტეჯი" ბაკურიანი

ქირავდება "მთის" კოტეჯი სასტუმრო "მელისთან", გათვლილია 5(+2) ადამიანზე, 2 საძინებელი (3+2) საწოლით, 3 სველი წერტილით, ბუხარი, ცენტრალური გათბობა, ტელევიზია, ინტერნეტი სახლი ყველა საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი მითითებულია 1 ღამის ფასი

Mose House

ბათუმიდან 1 საათის სავალზე კოტეჯი ქედაში — Mose House იზოლირებული და მყუდრო გარემო შექმენით ბედნიერი მოგონებები ჩვენს ულამაზეს და სრულად კომფორტულ კოტეჯში. • 2 ცალკე საძინებელი აივნებით • გათვლილია 2-6 სტუმარზე • ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ჯაკუზითა და საუნით დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე. მითითებულია 1 ღამის საფასური

Mood villa kazbegi 2

კოტეჯი მდებარეობს სტეფანწმინდაში, მყინვრის და ყუროს ხედით. კოტეჯში არის 3 იზოლირებული საძინებელი, პანორამულ იზოლირებულ ოთახში არის ჯაკუზი. ყველა საძინებელ ოთახს აქვს აივანი. კოტეჯს აქვს დიდი ეზო და ბარბექიუს ზონა. აქ დაისვენებთ ბავშვებთან და სამეგობროსთან ერთად. მითითებულია 1 ღამის საფასური 7 სტუმარი 3 საძინებელი 1 სველი წერტილი 15:00 შესვლის დრო-12:00 გამოსვლის დრო

კოტეჯი სიონში

ქოხი სიონში გთავაზობთ მყუდრო და ელეგანტურ გარემოს სიონის ტბის მიმდებარედ. კოტეჯი გათვლილია სამ ადამიანზე. სიყვარულით დახუნძლული, ყველაზე ფერადი,თბილი და ღუნღულა ქოხი გელოდებათ თქვენ. დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

კოტეჯი ბაკურიანში

ქირავდება დღიურად ახალი გარემონტებული, კეთილმოწყობილი კოტეჯი ბაკურიანში. კოტეჯი არის უცხოვრებელი, ახალი ავეჯით და აპარატურით. მოკლედდ კოტეჯი არის უმაღლესი, თქვენ თვითონ დარწმუნდებით ადგილზე.

A-frei სახლი M-adlia

ზღვასთან ახლოს მყუდრო გარემოში, გრილ მწვანე ფაუნაში A-frei სახლი,ყველა პირობებით მითითებულია 1 ღმის საფასური 5 სტუმარი 1 საძინებელი 1 სველი წერტილი 12:00 შესვლის დრო 12:00 გამოსვლის დრო

Sno Cottage

კოტეჯი მდებარეობს ყაზბეგის რაიონში.სოფელ სნოში.აქვს ულამაზესი ხედები მყინვარზე.დიდი იზოლირებული ეზო.შესაძლებელია 3-4 სტუმრის განთავსება. 4 სტუმარი 1 საძინებელი 1 სველი წერტილი 14:00 შესვლის დრო 12:00 გამოსვლის დრო მითითებულია 1 ღამის საფასური

მთის ფერია

„მთის ფერია“ გეპატიჟებათ დაუვიწყარი დასვენებისთვის, სადაც სიმყუდროვე და თანამედროვე კომფორტი ერთმანეთს იდეალურად ერწყმის. ჩვენი კოტეჯი აღჭურვილია ყველა საჭირო პირობით სრული რელაქსაციისთვის, მათ შორის პერსონალური საუნით და მინი აუზით პირადპირ აბაზანაში. შიდა სივრცეში დაგხვდებათ კარაოკე, კონდიციონერი, მაღალი სიჩქარის ინტერნეტი და სრულად მოწყობილი სამზარეულო. ჩვენთან ყოველთვის დაგხვდებათ სუფთა პირსახოცები და მოწესრიგებული გარემო, რაც თქვენს დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. დაჯავშნეთ ახლავე და აჩუქეთ საკუთარ თავს სიმშვიდე „მთის ფერიაში“. 6 სტუმარი 1 საძინებელი 2 სველი წერტილი ნებისმიერი დრო შესვლის დრო ნებისმიერი გამოსვლის დრო მითითებულია 1 ღამის ფასი

