განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

მომზადება ისტორიაში

აღწერა

მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს ისტორიაში, სახლში მისვლით ან ონლაინ, ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი, მაქვს მაღალი აკადემიური მოსწრება, ვარ შედეგებზე ორიენტირებული, ჩემთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეს კარგად გავაცნო და შევაყვარო ეს საგანი. ფასზე და სხვა დეტალებზე დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე

სწავლების მიმართულება  icon
სწავლების მიმართულება
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები (I - VI კლასი) საბაზო საფეხურის მოსწავლეები (VII - X კლასი)
სწალების ფორმატი icon
სწალების ფორმატი
ონლაინ მოსწავლესთან ბინაზე მისვლით ოფლაინ ინდივიდუალური მეცადინეობა
clock icon
ორშ / პარ
24 საათი
შაბათი
24 საათი
კვირა
24 საათი

მდებარეობა

გადახდის მეთოდები

Cash Payment icon ნაღდი ფულით
მსგავსი განცხადებები
პრო

ისტორიის რეპეტიტორი

მოვამზადებ მოსწავლეებს ისტორიაში, როგორც სასკოლო გამოცდებისთვის, ისე - ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. განათლება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის მიმართულება. თავისუფალი უნივერსიტეტი: სოციალური მეცნიერებების მაგისტრი. სწავლების გამოცდილება მიღებული მაქვს ესპანეთის ქ. ბარსელონაში საგრადა ფამილიასა და ფუნდასიო ქოისეროლას სკოლაში. მიღებული მაქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო და სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში. დაწერილი მაქვს არაერთი სამეცნიერო კვლევა. სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებით. აქცენტი კეთდება როგორც ფაქტოლოგიაზე, ისე - თითოეული ეპოქის ნათლად აღქმასა და გაგებაზე. ამისათვის ვიყენებ თანამედროვე წყაროებს, აგრეთვე - რუკებსა და სხვა ვიზუალურ მასალებს, რაც ხელს უწყობს, როგორც უფრო მეტ ჩართულობას სწავლის პროცესში, საკითხისადმი განსხვავებული და სიღრმისეული მიდგომის განვითარებას. სისტემატიურად ჩატარდება შემაჯამებელი ტესტები, რომლის პასუხების მიხედვითაც გამოიკვეთება მოსწავლის სისუსტე კონკრეტულ ეპოქაში. პრობლემის აღმოსაფხვრელად ტესტები განხილული იქნება გაკვეთილზე. მოსწავლის მხრიდან სათანადო პასუხისმგებლობის გამოჩენის შემთხვევაში, წარმატებული შედეგი გარანტირებულია. დამატებით დეტალებზე შეგიძლიათ დამირეკოთ მითითებულ მობილურის ნომერზე, ან whatsapp-ზე.

შეფასება 5.0 , 3 შეფასება
1 სერტიფიკატი,

მომზადება ისტორიაში

გთავაზობთ აბიტურიენტებისა და სკოლის მოსწავლეების მომზადებას ისტორიაში. ვასრულებ ჯგუფების შექმნას 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული გამოცდებისათვის. გახლავართ საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების წამყვანი პედაგოგი 15 წლიანი გამოცდილებით. ვისაც გსურთ საუკეთესო შედეგის მიღება და ხართ მოტივირებული, სულ მალე ვიწყებთ პირველი შეხვედრისათვის მზადებას. სწავლა დაიწყება სექტემბერში და გაგრძელდება 10 თვის განმავლობაში. სწავლების პროცესი იქნება საინტერესო, ამომწურავი, სხავადასხვა აქტივობებით დატვირული ( ვიდეორესურსები, დამხმარე ლიტერატურა, ტესტები, ვიზუალური მასალა, იმიტირებული გამოცდა), რაც გააიოლებს საგნის შესწავლას. ✔️ ყოველი 2 ან 3 თავის შესწავლის შემდგომ შევასრულებთ მისაღები გამოცდების სპეციფიკით შედგენილ ტესტებს და დამატებით გვექნება დისკუსია და მსჯელობა. ✔️ გაკვეთილის ხანგრძლივობა კვირაში 3 დღე, საათი და 30 წუთი ან 2 საათი. ✔️ განიხილება ჯგუფში მხოლოდ 3-4 მოსწავლე. ჩემთან თანამშრომლობის შემთხვევაში ორიენტირებული ვიქნებით: სწავლის ხარისხზე, ინდივიდუალურ მიდგომებზე, უმაღლეს შედეგზე და პასუხისმგებლობაზე. გელოდებათ მეგობრული და პოზიტიური გრემო. დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით მეილზე ან დამირეკეთ მითითებულ ნომერზე.

