აღწერა
გთავაზობთ პროფესიონალურ არქიტექტურულ მომსახურებას თბილისსა და რეგიონებში. დახვეწილ ესთეტიკაზე დაფუძნებულ არქიტექტურას, რომელიც იდეალურად ერგება დამკვეთის ინდივიდუალურ ხასიათსა და ცხოვრების სტილს. სამუშაოები სრულდება სამთავრობო დადგენილებების (მათ შორის №41, №261, №14-39, №354, №732, №255, №361, №370) და სივრცის დაგეგმარების კოდექსის სრული დაცვით. სერვისები: • კვლევა და ზონირება – განაშენიანების პირობების (გაპ) მოპოვება, სიტუაციური და გენერალური გეგმები. • საავტორო არქიტექტურა – ინდივიდუალური სახლების, კომერციული და მრავალფუნქციური ობიექტების ექსკლუზიური პროექტები. • რეკონსტრუქცია და დემონტაჟი – ფასადის მოდერნიზაცია, რეკონსტრუქცია და სადემონტაჟო სამუშაოების ორგანიზება. • ნებართვების მოპოვება – I, II, III და IV კლასის მშენებლობის ნებართვები და შეთანხმება არქიტექტურის სამსახურში. • მშენებლობის ლეგალიზაცია – უნებართვო ნაგებობების დაკანონება, არსებული შენობების აზომვა და რეგისტრაცია. რატომ ჩემთან? • ინდივიდუალური ესთეტიკა: თითოეული პროექტები ხასიათდება ავტორული ხედვით, თანამედროვე ვიზუალური კონცეფციითა და ერგონომიკით. • სრული თავსებადობა: დოკუმენტაცია მზადდება ელექტრონულ პორტალებზე ასატვირთად და აკმაყოფილებს საექსპერტო მოთხოვნებს. • ტექნოლოგიები და მხარდაჭერა: პროექტები მუშავდება BIM, AutoCAD და REVIT-ში. სამუშაოს ვადებისა და ღირებულების დასადგენად, დამიკავშირდით პირველადი უფასო კონსულტაციისთვის.
ობიექტის ტიპი
მომსახურების ტიპი
მდებარეობა
გადახდის მეთოდები
განათლება / სერტიფიკატი
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.