ჩვენი კოტეჯი

იზოლირებული კოტეჯი. ორი იზოლირებული საძინებელი. თავსდება 4+2 სტუმარი. აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით. მოწესრიგებული ეზო და ფანჩატური. 2 საძინებელი 1 სველი წერტილი 14 სთ შესვლის დრო-12 სთ გამოსვლის დრო მითითებულია 1 ღმის ფასი

Heaven Shalauri

Heaven Shalauri, "არასდროს თქვა უარი შენს ოცნებაზე!", კოტეჯი მდებარეობს თელავის რაიონის სოფ. შალაურში, ქალაქის ცენტრიდან 5 წუთის სავალზე, კოტეჯი არის სამ სართულიანი, ბუნებაში, სიმწვანე სიმყუდროვე, შექმნილია დასვენებისთვის და განტვირთვისთვის. მითიტებულია 1 ღამის საფასური 7 სტუმარი 3 საძინებელი 1 სველი წერტილი 14:00 შესვლის დრო-12:00 გამოსვლის დრო

შენი სახლი მთაში

დაუვიწყარ შვებულების დღეებს გაატარებთ ბაზალეთის ტბასთან, ტბიდან ერთ კილომეტრში. თბილისიდან 35 წუთის სავალზე, სადაც ულამაზესი კოტეჯი გიმასპინძლებთ.

კოტეჯი ბორჯომში

ყველა ცდილობს იყოს იზოლირებულად, გაერთოს ისე რომ არავინ შეაწუხოს. ზუსტად ეს პირობებია ჩვენთან. გაატარეთ წლის ნებისმიერი სეზონი ჩვენთან მთებში. მდებარეობს ბორჯომის რაიონ-კურორტ მზეთამზეში, ბორჯომიდან 15-20 წუთის სავალზე. კოტეჯი აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით და ინვენტარით. დასაჯავშნად დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

ქვიშხეთის რედ კოტეჯი

შეთავაზების ფარგლებში ისარგებლე ფასდაკლებით რედ კოტეჯში 6 სტუმრის განთავსებაზე გესთჰაუს ქვიშხეთი | Kvishkheti Guesthouse -ში. შეთავაზებაში შედის: რედ კოტეჯ 6 სტუმარზე 1 დღე-ღამით ადგილზე დაგხვდებათ: ეკოლოგიურად სუფთა ხის კოტეჯები ულამაზესი ეზო ფანტანით მოსასვენებელი სივრცეები ჰამაკი ფანჩატური საბავშვო გასართობი სივრცე, პატარა საბავშვო სახლით პარკინგი (2-3 მანქანისთვის) დიდი მისაღები ოთახი თავისი მოსასვენებელი კუთხით 2 საძინებელი და ანტრესოლი სამზარეულო აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით: გაზქურა, მაცივარი, ელექტრო ჩაიდანი სარეცხი მანქანა ცხელი, ცივი წყაროს წყალი 1 სველი წერტილი ჰიგიენური საშუალებები ტელევიზორი ინტერნეტი ადგილმდებარეობას ახასიათებს ლიხის ქედის, ბორჯომისა და სურამის ჰაერის ურთიერთნაკადი. კოტეჯები დგას ტყესთან ახლოს, რაც უფრო მიმზიდველს ხდის დასვენებას წიწვოვანი ხეების დამტვერვის დროს. ასევე მნიშვნელოვანია ულამაზესი სანახაობები, ძველი ეპოქის ეკლესია-მონასტრები და სახლმუზეუმები. ოდიდგანვე ქვიშხეთი მიიჩნეოდა მწერალთა და ხელოვან ხალხთა საყვარელ დასასვენებელ ადგილად. სტუმრების სურვილისამებრ შეიძლება მანქანით მომსახურება (დღიური ანაზღაურებით შეთანხმების საფუძველზე) შესვლა (Check-In): 12:00 გასვლა (Check-Out): 12:00 ქვიშხეთი მდებარეობს: ხაშურიდან - 6 კმ. (10 წუთი) ბორჯომი - 24 კმ. (30 წუთი) ბაკურიანი - 48 კმ. (60 წუთი) მითითებულია 1 ღამის საფასური

