ტექსტების წერა / Copywriting გჭირდებათ საინტერესო, ბუნებრივი და თქვენს აუდიტორიაზე მორგებული ტექსტი? გთავაზობთ ტექსტების შექმნას ქართულ და ინგლისურ ენებზე - როგორც სოციალური ქსელებისა და რეკლამისთვის, ისე სხვადასხვა შემოქმედებითი თუ საინფორმაციო მიზნისთვის. შემიძლია დაგეხმაროთ: • სოციალური ქსელებისთვის პოსტებისა და აღწერების წერაში; • სარეკლამო და კრეატიული ტექსტების შექმნაში; • პროდუქტისა და მომსახურების აღწერების მომზადებაში; • ტექსტის რედაქტირებასა და კორექტირებაში; • იდეის საინტერესო და ბუნებრივ ტექსტად ჩამოყალიბებაში; • ტექსტის ტონის კონკრეტულ აუდიტორიაზე მორგებაში. განსაკუთრებით მაინტერესებს კრეატიული წერა და ადამიანისთვის ბუნებრივად აღსაქმელი ტექსტების შექმნა. მაქვს სტუდენტურ პროექტებში კონტენტსა და ტექსტებზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება - მათ შორის, ვარ სტუდენტური მოძრაობის სოციალური გვერდების ქოფირაითერი. ვფლობ ინგლისურ ენას C1 დონეზე. თითოეულ შეკვეთას ინდივიდუალურად მივუდგები და წინასწარ შევათანხმებთ ტექსტის მოცულობას, სტილს, ვადასა და ღირებულებას. თუ გაქვთ იდეა, მაგრამ არ იცით, როგორ აქციოთ ის კარგ ტექსტად, რომელიც თქვენს აუდიტორიას მიიზიდავს, მომწერეთ და ერთად ვიპოვით გამოსავალს!
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.