აღწერა
✅ შევასწავლი, როგორც სასაუბრო, ასევე გრამატიკის სრული კურსით, რუსულ ენას ნებისმიერი ასაკის ადამიანს. ✅ გაკვეთილები ტარდება ინდივიდუალურად. ✅ ვარ 35 წლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგი. ✅ ვასწავლი შესაბამისი კურსებით, თავისი ტესტებით, დიალოგებით, საინტერესო მასალებით ნებისმიერ თემაზე. ვასწავლი ნებისმიერი პროფესიის ადამიანს. ✅გაკვეთილები ტარდება whatsapp-ში.
გადახდის მეთოდები
მდებარეობა
თეგები
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.
პირდაპირ მოხიბლული ვარ მისი პროფესიონალიზმით და მაღალკვალიფიკაციური გამოცდილებით. აქვს უნიკალური მიდგომა, რაც ეხმარება ადამიანს არა მხოლოდ ენის შესწავლაში, არამედ ფსიქოლოგიური კუთხითაც. ❤️მეცადინეობის პროცესი და თითოეული გაკვეთილი ჩემთვის საინტერესო და განუმეორებელია. გარკვეული პრობლემების გამო, ემიგრაციაში აღმოვჩნდი და დამჭირდა რუსული ენა. ვთვლი რომ ძალიან გამიმართლა, რომ აღმოვჩნდი ქალბატონ ლელასთან, რადგან ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ სწავლების პროცესს, არამედ სწორედ ფსიქოლოგიურ მხარესაც.❤️ მეცადინეობის პროცესი მიმდინარეობს დადებითი ემოციებით და საინტერესო მასალაზე დაყრდნობით. ეს ყოველივე კი საგრძნობლად დამამშვიდებელ და ჰარმონიულ ზემოქმედებას ახდენს მოსწავლის ფსიქიკაზე პირველ რიგში. იმდენად სასიამოვნოა თითოეული გაკვეთილი, რომ არ მინდა დამთავრდეს. მოუთმენლად ველი ყოველ ჩართვას. ჩემი აზრით, ასეთი უნდა იყოს არა მარტო ყველა ჭეშმარიტი პროფესიონალი და პედაგოგი, არამედ თითოეული ადამიანი.❤️
ქალბატონი ლელა არის ძალიან სასიამოვნო და ყურადღებიანი. აქვს ინდივიდუალური მიდგომა, რაც სწავლას ბევრად აადვილებს და სასიამოვნოს ხდის. მადლობა და რეკომენდაცია ჩემგან.
პროფესიონალი და კომპეტენტური მასწავლებელი, გაკვეთილები საინტრესოდ და ეფექტურად მიმდინარეობს. სწავლება ტარდება მაღალ დონეზე და იძლევა სწრაფ და კარგ შედეგს.
საუკეთესო პროფესიონალი და პასუხისმგებლიანი პედაგოგი. დიდი რეკომენდაცია ჩემგან.
ძალიან კარგი პედაგოგია. ფასი ხარისხთან მიმართებაში არის. მოქნილი გრაფიკი და ინდივიდუალური მიდგომა მოსწავლეებთან. სამუშაო პროცესი საკმაოდ საინტერესო და პროდუქტიული იყო. ჩემი რეკომენდაცია ლელა მასწავლებელს.