ქირავდება 2 კოტეჯი

ძამის ხეობაში, სოფელ იმერხევში ქირავდება ახალი აშენებული, კეთილმოწყობილი კოტეჯები შერეულ ტყესთან ახლოს. ფასები დამოკიდებულია კოტეჯის ფართსა და დაკავებული დღეების რაოდენობაზე. კოტეჯის დაქირავება შესაძლებელია რამოდენიმე წლითაც, ფასი შეთანხმებით. სოფელი იმერხევი მდებარეობს თბილისიდან ერთი საათის სავალზე და არის იდეალური ადგილი დასვენებისთვის და ნადირობის მოყვარულთათვის. მეტი დეტალის გასაგებად ან/და დასაჯავშნად დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

კოტეჯი ბაკურიანში, ტყის პირას

კოტეჯი 4 House ბაკურიანი - გელოდებით მყუდრო და თბილ გარემოში. მდებარეობს დიდველის გზაზე (ფასი დამოკიდებულია დღეების რაოდენობაზე). თქვენს განკარგულებაშია ინდივიდუალური კოტეჯი. სამზარეულო სრული ინვენტარით (გაზქურა, მაცივარი, ჭურჭელი) 2 საძინებელი (აივნებით) ცენტრალური გათბობა, იატაკის გათბობა. სარეცხის მანქანა, 2 აბაზანა, WiFi, პარკინგის ადგილი, მაყალი, კოტეჯი გათვლილია 8 ადამიანზე. ყველა ბავშვს კოტეჯში საჩუქრად დახვდება საბავშვო ჟურნალი ,,ჭიამაია'' გისურვებთ ბედნიერ დასვენებას.

კოტეჯი საგურამოში

თბილისიდან 30 წუთში - საგურამოში 3 საძინებლიანი კოტეჯი-ჯაკუზი ჰამაკი 25 სტუმარზე გათვლილი ფანჩატური კომფორტული მაგიდა და სავარძლები ეზოში 2 ბუდე საქანელა კოტეჯი იზოლირებული ეზოთი გაგრილება/სრული აღჭურვილობა/გაზი/წყალი მოსასვლელი გზა ასფალტიანი

panorama racha

Დასახლებიდან 300 მეტრით მოშორებით ერთ დიდ სივრცეში დგას 3 კოტეჯი რომელშიც განთავსდება 6 სტუმარი ეზოში მოწყობილია 2 ფანჩატური და 2 მაყალი. 300 მეტრში მაღაზიაა. 2 კმ რეატორანი ასფალტიანი გზიდან 500 მეტრი. 18 სტუმარი 2 საძინებელი 1 სველი წერტილი 3 შესვლის დრო-12 გამოსვლის დრო მითითებულია 1 ღამის საფასური

კოტეჯები ცემში

დასვენება ცემში. ქირავდება იზოლირებული, სამოთახიანი, კეთილმოწყობილი კოტეჯი ბელეტაჟზე. ლამაზი და დიდი ეზო, პარკირების ადგილი. კოტეჯი გათვლილია 6+1 ადამიანზე. 2 საძინებლი, დიდი მისაღები ოთახი. აივანი 45 მ2. კოტეჯი აღჭურვილია თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკით: სარეცხი მანქანა, TV, Wifi, მაცივარი, გაზქურა. ყველაფერი გათვლილია თქვენი კომფორტული დასვენებისთვის. ფასი ცვალებადია

კოტეჯი ბორჯომში

ლენდჰაუსი ბორჯომში გთავაზოთ კეთილმოწყობილ კოტეჯს და მყუდრო გარემოს მშვიდი დასვენების დღეების გასატარებლად. მეტი დეტალისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

Sweet Cottages Bazaleti

• ჩვენს კოტეჯში ვიზიტორებს დახვდებათ • • ინდივიდუალური სველი წერტილები • • თეთრეული • • სამზარეულოს ჭურჭელი და ყველა საჭირო ინვენტარი • • მაცივარი • • გაზქურა • • ელ-წყლის მადუღარა • • გადახურული და უსაფრთხო ტერასა • •კერძო დაცული პარკინგი • • სამწვადე წერტილი + მაყალი+ შეშა + შამფური• • უსაფრთხო საბავშვო გასართობი ზონა • • აუზი და აუზის აქსესუარები (შეზლონგი + ქოლგა)• • სამზარეულოში მოდის სუფთა სასმელი წყალი • • ტერიტორია არის მაღალი ღობით შემოსაზღვრული• 6 სტუმარი 2 საძინებელი 2 სველი წერტილი 15:00 შესვლის დრო-12:00 გამოსვლის დრო მითითებულია 1 ღამის საფასური

