fb

ინგლისურის გაკვეთილები

ინგლისურის გაკვეთილები ასეთი ხელმისაწვდომი არასდროს ყოფილა!  ყველანაირი შეზღუდვის გარეშე,  შეარჩიე ნებისმიერი მასწავლებელი, კურსი თუ სასწავლო ცენტრი ერთ სივრცეში, თქვენი სურვილებისა და ინტერესის შესაბამისად.   ჩვენს გვერდზე  ინგლისურის გაკვეთილების მრავალფეროვანი არჩევანია თბილისის ყველა უბანში, რეგიონებში და ონლაინ ნებისმიერი ადგილიდან.
გაკვეთილები ტარდება სხვადასხვა მეთოდებით,  მასწავლებლები გთავაზობენ როგორც კლასიკურ და მრავალგზის გამოცდილ, ასევე თანამედროვე მეთოდებით შედგენილ, თქვენი მოთხოვნების და ინტერესის შესაბამის პროგრამებს.  ინგლისურის გაკვეთილების ხანგრძლივობას, ინტენსივობა და ფასს წინასწარ ათანხმებთ თქვენს შერჩეულ მასწავლებელთან. 
ინგლისურის გაკვეთილები
პრემიუმი
ინგლისურის სპეციალისტი
eyeნანახი
ინგლისურის სპეციალისტი
pin თბილისი

კემბრიჯის უნივერსიტეტის სერთიფიცირებული სპეციალისტი(TKT), დოქტორანტი, მოამზადებს ინგლისურ ენაში, აბიტურიენტებს, სტუდენტებს, მაგისტრანტებს, მასწავლებლებს სასერთიფიკატო გამოცდებისთვის, ან უბრალოდ ენის შესწავლის მსურველებს. სწავლება მოიცავს უახლეს სახელმძღვანელოებს, ტესტებს, აუდიო სავარჯიშოებს და დამატებით რესურსებს, ყველა მოსწავლისათვის განისაზღვრება ინდივიდუალური პროგრამა. სასწავლო მასალით უზრუნველყოფა ხდება, ჩემს მიერ. გაკვეთილის ხანგძლივობა 60 წუთი. 8 გაკვეთილის ღირებულება: 200 ლარი. მის: თბილისი, საბურთალო, ბუდაპეშტის ქუჩა დეტალური ინფორმაციისათვის დამიკავშირდით ნომერზე

მელანია დარახველიძე
577-12-**-**
პრემიუმი
უკვე დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
eyeნანახი
უკვე დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
pin თბილისი
5.0
| 15 შეფასება

არსებობს უამრავი სასწავლო პროგრამა, რეპეტიტორი და მეთოდიკა. ხშირ შემთხვევაში 3 ვარიანტია: 1.სასწავლო კურსი ზედმეტად აკადემიური და გაწერილია, შესაბამისად მოსაწყენი 2.აქცენტი ენის მარტივ კომპონენტებზეა გამახვილებული (მეტყველება და მოსმენა), წერა, კითხვა და სხვა ასპექტები კი უგულვებელყოფილი. სილაბუსი ხშირად არც არსებობს (სად ვართ და სად უნდა მივიდეთ). 3. ჯგუფები ზედმეტად დიდია,ამიტომ ვერ ხერხდება ინდივიდუალური მიდგომის რეალიზება. რას გთავაზობთ მე? ✅ თქვენს საჭიროებებზე, მოთხოვნებზე მორგებულ, საინტერესო და პრაქტიკულ ონლაინ გაკვეთილებს (როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური) საშინაო დავალებების გარეშე; ✅აკადემიურ მიდგომას, გაწერილ სასწავლო გეგმას და მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდებს, როგორებიცაა PPP, ESA, TTT, CAP, The Task-Cycle, Dogme და ა.შ., რაც უშუალოდ თქვენზე ადაპტირდება და არ გამოგიყვანთ კომფორტის ზონიდან. ✅ გაკვეთილები ტარდება ონლაინ, შესაძლებელია საზღვარგარეთიდან ჩართვა და მორგება დროებზე (მყავს მოსწავლეები დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, აშშ-ში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიაში)

certificates icon სერტიფიკატი
video play icon ვიდეო
გიორგიგიორგი
598-54-**-**
პრემიუმი
ინგლისური/ზოგადი/აბიტურიენტები/TOEFL
eyeნანახი
ინგლისური/ზოგადი/აბიტურიენტები/TOEFL
pin თბილისი

