Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

მომზადება ქიმიაში

აღწერა

სალამი! მე ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, საერთაშორისო ოლიმპიადების არაერთგზის გამარჯვრბული ქიმიასა და ბიოლოგიაში და აწ უკვე პრეზიდენტის სტიპენდიანტი. ბავშვობიდანვე მიყვარდა მეცნიერება და მინდა, თქვენი შვილიც ამ სამყაროს თავგადასავალში ჩავრთო. ქიმია და ბიოლოგია შეიძლება ჩანდეს რთულად, მაგრამ მათში ისეთი ფერები და სილამაზეა, რაც სწორი მიდგომით ყველამ უნდა აღმოაჩინოს. ვის ვასწავლი? **სკოლის მოსწავლეები**: ვეხმარები პროგრამის დაძლევაში, ვუხსნი რთულ კონცეფციებს მარტივად და სახალისოდ. **აბიტურიენტები**: სპეციალური მომზადება ეროვნული გამოცდებისთვის, სადაც ქიმიასა და ბიოლოგიაში უმაღლეს შედეგებს მივაღწევთ. - **სტუდენტები**: გაძლიერებული კურსები, რომლებიც უნივერსიტეტის დონეზე დაგეხმარებათ რთული საკითხების სიღრმისეულ გაგებაში. ბავშვებთან ურთიერთობა მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და ეს ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ნაწილია ჩემი საქმიანობის. ვცდილობ, **ყოველ ბავშვში ვიპოვო უნიკალური ნიჭი** და ისე მივუდგე, რომ არა მხოლოდ ცოდნა მივცე, არამედ მოტივაციაც – მეცნიერების სიყვარული იწყება ცნობისმოყვარეობით და მხიარულობით! გამოცდილება და წარმატება პრეზიდენტის სტიპენდიანტობა და არაერთი საერთაშორისო ოლიმპიადაზე გამარჯვება არის ჩემი ცოდნის ხარისხის გარანტი. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის: ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვამაყობ ჩემი მოსწავლეებით, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს. ამბობენ ქიმია და ბიოლოგია რთულიაო. მე კი გეტყვით: ქიმიაშიც და ბიოლოგიაშიც ყველაფერი მარტივია, თუ გეცოდინება, **სწორად აურიო "სწორი მასწავლებელი" და "ცნობისმოყვარე მოსწავლე"!**

სწავლების მიმართულება  icon
სწავლების მიმართულება
სწალების ფორმატი icon
სწალების ფორმატი
clock icon
ორშ / პარ
00:00 - 23:00
შაბათი
00:00 - 23:00
კვირა
00:00 - 23:00
warranty icon
გარანტია
დიახ
loan icon
განვადება
დიახ

მდებარეობა

location pin icon
თბილისი, ყაზბეგის #35

გადახდის მეთოდები

Cash Payment icon ნაღდი ფულით
Card Payment icon ბარათით
Transfer Payment icon გადარიცხვით
შეტყობინება

თუ განცხადება შეიცავს არასწორ ინფორმაციას გთხოვთ შეატყობინოთ საიტის ადმინისტრაციას, მადლობას გიხდით აქტიურობისთვის.

თქვენი უკუკავშირი მიღებულია.

დაფიქსირდა შეცდომა.

მსგავსი განცხადებები
ქიმიის მასწავლებელი
ქიმიის მასწავლებელი

მოვამზადებ მოსწავლეებს ქიმიაში. ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეხუთე კურსის სტუდენტი. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულებით ჩავაბარე როგორც ქიმია, ისე ბიოლოგია და ვსწავლობ 100% სახელმწიფო დაფინანსებით. მრავალგზის მიმიღია მონაწილეობა სახელმწიფო და საერთაშორისო ოლიმპიადებში ქიმიისა და ბიოლოგიის მიმართულებით. მაქვს 4 წლიანი გამოცდილება მოსწავლეებთან მუშაობის, გაკვეთილები არის ინდივიდუალური, შედეგზე ორიენტირებული და სრულად ადაპტირებული თითოეული მოსწავლის დონესა და საჭიროებაზე. გაკვეთილების ხანგრძლივობა: 1–1.3 საათი, კვირაში ორჯერ.

ქიმიის რეპეტიტორი
ქიმიის რეპეტიტორი

ქიმიაში ვამზადებ აბიტურიენტებს, მასწავლებლობის მსურველებსა და სამედიცინო მიმართულების სტუდენტებს, ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ცოდნის დონეზე მორგებული სასწავლო პროგრამით. ვარ ქიმიის მოქმედი პედაგოგი, ქიმიის სპეციალისტი და თსუ-ის ბიოორგანული და ფარმაცევტული ქიმიის დოქტორანტი, მრავალწლიანი პედაგოგიური და აკადემიური გამოცდილებით. სასწავლო პროცესი ეფუძნება ქიმიის თეორიული საკითხების საფუძვლიან გააზრებას, ამოცანების სისტემურ ამოხსნასა და საგნობრივი კომპეტენციების განვითარებას. მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ, დღეში 1:30 საათი. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავრდით.

ქიმიაში მომზადება
ქიმიაში მომზადება

ვამზადებ აბიტურიენტებსა და სკოლის მოსწავლეებს ქიმიაში, ასევე სტუდენტებსა და მასწავლებლებს (სასერთიფიკატო გამოცდებისათვის). ვასწავლი კერძო და საჯარო სკოლებში და ვარ დოქტორანტურის სტუდენტი.მაქვს კერძო რეპეტიტორად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. გაკვეთილებს ძირითადად ვატარებ ონლაინ, პლატფორმა - Google Meet - ის გამოყენებით. მოსწავლეების დაინტერსებისა და მოტივაციისითვის ვიყენებ მათზე მორგებულ მრავალფეროვან სასწავლო რესურსს და ასევე ჩემ მიერ შექმნილ სასწავლო მასალას. რამდენიმე მოსწავლის გაერთიანების შემთხვევაში, სწავლის საფასური განახევრდება. გისურვებთ წარმატებებს.

ქიმიის მასწავლებელი
ქიმიის მასწავლებელი

მოგესალმებით! ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულებით ჩავაბარე როგორც ქიმია, ისე ბიოლოგია და ვსწავლობ 100% სახელმწიფო დაფინანსებით. მრავალგზის მიმიღია მონაწილეობა სახელმწიფო და საერთაშორისო ოლიმპიადებში ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის მიმართულებით. 2018-2019 წლებში ქიმიის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მოვიპოვე მე-2 ადგილი. მაქვს 4 წლიანი გამოცდილება მოსწავლეებთან მუშაობაში. გაკვეთილები არის ინდივიდუალური, შედეგზე ორიენტირებული და სრულად ადაპტირებული თითოეული მოსწავლის დონესა და საჭიროებაზე. გთხოვთ დამიკავშირდით 17:00 სთ -ის შემდეგ მითითებულ ნომერზე.