ისტორიის რეპეტიტორი

მოვამზადებ მოსწავლეებს ისტორიაში, როგორც სასკოლო, ასევე - ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. განათლება: ბაკალავრი - ივანე ჯავახივილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიმართულება - ისტორია მაგისტრატურა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიმართულებას საქართველოს უახლესი ისტორია. მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მაქვს 8 წლიანი სწავლების გამოცდილება. დაწერილი მაქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი. ვმუშაობ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. სწავლება მიმდინარეობს თანამდროვე მეთოდებით, აქცენტი კეთდება როგორც ფაქტოლოგიურ ცოდნაზე, ასევე ისტორიული ეპოქების დეტალურ აღქმასა და გააზრებაზე. გაკვეთილის მსვლელობისას, გარდა ტექსტისა, ასევე ვიყენებთ ისტორიულ რუკებს, სქემებს, კარიკატურებს, პლაკატებსა და სხვ. გარდა ამისა, სისტემატიურად ტარდება ტესტირებები, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ მოსწავლის სისუსტეები და დაუყოვნებლივ აღმოვფხვრათ. წარმატება გარანტირებულია თუ მოსწავლე გამოიჩენს შესაბამის ყურადღებას და ჩართული იქნება საგაკვეთილო პროცესში. სწავლება მიმდინარეობს ონლაინ და ოფლაინ რეჟიმში. ადგილზე დაგხვდებათ კომფორტული გარემო. დამატებითი დეტალებისთვის დამიკავშირდით ნომერზე.

ისტორიაში მომზადება

აბიტურიენტებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის! გთავაზობთ ისტორიის მომზადებას ეროვნულ გამოცდებზე და სკოლის პროგრამისთვის. გაკვეთილები ჩატარდება გასაგები და მარტივი ახსნებით, საინტერესო ფაქტებითა და სიღრმისეული განხილვით. ✅ ყოველი ახალი თემის დაწყებამდე მოხდება წინა მასალის გამეორება, რათა ცოდნა მყარად დამკვიდრდეს. ✅ იმუშავებთ ისტორიულ რუკებთან, რაც დაგეხმარებათ მოვლენების უკეთ გააზრებასა და წარმოსახვაში. ✅ სპეციალური ყურადღება დაეთმობა ტესტებთან მუშაობას, რათა გამოცდებზე მაქსიმალურად მზად იყოთ. ✅ სწავლება გაიმართება ინდივიდუალურად ან მცირე ჯგუფებში, თითოეული მოსწავლის საჭიროებებზე მორგებულად. ფასი – შეთანხმებით.

მოვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ისტორიაში

ვარ ახალი და უახლესი ისტორიის დოქტორანტი, აგრეთვე ვარ ისტორიის სკოლის სახელმძღვანელოების ავტორი. მაქვს კერძო სკოლებში ისტორიის სწავლების ხუთწლიანი და აბიტურიენტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

მომზადება ისტორიაში

აირჩიე ისტორიის მოსამზადებელი კურსი გამოცდილი პედაგოგისგან! რატომ ჩემთან? ✔ სკოლაში, აბიტურიენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლობის მსურველებთან მუშაობის გამოცდილება; ✔ ყველა მათგანმა უჩვენე საუკეთესო შედეგები; ✔ თანამედროვე ტექნოლოგიებით ხალისიანი და საინტერესო სწავლების პროცესი; ✔ ონლაინ გაკვეთილები, რომლებიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი რეგიონისთვის. ✔ ეროვნული გამოცდებისათვის საუკეთესო შედეგების მიღწევის შანსი; ✔ შესამოწმებლად დემო-გაკვეთილები, შეგიძლიათ იხილოთ YouTube არხზე. (დარეკეთ და მიიღებთ ლინკს); რას მიიღებ? - სრულყოფილ მომზადებას ეროვნული გამოცდებისთვის. - ინდივიდუალურ მიდგომას და თემების საფუძვლიან ანალიზს. - ინტერაქტიულ მასალებსა და მრავალფეროვან დავალებებს. - თავისუფალ და მეგობრულ გარემოს, სადაც სწავლა სიამოვნებად იქცევა! ახალი ჯგუფების რეგისტრაცია უკვე დაიწყო! ნუ დაკარგავ შანსს! მიაღწიო საუკეთესო შედეგებს ისტორიის გამოცდაში!

ისტორიის რეპეტიტორი

ვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ისტორიაში. მაქვს სწავლების 15 წლიანი გამოცდილება. სკოლის მოსწავლეებისათვის კვირაში ტარდება მინიმუმ 3 გაკვეთილი (გაკვეთილების რაოდენობა იზრდება მოსწავლის საჭიროებების შესაბამისად, თუმცა გაკვეთილების რაოდენობის გაზრდა ფასზე გავლენას არ ახდენს). აბიტურიენტებისათვის კვირაში ტარდება მინიმუმ 4 გაკვეთილი ( საჭიროების შემთხვევაში 5-6 გაკვეთილი, ხოლო გამოცდებამდე 1 თვით ადრე მეცადინეობა მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში. გაკვეთილების რაოდენობის ზრდა არ იწვევს ფასის ცვლილებას). ლოკაცია: გლდანი. ლოკაცია მარტივად მისადგომია, რადგან მდებარეობს ავტობუსის გაჩერებასთან 50 მეტრში. სკოლის მოსწავლეებისათვის (მეთერთმეტე კლასის ჩათვლითთ) გაკვეთილების თვიური ღირებულებაა 90-110 ლარი, ხოლო აბიტურიენტთათვის 160 ლარი. დეტალებისათვის დამიკავშირდით ნომერზე.

მოვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიაში

გთავაზობთ ისტორიის კურსს აბიტურიენტებისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად. სასწავლო პროცესის შესახებ: გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ, თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1.5-2 საათი. მოსწავლეებს შევასწავლი: ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამით გათვალისწინებული საკითხებს; წყაროს ანალიზს; მოვლენის ანალიზს; რუკაზე მუშაობას; გაკვეთილებზე რეგულარულად დავწერთ ტესტებს. მოკლედ ჩემ შესახებ: ვარ გამოცდილი პედაგოგი და მკვლევარი, მრავალწლიანი გამოცდილებით. განათლება: დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მოვიპოვე ისტორიის ბაკალავრის (2016) და ისტორიის მაგისტრის (2018) აკადემიური ხარისხები. 2018 წლიდან ვარ ისტორიის მიმართულების დოქტორანტი. პროფესიული გამოცდილება: 2017 წლიდან ვამზადებ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. 2022 წლიდან ვარ თსუ აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრის ისტორიის მასწავლებელი, ასევე, მოწვეული ლექტორი ამავე უნივერსიტეტში. სამეცნიერო საქმიანობა: ვარ არაერთი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ხელმძღვანელი/მონაწილე, რამდენიმე სამეცნიერო სტატიისა და ორი წიგნის ავტორი („ამერიკელი მოგზაურები საქართველოში (XIX საუკუნის I ნახევარი)“; "ამერიკული პრესა საქართველოსა და ქართველების შესახებ (XX საუკუნის დასაწყისი)"). ადგილმდებარეობა: online, ვარკეთილი დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

ისტორიის მასწავლებელი

ვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიაში. მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება. ვარ ისტორიის მეცნიერებათა მაგისტრი. სერთიფიცირებული უფროსი მასწავლებელი. ვმუშაობ ქ.თბილისის მეათე საჯარო სკოლაში. მეცადინეობა ტარდება კვირაში ორჯერ, გაკვეთილის ხანგრძლივობა 2+ საათი. ჯგუფში 4- 5 მოსწავლე. ვინც არ იზარმაცებს, მაღალი ქულის გარანტიას გაძლევთ, ჩაჭრა არც განიხილება(ჯერ არავინ ჩაჭრილა). ჯგუფების დაკომპლექტება უკვე დავიწყეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. ლოკაცია - მეტრო ღრმაღელესთან. დეტალებისთვის დამიკავშირდით.

მომზადება ისტორიაში

გამარჯობა,ოქტომბრიდან ვიწყებ ჯგუფების დაკომპლექტებას ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ისტორიაში. შესაძლებელია ინდივიდუალური მომზადება, როგორც აბიტურიენტებისათვის, ისე სკოლის მოსწავლეებისთვის. კურსის შესახებ: >გაკვეთილის ხანგრძლივობა 2:00 საათი >კვირაში 3 (დღეებზე შევთანხმდებით) > სწავლების ინტერაქტიული მეთოდების გამოყენება (რუკა....) >მომზადების პროცესში ვიყენებთ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს >მასალას ავხსნი პრეზენტაციის სახით >ვმუშაობთ ტესტებზე და 12 გაკვეთილის ბოლოს ვწერთ დასკვნით ტესტებს >გვექნება ზეპირი გამოცდები >გავიმეორებთ განვლილ მასალას. ჩემს შესახებ: >მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის გამოცდილება >ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კურსის სტუდენტი >აქტიურად ვმონაწილეობ სტუდენტურ სამეცნიერო კომფერენციებში

მოვამზადებ ისტორიაში

მოვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიაში, ვარ ისტორიის მოქმედი უფროსი მასწავლებელი. მაქვს აბიტურიენტების მომზადების რამდენიმე წლიანი გამოცდილება. ფასი: კვირაში ორი დღე - 150₾ კვირაში სამი დღე - 200₾ გაკვეთილის მიმდინარეობა ორი საათი (ვამზადებ, როგორც ჩემს ბინაზე, ასევე ონლაინ).

ისტორიაში მომზადება

FoxPrep.ai ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი ჭკვიანი პლატფორმაა. გააკეთე სავარჯიშო ტესტები თითოეულ საგამოცდო თემაზე; ოფიციალური კითხვები წინა გამოცდებიდან; დამატებითი დაგენერირებული კითხვები ყველა საკითხზე; ულიმიტო რაოდენობის სატესტო სესიები გაანალიზე პროგრესი პერსონალური სტატისტიკით. 2025-ში ჩვენმა მომხმარებლებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს. მასწავლებლებისთვის გვაქვს სპეციალური შეთავაზება რათა თავიანთი მოსწავლეები უკეთ მოამზადონ ჩვენი პლატფორმის დახმარებით.