განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

მოვამზადებ ისტორიაში აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს

აღწერა

მოგესალმებით, მეგობრებო. გადავწყვიტე, ახალი სასწავლო წლიდან კვლავ ავიყვანო აბიტურიენტთა ჯგუფები ისტორიის ეროვნული გამოცდისთვის მოსამზადებლად მოკლედ მოგახსენებთ ჩემზე: ვარ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. ასევე ვარ ნიუტონის თავისუფალი სკოლის ისტორიის მასწავლებელი. ვარ ისტორიის კლუბი "სამანის" თანადამფუძნებელი. ვარ რამდენიმე სამეცნიერო-პოპულარული სტატიის ავტორი და თანაავტორი ასევე 10-მდე მოხსენება მაქვს წარდგენილი სხვადახვა სტუდენტურ-სამეცნიერო კონფერენციაზე (მათ შორის საერთაშორისოზე) რამდენჯერმე მოპოვებული მაქვს სახელმწიფო სტიპენდია. ჩემი მეთოდებით და იმ მაღალი სტანდარტით, რასაც ჩემს თავს და მოსწავლეებს ვუწესებ, მოწადინებულ აბიტურიენტს ზედმეტი ნერვიულობის გარშე შეუძლია საგრანტო ქულის აღება. მთელი წლის განმავლობაში ჩემივე შედგენილი ტესტებით შევაჯამებთ და გამოვიყენებთ დაგროვილ ცოდნას. ჩემი მოსწავლეები დამეთანხმებიან, რომ ეროვნულის ტესტი უადვილესად მოგეჩვენებათ, იმასთან, რასაც ჩემთან დაწერთ. ჯგუფები გაკეთდება როგორც ონლაინ ფორმატში, ისე ჩემს ბინაში მოსვლით. ორივე ფორმატში სასიამოვნო გარემო დაგხვდებათ. გამონაკლისის სახით შესაძლებელია ინდივიდუალურად მომზადებაც. თანხაზე, გაკვეთილის რაოდენობაზე და სხვა ტექნიკური ხასიათის კითხვებზე, გთხოვთ დამირეკოთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე

clock icon
ორშ / პარ
10:00 - 19:00
შაბათი
09:00 - 21:00
კვირა
09:00 - 21:00
warranty icon
გარანტია
დიახ
loan icon
განვადება
დიახ

მდებარეობა

location pin icon
თბილისი, ვარკეთილი

გადახდის მეთოდები

Cash Payment icon ნაღდი ფულით
Card Payment icon ბარათით
Transfer Payment icon გადარიცხვით
მსგავსი განცხადებები
პრო

ისტორიის რეპეტიტორი

მოვამზადებ მოსწავლეებს ისტორიაში, როგორც სასკოლო გამოცდებისთვის, ისე - ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. განათლება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის მიმართულება. თავისუფალი უნივერსიტეტი: სოციალური მეცნიერებების მაგისტრი. სწავლების გამოცდილება მიღებული მაქვს ესპანეთის ქ. ბარსელონაში საგრადა ფამილიასა და ფუნდასიო ქოისეროლას სკოლაში. მიღებული მაქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო და სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში. დაწერილი მაქვს არაერთი სამეცნიერო კვლევა. სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებით. აქცენტი კეთდება როგორც ფაქტოლოგიაზე, ისე - თითოეული ეპოქის ნათლად აღქმასა და გაგებაზე. ამისათვის ვიყენებ თანამედროვე წყაროებს, აგრეთვე - რუკებსა და სხვა ვიზუალურ მასალებს, რაც ხელს უწყობს, როგორც უფრო მეტ ჩართულობას სწავლის პროცესში, საკითხისადმი განსხვავებული და სიღრმისეული მიდგომის განვითარებას. სისტემატიურად ჩატარდება შემაჯამებელი ტესტები, რომლის პასუხების მიხედვითაც გამოიკვეთება მოსწავლის სისუსტე კონკრეტულ ეპოქაში. პრობლემის აღმოსაფხვრელად ტესტები განხილული იქნება გაკვეთილზე. მოსწავლის მხრიდან სათანადო პასუხისმგებლობის გამოჩენის შემთხვევაში, წარმატებული შედეგი გარანტირებულია. დამატებით დეტალებზე შეგიძლიათ დამირეკოთ მითითებულ მობილურის ნომერზე, ან whatsapp-ზე.

