გაზის ლიცენზირებული კომპანია

 გაზის ლიცენზირებული კომპანია სახელმწიფო სერთიფიცირებული ორგანიზაციაა, რომელსაც აქვს სრული უფლება განახორციელოს გაზგაყვანილობასთან დაკავშირებული სამუშაოები — დაწყებული პროექტირებით, დასრულებული მონტაჟითა და ექსპერტიზის დასკვნის გაცემით. ასეთი კომპანიის მთავარი უპირატესობა კვალიფიციური ინჟინრებისა და გაზის ხელოსნების გუნდია, რომლებიც მუშაობენ უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით.
ლიცენზირებული კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაო უზრუნველყოფს იმას, რომ გაზის  შიდა ან გარე ქსელი იქნება ტექნიკურად გამართული, უსაფრთხო და მზად მოსახმარებლად. სწორედ ასეთი კომპანიები არიან უფლებამოსილი გასცენ ოფიციალური საექსპერტო დასკვნა, რაც აუცილებელი ეტაპია გაზის სისტემის ამოქმედებამდე.
 შერჩევისას მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ გაზის ლიცენზირებული  კომპანია — შეამოწმოთ გამოცდილება,  ლიცენზია, მომხმარებელთა გამოხმაურებები და შესრულებული პროექტები. სანდო და პროფესიონალური მომსახურება უზრუნველყოფს კომფორტს, სიმშვიდეს და უსაფრთხო გარემოს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
პრემიუმი
გაზის ლიცენზირებული კომპანია
გაზის ლიცენზირებული კომპანია
pin თბილისი

ჩვენი კომპანია გთავაზობთ ყველანაირი სირთულის საპროექტო სამონტაჟო სამუშაოებს. შესრულებული სამუშაო ექსპლუატაციაში ბარდება გაზის მომწოდებელ კომპანიებს, რის შემდეგაც ინიშნება კომისია 7 სამუშაო დღის განმავლობაში ადგილზე გამოცხადდება აღნიშნული კომპანიიდან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი, რომელიც ჩვენს მიერ შესრულებულ სამუშაოს ჩაიბარებს ექსპლუატაციაში და მოგაწვდით ბუნებრივ აირს. ჩვენი კომპანია გთავაზობთ ბინებში და საყოფაცხოვრებო ობიექტებზე გაზის უსაფრთხოების სისტემების მონტაჟს. ჩვენი სპეციალისტები იმ ფართებში სადაც მოიხმართ გაზ დანადგრებს დაამონტაჟებენ გაზის დეტექტორს, რომელიც რეაგირებს მეთანის კონცეტრაციაზე, აღნიშნული დეტექტორი გაზის გაჟონვის შემთხვევაში მიაწვდის სიგნალს მრიცხველთან დამონტაჟებულ იმპულსურ ონკანს, რის შემდეგაც აღნიშნული ონკანი მოახდენს გაზის ჩაკეტვას.

profile avatar ირაკლი
გაზის ლიცენზირებული კომპანია
გაზის ლიცენზირებული კომპანია

გაზის ლიცენზირებული კომპანია გთავაზობთ ნებისმიერი სირთულის გაზსადენის გაყვანა-გამოცდას და ექსპლუატაციაში მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის ჩაბარებას გაზის მომწოდებელ კომპანიაში. სამუშაოებს ვასრულებთ, როგორც ინდივიდუალურ შეკვეთაზე, ასევე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში, კერძო სახლებში და არასაყოფაცხოვრებო სამრეწველო ობიექტებზე. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ლიცენზირებული გუნდი გაგიწევთ შემდეგი სახის მომსახურებება: - შიდა გაზგაყვანილობის მოწყობა მეტალოპლასტმასის მილებით; - მიწისქვეშა გაზგაყვანილობის მოწყობა პოლიეთილენის მილით; - საჰაერო გაზსადენის მოწყობა ფოლადის მილით; - ელ.იმპულსური ონკანების და გაზის დეტექტორების მონტაჟი; - არსებული გაზსადენზე წერტილების დამატება-გაუქმება; - საკონტროლო-ქვემრიცხველბის მონტაჟი; - პროექტისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის შედგენა-ჩაბარება გაზის მომწოდებელ კომპანიაში; გაზის ჩართვა 10დღის ვადაში.

