განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

რემონტი

რემონტი მხოლოდ ძველი ინტერიერის განახლება არ არის, არამედ ეს შესაძლებლობაა, სივრცე ყოველდღიურ საჭიროებებს, ცხოვრების წესსა და პირად გემოვნებას მოარგოთ. სწორად დაგეგმილი რემონტი საშუალებას გაძლევთ, საცხოვრებელი უფრო კომფორტული, ფუნქციური და ვიზუალურად მიმზიდველი გახადოთ ისე, რომ თითოეულ ცვლილებას კონკრეტული დანიშნულება ჰქონდეს. სარემონტო სამუშაოების მოცულობა დამოკიდებულია, როგორც შენობის მდგომარეობაზე, ისე სასურველ შედეგზე: ზოგჯერ საკმარისია ინტერიერის განახლება, სხვა შემთხვევაში კი საჭიროა სრული გარდაქმნა. servisebi.ge - ზე შეგიძლიათ იპოვოთ სარემონტო მომსახურების კომპანიები, შეადაროთ ხელოსნების შეთავაზებები და შეარჩიოთ შესაბამისი სპეციალისტი ბინის, სახლის ან კომერციული სივრცის მოსაწყობად. 

განცხადებები

პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ბინის სრული რემონტი

გჭირდებათ ხარისხიანი რემონტი? მოგვანდეთ საქმე! ჩვენ გთავაზობთ სარემონტო მომსახურებას შავი კარკასიდან სრულ გარემონტებამდე. მუშაობის პროცესში: • მასალების შერჩევასა და ხარჯთაღრიცხვას ვამზადებთ ერთად • განისაზღვრება კონკრეტული სამუშაო გრაფიკი • უზრუნველვყოფთ ყველა საჭირო სამუშაოს შესრულებას ერთიანი გუნდის მეშვეობით • ვზრუნავთ მასალების მიწოდებაზე ფასი დამოკიდებულია არჩეულ მასალებზე და შესრულების სირთულეზე.

ვალერი
სერვის + შეფასება 5.0 , 2 შეფასება
9 ნამუშევარი,
1 ვიდეო
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

სარემონტო სამუშაოები

სრული სამშენებლო, სარემონტო და კეთილმოწყობის სერვისი 1-წლიანი გარანტიით. ჩვენი კომპანია გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის სრულ სამშენებლო-სარემონტო მომსახურებას, როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული ობიექტებისთვის. ვუზრუნველყოფთ სამუშაოების შესრულებას დათქმულ ვადებში, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გამოცდილი ოსტატების ჩართულობით. ჩვენი სერვისები: - ლესვა და იატაკის მომზადება: იატაკის მოჭიმვა (სტიაშკა), ქვიშითა და გაჯით ლესვა, აპარატით (გიპერით) ლესვა. - იატაკის მოწყობა: კაფელის, მეტლახის, გრანიტის, ბაზალტის, მარმარილოს, ტრავერტინისა და დეკორატიული იატაკის დაგება; ლამინატისა და პარკეტის მოწყობა; ხის იატაკის მოხვეწა (ციკლოვკა) გერმანული და რუსული აპარატურით. - შიდა მოპირკეთება: სამღებრო სამუშაოები (დაშპაკვლა, შპალერი, შეღებვა), თაბაშირ-მუყაოს (გიფსო-კარდონი) და გასაჭიმი ჭერის (ბარისოლი) მონტაჟი, კარების ჩასმა, ხით მოპირკეთება/შეფუთვა (აფშივკა). - საინჟინრო და ტექნიკური სერვისი: სრული ელექტრომონტაჟი, კონდიციონერის დაყენება-მონტაჟი. რატომ ჩვენ? ✓ 1-წლიანი ოფიციალური გარანტია შესრულებულ სამუშაოზე ✓ პროფესიონალთა გუნდი და მრავალწლიანი გამოცდილება ✓ ხარისხის კონტროლი და დათქმული ვადების ზუსტი დაცვა გვანდეთ თქვენი სივრცის მშენებლობა და რემონტი პირველადი ეტაპიდან სრულ ჩაბარებამდე!

ლაშა
3 ვიდეო
პრო

რემონტი

ვასრულებთ სრულ სარემონტო სამუშაოებს: - ცენტრალური გათბობა; - ელექტროობა; - კაფელ-მეტლახი; - სრული სამალიარო სამუშაოები; - ლამინატი;

პრო

სრული რემონტი

ვასრულებთ ბინების, მაღაზიების, კომერციული ფართების სრულ სარემონტო სამუშაოებს, დემონტაჟიდან გასაღების ჩაბარებამდე. საქმეს ვაბარებთ ხარისხიანად და დათქმულ ვადებში. თანხაზე შეთანხმება ხდება ობიექტის ნახვის შემდეგ.

