Notification bell icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ისტორიისა და მოქალაქეობის მასწავლებელი

აღწერა

მოვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. ახალი სასწავლო წლისთვის ვიწყებ ჯგუფების დაკომპლექტებას ისტორიასა ვამზადებ როგორც მოსწავლეებს, ისე - აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდისათვის. ვარ მოქმედი, სერტიფიცირებული, უფროსი მასწავლებელი. მოსწავლეებს ვაწვდი მრავალი სახის სისტემურად / თემატურად დამუშავებულ წყაროსა და დამხმარე ლიტერატურას, რაც ყოველთვის აისახება მათ მაღალ შედეგებზე. კვირაში ორი გაკვეთილი, გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1,30 - 2 საათი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეთნოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - შუა საუკუნეების მკვლევარი; ჩაბარებული მაქვს მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში; მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის გამოცდილება;

clock icon
ორშ / პარ
17:00 - 20:00
warranty icon
გარანტია
დიახ

მდებარეობა

location pin icon
თბილისი, საბურთალო

გადახდის მეთოდები

Cash Payment icon ნაღდი ფულით
Transfer Payment icon გადარიცხვით
მსგავსი განცხადებები
პრო
ისტორიის რეპეტიტორი
ისტორიის რეპეტიტორი

მოვამზადებ მოსწავლეებს ისტორიაში, როგორც სასკოლო გამოცდებისთვის, ისე - ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. განათლება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის მიმართულება. თავისუფალი უნივერსიტეტი: სოციალური მეცნიერებების მაგისტრი. სწავლების გამოცდილება მიღებული მაქვს ესპანეთის ქ. ბარსელონაში საგრადა ფამილიასა და ფუნდასიო ქოისეროლას სკოლაში. მიღებული მაქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო და სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში. დაწერილი მაქვს არაერთი სამეცნიერო კვლევა. სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებით. აქცენტი კეთდება როგორც ფაქტოლოგიაზე, ისე - თითოეული ეპოქის ნათლად აღქმასა და გაგებაზე. ამისათვის ვიყენებ თანამედროვე წყაროებს, აგრეთვე - რუკებსა და სხვა ვიზუალურ მასალებს, რაც ხელს უწყობს, როგორც უფრო მეტ ჩართულობას სწავლის პროცესში, საკითხისადმი განსხვავებული და სიღრმისეული მიდგომის განვითარებას. სისტემატიურად ჩატარდება შემაჯამებელი ტესტები, რომლის პასუხების მიხედვითაც გამოიკვეთება მოსწავლის სისუსტე კონკრეტულ ეპოქაში. პრობლემის აღმოსაფხვრელად ტესტები განხილული იქნება გაკვეთილზე. მოსწავლის მხრიდან სათანადო პასუხისმგებლობის გამოჩენის შემთხვევაში, წარმატებული შედეგი გარანტირებულია. დამატებით დეტალებზე შეგიძლიათ დამირეკოთ მითითებულ მობილურის ნომერზე, ან whatsapp-ზე.

star icon 5.0 (3)
certificate icon 1
მოვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიაში
მოვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიაში

მოვამზადებ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ისტორიაში ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კუსდამთავრებული, ისტორიის მაგისტრანტი და ისტორიის მოქმედი სერთიფიცირებული მასწავლებელი, აბიტურიენტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ(ხანგრძლივობა 1,5-2 სთ). სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებით: თეორიული მასალის უკეთ გასააზრებლად, გამოვიყენებთ სხვადასხვა ვიზუალურ წყაროებს, ვიდეორესურსებს, სისტემატიურად შევასრულებთ ერთიანი ეროვნული გამოცდების იმიტირებულ ტესტებს. დაინტერსებული პირები დამიკავშირდით.