გაზის ექსპერტიზა გაზის შიდა ქსელის მოწყობა გაზის პროექტირება გაზის მრიცხველის მონტაჟი მიწისქვეშა გაზგაყვანილობის მონტაჟი საჰაერო გაზსადენის მონტაჟი გაზიფიკაცია
გაზის ლიცენზიანტი კომპანია
გაზის ლიცენზიანტი კომპანია

გაზის ლიცენზირებული კომპანია გთავზობთ სრული გაზის ქსელის მოწყობას პროექტირებიდან ექსპლუატაციამდე. 1 - შიდა გაზგაყვანილობის მოწყობა-მოწესრიგება; 2 - მიწისქვეშა გაზგაყვანილობის მონტაჟი; 3 - იატაკქვეშა მილების დაქსელვა-მონტაჟი; 4 - საჰაერო გაზსადენის მონტაჟი; 5 - წერტილების დამატება; 6 - არსებული გაზგაყვანილობის შეცვლა-კორექტირება; 7 - დიამეტრის გაზრდა ქსელზე; 8 - უსაფრთხოების სისტემების დეტექტორების და ელექტრო იმპულსური ონკანების მონტაჟი; 9 - პროექტის მომზადება; 10 - არსებული ქსელის შემოწმება და შესაბამისი საექსპერტო დასკვნის გაცემა; ⦁ ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა და ჩაბარება. მიღება ექსპლუატაციაში შ.პ.ს "თბილისი ენერჯიში". სამუშაოებს ვასრულებთ, როგორც ინდივიდუალურ შეკვეთაზე, ასევე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში, სააგარაკე კერძო სახლებში და არასაყოფაცხოვრებო სამრეწველო ობიექტებზე

video icon ვიდეო
გაზის ექსპერტიზა გაზის შიდა ქსელის მოწყობა გაზის პროექტირება გაზის მრიცხველის მონტაჟი მიწისქვეშა გაზგაყვანილობის მონტაჟი საჰაერო გაზსადენის მონტაჟი გაზიფიკაცია
გაზის ქსელის მოწყობა
გაზის ქსელის მოწყობა

გაზის ლიცენზირებული კომპანია შპს ''ელი'', 15 წლიანი სამუშაო გამოცდილებით გთავაზობთ, გაზის ქსელის მოწყობას, პროექტებიდან ექსპლუატაზიამდე. ჩვენი კომპანია გთავაზობთ: - გაზის შიდა ქსელის მოწყობა - მოწესრიგება; - იატაკქვეშა გაზგაყვანილობის დაქსელვა-მონტაჟი; - მიწისქვეშა გაზგაყვანილობის მონტაჟი; - წარმადობის გაზრდა ან შემცირება; - უსაფრთხოების სისტემების, დეტექტორებისა და ელექტრო იმპულსური ონკანების მონტაჟი; - გაზის დანადგარების დაერთება ქსელზე და სხვა ტექნიკური სამუშაოების შესრულება; - პროექტების მომზადება; - არსებული ქსელის შემოწმება და შესაბამისი საექსპერტო დასკვნის გაცემა; - ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა და ჩაბარება შესაბამის გაზის კომპანიაში; - ბეტონის საფარის ქვეშ დაზიანებული გაზის მილის აღმოჩენა სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით და ახლით ჩანაცვლება; - პოლიეთინელის მილის შედუღება d=20 მმ. ვასრულებთ ნებისმიერი სირთულის სამუშაოებს და ვიყენებთ მაღალი ხარისხის მასალას. შეგვიძლია სამუშაოები შევასრულოთ მრავალბინიან კორპუსებს და ასევე სააგარაკე კერძო სახლებში. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

გაზის ექსპერტიზა გაზის შიდა ქსელის მოწყობა გაზის პროექტირება გაზის მრიცხველის მონტაჟი მიწისქვეშა გაზგაყვანილობის მონტაჟი გაზიფიკაცია

გაზის ლიცენზირებული ხელოსანი

 გაზთან დაკავშირებული სამუშაოების დროს პრიორიტეტი უსაფრთხოებაა — სწორედ ამიტომ, აუცილებელია საქმეში მხოლოდ გაზის ლიცენზირებული ხელოსანი ჩაერთოს. სპეციალისტები ფლობენ საჭირო უნარს, ცოდნასა და ნებართვას გაზის სხვადასხვა სამუშაოების ჩასატარებლად.
 ბოლო წლებში მოთხოვნა გაზზე მომუშავე სისტემებზე საგრძნობლად გაიზარდა, რაც მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს ხელოსნებსაც. გაზის ლიცენზირებული ხელოსანი არამხოლოდ ტექნიკურად გამართულად ასრულებს სამუშაოს, არამედ ითვალისწინებს შენობის ტიპს, პროექტის სპეციფიკას და სახელმწიფო სტანდარტებს.
 გაზის სერთიფიცირებული ხელოსნების  პოვნა ყველაზე მარტივად სერვისებზე შეგიძლიათ. მრავალფეროვანი შეთავაზებები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სპეციალისტების მომსახურებას გვთავაზობენ.  გააკეთეთ სწორი არჩევანი, როდესაც საქმე თქვენი და თქვენი ოჯახის უსაფრთხოებას ეხება.
გაზის ლიცენზირებული კომპანია
გაზის ლიცენზირებული კომპანია