ვერიფიცირებული პრო

სრული სარემონტო მომსახურება

სრული სარემონტო მომსახურება 15 წლიანი გამოცდილებით. - ხარისხიანი სარემონტო და სამშენებლო მომსახურება; - ბინების, სახლების, აგარაკებისა და ოფისების რემონტი;

ვერიფიცირებული პრო

სრული რემონტი

"რემონტ ჰაუსი" გთავაზობთ ბინის სრულ რემონტს და ავეჯის დამზადებას რემონტის დაკვეთის შემთხვევაში. ინტერიერის 3D დიზაინი გადმოგეცემათ საჩუქრად.

1 ნამუშევარი,
ვერიფიცირებული პრო

სარემონტო მომსახურება

გთავაზობთ ბინების, ოფისების, აგარაკების საწრაფ და ხარისხიან რემონტს. გამოცდილი არქიტექტორების, მშენებლებისა და ხელოსნების ჯგუფი დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღწევაში. 1. შიდა სარემონტო სამუშაოები 2. თბოიზოლაცია 3. ჰიდროიზოლაცია 3. ყველა სახის სარემონტო მომსახურება. სამუშაოების შესრულების ვადები და ხარისხი გარანტირებულია.

შეფასება 5.0 , 13 შეფასება
4 ნამუშევარი,

სრული რემონტი

ვასრულებთ სარემონტო სამუშაოებს როგორც ჩვენი ასევე თქვენი მასალებით, ნამუშევრების ნახვა შეგიძლიათ მუშაობის პროცესშიც და დასრულებული პროექტების. მოგემსახურებათ გამოცდილი და პასუხისმგებლიანი ბრიგადა. ხარისხი 100%. ვადები დათქმულ დროს.

სარემონტო მომსახურება

სარემონტო მომსახურება აერთიანებს ისეთ სამუშაოებს, რაც ბინის რემონტის სრულად შესრულებას მოიცავს. სარემონტო სამუშაოების ფასები განსხვავდება და დამოკიდებულია ბინის მდგომარეობაზე, მის ფართობსა და ხელოსნის მომსახურებაზე. თუ გადაწყვიტეთ უკვე აშენებული ბინის სრული რემონტი, უმჯობესია, სარემონტო კომპანიების ან ხელოსნების შეთავაზებები შეადაროთ ერთმანეთს და ასე უფრო მარტივად განსაზღვრავთ, რომელი მომსახურება შეესაბამება თქვენს ბიუჯეტს და რომელი სპეციალისტი შეძლებს სასურველი შედეგის მიღწევას. სარემონტო სამუშაოები უნდა იყოს მაქსიმალურად ხარისხიანად შესრულებული, თუ ზედმეტი ხარჯისგან და დროის დაკარგვისგან თავის არიდება გსურთ. 
ვერიფიცირებული

სრული რემონტი

ვასრულებთ სარემონტო სამუშაოებს ობიექტის სრულყოფილად ჩასაბარებლად. ვართ გამოცდილი და მაღალკვალიფიციური გუნდი.

სრული სარემონტო მომსახურება

გთავაზობთ სრულ სარემონტო, სამალიარო სამუშაოებს. ვარ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ხელოსანი, სრული პასუხისმგებლობით ვუდგები საქმეს, ახალი თაობის ტექნიკითა და მეთოდებით.

ბინის სრული რემონტი

ვასრულებთ ყველა სახეობის სარემონტო სამუშაოებს: ლესვა, სანტექნიკა, ელექტრო გაყვანილობა, თაბაშირმუყაოს ჭერი(გიფსოკარდონი), ფრანგული გასაჭიმი ჭერი ბარისოლი, სამღებრო სამუშაოები(მალიარკა), კაფელ-მეტლახი, იატაკის მოჭიმვა(სტიაშკა), ლამინატის დაგება. თბილისში და რუსთავში.

მომხმარებლის შეფასებები

სარემონტო მომსახურება

შეფასების ავტორი: ნანა

სუკეთესო გუნდია, რაც მთავარია სუფთად მუშაობენ და ზუსტ ვადაში ასრულებენ. 100% რეკომენდაცია

სარემონტო მომსახურება

შეფასების ავტორი: ლუკა

ძალიან კმაყოფილი დავრჩი მომსახურებით და მთლიანად მიღებული შედეგით. თავიდან ბოლომდე ყველაფერი ძალიან კარგად და ორგანიზებუ...

