გთავაზობთ ნებისმიერი შინაარსის პროფესიონალურ ფოტოსერვისს:
- ქორწილი, ჯვრისწერა
- სკოლის გამოსაშვები, ბოლო ზარი
- ნათლობა
- ნებისმიერი ღონისძება
- კომერციული, ფუდ & პროდუქტის
- პერსონალური, გარე და სტუდიური
ასევე სრული სერვისი: ფოტო + ვიდეო დრონით გადაღება მისაღებ ფასებში.
კონსულტაციისთვის ან დასაჯავშნად დამიკავშირდი ვატსაპზე.
"კომაროვის" სკოლის გამოსაშვები საღამო რომელსაც "ლისი მერე"მ უმანსპინძლა აქ მთავარი გამოწვევა დროის არქონა იყო: საღამო 5 სთ დან დაიწყო და 06:30 სთ ზე პროგრამა იწყებოდა, ჩემი ამოცანა იყო ყველა ეტაპზე ყველა ბავშვის ფოტო მომესწრო, (25 ბავშვი) თან ორიგინალურად, განსხვავებულად, წყვილებში, დინამიკაში, მშობლებთან ერთად და სხვ ემოციური კადრები. ამას ემატებოდა, გარე ლოკაციების არ არსებობა და უნდა მეპოვნა შიგნით სივრცეში ფოტოგრაფიულად განსაკუთრებული ადგილები ❤️ ეს ჩემთვის ურთულესი მისია იყო, თუმცა როგორც მშობლებმა აღნიშნეს თავი შესანიშნავად გავართვი და ყველა კმაყოფილი დარჩა ❤️
5 თვის ლუკას ნათლობა მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში . ნათლობის ფოტოსესია მოიცავს ნათლობის რიტუალის სრულ დინამიურ ფოტოსესიას, ასევე ტაძრის ეზოში ან /და ტაძრის ტერიტორიაზე საერთო სამახსოვრო პროფესიონალურ ფოტოებს რომელიც დამუშავებული გბარდებათ უმოკლეს დროში <3
ხელის თხოვნაც ასეთი უნდა, და როცა გვერდით გამოცდილი და პროფესიონალი ფოტოგრაფი გყავს რაათქმაუნდა სანერვიულოც აღარაფერია ♥️ მათშორის არც თქვენს ბიუჯეტზე, რადგან ჩემთან ხარისხი ფასზე მაღალია♥️ ფოტოსესია შედგა ორ ლოკაციაზე, რესტორანი გაგრა და მეტეხის ტერიტორია.