გაზის ლიცენზირებული კომპანია შ.პ.ს "Gas building company" გთავაზობთ შიდა გაზგაყვანილობის საპროექტო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას, ვასრულებთ ნებისმიერი სირთულის სამონტაჟო სამუშაოებს, რკინის, მეტალოპლასტმასის და პოლიეთილენის უმაღლესი ხარისხის მასალით, ჩვენი სერვისებია: შიდა გაზგაყვანილობის მოწყობა-მოწესრიგება, მიწისქვეშა გაზგაყვანილობის მონტაჟი, იატაკქვეშა მილების დაქსელვა-მონტაჟი, საჰაერო გაზსადენის მონტაჟი, წერტილების დამატება-გაუქმება, არსებული გაზგაყვანილობის შეცვლა-კორექტირება, ძველი ქსელის დემონტაჟი, დიამეტრის გაზრდა ქსელზე, უსაფრთხოების სისტემების დეტექტორების და ელექტრო იმპულსური ონკანების მონტაჟი, საკონტროლო ქვემრიცხველების მონტაჟი, დანადგარების დაერთება ქსელზე და სხვა ტექნიკური სამუშაოების შესრულება, პროექტის მომზადება, არსებული ქსელის შემოწმება და შესაბამისი საექსპერტო დასკვნის გაცემა, ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა და ჩაბარება-მიღება ექსპლუატაციაში შ.პ.ს "თბილისი ენერჯიში". აღნიშნულ სამუშაოებს ვასრულებთ, როგორც ინდივიდუალურ შეკვეთაზე, ასევე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში, სააგარაკე კერძო სახლებში და არასაყოფაცხოვრებო სამრეწველო ობიექტებზე. მოგემსახურებით უმოკლეს ვადებში.

გაზის ექსპერტიზა გაზის შიდა ქსელის მოწყობა გაზის პროექტირება გაზის მრიცხველის მონტაჟი მიწისქვეშა გაზგაყვანილობის მონტაჟი საჰაერო გაზსადენის მონტაჟი გაზიფიკაცია
გაზის ლიცენზირებული კომპანია
გაზის ლიცენზირებული კომპანია

ჩვენი კომპანია გთავაზობთ: 1. შიდა გაზგაყვანილობის მონტაჟი, კორექტირება; 2.პროექტის მომზადება საექსპერტო დასკვნა; 3.მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების შიდა ქსელის მოწყობა; 4.კომერციული არასაყოფაცხოვრებო ობიექტების შიდა ქსელის მოწყობა; 5.ქსელის მიმართულების შეცვლა; ქსელის (მილის) დიამეტრის გამოცვლა; 6.დეტექტორების და ელექტრო იმპულსური ონკანების მონტაჟი; მონტაჟს ვასრულებთ, როგორც ფოლადის,ასევე მეტალოპლასტმასის და პოლიეთილენის მასალით. სამუშაოები სრულდება უმაღლესი ხარისხის მასალით. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ტექნიკური პირობების დაცვით. მოგემსახურებათ გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტები ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და უწყვეტი ექსპლუატაციისთვის.

გაზის ექსპერტიზა გაზის შიდა ქსელის მოწყობა გაზის პროექტირება გაზის მრიცხველის მონტაჟი

მომხმარებლის შეფასებები

გაზის მილების შედუღება/მონტაჟი ავტოგენით  სურათი
გაზის მილების შედუღება/მონტაჟი ავტოგენით
ლექსო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-01-23 20:28:46

კარგად შეასრულა თავისი საქმე. მომავალში კიდევ შენ დაგიკავშირდები. მადლობა გაწეული შრომისთვის. ვუწევ რეკომენდაციას

გაზის მილების შედუღება/მონტაჟი ავტოგენით  სურათი
გაზის მილების შედუღება/მონტაჟი ავტოგენით
ლიკა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-01-04 11:55:39

ნამდვილად პროფესიონალები არიან თავიანთი საქმის ,მადლობა მთელ გუნდს

გაზის მილების შედუღება/მონტაჟი ავტოგენით  სურათი
გაზის მილების შედუღება/მონტაჟი ავტოგენით
მია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-01-03 19:54:14

თავისი საქმის პროფესიონალი, მადლიერი და ძალიან კმაყოფილი ვარ! დიდი რეკომენდაცია ჩემგან.

