განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

მოსწავლეებისა და აბიტურიენტების მომზადება ისტორიაში

აღწერა

ვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ისტორიაში. რამოდენიმე სიტყვით გაგაცნობთ ჩემს განათლებასა და გამოცდილებას: 2015-2019 წლებში ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დავამთავრე ისტორიის ბაკალავრის ხარისხით. 2019 წელს ამავე უნივერსიტეტში განვაგრძე სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე - ძველი ენები და ცივილიზაციები, რომელიც დავასრულე 2021 წელს. ვარ სერთიფიცირებული მასწავლებელი უფროსი მასწავლებლის სტატუსით. ამჟამად ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას და მოხარული ვარ, რომ შემიძლია ჩემი გამოცდილება და ცოდნა გავუზიარო არა მხოლოდ ჩემ მოსწალეებს სკოლაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. თუ გსურთ, ერთად გავხადოთ ისტორიის სწავლა-სწავლების პროცესი მეტად მრავალფეროვანი, საინტერესო და, რაც მთავარია, ნაყოფიერი, შეგიძლიათ, დამიკავშირდეთ ჩემს საკონტაქტო ნომერზე. გაკვეთილები ტარდება: ● ჯგუფურად (ჯგუფი შედგება არაუმეტეს 4 მოსწავლისგან); ● ინდივიდუალურად; ● იმ შემთხვევაში, თუკი ონლაინ გაკვეთილებზე თავს მეტად მოხერხებულად და კომფორტულად გრძნობთ, შეგიძლიათ, დარეგისტრირდეთ ონლაინ კურსზე; დამატებითი ინფორმაციისთვის: ჩემი მომავალი მოსწავლეებისთვის ყოველთვის უსასყიდლოდ ვატარებ პირველ საცდელ გაკვეთილს, სადაც მოსწავლეს ვაცნობ ჩემი მუშაობის სპეციფიკას, რის შემდეგაც ის თავად წყვეტს, რამდენად შეესაბამება მისი ინტერესები და სურვილები ჩემი პედაგოგიური მუშაობის მეთოდებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, სურს თუ არა ჩემთან თანამშრომლობის გაგრძელება. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში,შეგიძლიათ მომწეროთ ან დამირეკოთ მითითებულ ნომერზე. გისურვებთ წარმატებებს!

clock icon
ორშ / პარ
18:00 - 22:00
შაბათი
12:00 - 22:00
კვირა
12:00 - 22:00

მდებარეობა

location pin icon
თბილისი, გლდანი

გადახდის მეთოდები

Cash Payment icon ნაღდი ფულით
Transfer Payment icon გადარიცხვით

განათლება / სერტიფიკატი

certificate icon
ბაკალავრის დიპლომი
2015-09-17 - 2019-07-17
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
certificate icon
მაგისტრის დიპლომი
2019-09-14 - 2021-07-15
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სიძველეთმცოდნეობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი
certificate icon
მასწავლებლის გამოცდის დამადასტურებელი სერთიფიკატი
2019-09-04 - 2019-09-04
ცნობა მიღებულია მასწავლებლის საგნობრივი გამოცდის წარმატებით დასრულების შედეგად.
შეფასება
star icon for user review star icon for user review star icon for user review star icon for user review star icon for user review

მიიღე მომსახურება? შეაფასე მეგი ბერიკიშვილი

მსგავსი განცხადებები
პრო

ისტორიის რეპეტიტორი

მოვამზადებ მოსწავლეებს ისტორიაში, როგორც სასკოლო გამოცდებისთვის, ისე - ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. განათლება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის მიმართულება. თავისუფალი უნივერსიტეტი: სოციალური მეცნიერებების მაგისტრი. სწავლების გამოცდილება მიღებული მაქვს ესპანეთის ქ. ბარსელონაში საგრადა ფამილიასა და ფუნდასიო ქოისეროლას სკოლაში. მიღებული მაქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო და სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში. დაწერილი მაქვს არაერთი სამეცნიერო კვლევა. სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებით. აქცენტი კეთდება როგორც ფაქტოლოგიაზე, ისე - თითოეული ეპოქის ნათლად აღქმასა და გაგებაზე. ამისათვის ვიყენებ თანამედროვე წყაროებს, აგრეთვე - რუკებსა და სხვა ვიზუალურ მასალებს, რაც ხელს უწყობს, როგორც უფრო მეტ ჩართულობას სწავლის პროცესში, საკითხისადმი განსხვავებული და სიღრმისეული მიდგომის განვითარებას. სისტემატიურად ჩატარდება შემაჯამებელი ტესტები, რომლის პასუხების მიხედვითაც გამოიკვეთება მოსწავლის სისუსტე კონკრეტულ ეპოქაში. პრობლემის აღმოსაფხვრელად ტესტები განხილული იქნება გაკვეთილზე. მოსწავლის მხრიდან სათანადო პასუხისმგებლობის გამოჩენის შემთხვევაში, წარმატებული შედეგი გარანტირებულია. დამატებით დეტალებზე შეგიძლიათ დამირეკოთ მითითებულ მობილურის ნომერზე, ან whatsapp-ზე.