River Land

რივერ ლენდი - ადგილი, სადაც შეგიძლიათ ერთდროულად დატკბეთ მდინარისა და ტყის ულამაზესი ლანდშაფტებით. კოტეჯები მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში, ცენტრთან ახლოს. თითოეული კოტეჯი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. მრავლადაა გასართობი საშუალება -ბილიარდის მაგიდა,მაგიდის ჩოგბურთი,ფეხბურთი,კალათბურთი,ფრენბურთი. ხელმისაწვდომია საუნა, მინიაუზი და ჯაკუზი. არის სრული კომფორტი და სიმშვიდე. დატკბით ულამაზესი ბუნებით, დაიტვირთეთ ახალი ენერგიებითა და დააგროვეთ დაუვიწყარი მოგონებები ჩვენთან. მითითებულია 1 ღამის ფასი 6 სტუმარი 2 საძინებელი 1 სველი წერტილი 14:00 შესვლის დრო-12:00 გამოსვლის დრო

ხის კოტეჯი გუდაურში

ქირავდება ხის კოტეჯი გუდაურში. მეორე საბაგიროსთან, კოტეჯი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. დაგხვდებათ სუფთა და მყუდრო გარემო. 6 საძინებელი 5 სვ. წერტილი 1 მისაღები და სამზარეულო 15 სტუმარი მინიმალური დღის რაოდენობა 3.

კოტეჯები ბათუმში

სასტუმროს ტიპის ხის კოტეჯები, აღჭურვილია სრულისაყოფაცხოვრებო ნივთებით, სულ არის 4 კოტეჯი, I და II კოტეჯები იდენტურია, ამ კოტეჯებში განთავსდება მინიმუმ 2, მაქსიმუმ 4 ადამიანი.III და IV კოტეჯებით იდენტურია, ამ კოტეჯებში განთავსდება მინიმუმ 4, მაქსიმუმ 6 კოტეჯებში განთავებულია: სამზარეულო თავისი ინვენტარით, აივანი ჯაკუზით, ვერანდა მაყალით, ინტერნეტი ტელევიზორი. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

აშური

მდებარეობა: დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზემო აში. თბილისიდან დაახლოებით 1 საათის სავალ გზაზე, ზღვის დონიდან 1170 მეტრზე. კოტეჯიდან მხოლოდ 10 წუთის სავალზე იშლება ულამაზესი ხედები ანანურის ციხე-ეკლესიაზე, ბაზალეთის ტბაზე, ჟინვალის წყალსაცავსა და მყინვარწვერზე. ახლოს მდებარეობს თამარ მეფის დროინდელი აფხავის წმინდა გიორგის სალოცავიც. კოტეჯი გათვლილია 8 სტუმარზე. კოტეჯი აღჭურვილია: • 2 საძინებლით • კეთილმოწყობილი სამზარეულოთი ყველა საჭირო ინვენტარით • მისაღები ოთახით • სველი წერტილით • ტელევიზიით • მუსიკალური ცენტრით • სარეცხი მანქანით • მაცივრით • კონდიციონერით და შეშის ღუმლით • სამწვადე ზონით (მაყალი და შამფურები) • დეკორატიული განათებით • ფართო აივნით გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩექ-ინის შემდეგ დამატებითი სტუმრების მიყვანა დაუშვებელია. დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში. ფასი დამოკიდებულია სტუმრების რაოდენობაზე. გარანტირებული ჯავშნისთვის აუცილებელია ჯავშნის ღირებულების 30%-ის წინასწარ ჩარიცხვა. შესვლა: 15:00 საათიდან გამოსვლა: 12:00 საათამდე გისურვებთ სასიამოვნო და მშვიდ დასვენებას.

ქირავდება კოტეჯი ცემში

ქირავდება ცემში: პატარა ტყესთან ახლოს ახალი აშენებული კაპიტალური კოტეჯი, თავისი აბაზანა-ტუალეტით, სამზარეულოთი. მუდმივი ცივი და ცხელი წყლით.არის გათბობა, ინტერნეტი, ტელევიზია, სარეცხი მანქანა, მაცივარი და ყველა პირობა რაც გჭირდებათ. აქვს ძალიან მყუდრო და წყნარი ეზო ფანჩატურით. ფასი შეთანხმებით.

