აღწერა
მოქმედი ექთანი 10 წლიანი გამოცდილებით ბავშვებსა და მოზარდებში გთავაზობთ: - ინექციები ვენაში, კუნთში, და კანქვეშ. - პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია. - ინტრავენური ინფუზია (გადასხმა). - შარდის ბუშტის კათეტერიზაცია. - ჭრილობის დამუშავება, გადახვევა. - ნაზოგასტრალური ზონდირება და სხვა საექთნო საქმე.
გადახდის მეთოდები
მდებარეობა
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.
ძალიან დიდი მადლობა თავის საქმის პროფესიონალ და ყურადღებიან გოგოს.
უკარგესი ადამიანია, ყურადღებიანი, პროფესიონალი. ძალიან დიდი რეკომენდაციას გავუწევ ყოველთვის.
დალიკო მართლაც უმაღლესი დონის პროფესიონალიზმი და ადამიანური დამოკიდებულება გამოავლინა. თავიდანვე ძალიან თბილი, ყურადღებიანი და დამამშვიდებელი იყო, რაც ასეთ სიტუაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გადასხმის პროცესი ჩაატარა მაქსიმალურად ჰიგიენური სტანდარტების სრული დაცვით. მუშაობდა თავდაჯერებულად და მშვიდად, რაც კიდევ უფრო მატებდა ნდობას. ყველა ნაბიჯს მიხსნიდა გასაგებად და მუდმივად აკონტროლებდა ჩემს მდგომარეობას. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მისი კომუნიკაცია — იყო ზრდილობიანი, მეგობრული და გულწრფელად დაინტერესებული ჩემი ჯანმრთელობით. აშკარად ეტყობოდა, რომ თავისი საქმე უყვარს და პაციენტზე ზრუნვა მისთვის პრიორიტეტია. ასეთი პროფესიონალი და პასუხისმგებლიანი ექთანის მომსახურება ნამდვილად დასაფასებელია. დიდი მადლობა მას გაწეული ზრუნვისა და მაღალი ხარისხის მომსახურებისთვის!
დალიკო ძალიან პუნქტუალურად, პროფესიონალურად და კომფორტულად მომემსახურა. ამას გარდა, არის თავაზიანი, სასიამოვნო მოსაუბრე და მსმენელი. მისი სახით სამომავლოდ, ვიცი, რომ მეგულება სანდო და თავისი საქმის მცოდნე ექთანი
ძალიან კარგი პროფესიონალია, თავაზიანი და ყურადღებიანი. ნაოპერაციებ პაციენტს დაუმუშავა ჭრილობა, მოიტანა თავისი მასალები. გამოძახებიდან 1 საათში მოვიდა.