გამარჯობა, მე ვარ ლევანი. უკვე 15 წელია რაც ვასწავლი ინგლისურს, განათლება მიღებული მაქვს ამერიკული სისტემის ბაზაზე. ამჟამად ვასწავლი ინგლისური ენის ცენტრ "British Space"-ში, სადაც თქვენ დაგხვდებათ მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო. ჩვენი ცენტრი გთავაზობთ ინგლისური ენის კურსებს ნებისმიერი ასაკისა და დონის მსმენელებისათვის. /ზოგადი ინგლისური ენის კურსი (A1-C1)/ /ინგლისურის კურსები აბიტურიენტებისათვის "British Space"-ში!/ გაივლით ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად შესაბამის პროგრამას და შეიძენთ საჭირო უნარ-ჩვევებს! /TOEFL კურსები "British Space"-ში!/ გაივლით ინტენსიურ კურსს, რაც მოიცავს ტექსტის სწრაფად კითხვის, მოსმენისა და ეფექტური ესეს შედგენის უნარ-ჩვევების განვითარებას. ასევე, გაივლით TOEFL-ის სტრატეგიასა და გამოცდისათვის ფსიქოლოგიურ მზადებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მაღალი ქულის მიღების ალბათობას. /სასაუბრო ინგლისურის კურსები/ მიემგზავრებით საზღვარგარეთ და გჭირდებათ პრაქტიკული ინგლისური? ბრიტანულ სივრცეში’’ ფუნქციონირებს საკვირაო სასაუბრო ინგლისური ენის კლუბი . კურსებს წაიყვანენ გამოცდილი სერთიფიცირებული პედაგოგები. თქვენ დაგხვდებათ სასიამოვნო და მეგობრული გარემო. ყველა კატეგორიის კურსისთვის შესაძლებელია როგორც ტრადიციული, ასევე ონლაინ მეცადინეობები.

ლევან თოფურიძე
599-25-**-**
პრო
მოვამზადებ ინგლისურში
eyeნანახი
მოვამზადებ ინგლისურში

მოვამზადებ ინგლისურ ენაში: სტუდენტებს, აბიტურიენტებს, ემიგრანტებს, მაღალი კლასის მოსწავლეებს და ნებისმიერ მსურველს ინდივიდუალური მიდგომით და სპეციფიურად მორგებული პროგრამით. შევასწავლი როგორც სასაუბრო, ასევე აკადემიურ ინგლისურს თანამედროვე ტესტებისა და აუდიო- ვიდეო მასალის გამოყენებით, TOEFEL, IELTS სასწავლო და ტესტირების პროგრამებით, ასევე დამატებითი სავარჯიშოებით და ლიტერატურით. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სწორად მეტყველებას და ინტონაციას. განათლება და გამოცდილება მიღებული მაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში. დეტალეტზე ინდივიდუალურად გავისაუბრებთ. მოვამზადებ ონლაინ ან ადგილზე მისვლით (გააჩნია ლოკაციას). 8 გაკვეთილის ღირებულება 250 ლარი.