Cozy Garden Cottage

Cosy Garden Cottage არის კერძო დასასვენებელი კოტეჯი, რომელიც მდებარეობს ქობულეთის ულამაზესი პლაჟიდან მხოლოდ 2 წუთის სავალზე, რაც მას იდეალურ არჩევანს ხდის ოჯახებისთვის, წყვილებისთვის და მცირე ჯგუფებისთვის, რომლებიც ეძებენ მშვიდ და დასასვენებელ გარემოს ზღვის პირას. კოტეჯი კომფორტულად იტევს 6 სტუმრამდე და მოიცავს ორ მყუდრო საძინებელს, მათ შორის ერთს აივნით, საიდანაც ულამაზესი ეზოს ხედი იშლება. სტუმრებს სრულად ეკუთვნით მთელი კოტეჯი, რომელშიც არის ფართო და კომფორტული მისაღები ოთახი, სრულად აღჭურვილი ცალკე სამზარეულო და პირადი აბაზანა. კომფორტული და სასიამოვნო დასვენებისთვის კოტეჯი გთავაზობთ უფასო Wi-Fi-ს, კონდიციონერს, ტელევიზორს, მაცივარს, სარეცხ მანქანას და ჭურჭლის სარეცხ მანქანას. ასევე ხელმისაწვდომია კერძო პარკინგი. ფართო ეზო ქმნის მშვიდ ატმოსფეროს, სადაც სტუმრებს შეუძლიათ დაისვენონ ჰამაკში, ისიამოვნონ გარე ვახშმით ფანჩატურში ან მოამზადონ გემრიელი მწვადი გრილზე. გამწვანებულ გარემოში, ზღვიდან მხოლოდ რამდენიმე წუთის სავალზე მდებარე კოტეჯი აერთიანებს კომფორტს და დასვენების სასიამოვნო ატმოსფეროს. თუ გეგმავთ ოჯახურ დასვენებას ან მშვიდ გაქცევას ზღვის პირას, Cosy Garden Cottage გთავაზობთ ყველაფერს, რაც საჭიროა დაუვიწყარი დასვენებისთვის საქართველოს ულამაზეს შავი ზღვის სანაპიროზე. ქირავდება როგორც დღიურად ასევე თვიურად, მითითებულია 1 ღამის ფასი. 6 სტუმარი 2 საძინებელი 1 სველი წერტილი

კერა

კოტეჯი მდებარეობს თბილისიდან 14 კმ-ში. ზღვის დონიდან 1100 მეტრზე. ჩვენთან სტუმრობის დროს დაგხვდებათ სუფთა ჰაერი, სიგრილე, სიწყნარე. კოტეჯი იზოლირებულია, აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. ეზო გამწვანებულია და ჩაფლულია ხეებში. 5 სტუმარი 2 საძინებელი 1 სველი წერტილი 14:00 შესვლის დრო-12:00 გამოსვლის დრო მითიტებულია 1 ღმის საფასური

კოტეჯი ბაკურიანში

ქირავდება დღიურად, დაბა ბაკურიანში, საუკეთესო ადგილას, ამირანის პარკის წინ, 2 სართულიანი კოტეჯი საკუთარი ეზოთი, 2 საძინებლით (6 პერსონაზე), 3 სველი წერტილით, უველანაირი ავეჯით და ტექნიკით, ინტერნეტით, ფასი შეთანხმებით.

იტვირთება...

​5 დეტალი, რაც კოტეჯის დაქირავებამდე უნდა იცოდეთ

კოტეჯის დაქირავება დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია საქართველოში. უქმეებზე, მეგობრებთან ერთად მოგზაურობის დროს ან წვეულებების მოსაწყობად კოტეჯის დაქირავება ხელსაყრელია. კოტეჯი იდეალური არჩევანია, საყვარელი ბუნებასთან ახლოს, ქალაქის ხმაურიდან შორს და ამავდროულად თანამედროვე სივრცეში დასვენება.

პირველ რიგში, კოტეჯის დაქირავებამდე გაითვალისწინეთ მისი მდებარეობა. თუ კოტეჯს მთიან ადგილზე ქირაობთ მაგალითად: გომის მთაზე, ბახმაროში ან ყაზბეგში გადაამოწმეთ, რამდენად მარტივია იქ მისვლა. არის თუ არა მოწესრიგებული გზის საფარი, შეძლებთ მანქანით გადაადგილებას, თუ საჭიროა მაღალი გამავლობის მანქანით მიხვიდეთ. ზამთრის კურორტებზე, თოვლისა და ყინვის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გზის მდგომარეობა.