გაზის მილების შედუღება/მონტაჟი ავტოგენით  სურათი
გაზის მილების შედუღება/მონტაჟი ავტოგენით
ციცი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-01-03 19:48:22

ძალიან კარგი და ხარისხიანი მომსახურება მივიღე, მისაღებ ფასად, ძალიან დიდი მადლობა.

​რატომ უნდა ავირჩიოთ გაზის ლიცენზირებული ხელოსანი?

 სივრცე, სადაც ვცხოვრობთ ან ვმუშაობთ, არა მხოლოდ კომფორტული, არამედ უსაფრთხოც უნდა იყოს. მაშინ, როდესაც საქმე გაზის სისტემებს ეხება უსაფრთხოება ორმაგად მნიშვნელოვანი ხდება. გაზის მილები, მრიცხველები და სხვა ელემენტები იმ უხილავ სისტემას ქმნიან, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას ბევრად ამარტივებს. თუმცა, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ ძლიერ სისტემას, მასაც სჭირდება სწორად მოწყობილი საფუძველი და მუდმივი ზედამხედველობა.
 გაზის სისტემებთან მუშაობა დაკავშირებულია მნიშვნელოვან რისკებთან — მცირე შეცდომამაც კი შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული ავარია, რომელიც არა მხოლოდ ქონებას, არამედ სიცოცხლესაც კი შეიძლება შეეხოს. სწორედ ამიტომ,  ამ სფეროში დაუშვებელია  ეკონომია ცოდნასა და გამოცდილებაზე, ან შემთხვევითობა პროფესიონალების შერჩევისას.

 ნებისმიერი სახის გაზის მონტაჟი, დაქსელვა, აღდგენა თუ შემოწმება აუცილებლად უნდა ჩატარდეს მხოლოდ კვალიფიციური და ლიცენზირებული ხელოსნების ან სერთიფიცირებული კომპანიების მიერ. ასეთი პროფესიონალები იცავენ სახელმწიფოს მიერ დადგენილ უსაფრთხოების სტანდარტებს, იყენებენ სერთიფიცირებულ მასალებს და მაღალი პასუხისმგებლობით უდგებიან სამუშაოს ყველა ეტაპს — იქნება ეს ტექნიკური ნაწილი თუ ფორმალური საკითხების სწორად მოგვარება.
 ლიცენზირებული ხელოსანი არის სპეციალისტი, რომელიც სპეციალურ გადამზადებას გადის, აბარებს გამოცდებს და სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად იძენს უფლებას იმუშაოს გაზის ქსელებთან. ასეთი პროფესიონალები არა მხოლოდ ტექნიკურად მართავენ სისტემას, არამედ ასრულებენ სამუშაოს სრული პასუხისმგებლობით, რაც მნიშნელოვანია თითოეული მომხმარებლის უსაფრთხოებისთვის. გაზის სერთიფიცირებული ხელოსნები თავიანთი ცოდნით უზრუნველყოფენ სისტემის სწორ და ხანგრძლივ მუშაობას.

  არ აქვს მნიშვნელობა გჭირდებათ ხელოსანი ბინაზე, ოფისში თუ ახალ აშენებულ ობიექტზე, შეარჩიეთ ლიცენზირებულ ხელოსანი თქვენი და თქვენი ახლობლების სიმშვიდისათვის,  განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება გაზის პროექტირებას, შიდა ქსელის ან მრიცხველის მონტაჟს.
 დღეს პროფესიონალი ხელოსნის მოძიების პროცესი გაცილებით მარტივია ონლაინ პლატფორმების მეშვეობით.  ჩვენი პლატფორმა servisebi.ge მომხმარებლებს სთავაზობს შესაძლებლობას, რამდენიმე წამში იპოვონ ლიცენზირებული გაზის ხელოსანი ან კომპანია თავიანთ რეგიონში — იქნება ეს თბილისი, ბათუმი თუ საქართველოს სხვა ნებისმიერი ქალაქი. პლატფორმაზე წარმოდგენილია დეტალური პროფილები, შეფასებები, მომხმარებელთა გამოხმაურებები და შესრულებული სამუშაოების ფოტოებიც კი, რაც არჩევანს მაქსიმალურად მარტივსა და გამჭვირვალეს ხდის.
ლიცენზირებული კომპანიების მიერ შეთავაზებული სერვისები ძირითადი მოიცავს:  როდესაც ლიცენზირებული ხელოსანს ან კომპანიის არჩევით, თქვენ თავს იზღვევთ ზედმეტი ხარჯებისგან, სისტემური გაუმართაობისა და უსაფრთხოების რისკებისგან. პრაქტიკულად ნებისმიერი პროცესი, დაწყებული პროექტირებით და დამთავრებული ექსპერტიზით, საჭიროებს მაღალ პროფესიონალიზმს, სტანდარტების ზედმიწევნით დაცვას და ხარისხიან შესრულებას. ენდეთ პროფესიონალებს და გააკეთეთ სწორი ინვესტიცია თქვენს სიმშვიდესა და უსაფრთხოებაში.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