ტელეფონი

ინგლისურის გაკვეთილები ქართულად

თუ ინგლისურის გაკვეთილებს ეძებთ ქართულად,  ჩვენი ვებგვერდი დაგეხმარებათ შეარჩიოთ საუკეთესო ალტერნატივა.   ვებგვერდზე servisebi.ge თავმოყრილია ინგლისურის მასწავლებლების, კურსების და სასწავლო ცენტრების შეთავაზებები, რომლებიც ქართულ ენაზე შეგასწავლიან ინგლისურ ენას. ინგლისური ენის შესწავლა ქართულად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ნულიდან იწყებს სწავლებას და დამწყების დონიდან უნდა მისი შესწავლა,  ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი პედაგოგის მოძიება და თქვენზე მორგებული სასწავლო პროგრამის დაგეგმვა.

ინგლისურის გაკვეთილების გავლა შეგიძლიათ როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად. შეგიძლიათ შეარჩიოთ სწავლების ტიპი, აირჩიოთ მასწავლებელთან მისვლა,  მიღება ბინაზე ან სწავლება ონლაინ რეჟიმში.  ნებისმიერ შემთხვევაში, გაკვეთილები იქნება მაქსიმალურად მორგებული თქვენს საჭიროებებს, შრომისა და მონდომების შედეგად კი აუცილებლად მიაღწევთ დასახულ მიზნებს.
ინგლისური ენის შესწავლა
ინგლისური ენის შესწავლა

მოვამზადებ ბავშვებს ინგლისურ ენაში II-VII კლასის ჩათვლით. გაკვეთილის ხანგრძლივობა: 60 წუთი გაკვეთილების რაოდენობა: თვეში 8 გაკვეთილი ღირებულება:120 ლარი მისამართი: ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი (დიდუბის მეტროდან 7-10 წუთის ფეხით სავალი გზაზე). ცოტაოდენი ჩემს შესახებ: ვასწავლიდი ბავშვებს ინგლისურ ენასა და კულტურას ამერიკულ კუთხეში. მაქვს ინგლისურ ენაზე მიღებული განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც გაცვლითი პროგრამის (FLEX) გამარჯვებულს. ასევე, როოგრც Erasmus Mundus-ის გაცვლითი პროგრამის გამარჯვებული 1 წლის განმავლობაში ვსწავლობდი ინგლისურ ენაზე ევროპაში. ჩემს მიერ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მოხმარდება თქვენი პატარების სრულფასოვანი ცოდნის მიღებასა და წარმატებული მომავლისათვის საფუძვლის ჩაყრას.

ინგლისური ენის რეპეტიტორი
ინგლისური ენის რეპეტიტორი
5.0
| 1 შეფასება

გამარჯობა, მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს ინგლისურში. ✏️ გაკვეთილები ჩატარდება როგორც ჯგუფებში, ისე ინდივიდუალურად, დისტანციურად. ✏️ მაქვს ბავშვებთან მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება, როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში; ✏️ დავამთავრე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) წითელ დიპლომზე 2021 წელს (განათლების, ჰუმანიტარული და მეცნიერებების სკოლა) - საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით; ✏️ სწავლის პარალელურად გავდიოდი სტაჟირებას ჯორჯ მარშალის სახელობის კურსდამთვარებულთა კავშირში, საქართველო, საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრში (George Marshall Alumni Association, Georgia, Center for International and Security Studies). სწავლის დასრულების შემდეგ გავემგზავრე გერმანიაში, სადაც ვსწავლობდი და ვმუშაობდი გერმანულ საბავშვო ბაღში. როგორც სკოლის დამამთავრებელი წლების პერიოდში, ისე სტუდენტობის პერიოდში, ვამზადებდი სკოლის მოსწავლეებს ინგლისურ ენაში; ✅მაქვს ამერიკულ არასამთავრობო ორგანიაზებში მუშაობის გამოცდილება, რამაც ხელი შეუწყო ამერიკული კულტურისა და ენის ცოდნის განვითარებასა და პრაქტიკაში უფრო მეტად დახვეწას.

certificates icon სერტიფიკატი
ინგლისურ ენაში მომზადება.
eyeნანახი
ინგლისურ ენაში მომზადება.

