სექტემბრიდან ვიწყებ I–IV კლასის მოსწავლეების მიღებას ინდივიდუალურ მეცადინეობებზე ყველა საგანში. ვარ განათლების მეცნიერებების მაგისტრი და სერტიფიცირებული მოქმედი მასწავლებელი. მაქვს ბავშვებთან მუშაობისა და სასკოლო პრაქტიკის გამოცდილება. კარგად გამომდის ბავშვებთან კომუნიკაცია და თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალური საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით ვუდგები. რას გთავაზობთ: - სასწავლო მასალის მარტივად, გასაგებად და საინტერესო ფორმით ახსნას; - საშინაო დავალებების შესრულებასა და გააზრებას; - ნასწავლი მასალის განმტკიცებასა და ცოდნის გაღრმავებას; - ინდივიდუალურ მიდგომას თითოეული მოსწავლის საჭიროებების შესაბამისად; - დამოუკიდებლად მუშაობისა და სწავლის უნარების განვითარებას; - მშვიდ, მეგობრულ და კომფორტულ სასწავლო გარემოს. - მეცადინეობა ტარდება ბინაზე მისვლით. - კვირაში 4–5 დღე -ერთი მეცადინეობის ხანგრძლივობა — 1,5 საათი (საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის შესაძლებლობებისა და სასწავლო დატვირთვის გათვალისწინებით, შესაძლებელია დროის გაზრდაც). ჩემი მიზანია, ბავშვმა არა მხოლოდ შეასრულოს სასწავლო დავალებები, არამედ სიღრმისეულად გაიაზროს მასალა და განიმტკიცოს ცოდნა.
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.