Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

აღწერა

ქართულ ენასა და ლიტერატურაში ვამზადებ, როგორც ფიზიკურ გარემოში, ისე დისტანციურად. გაკვეთილს გავუძღვები სწავლების ყველა საფეხურზე სერტიფიცირებული ფილოლოგი - თბილისის კერძო და საჯარო სკოლებში, სასწავლო ცენტრებში, აგრეთვე, გამოცდების ეროვნულ ცენტრში ესეების გამსწორებლად მუშაობის გამოცდილებით; მაქვს 10 კრედიტზე ჩაბარებული 4 სასერტიფიკაციო გამოცდა: 1. ქართული ენა I-VI; 2. ქართული ენა VII-XII; 3. პროფესიული უნარები; 4. ქართული ენა არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის; ელექტრონულ ჯგუფში ატვირთული მაქვს აბიტურიენტების სამუშაოდ ყველა საჭირო მასალა (საანალიზო და სარედაქტირო ტექსტები, ტესტები, მაღალქულიანი ესეები, ლიტ. თეორიისა და ლიტ. მიმდინარეობების საკითხები და სხვ.); გაკვეთილის ფორმატი: ინდივიდუალური და ჯგუფური (ჯგუფში არაუმეტეს 4 მოსწავლის); პირველი საცდელი გაკვეთილი ჩატარდება ანაზღაურების გარეშე; გამოცდამდე, ერთი თვის განმავლობაში, კვირაში დამატებითი ორი გაკვეთილი ჩატარდება ანაზღაურების გარეშე. გისურვებთ წარმატებებს!

სწავლების მიმართულება  icon
სწავლების მიმართულება
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები (I - VI კლასი) საბაზო საფეხურის მოსწავლეები (VII - X კლასი) ზოგადი კურსი
სწალების ფორმატი icon
სწალების ფორმატი
ონლაინ ოფლაინ ინდივიდუალური მეცადინეობა ჯგუფური მეცადინეობა
clock icon
ორშ / პარ
09:00 - 23:00
შაბათი
09:00 - 23:00
კვირა
09:00 - 23:00
warranty icon
გარანტია
დიახ

მდებარეობა

თბილისი, პეტრე ქავთარაძის 64
location pin icon
თელავი, დავით აღმაშენებლის გამზირი I შეს. N6

გადახდის მეთოდები

Transfer Payment icon გადარიცხვით

განათლება / სერტიფიკატი

certificate icon
უფროსი მასწავლებელი
2008-08-08 - 2014-07-02
სერტიფიცირებული ფილოლოგი
შეტყობინება

თუ განცხადება შეიცავს არასწორ ინფორმაციას გთხოვთ შეატყობინოთ საიტის ადმინისტრაციას, მადლობას გიხდით აქტიურობისთვის.

თქვენი უკუკავშირი მიღებულია.

დაფიქსირდა შეცდომა.