ისტორიის რეპეტიტორი
ისტორიის რეპეტიტორი

მოვამზადებ მოსწავლეებს ისტორიაში, როგორც სასკოლო, ასევე - ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვისა და მასწავლებლის გამოცდისთვის. განათლება: ბაკალავრი - ივანე ჯავახივილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიმართულება - ისტორია. მაგისტრატურა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლების ადმინისტრირება. ვარ მოქმედი პედაგოგი, სკოლაში 7+ წლიანი სამუშაო გამოცდილებით, დადასტურებული მაქვს საგნობრივი კომპეტენცია ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში, ასევე გავლილი მაქვს მასწავლებლის მომზადების პროგრამა. გაკვეთილებზე ვიყენებ მრავალფეროვან მასალებს, რუკებს, წყაროებს, ილუსტრაციებს, პრეზენტაციებს, ვიდეო/აუდიო მასალებს და ყოველი თემის მიხედვით შედგენილ საგამოცდო ტესტურ მასალებს. გაკვეთილები იქნება ინტერაქციული და საინტერესო. სწავლება მიმდინარეობს ონლაინ და ოფლაინ რეჟიმში. დეტალებისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

მომზადება ისტორიაში თანამედროვე სტანდარტებით
მომზადება ისტორიაში თანამედროვე სტანდარტებით

ისტორია დროში მოგზაურობაა. გთავაზობთ დროში თავდაუვიწყარ მოგზაურობას, რომელიც მოგცემთ საშუალებას ჩააბაროთ ერთიანი ეროვნული გამოცდებები და ჩამოყალიბდეთ თავისუფლად მოაზროვნე სამოქალაქო პირი. რატომ უნდა იმეცადინოთ ანუკასთან ? 1. გექნებათ მეგობრული, წარმატებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო. 2. განათლებით ვარ ტელე-კინო-ვიდეო რეჟისორი და ისტორიკოსი. 3. ვარ ისტორიის სერტიფიცირებული, მოქმედი მასწავლებელი. 4. მაქვს მოსწავლეებთან და სტუდენტებთან 14 წლიანი სამუშაო გამოცდილება. 5. სწავლების პროცესში ვიყენებ თანამედროვე მეთოდებს, სადაც აქცენტები კეთდება არა ფაქტების დაზეპირებაზე, არამედ კონკრეტული ეპოქის აღქმასა და გააზრებაზე. ამისათვის სწავლების დროს თეორიულ მასალასთან ერთად ვიყენებ სხვადასხვა ტიპის ვიზუალურ მასალას, დოკუმენტურ და მხატვრულ მოკლემეტრაჟიან ფილმებს, რუკებს და სხვა ინტერნეტ რესურსებს. 6. თანამედროვე მეთოდებით სწავლება იწვევს მაღალ მოტივაციას, ინტერესსა და საბოლოოდ საკითხის სიღრმისეულ ცოდნას. 7. გაკვეთილის პროცესში პერიოდულად განვიხილავთ და ვაკეთებთ ეროვნულ გამოცდების ტესტებთან მაქსიმალურად მიახლოებულ მოდელირებულ ტესტის ვარიანტებს და ეროვნულ გამოცდების ტესტებს.

star icon 5.0 (3)
მომზადება ისტორიაში
მომზადება ისტორიაში

ვამზადებ აბიტურიენტებს/მოსწავლეებს ისტორიაში. დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვარ უფროსი მასწავლებელი. მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება. მეცადინეობების ხანგრძლივობაა 1,5-2 საათი, ეს დამოკიდებულია მასალასა და მოსწავლის მიერ მის ათვისებაზე. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ხოლო ყოველ მეორე კვირას იქნება ეროვნულის ფორმატის შემაჯამებელი წერა. მასალა შედგენილია შესაბამისი სასწავლო პროგრამის მიხედვით. ხშირად გვექნება განვლილი მასალის პატარა ტესტირებები. მოსწავლეების მიერ მონდომების, მიზანდასახულობის გამოჩენის შემთხვევაში, წარმატებული შედეგი გარანტირებულია. სურვილისამებრ მეცადინეობების ჩატარება შესაძლებელია ონლაინ ფორმატშიც.

მომზადება ისტორიაში
მომზადება ისტორიაში

დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის მიმართულებით. ვარ უფროსი მასწავლებელი, ამჟამად ვმუშაობ სკოლაში. მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის გამოცდილება. საგაკვეთილო პროცესის დროს მაქსიმალური ყურადღბა დაეთმობა ეროვნულ გამოცდაზე არსებული დავალებების დამუშავებას. გაკვეთილის მსვლელობისას გამოყენებული იქნება თანადროული ეპოქის წყაროები და რუკები. ყოველი თვის ბოლოს ჩატარდება ეროვნული გამოცდების ფორმატის ტესტი. აბიტურიენტის მხრიდან სათანადო მოტივაციისა და მაღალი პასუხისმგებლობის შემთხვევაში სასურველი შედეგი გარანტირებულია! კვირაში ორი დღე.