აღწერა
ვამზადებ აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. სასწავლო პროცესი მორგებული იქნება მოსწავლის ცოდნის დონესა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე. მთავარი აქცენტი გაკეთდება მასალის სწორად გააზრებაზე, პრაქტიკულ მუშაობასა და ცოდნის განმტკიცებაზე. სწავლის პროცესში: - საფუძვლიანად შევისწავლით ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამას; - ვიმუშავებთ საგამოცდო ტიპის დავალებებსა და ტექსტებზე; - განვავითარებთ ტექსტის გააზრებისა და ანალიზის უნარებს; - განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წერით დავალებებს; - ეტაპობრივად შევაფასებთ მიღებულ შედეგებს (გვექნება მოდელირებული ტესტები); - გამოვიყენებთ მრავალფეროვან სასწავლო რესურსებს. მეცადინეობის ადგილი: სამგორი — შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. შესაძლებელია ონლაინ შეხვედრაც. ჩემ შესახებ: * ფილოლოგი და განათლების ადმინისტრირების მაგისტრი; * უფროსი მასწავლებელი; * ლიტერატურული კლუბების ხელმძღვანელი; * სკოლაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება; * კერძო მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება. საფასური განისაზღვრება მოსწავლის ასაკისა და გაკვეთილის ფორმატის გათვალისწინებით. დამატებითი ინფორმაციისთვის მომწერეთ პირად შეტყობინებაში.
სწალების ფორმატი
სწავლების მიმართულება
მდებარეობა
გადახდის მეთოდები
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.