სილიკონის ჭურჭლის საშრობი - წყალგამძლე და პრაქტიკული დიზაინი სურათი
20₾
სილიკონის ჭურჭლის საშრობი - წყალგამძლე და პრაქტიკული დიზაინი
კექსის სილიკონის საცხობი ფორმა - 6-ცალიანი ნაკრები, მაღალი ტემპერატურის გამძლე, ვარდისფერი სურათი
11₾
კექსის სილიკონის საცხობი ფორმა - 6-ცალიანი ნაკრები, მაღალი ტემპერატურის გამძლე, ვარდისფერი
ცომისთვის დასაფენი ხალიჩა - სილიკონის მასალა, ზომების მონიშნული ნიშნულებით სურათი
20₾
ცომისთვის დასაფენი ხალიჩა - სილიკონის მასალა, ზომების მონიშნული ნიშნულებით
კექსის სილიკონის საცხობი ფორმები - 6-ცალიანი ნაკრები, მაღალი ტემპერატურის გამძლე, იასამნისფერი სურათი
11₾
კექსის სილიკონის საცხობი ფორმები - 6-ცალიანი ნაკრები, მაღალი ტემპერატურის გამძლე, იასამნისფერი
მეტალის თერმოსი ARSHIA SF110 2494 530ML 26105 სურათი
39₾ 44₾
მეტალის თერმოსი ARSHIA SF110 2494 530ML 26105
საცვლების სარეცხი ბადე • იცავს დეფორმაციისგან • კომფორტული და გამძლე სურათი
12₾
საცვლების სარეცხი ბადე • იცავს დეფორმაციისგან • კომფორტული და გამძლე
საკიდი ორგანაიზერი საცვლებისთვის - ორმხრივი დიზაინი, 15 განყოფილებით სურათი
21₾
საკიდი ორგანაიზერი საცვლებისთვის - ორმხრივი დიზაინი, 15 განყოფილებით
ნიორის საჭყლეტი - უჟანგავი რკინის მასალა, მრგვალი ფორმა და მარტივი გამოყენება სურათი
15₾ 20₾
ნიორის საჭყლეტი - უჟანგავი რკინის მასალა, მრგვალი ფორმა და მარტივი გამოყენება
პლასტმასის დრეკადი საჭრელი დაფა • ეკოლოგიურად სუფთა მასალა • კომფორტული და მოსახერხებელი სურათი
10₾
პლასტმასის დრეკადი საჭრელი დაფა • ეკოლოგიურად სუფთა მასალა • კომფორტული და მოსახერხებელი
მეტალის თერმოსი ARSHIA BF133 2492 1000ML 26101 სურათი
51₾ 57₾
მეტალის თერმოსი ARSHIA BF133 2492 1000ML 26101
დასაკეცი საწური - კომპაქტური და მრავალფუნქციური დიზაინი, წითელი სურათი
11₾
დასაკეცი საწური - კომპაქტური და მრავალფუნქციური დიზაინი, წითელი
ნაყინის სილიკონის ფორმა - 4-უჯრიანი, ადვილად გამოსაყენებელი და ეკომეგობრული სურათი
15₾
ნაყინის სილიკონის ფორმა - 4-უჯრიანი, ადვილად გამოსაყენებელი და ეკომეგობრული
სამზარეულოს მაკრატელი - უჟანგავი ფოლადის პირებით და ერგონომიული ტარით, მწვანე სურათი
10₾
სამზარეულოს მაკრატელი - უჟანგავი ფოლადის პირებით და ერგონომიული ტარით, მწვანე
უჟანგავი რკინის სახეხი - მრავალფუნქციური, კომფორტული და გამძლე სურათი
7₾
უჟანგავი რკინის სახეხი - მრავალფუნქციური, კომფორტული და გამძლე
ორცხობილების ამოსაჭრელი ფორმები - 5-ცალიანი ნაკრები, უჟანგავი რკინის მასალა სურათი
9₾
ორცხობილების ამოსაჭრელი ფორმები - 5-ცალიანი ნაკრები, უჟანგავი რკინის მასალა
ოთხკუთხედი ყინულის ფორმა - 12 უჯრით, სილიკონის ძირით ადვილად ამოსაღებად, წითელი სურათი
10₾
ოთხკუთხედი ყინულის ფორმა - 12 უჯრით, სილიკონის ძირით ადვილად ამოსაღებად, წითელი
საპურე კონტეინერი - პლასტმასის ეკომეგობრული დიზაინი ჰერმეტული დახურვით სურათი
35₾
საპურე კონტეინერი - პლასტმასის ეკომეგობრული დიზაინი ჰერმეტული დახურვით
ფეხსაცმლის სარეცხი ბადე - იცავს დაზიანებისა და დეფორმაციისგან, კომფორტული და გამძლე სურათი
11₾
ფეხსაცმლის სარეცხი ბადე - იცავს დაზიანებისა და დეფორმაციისგან, კომფორტული და გამძლე
ცომის დეკორატიული საჭრელი კომპლექტი - 3 ფორმის საჭრელი, იასამნისფერი სურათი
8₾
ცომის დეკორატიული საჭრელი კომპლექტი - 3 ფორმის საჭრელი, იასამნისფერი
რკინის საწრუპი ცივი ყავისთვის • ეკომეგობრული და მრავალჯერადი გამოყენების დიზაინი სურათი
8₾
რკინის საწრუპი ცივი ყავისთვის • ეკომეგობრული და მრავალჯერადი გამოყენების დიზაინი
ხელის ჩოფერი - El Dondosu 1500 მლ უჟანგავი ფოლადის დანებით სურათი
40₾
ხელის ჩოფერი - El Dondosu 1500 მლ უჟანგავი ფოლადის დანებით
ორგანაიზერი უჯრის საშუალო ზომის  - 11 განყოფილებით, სივრცის ორგანიზებისთვის იდეალური, თეთრი სურათი
7₾
ორგანაიზერი უჯრის საშუალო ზომის - 11 განყოფილებით, სივრცის ორგანიზებისთვის იდეალური, თეთრი
მოწნული კალათა - პურისა და ფუნთუშებისთვის, ესთეტიკური და პრაქტიკული დიზაინით სურათი
14₾
მოწნული კალათა - პურისა და ფუნთუშებისთვის, ესთეტიკური და პრაქტიკული დიზაინით
ქვაბის საწური - პრაქტიკული, მოსახერხებელი და გამძლე გამოყენებისთვის სურათი
8₾
ქვაბის საწური - პრაქტიკული, მოსახერხებელი და გამძლე გამოყენებისთვის
მსგავსი განცხადებები
პრო
მოვამზადებ აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მოვამზადებ აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში

? გინდა, ქართულში მომზადებამ რეალურ შედეგამდე მიგიყვანოს? ვიღებ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოსამზადებლად. ვარ ქართული ენის ფილოლოგი, განათლების მეცნიერებების მაგისტრი და უფროსი მასწავლებელი. მე-6 წელია აბიტურიენტებთან ვმუშაობ და ამ პერიოდში არც ერთი ჩემი მოსწავლე არ ჩაჭრილა ეროვნულ გამოცდაზე. გაკვეთილები იქნება პრაქტიკასა და შედეგზე ორიენტირებული: ? ტექსტის გააზრება და ანალიზი ✍️ თხზულების წერა და არგუმენტირება ? გრამატიკა ? საგამოცდო სტრატეგიები ყოველ თვე მოსწავლეს ექნება ეროვნული გამოცდის ფორმატის ტესტი, რათა მუდმივად ვაკონტროლოთ პროგრესი და დროულად გამოვასწოროთ სუსტი მხარეები. თუ გინდა, რომ შენი შრომა შედეგში აისახოს — დავიწყოთ ერთად! გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ. ჯგუფში იქნება მაქსიმუმ 3 მოსწავლე. ? ვარკეთილი | ? შესაძლებელია ონლაინ სწავლაც.

პრო
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

ვამზადებ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გაკვეთლები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ. ( შესაძლებელია ონლაინ ფორმატით). • ჩემთვის პრიორიტეტია, სწავლის პროცესი იყოს საინტერესო და მოტივაციის მომცემი. გაკვეთილები სრულად ერგება მოსწავლის ინდივიდუალურ ტემპს. მრავალფეროვანი, შემოქმედებითი და ინტერაქციული აქტივობებით თითოეული შეხვედრა მარტივად, ნაყოფიერად და ხალისით მიმდინარეობს. • ჩემ შესახებ: ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მინიჭებული მაქვს ქართული ფილოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. გავლილი მაქვს მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი (minor) პროგრამა. ვარ სერტიფიცირებული, უფროსი მასწავლებელი. ვარ მოქმედი მასწავლებელი.

verify badge პრო
 ქართული ენა და ლიტერატურა
ქართული ენა და ლიტერატურა

გთავაზობთ ქართული ენისა და ლიტერატურის პროფესიულ სწავლებას სხვადასხვა ასაკისა და მიზნის მქონე მსმენელებისთვის. ინდივიდუალური გაკვეთილები ტარდება როგორც პირისპირ, ისე ონლაინ. სწავლება განკუთვნილია: ✅ დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის; ✅ აბიტურიენტებისთვის – ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება; ✅ ქართული ენის შემსწავლელი ინგლისურენოვანი მოსწავლეებისა და ზრდასრულებისთვის; ✅ სასკოლო პროგრამის გავლა, აკადემიური წერისა და გრამატიკის გაძლიერება; მოხარული ვიქნები დაგეხმაროთ. - ფილოლოგიის დოქტორი - უფროსი მასწავლებელი - კერძო რეპეტიტორი სწავლების მეთოდოლოგია: ✅ ინდივიდუალური მიდგომა თითოეული მოსწავლის საჭიროებებისა და მიზნების გათვალისწინებით; ✅ მდიდარ პედაგოგიურ და სამეცნიერო-კვლევით გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება. მისაღები ადგილი: ვაკე – საბურთალო (გაითვალისწინეთ, რომ პირისპირი /ოფლაინ გაკვეთილები ტარდება მოსწავლისთვის შეთანხმებულ ადგილზე (მაგ., სახლში ან სხვა შეთანხმებულ სივრცეში) და არა მასწავლებლის საცხოვრებელ მისამართზე). ონლაინ გაკვეთილები – მთელი საქართველოდან და საზღვარგარეთ მყოფი მოსწავლეებისთვის. დეტალური ინფორმაციისა და ჩაწერისთვის მომწერეთ პირად შეტყობინებაში.