ვარ კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის სტუდენტი 90%-იანი დაფინანსებით. ინგლისურის დონე - უმაღლესი. გავლილი მაქვს პროფესიული ინგლისური ენის კურსები P1, P2, P3, P4. გამოცდილება მაქვს: 1) მოსწავლეების მომზადებაში; 2) უმაღლესი კატეგორიის 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში: შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი და პარაგრაფ თბილისი სითი. მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ინგლისურ ენაში. ჩატარდება გაკვეთილები ინდივიდუალურად, მორგებული იქნება ყველაფერი მოსწავლის საჭიროებებზე, კონცენტრაცია იქნება გამახვილებული არამარტო სკოლის დონეზე, არამედ სასაუბრო უნარ-ჩვევების განვითარებაზე. 8 გაკვეთილის ღირებულება - 150 ლარი, ხანგრძლივობა 60-90 წუთი (მორგებული იქნება მოსწავლის საჭიროებებზე). თბილი და მაქსიმალურად კომფორტული გარემო

ვამზადებ ბავშვებს ინგლისურ ენაში
ვამზადებ ბავშვებს ინგლისურ ენაში

დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი (ინგლისური ფილოლოგია) ამჟამად ვსწავლობ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებზე. ვამზადებ ბავშვებს ინგლისურ ენაში ხარისხიანად და გარანტიით. მართლწერის, გრამატიკის, ლექსიკური მარაგის, კარნახის და ტესტირებულ დავალებებზე მუშაობა და სხვა უნარ-ჩვევების გამომუშავება. გავივლით მსოფლიო ლიტერატურას, ასევე What a World, What a Life, Round Up, Destination და სხვა, რაც ბავშვს ეხმარება საგამოცდო ტესტებზე მუშაობაში. კონცენტრირებული ვიქნებით კლასგარეშე დავალებებზე,ყოველი რვა გაკვეთილის შემდეგ ჩავატარებთ ტესტირებას და გავაკეთებთ შემაჯამებელ დავალებებს,რაც მოიცავს არა მხოლოდ საწერ,არამედ მოსასმენ დავალებებსაც. 1-3 კლასის ჩათვლით 120 ლარი; 4-6კლასის ჩათვლით 140 ლარი; 7-10 კლასი 150 ლარი ლარი; 11 კლასი 170 ლარი; 12 კლასი 180 ლარი. გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 საათი და 10 წუთი , კვირაში 2-ჯერ. მეტროსთან ახლოს მდებარეობის შემთხვევაში შესაძლებელია ბინაზე მისვლაც. თანხას ავიღებ თვის იმ რიცხვში რა რიცხვშიც დავიწყებთ მეცადინეობას ანუ მითითებულია ყოველთვიური გადასახადი.

ინგლისურის გაკვეთილები უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ახალი ენის შეძენის საშუალება.

ინგლისური ენის გაკვეთილები გადამწყვეტ როლს თამაშობს ადამიანების ენობრივი შესაძლებლობების გაღრმავებაში,  ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარებაში და საშუალებას გაძლევთ დღევანდელი, გლობალური სამყაროს ნაწილი გახდეთ. არ აქვს მნიშვნელობა რა  მიზნობრიობით სწავლობთ ინგლისურ ენას, მისი სარგებელი განუზომელად დიდია.  

უპირველეს ყოვლისა, ინგლისური ენის გაკვეთილები მოითხოვს დამუშავებულ მიდგომას ინდივიდუალურად მოსწავლის მიმართ. სწავლების  კარგად შემუშავებული გეგმის საშუალებით მოსწავლეები ეცნობიან გრამატიკას, ლექსიკას და სინტაქსს, აუმჯობესებენ წერით და სასაუბრო უნარებს.   ეს ფუნდამენტური ცოდნა გიქმნით  საფუძველს ეფექტური კომუნიკაციისთვის, რაც საშუალებას მოგცემთ გამოხატოთ თქვენი აზრები მკაფიოდ და ლაკონურად.