სარემონტო მომსახურება

შეფასების ავტორი: თამარი

საქმე არის შესრულებული უმაღლესი ხარისხით მინიმალურ დროში და ძალიან ხელმისაწვდომ ფასებში, ყველა სარემონტო სამუშაო შეასრულ...

სარემონტო მომსახურება

შეფასების ავტორი: მათე

საუკეთესო გუნდი თავისი პროფესიონალიზმით.იდეალურად შესრულებული სამუშაოები.მაღალი ხარისხი.დიდი რეკომენდაცია ჩემგან.

სარემონტო მომსახურება

შეფასების ავტორი: დავითი

ფასი, ხარისხი, დრო, კომუნიკაცია უმაღლეს დონეზე. მადლობა ამ გუნდს ასეთი სრულყოფილი მომსახურებისთვის.

ბინის სრული რემონტი

შეფასების ავტორი: ანა

რა მოთხოვნაც მქონდა ზუსტად ისე გააკეთეს. სწრაფად და სუფთად მუშაობდნენ.კმაყოფილი ვარ შესრულებული სამუშაოთი.

რემონტი - როგორ უნდა შეარჩიოთ მომსახურება და მიიღოთ სასურველი შედეგი

რემონტის ხარისხი მხოლოდ დასრულებული ინტერიერით არ განისაზღვრება. ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მანამდე მიიღება, სანამ კედლები შეიღებება, ფილები დაიგება ან ავეჯი დამონტაჟდება. მაგალითად, სააბაზანოში ტრაპის არასწორად შერჩეულმა მდებარეობამ შეიძლება წყლის გადინება გაართულოს, სამზარეულოში ტექნიკის მოუხერხებელმა განლაგებამ კი ყოველდღიური გამოყენება შეაფერხოს. ამიტომ რემონტი უნდა დაიწყოს არა მხოლოდ დიზაინის შერჩევით, არამედ სივრცის პრაქტიკული საჭიროებების გააზრებითაც.
ხშირად ბინის თუ კერძო სახლის რემონტის დროს საკმარისია ინტერიერის განახლება, თუმცა, არის შემთხვევები, როცა საჭიროა სივრცის გადაგეგმარება და უფრო მასშტაბური სამშენებლო სამუშაოების ჩატარებაც. გადაწყვეტილება დამოკიდებულია შენობის მდგომარეობაზე, ოთახების დანიშნულებასა და სასურველ შედეგზე. ბინების რემონტის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული კვადრატული მეტრის ეფექტიანად გამოყენება: სათავსოების, განათებისა და ავეჯის სწორად განაწილება ხშირად უფრო პრაქტიკულ შედეგს იძლევა, ვიდრე მხოლოდ დეკორატიული დეტალების დამატება. სახლის რემონტი განსხვავებულ მიდგომას შეიძლება მოითხოვდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამუშაოები რამდენიმე ოთახს ან სხვადასხვა დანიშნულების სივრცეს მოიცავს. კერძო სახლის რემონტის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია, თითოეული ეტაპი მომდევნო სამუშაოებს შეესაბამებოდეს და საბოლოო შედეგი შენობის თავისებურებებს ითვალისწინებდეს.
ბინის რემონტის დროს, სააბაზანოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ტრაპის მდებარეობა და იატაკის დახრა. ტრაპი უნდა განთავსდეს ისე, რომ წყალი მისკენ სწორად მიედინებოდეს და წყალი არ დარჩეს. მისი მდებარეობა, სიმაღლე და სადრენაჟე სისტემასთან კავშირი ფილების დაგებამდე უნდა შეთანხმდეს. კონკრეტული გადაწყვეტა დამოკიდებულია ტრაპის ტიპზე, საშხაპე ზონის ზომასა და იატაკის კონსტრუქციაზე.
ფილების დაგებისას ყურადღება მიაქციეთ გარე კუთხეებსაც. 45-გრადუსიანი ჭრა საშუალებას იძლევა, ორი ფილა კუთხეში სუფთად შეერთდეს და ცალკე კუთხის პროფილის გამოყენება ყოველთვის საჭირო აღარ იყოს. თუმცა, ასეთი დამუშავება ზუსტ ჭრასა და პროფესიონალურ მონტაჟს მოითხოვს. სხვა შემთხვევებში დამცავი კუთხის პროფილი პრაქტიკული გამოსავალია, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც კუთხე ადვილად შეიძლება დაზიანდეს.
სამზარეულოში კი წინასწარ უნდა განისაზღვროს მაცივრის, ნიჟარის, ქურისა და სამუშაო ზედაპირის მდებარეობა. მათი განლაგება ისე უნდა დაიგეგმოს, რომ საჭმლის მომზადება მოსახერხებელი იყოს და ტექნიკის კარების გაღებას დაბრკოლება არ შეექმნას. ასევე მნიშვნელოვანია წყლის, ელექტროენერგიისა და გამწოვის შეერთებების გათვალისწინება ავეჯის დამზადებამდე.
სარემონტო კომპანია მხოლოდ დასრულებული პროექტების ფოტოებით არ უნდა შეარჩიოთ. წინასწარ გაარკვიეთ, რა შედის მომსახურებაში, ვინ უზრუნველყოფს მასალებს, როგორ ნაწილდება პასუხისმგებლობა და რა პირობებით თანხმდება დამატებითი სამუშაოები. რამდენიმე შეთავაზების შედარებისას მნიშვნელოვანია, ერთი და იმავე მოცულობის სამუშაოები შეაფასოთ. თუ გსურთ, რომ ინტერიერში დიდხანს იყოს შენარჩუნებული პირვანდელი სახე, მასალების შერჩევისას გაითვალისწინეთ არა მხოლოდ ფერი და ფასი, არამედ გამძლეობა და მოვლის თავისებურებებიც. მაგალითად, გასაქირავებელ ბინაში კედლის კუთხეების დაცვა და ადვილად მოსავლელი ზედაპირების შერჩევა შესაძლოა განსაკუთრებით პრაქტიკული აღმოჩნდეს.
ბინის რემონტი თბილისში და რემონტი ბათუმში შეიძლება განსხვავდებოდეს კონკრეტული ობიექტის პირობებითა და ხელოსნების შეთავაზებებით, ამიტომ მომსახურების ფასი სამუშაოების მოცულობის მიხედვით უნდა შეადაროთ. საბოლოოდ, კარგი შედეგი მიიღება მაშინ, როდესაც დიზაინი, ტექნიკური გადაწყვეტილებები და სამუშაოების შესრულება ერთმანეთს შეესაბამება. სწორედ ამიტომ, რემონტის დაწყებამდე უმჯობესია, ყველა მნიშვნელოვანი დეტალი წინასწარ შეთანხმდეს, რათა დასრულებული სივრცე ლამაზიც იყოს და ყოველდღიური გამოყენებისთვისაც მოსახერხებელი.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს რემონტი და როგორ უნდა იპოვოთ შეთავაზება რემონტი იაფად ?