certificate icon 4
პრო
ვამზადებ აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში
ვამზადებ აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში

? მზადება 2026-2027 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის! ვამზადებ აბიტურიენტებსა და სკოლის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში - თანამედროვე მეთოდოლოგიის, უახლესი სასწავლო რესურსებისა და ეროვნული გამოცდების პროგრამის შესაბამისად. ? სასწავლო პროცესი მოიცავს: • კვირაში 2 მეცადინეობას; • ხანგრძლივობა - 1 სთ. 30 წთ. - 2 სთ.; • ინდივიდუალურ და მცირე ჯგუფებში მუშაობას - მაქს. 4-5მოსწავლე; • ვიზუალურ და ინტერნეტრესურსებს; • ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამის სისტემურ შესწავლას; • პრაქტიკულ მუშაობას საგამოცდო დავალებებზე, ტექსტებსა და წერით სამუშაოებზე; • ეროვნული გამოცდის ფორმატთან მიახლოებულ მოდელირებულ ტესტირებასა და შედეგების ანალიზს. ? მეცადინეობის ადგილები: • თავისუფლების მოედანი - მეტროს მიმდებარე ტერიტორია; • მოსკოვის გამზირი, 124-ე სკოლასთან; • ? ონლაინ მეცადინეობები - დისტანციური სწავლების მსურველთათვის. ? ჩემ შესახებ: • ქართული ფილოლოგიის მაგისტრი; • უფროსი მასწავლებელი; • სკოლაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება; • კერძო მოსწავლეებთან/აბიტურიენტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება; ?მიზანი - არა მხოლოდ პროგრამული მასალის ათვისება, არამედ მისი სიღრმისეული გააზრება, პრაქტიკაში გამოყენება და საგამოცდო დავალებების თავდაჯერებულად შესრულება. ? საფასური განისაზღვრება ფორმატისა და გრაფიკის მიხედვით. ? დამატებითი ინფორმაციისთვის: მომწერეთ პირად შეტყობინებაში ან დამიკავშირდით:

certificate icon 2
მომზადება ქართულში
მომზადება ქართულში

8 წელია ვასწავლი თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას. მაქვს კერძო მოსწავლეებთან მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება. გაკვეთილებზე ვმუშაობთ: • ქართული ენის გრამატიკასა და მართლწერაზე • ტექსტის გააზრებასა და ანალიზზე • ლიტერატურული ნაწარმოებების სიღრმისეულ განხილვაზე • ზოგად წერით უნარებსა და ესეს წერაზე • მოსწავლის კონკრეტულ სირთულეებსა და ცოდნის ხარვეზებზე ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოსწავლემ არ ისწავლოს მხოლოდ „სწორი პასუხის“ პოვნა. მინდა, მას ჰქონდეს საკუთარი აზრი, შეეძლოს ტექსტის გააზრება, კითხვების დასმა, მსჯელობა და საკუთარი პოზიციის დაცვა. ვფიქრობ, კარგი გაკვეთილი მაშინ გამოდის, როდესაც მოსწავლე მხოლოდ მასწავლებელს კი არ უსმენს, არამედ თავადაც იწყებს ფიქრს. პროფესიულმა გამოცდილებამ ბევრი რამ მასწავლა — მათ შორის, როგორ მივუდგე განსხვავებული ინტერესებისა და შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს, როგორ შევქმნა სწავლისათვის შესაფერისი გარემო და როგორ დავაინტერესო მოსწავლე შესასწავლი საგნით.

? ქართული ენა და ლიტერატურა — მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის
? ქართული ენა და ლიტერატურა — მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის

ვიწყებ მოსწავლეებისა და აბიტურიენტების მომზადებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ? სასწავლო კურსის ფარგლებში მოსწავლეები: • საფუძვლიანად შეისწავლიან სასწავლო და ეროვნული გამოცდების პროგრამით გათვალისწინებულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს; • შეისწავლიან ქართულ გრამატიკასა და ტექსტის რედაქტირებას; • ისწავლიან მხატვრული ტექსტის გააზრებას, ანალიზსა და ინტერპრეტაციას; • იმუშავებენ წერით დავალებებზე და ისწავლიან გამართული, არგუმენტირებული ტექსტის წერას; • მიიღებენ დამატებით ცოდნას ქართული და მსოფლიო კლასიკური ლიტერატურის შესახებ; • განივითარებენ კრიტიკული აზროვნების, მსჯელობისა და საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარს. ჩემი მიზანია, მოსწავლემ არა მხოლოდ გამოცდისთვის ისწავლოს კონკრეტული მასალა, არამედ ისწავლოს ლიტერატურის კითხვა, ტექსტის გააზრება, აზროვნება და საკუთარი სათქმელის გამართულად ჩამოყალიბება. ? მეცადინეობა — კვირაში 2 დღე ⏰ თითო შეხვედრა — 2 საათი ? მცირე ჯგუფები და ინდივიდუალური მეცადინეობა ? შესაძლებელია სრულად დისტანციური სწავლებაც ? ადგილზე: თბილისი, დიღომი 7, ფერაძის ქუჩა ? ადგილზე: ჯგუფური — 180 ლარი თვეში ინდივიდუალური — 300 ლარი თვეში ? ონლაინ: ჯგუფური — 120 ლარი თვეში ინდივიდუალური — 200 ლარი თვეში ? ჩასაწერად და დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით მითიტებულ ნომერზე. ? ჯგუფებში ადგილები შეზღუდულია.

აბიტურიენტების მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
აბიტურიენტების მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

სააბიტურიენტო კურსი გულისხმობს შემდეგს: ეროვნული პროგრამით განსაზღვრულ საპროგრამო მასალის სრულად ათვისებას; საგამოცდო ტესტის სამივე კომპონენტზე ( რედაქტირება/წაკითხულის გააზრება/ ესე) სისტემატურ მუშაობას; ყოველთვიურ იმიტირებულ ტესტირებებს. სწავლების პირობები: ჯგუფში 2/3 მოსწავლე; გაკვეთილის ხანგრძლივობა 2 საათი, შეხვედრა კვირაში ორჯერ. თვიური გადასახადი- 180 ლარი; მასწავლებლის კომპეტენცია - ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის მაგისტრი; სერტიფიცირებული, უფროსი მასწავლებელი, 10 წლიანი გამოცდილებით.

რედაქტორი
რედაქტორი

პროფესიონალური გრამატიკული რედაქტირება და კორექტურა. გთავაზობთ სამეცნიერო, მხატვრული და ნებისმიერი სხვა სახის ტექსტის პროფესიონალურ გრამატიკულ რედაქტირებასა და კორექტურას. განათლება და კვალიფიკაცია: ✦ ფილოსოფიის ბაკალავრი (თსუ, 2025) - წითელი დიპლომი, GPA 4.00, სახელმწიფო გრანტი - 100%; ✦ ბიზანტიური ფილოლოგიის მაგისტრანტი (თსუ, 2025-2027) - 100%-იანი სახელმწიფო გრანტი; ✦ ვენის უნივერსიტეტი, ავსტრია - ბიზანტიური ბერძნულის კურსი ✦ 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო სტიპენდიანტი. ენები: ქართული (მშობლიური); ინგლისური; ბერძნული (თანამედროვე); რუსული; ძველი ბერძნული; ლათინური. გამოცდილება: - აქტიური თარგმანი და ანალიზი - ძველი ბერძნული ტექსტების თარგმნა და ფილოლოგიური ანალიზი; - სამეცნიერო პუბლიკაციები - სტატიების ავტორი ფილოსოფიისა და ბიზანტიური ფილოლოგიის მიმართულებით; - საბაკალავრო ნაშრომი - "ტრანსცენდენტური ერთის შემეცნების პრობლემა ანტიკურ პლატონიზმსა და ბერძნულ პატრისტიკაში" (შეფასება: 100 ქულა); - პედაგოგიური გამოცდილება - საავტორო კურსები არაფორმალური განათლების ცენტრში - "ია და ბავშვები" რას გთავაზობთ: ✓ გრამატიკული კორექტურა - მორფოლოგია, სინტაქსი, პუნქტუაცია; ✓ სტილისტური რედაქტირება - ტექსტის თანმიმდევრულობა და სიმკვეთრე; ✓ ტერმინოლოგიის შემოწმება - განსაკუთრებით ფილოლოგიურ და ფილოსოფიურ ნაშრომებში; ✓ ბიბლიოგრაფიისა და ციტირების შემოწმება.