მეორე, მთავარი ფაქტორია, განმცხადებელთან გადაამოწმოთ, რას ფარავს ქირის ღირებულება. წინასწარ გაარკვიეთ, შედის თუ არა გადახდილ თანხის საფასურში კომუნალური ხარჯების, გათბობის, ინტერნეტისა და დასუფთავების. ხშირად კოტეჯის ქირის თანხაში არ შედის აუზით ან სხვა დამატებითი სივრცით სარგებლობა.

თუ წვეულებას აწყობთ და კოტეჯს ეძებთ, განცხადების ძიების პროცესში გადაამოწმეთ, რამდენ ადამიანზეა გათვლილი კოტეჯი და რამდენი საძინებელია. თუ გეგმავთ წვეულების შემდეგ დარჩენას, საძინებლების რაოდენობა მაქსიმალურად უნდა ერგებოდეს სტუმრების რიცხვს.

როდესაც ქირაობთ კოტეჯს, უნდა გაითვალისწინოთ წესები. მნიშვნელობა არ აქვს, ზღვისპირა კოტეჯს იქირავებთ, შეკვეთილსა თუ გონიოში , ან აბასთუმანსა თუ ბახმაროზე, ხმაურის შეზღუდვა, შინაური ცხოველების აკრძალვა ან მოწევის შეზღუდვა ზოგიერთი კოტეჯის გამქირავებელს წესებში მითითებული აქვს. სწორედ ამიტომ, ამ დეტალების წინასწარ ცოდნა თავიდან ბევრ გაუგებრობას აგაცილებთ.

მეხუთე ფაქტორი ფოტოებს ეხება. ხშირად გამქირავებლები საიტზე ათავსებენ კოტეჯის ისეთ ფოტოებს, რაც აცდენილია რეალობას. ან უბრალოდ იმ ფოტოებს აქვეყნებენ, რომელიც კოტეჯის გარემონტების შემდეგ გადაიღეს და ახლანდელი მდგომარეობა სხვაა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მოითხოვოთ რეალური ფოტოები და შეფასებები. ეს საშუალებას გაძლევთ შეაფასოთ პირობები და თავიდან აირიდოთ უსიამოვნო გაუგებრობები.

რამდენი ხნით ადრე უნდა დაჯავშნოთ კოტეჯი წვეულებისთვის ?

თუ გადაწყვიტეთ იქირაოთ კოტეჯი წვეულებისთვის, დაბადების დღისთვის ან უბრალოდ უქმეებზე განტვირთვა გსურთ. საუკეთესოა ღონისძიებამდე ერთი ან ორი კვირით ადრე, მისი დაჯავშნა. ეს, იმ შემთხვევაში თუ თარიღი რომელიმე მნიშვნელოვან დღესასწაულს არ ემთხვევა. მაგრამ, თუ თქვენი დაბადების დღე ან მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა დღესასწაულების პერიოდს ემთხვევა, ამ შემთხვევაში კოტეჯის დაქირავებაზე ზრუნვა და დაჯავშნა წვეულებისთვის საუკეთესოა, ერთი თვით ან მეტი ხნით ადრე დაიწყოთ.

მსგავსი ძიებები

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს კოტეჯის ქირაობა თბილისში დღიურად ?

კოტეჯის დღიურად დაქირავების დროს ფასი დამოკიდებულია რამდენიმე დეტალზე, მათ შორის: მის მდებარეობაზე, ფართობსა და გაქირავების პერიოდზე. საშუალოდ დღიური ქირის ფასი 70 ლარიდან იწყება.

შესაძლებელია თუ არა კოტეჯის ქირაობა მხოლოდ 1 დღით ?

დიახ, არაერთი კერძო მეპატრონე აქირავებს კოტეჯს მხოლოდ ერთი დღით, საკმაოდ ბიუჯეტურ ფასად.

შეიძლება თუ არა ისეთი კოტეჯის დაქირავება რომელიც ბევრ სტუმარს იტევს ?

დიახ, ხელმისაწვდომია კოტეჯები 15-18 და მეტ ადამიანზე.

რამდენი ხნით ადრე უნდა დაჯავშნოთ კოტეჯი დაბადების დღისთვის ?

კოტეჯის დაჯავშნა დაბადების დღისთვის სასურველია, მინიმუმ 1-2 კვირით ადრე, განსაკუთრებით სეზონურ პერიოდებში და შაბათ-კვირას.

სტატიები

ყველა სტატია