ბინის ან კერძო სახლის რემონტის ღირებულება დამოკიდებულია სამუშაოების მოცულობაზე, ობიექტის მდგომარეობაზე, მასალების არჩევანსა და მომსახურების პირობებზე. ხარჯის შემცირება შესაძლებელია სამუშაოების პრიორიტეტების განსაზღვრით, რამდენიმე შეთავაზების შედარებითა და მასალების გონივრული შერჩევით.

რა ჯდება ბინის ერთი კვადრატულის რემონტი და რის მიხედვით იცვლება რემონტის ფასი?

ბინის რემონტის დროს ერთი კვადრატული მეტრის ფასი დამოკიდებულია იმაზე, რა სამუშაოები შედის შეთავაზებაში. ფასის შედარებისას გადაამოწმეთ, ითვალისწინებს თუ არა თანხა მასალებს, ხელოსნების მომსახურებასა და სამუშაოების სრულ მოცულობას.

რა ჯდება რემონტი და როგორ განისაზღვრება სარემონტო სამუშაოების ფასები?

ბინის რემონტის დროს სარემონტო სამუშაოების ფასები განისაზღვრება სამუშაოების ტიპის, მოცულობის, სირთულის, მასალებისა და შესრულების ვადების მიხედვით. შეთავაზებების შედარებისას მნიშვნელოვანია, თითოეულ შემთხვევაში ერთნაირი მომსახურების პირობები შეაფასოთ.

როგორ უნდა შეარჩიოთ რემონტის ხელოსანი?

რემონტის დროს ხელოსნის შერჩევისას გაეცანით მის გამოცდილებას, შესრულებული სამუშაოების ფოტოებს და მომხმარებლების შეფასებებს. წინასწარ შეათანხმეთ მომსახურების მოცულობა, ანაზღაურება და ვადები, რათა ორივე მხარის პასუხისმგებლობა თავიდანვე გასაგები იყოს.

სტატიები

ყველა სტატია