ტექნიკური მახასიათებლების გარდა, ინგლისური ენის გაკვეთილები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კულტურული ცნობიერების ამაღლებას. ინგლისური ენა არის ერთგვარი ხიდი, რომელიც აკავშირებს სხვადასხვა ლინგვისტური და კულტურული წარმოშობის ადამიანებს. ინგლისური ენის შესწავლა საშუალებას აძლევს ადამიანებს შეისწავლონ ინგლისურენოვან ქვეყნებში წარმოებული ლიტერატურა, ხელოვნება და მედია, მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა პერსპექტივებისა და ცხოვრების სტილის შესახებ. ეს შესაძლებლობა არა მხოლოდ ამდიდრებს ადამიანის გაგებას სამყაროს შესახებ, არამედ ხელს გვიწყობს ყველა იმ მოვლენის და სიახლის თანამონაწილე გავხდეთ, რაც მსოფლიოში ხდება.

ბევრი მრავალეროვნული კომპანია და ორგანიზაცია აწარმოებს ბიზნესს ინგლისურ ენაზე, რაც ინგლისური ენის  ცოდნას კარიერული წინსვლისთვის საჭირო უნარად აქცევს. ინგლისური ენის გაკვეთილები პროფესიონალურ გარემოში ეფექტური კომუნიკაციის უნარს განიჭებთ, იქნება ეს წერილობითი მიმოწერის, პრეზენტაციების თუ მოლაპარაკებების გზით. ენის ეს ცოდნა აძლიერებს დასაქმების შესაძლებლობას და ხსნის საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
ინგლისურის ცოდნა დიდ როლს თამაშობს ასევე აკადემიურ საქმიანობაში. მისი  ცოდნა, ხშირად, აუცილებელი მოთხოვნაა მთელს მსოფლიოში ცნობილ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მისასვლელად. აკადემიური მასალები, კვლევითი პუბლიკაციები და სამეცნიერო დისკუსიები ძირითადად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. ამიტომ, ენის ძლიერი ცოდნა აუცილებელია აკადემიური წარმატებისთვის.
გარდა ამ პრაქტიკული უპირატესობებისა, ინგლისური ენის გაკვეთილები ხელს უწყობს პიროვნულ ზრდას და თავდაჯერებულობას. როდესაც ადამიანები უფრო და უფრო კარგად ფლობენ ინგლისურს, ისინი იძენენ თავდაჯერებულობას, რომ ჩაერთონ საუბრებში, გამოხატონ თავიანთი იდეები და აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა სოციალურ და პროფესიულ გარემოში. ეს გაზრდილი თვითდარწმუნება სცილდება ენობრივ უნარებს და დადებითად მოქმედებს პიროვნულ განვითარებაზე.
უცხო ენის შესწავლა მარტივი არ არის, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე.   სწავლების ნულიდან დასაწყებად მოიძიეთ ინგლისურის გაკვეთილები ქართულად და გადადგით უდიდესი ნაბიჯი წარმატებისკენ.  დამწყებთათვის უცხო ენის შესწავლა მშობლიურ ენაზე ბევრად ამარტივებს სწავლების პროცესს. 
 
 გახსოვდეთ, ინგლისურის გაკვეთილები უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ახალი ენის შეძენის საშუალება; ეს კარიბჭეა შესაძლებლობების სამყაროში. კომუნიკაციის უნარების გაღრმავებიდან დაწყებული, კულტურული ცნობიერების ამაღლებასა და პროფესიული განვითარებამდე. ინგლისური ენის შესწავლის სარგებელი უზარმაზარი და მუდმივია, რომელიც ხასიათდება გლობალური კავშირებითა და პიროვნული ზრდით.