შეფასება 5.0 , 3 შეფასება
1 სერტიფიკატი,

მომზადება ისტორიაში

მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს ისტორიაში, სახლში მისვლით ან ონლაინ, ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი, მაქვს მაღალი აკადემიური მოსწრება, ვარ შედეგებზე ორიენტირებული, ჩემთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეს კარგად გავაცნო და შევაყვარო ეს საგანი. ფასზე და სხვა დეტალებზე დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე

ისტორიაში მომზადება

მოვამზდებ აბიტურიენტებს 2025 წლის ისტორიის ერთიანი ეროვნული გამოცდისათვის. მომზადება შესაძლებელია ორ ლოკაციაზე: თემქა და ვარკეთილი. სურვილის შემთხვევაში მოვამზადებ დისტანციურადაც. მუშაობის პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ ფაქტობრივი ცოდნის დაუფლებასა და მსჯელობა-ანალიზის უნარის განვითარებაზე. ვიმუშაობთ კონკრეტული სავარჯიშოების სპეციფიკის გააზრებასა და მეთოდოლოგიის დაუფლებაზე. რაც მთავარია, გაკვეთილები იქნება საინტერესო, სახალისო და შედეგზე ორიენტირებული!!! მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის გამოცდილება. ჩემი მოსწავლეები გამოცდაზე მიღწეული მაღალი შედეგებით სწავლას აგრძელებენ უმაღლეს სასწავლებლებში. დავასრულე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულება უმაღლესი აკადემიური მოსწრებით. დამატებით პროგრამად გავიარე პედაგოგიკა - 60 კრედიტიანი პროგრამა, რამაც საშუალება მომცა დავუფლებოდი მოსწავლეებისათვის ცოდნის გადაცემის ოპტიმალურ მეთოდებს. 2021-2023 წლებში 100%-იანი დაფინანსებითა და უმაღლესი აკადემიური მაჩვენებლებით გავიარე შუა საუკუნეების ისტორიის სამაგისტრო პროგრამა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში. ვარ შუა საუკუნეების ისტორიის მაგისტრი. ამჟამად ვარ ამავე უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების დოქტორანტი. ჩაბარებული მაქვს მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა ისტორიაში. ვარ 176-ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი. ვარ სამეცნიერო სტატიების ავტორი და სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე. აბიტურიენტის მხრიდან სათანადო პასუხისმგებლობისა და მოტივაციის შემთხვევაში უმაღლესი შედეგი გარანტირებულია! 571010479.

ისტორიაში მომზადება

მოვამზადებ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ისტორიაში. დავასრულე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის ბაკალავრის ხარისხით. ამავე უნივერსიტეტში გავიარე სამაგისტრო პროგრამა, ამჟამად ვსწავლობ სადოქტორო საფეხურზე. ჩაბარებული მაქვს ისტორიის მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდა. მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. მეცადინეობა ტარდება კვირაში ორჯერ (თვეში 8 გაკვეთილი). გაკვეთილის ხანგრძლივობა 1,5-2 საათი. გამოცდამდე ერთი თვით ადრე კი კვირაში სამჯერ. საგაკვეთილო პროცესის დროს ვიყენებ მრავალფეროვან სასწავლო რესურსებს, რომლებიც მაქსიმალურადაა მორგებული მოსწავლის საჭიროებებზე. პირველივე გაკვეთილებიდან აბიტურიენტები დაიწყებენ მუშაობას ეროვნული გამოცდების ფორმატის მსგავს სავარჯიშოებსა და იმიტირებულ ტესტებზე. სააბიტურიენტო კურსის ღირებულება შეადგენს 150 ლარს.

მოვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიაში

მოვამზადებ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ისტორიაში ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კუსდამთავრებული, ისტორიის მაგისტრანტი და ისტორიის მოქმედი სერთიფიცირებული მასწავლებელი, აბიტურიენტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ(ხანგრძლივობა 1,5-2 სთ). სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებით: თეორიული მასალის უკეთ გასააზრებლად, გამოვიყენებთ სხვადასხვა ვიზუალურ წყაროებს, ვიდეორესურსებს, სისტემატიურად შევასრულებთ ერთიანი ეროვნული გამოცდების იმიტირებულ ტესტებს. დაინტერსებული პირები დამიკავშირდით.

ისტორის მასწავლებელი

მოგესალმებით! მე ვარ რობი სეფიაშვილი, პოლიტიკის მეცნიერების მე-4 კურსის სტუდენტი და შევასწავლი სკოლის მოსწავლებს ისტორიას. შევასწავლი, როგორც ადგილზე მოსვლით, ასევე ონლაინ. მაქვს გამოცდილება, როგორც ისტორის რეპეტიტორობის, ასევე სამოქალაქო განათლების რეპეტიტორობის ბონუსად შემიძლია ვამეცადინო ზემოთხსენებულ საგანშიც. ასევე მაქვს გამოცდილება არაფორმალური განათლების სფეროში ტრენინგებსა და დებატებში. ფასი: 25₾(ერთი გაკვეთილი) თვეში 8-გაკვეთილი; გაკვეთილის ხანგძლივობა - 90წთ (1საათი და 30წუთი);

ისტორიის რეპეტიტორი

მოვამზადებ მოსწავლეებს ისტორიაში, როგორც სასკოლო, ასევე - ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვისა და მასწავლებლის გამოცდისთვის. განათლება: ბაკალავრი - ივანე ჯავახივილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიმართულება - ისტორია. მაგისტრატურა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლების ადმინისტრირება. ვარ მოქმედი პედაგოგი, სკოლაში 7+ წლიანი სამუშაო გამოცდილებით, დადასტურებული მაქვს საგნობრივი კომპეტენცია ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში, ასევე გავლილი მაქვს მასწავლებლის მომზადების პროგრამა. გაკვეთილებზე ვიყენებ მრავალფეროვან მასალებს, რუკებს, წყაროებს, ილუსტრაციებს, პრეზენტაციებს, ვიდეო/აუდიო მასალებს და ყოველი თემის მიხედვით შედგენილ საგამოცდო ტესტურ მასალებს. გაკვეთილები იქნება ინტერაქციული და საინტერესო. სწავლება მიმდინარეობს ონლაინ და ოფლაინ რეჟიმში. დეტალებისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

მომზადება ისტორიაში თანამედროვე სტანდარტებით

ისტორია დროში მოგზაურობაა. გთავაზობთ დროში თავდაუვიწყარ მოგზაურობას, რომელიც მოგცემთ საშუალებას ჩააბაროთ ერთიანი ეროვნული გამოცდებები და ჩამოყალიბდეთ თავისუფლად მოაზროვნე სამოქალაქო პირი. რატომ უნდა იმეცადინოთ ანუკასთან ? 1. გექნებათ მეგობრული, წარმატებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო. 2. განათლებით ვარ ტელე-კინო-ვიდეო რეჟისორი და ისტორიკოსი. 3. ვარ ისტორიის სერტიფიცირებული, მოქმედი მასწავლებელი. 4. მაქვს მოსწავლეებთან და სტუდენტებთან 14 წლიანი სამუშაო გამოცდილება. 5. სწავლების პროცესში ვიყენებ თანამედროვე მეთოდებს, სადაც აქცენტები კეთდება არა ფაქტების დაზეპირებაზე, არამედ კონკრეტული ეპოქის აღქმასა და გააზრებაზე. ამისათვის სწავლების დროს თეორიულ მასალასთან ერთად ვიყენებ სხვადასხვა ტიპის ვიზუალურ მასალას, დოკუმენტურ და მხატვრულ მოკლემეტრაჟიან ფილმებს, რუკებს და სხვა ინტერნეტ რესურსებს. 6. თანამედროვე მეთოდებით სწავლება იწვევს მაღალ მოტივაციას, ინტერესსა და საბოლოოდ საკითხის სიღრმისეულ ცოდნას. 7. გაკვეთილის პროცესში პერიოდულად განვიხილავთ და ვაკეთებთ ეროვნულ გამოცდების ტესტებთან მაქსიმალურად მიახლოებულ მოდელირებულ ტესტის ვარიანტებს და ეროვნულ გამოცდების ტესტებს.