შეფასება 5.0 , 3 შეფასება
1 სერტიფიკატი,

მომზადება ისტორიაში

მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს ისტორიაში, სახლში მისვლით ან ონლაინ, ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი, მაქვს მაღალი აკადემიური მოსწრება, ვარ შედეგებზე ორიენტირებული, ჩემთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეს კარგად გავაცნო და შევაყვარო ეს საგანი. ფასზე და სხვა დეტალებზე დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე

ისტორის მასწავლებელი

მოგესალმებით! მე ვარ რობი სეფიაშვილი, პოლიტიკის მეცნიერების მე-4 კურსის სტუდენტი და შევასწავლი სკოლის მოსწავლებს ისტორიას. შევასწავლი, როგორც ადგილზე მოსვლით, ასევე ონლაინ. მაქვს გამოცდილება, როგორც ისტორის რეპეტიტორობის, ასევე სამოქალაქო განათლების რეპეტიტორობის ბონუსად შემიძლია ვამეცადინო ზემოთხსენებულ საგანშიც. ასევე მაქვს გამოცდილება არაფორმალური განათლების სფეროში ტრენინგებსა და დებატებში. ფასი: 25₾(ერთი გაკვეთილი) თვეში 8-გაკვეთილი; გაკვეთილის ხანგძლივობა - 90წთ (1საათი და 30წუთი);

ისტორიის რეპეტიტორი

მოვამზადებ მოსწავლეებს ისტორიაში, როგორც სასკოლო, ასევე - ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვისა და მასწავლებლის გამოცდისთვის. განათლება: ბაკალავრი - ივანე ჯავახივილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიმართულება - ისტორია. მაგისტრატურა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლების ადმინისტრირება. ვარ მოქმედი პედაგოგი, სკოლაში 7+ წლიანი სამუშაო გამოცდილებით, დადასტურებული მაქვს საგნობრივი კომპეტენცია ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში, ასევე გავლილი მაქვს მასწავლებლის მომზადების პროგრამა. გაკვეთილებზე ვიყენებ მრავალფეროვან მასალებს, რუკებს, წყაროებს, ილუსტრაციებს, პრეზენტაციებს, ვიდეო/აუდიო მასალებს და ყოველი თემის მიხედვით შედგენილ საგამოცდო ტესტურ მასალებს. გაკვეთილები იქნება ინტერაქციული და საინტერესო. სწავლება მიმდინარეობს ონლაინ და ოფლაინ რეჟიმში. დეტალებისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

მომზადება ისტორიაში თანამედროვე სტანდარტებით

ისტორია დროში მოგზაურობაა. გთავაზობთ დროში თავდაუვიწყარ მოგზაურობას, რომელიც მოგცემთ საშუალებას ჩააბაროთ ერთიანი ეროვნული გამოცდებები და ჩამოყალიბდეთ თავისუფლად მოაზროვნე სამოქალაქო პირი. რატომ უნდა იმეცადინოთ ანუკასთან ? 1. გექნებათ მეგობრული, წარმატებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო. 2. განათლებით ვარ ტელე-კინო-ვიდეო რეჟისორი და ისტორიკოსი. 3. ვარ ისტორიის სერტიფიცირებული, მოქმედი მასწავლებელი. 4. მაქვს მოსწავლეებთან და სტუდენტებთან 14 წლიანი სამუშაო გამოცდილება. 5. სწავლების პროცესში ვიყენებ თანამედროვე მეთოდებს, სადაც აქცენტები კეთდება არა ფაქტების დაზეპირებაზე, არამედ კონკრეტული ეპოქის აღქმასა და გააზრებაზე. ამისათვის სწავლების დროს თეორიულ მასალასთან ერთად ვიყენებ სხვადასხვა ტიპის ვიზუალურ მასალას, დოკუმენტურ და მხატვრულ მოკლემეტრაჟიან ფილმებს, რუკებს და სხვა ინტერნეტ რესურსებს. 6. თანამედროვე მეთოდებით სწავლება იწვევს მაღალ მოტივაციას, ინტერესსა და საბოლოოდ საკითხის სიღრმისეულ ცოდნას. 7. გაკვეთილის პროცესში პერიოდულად განვიხილავთ და ვაკეთებთ ეროვნულ გამოცდების ტესტებთან მაქსიმალურად მიახლოებულ მოდელირებულ ტესტის ვარიანტებს და ეროვნულ გამოცდების ტესტებს.