​რატომ არის აუცილებელი გაზის ლიცენზირებული ხელოსნის გამოძახება თბილისში ან სხვა ქალაქებში?

ლიცენზირებული ხელოსანი ან კომპანია სერთიფიცირებულია და უფლებამოსილია შეასრულოს გაზის სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დაცვით. მათი ცოდნა, გამოცდილება და უნარჩვები გაძლევენ უსაფრთხოებისა და სიმშვიდის გარანტიას ხანგრძლივი დროით. 

​რა განსხვავებაა გაზის მრიცხველსა და საკონტროლო ქვემრიცხველს შორის?

გაზის მრიცხველი ინდივიდუალურად აფიქსირებს აბონენტის მიერ მოხმარებულ ბუნებრივ გაზს. საკონტროლო ქვემრიცხველი კი გამოიყენება მრავალბინიან სახლებში საერთო მოხმარების ზონის კონტროლისთვის ან ინდივიდუალური მრიცხველების სიზუსტის შესამოწმებლად. ორივე მოწყობილობის მონტაჟი საჭიროებს სერტიფიცირებულ სპეციალისტს და ზოგჯერ წინ უძღვის გაზის ექსპერტიზა.

​ როგორ გავიგო, საჭიროა თუ არა შიდა ქსელის მოწყობა ან გაზის პროექტირება?

თუ ახალ ბინაში გაზგაყვანილობა ჯერ არ გაგიყვანიათ ან გეგმავთ გათბობის ან წყლის გამაცხელებელი სისტემის დაყენებას, პირველ ეტაპზე საჭიროა გაზის პროექტირება. ამის შემდეგ კი ხორციელდება გაზის შიდა ქსელის მოწყობა. ლიცენზირებული ხელოსნები სრულად წყვეტენ ამ პროცესს, მათ შორის დახმარებას უწევენ გაზიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში.
 

​როგორ მოვძებნოთ სანდო გაზის ხელოსანი საქართველოში?

სანდო ხელოსნის ძებნისას ყურადღება მიაქციეთ მის ლიცენზიას, შესრულებული სამუშაოების გამოცდილებას, მომხმარებლების შეფასებებს და უკუკავშირს. საქართველოში ხელოსნის შერჩევის საუკეთესო გზაა პლატფორმა servisebi.ge, სადაც ლიცენზირებული გაზის ხელოსნები ხელმისაწვდომია დეტალური პროფილებით.

​როდის მჭირდება გაზის ექსპერტიზა?

გაზის საექსპერტო დასკვნა საჭიროა ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა: სისტემის თავიდან ჩართვა, ხელოსნის შეცვლა, სარემონტო სამუშაოების შემდგომ შემოწმება ან მრიცხველის გადატანა. ამ დასკვნას გასცემს გაზის ლიცენზირებული კომპანია, რის შემდეგაც შესაძლებელია სისტემის ოფიციალური რეგისტრაცია და გაერთიანება საერთო ქსელში.

უსაფრთხოების საიდუმლოება -  როგორ შევარჩიოთ გაზის ლიცენზირებული ხელოსნები და კომპანიები?
უსაფრთხოების საიდუმლოება - როგორ შევარჩიოთ გაზის ლიცენზირებული ხელოსნები და კომპანიები?
  წარმოიდგინეთ მშვიდი საღამო— თბილი ოთახები, ცხელი წყალი და გაზქურაზე მომზადებული სურნელოვანი კერძი.  ამ სიმშვიდეს და უსაფრთხო გარემოს სწორედ ის პროფე...
ყველას ნახვა