შეფასება 5.0 , 3 შეფასება

მოვამზადებ ისტორიაში სკოლის მოსწავლეებს.

ვარ ისტორიის მესამე კურსის სტუდენტი ,ასევე ჩაბარებული მაქვს მასწავლებლის გამოცდა .მოვამზადებ ისტორიაში სკოლის მოსწავლეებს. ჩემი სწავლის მეთოდი გათვლილია ხარისხზე .დავეხმარები მოსწავლეს ნებისმიერი საგაკვეთილო საკითხის სიღრმისეულ გააზრებაში . ერთი გაკვეთილის ფასი არის 30ლარი ,რომელიც გრძელდება ერთ საათსა და 30 წუთს . გაკვეთილის რაოდენობა დამოკიდებულია მოსწავლის საჭიროებაზე.

მომზადება ისტორიაში

ვამზადებ აბიტურიენტებს/მოსწავლეებს ისტორიაში. დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვარ უფროსი მასწავლებელი. მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება. მეცადინეობების ხანგრძლივობაა 1,5-2 საათი, ეს დამოკიდებულია მასალასა და მოსწავლის მიერ მის ათვისებაზე. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ხოლო ყოველ მეორე კვირას იქნება ეროვნულის ფორმატის შემაჯამებელი წერა. მასალა შედგენილია შესაბამისი სასწავლო პროგრამის მიხედვით. ხშირად გვექნება განვლილი მასალის პატარა ტესტირებები. მოსწავლეების მიერ მონდომების, მიზანდასახულობის გამოჩენის შემთხვევაში, წარმატებული შედეგი გარანტირებულია. სურვილისამებრ მეცადინეობების ჩატარება შესაძლებელია ონლაინ ფორმატშიც.

მომზადება ისტორიაში

დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის მიმართულებით. ვარ უფროსი მასწავლებელი, ამჟამად ვმუშაობ სკოლაში. მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის გამოცდილება. საგაკვეთილო პროცესის დროს მაქსიმალური ყურადღბა დაეთმობა ეროვნულ გამოცდაზე არსებული დავალებების დამუშავებას. გაკვეთილის მსვლელობისას გამოყენებული იქნება თანადროული ეპოქის წყაროები და რუკები. ყოველი თვის ბოლოს ჩატარდება ეროვნული გამოცდების ფორმატის ტესტი. აბიტურიენტის მხრიდან სათანადო მოტივაციისა და მაღალი პასუხისმგებლობის შემთხვევაში სასურველი შედეგი გარანტირებულია! კვირაში ორი დღე.

ვამზადებ ისტორიაში აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს ონლაინ.

მოვამზადებ აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს ისტორიაში. მოვამზადებ საქართველოს და მსოფლიო ისტორიაში, სკოლის მოსწავლეებს, ისტორიის შესწავლის მსურველებს და აბიტურიენტებს.ვამზადებ თანამედროვე პრინციპით. გათვალისწინებული იქნება ეროვნული გამოცდის პროგრამის ყველა საკითხი. გაკვეთილები ჩატარდება, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. მეცადინეობა ჩატარდება კვირაში სამჯერ, ოთხჯერ საჭიროების შემთხვევაში. ვამზადებ ქალაქ ქუთაისში, ბუკიას N 7, მეცადინეობა შესაძლებელია დისტანციური ფორმატით.