შეფასება 5.0 , 3 შეფასება

მოვამზადებ ისტორიაში სკოლის მოსწავლეებს.

ვარ ისტორიის მესამე კურსის სტუდენტი ,ასევე ჩაბარებული მაქვს მასწავლებლის გამოცდა .მოვამზადებ ისტორიაში სკოლის მოსწავლეებს. ჩემი სწავლის მეთოდი გათვლილია ხარისხზე .დავეხმარები მოსწავლეს ნებისმიერი საგაკვეთილო საკითხის სიღრმისეულ გააზრებაში . ერთი გაკვეთილის ფასი არის 30ლარი ,რომელიც გრძელდება ერთ საათსა და 30 წუთს . გაკვეთილის რაოდენობა დამოკიდებულია მოსწავლის საჭიროებაზე.

მომზადება ისტორიაში

ვამზადებ აბიტურიენტებს/მოსწავლეებს ისტორიაში. დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვარ უფროსი მასწავლებელი. მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება. მეცადინეობების ხანგრძლივობაა 1,5-2 საათი, ეს დამოკიდებულია მასალასა და მოსწავლის მიერ მის ათვისებაზე. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ხოლო ყოველ მეორე კვირას იქნება ეროვნულის ფორმატის შემაჯამებელი წერა. მასალა შედგენილია შესაბამისი სასწავლო პროგრამის მიხედვით. ხშირად გვექნება განვლილი მასალის პატარა ტესტირებები. მოსწავლეების მიერ მონდომების, მიზანდასახულობის გამოჩენის შემთხვევაში, წარმატებული შედეგი გარანტირებულია. სურვილისამებრ მეცადინეობების ჩატარება შესაძლებელია ონლაინ ფორმატშიც.

მომზადება ისტორიაში

დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის მიმართულებით. ვარ უფროსი მასწავლებელი, ამჟამად ვმუშაობ სკოლაში. მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის გამოცდილება. საგაკვეთილო პროცესის დროს მაქსიმალური ყურადღბა დაეთმობა ეროვნულ გამოცდაზე არსებული დავალებების დამუშავებას. გაკვეთილის მსვლელობისას გამოყენებული იქნება თანადროული ეპოქის წყაროები და რუკები. ყოველი თვის ბოლოს ჩატარდება ეროვნული გამოცდების ფორმატის ტესტი. აბიტურიენტის მხრიდან სათანადო მოტივაციისა და მაღალი პასუხისმგებლობის შემთხვევაში სასურველი შედეგი გარანტირებულია! კვირაში ორი დღე.

ვამზადებ ისტორიაში აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს ონლაინ.

მოვამზადებ აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს ისტორიაში. მოვამზადებ საქართველოს და მსოფლიო ისტორიაში, სკოლის მოსწავლეებს, ისტორიის შესწავლის მსურველებს და აბიტურიენტებს.ვამზადებ თანამედროვე პრინციპით. გათვალისწინებული იქნება ეროვნული გამოცდის პროგრამის ყველა საკითხი. გაკვეთილები ჩატარდება, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. მეცადინეობა ჩატარდება კვირაში სამჯერ, ოთხჯერ საჭიროების შემთხვევაში. ვამზადებ ქალაქ ქუთაისში, ბუკიას N 7, მეცადინეობა შესაძლებელია დისტანციური ფორმატით.

ისტორიის რეპეტიტორი

ვარ ისტორიის მაგისტრი, სერთიფიცირებული ისტორიის მასწავლებელი, მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს და აბიტურიენტებს მაღალი ქულის გარანტიით, მაქვს გამოცდილება. მომზადება შესაძლებელი იქნება როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფში, ონლაინ რეჟიმში. ფასი შეთანხმებით.

ისტორიაში მომზადება / ისტორიის რეპეტიტორი

ვარ ისტორიის პროფესორი,მაქვს დაწერილი რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი, მაქვს პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, როგორც სკოლაში, ასევე - უმაღლეს სასწავლებელში. მოვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიაში, როგორც საქართველოს, ასევე - მსოფლიო ისტორიაში. გაკვეთილები ჩატარდება ჩემს ბინაში მისამართი - ბახტრიონი, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქ. კორპუსი 15, ბინა 18

ინდივიდუალური მომზადება ისტორიაში

ინტენსიური ინდივიდუალური კურსი ისტორიაში, როგორც მოსწავლეების ისე აბიტურიენტებისათვის. ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, გავლილი მაქვს საგნობრივი კომპეტენციის გამოცდა. კვირაში 3 გაკვეთილი, ხანგრძლივობა 1.5 სთ, როგორც ადგილზე მისვლით ასევე ონლაინ რეჟიმში. კურსის ღირებულება 100 ლარი