დაწყებითი კლასის მოსწავლეების რეპეტიტორი

მოცემული კატეგორიაში ნახავთ განცხადებებს დაწყებითი კლასის მასწავლებლების შესახებ. პირველიდან მეოთხე კლასის საგნებში მომზადება პროფესიონალი ამღზრდელების მიერ. dawyebiti klasebis maswavlebeli, momzadeba dawyebit klasebshi, dawyebiti klasis sagnebis sheswavla, dawyebiti klasebis repetitori
დაწყებითი განათლების მასწავლებელი
დაწყებითი განათლების მასწავლებელი

მოგესალმებით! მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, (I, II, III, IVკლასი), შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა მათემატიკა ბუნება ✅️გაკვეთილის ხანგრძლივობა: საათნახევარი.კვირაში 3/4/5 გაკვეთილი(სურვილისამებრ) ✅️ მეცადინეობაში შედის საგაკვეთილო მასალა + დამატებითი მასალით მეცადინეობა. მოსწავლისთვის სწავლა-სწავლების პროცესი წარიმართება მაქსიმალურად ჰარმონიულად, რაც პირდაპირ კავშირშია საუკეთესო შედეგთან. ✅️დავასრულე ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაქვს მაგისტრის ხარისხი,უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ვმუშაობ სკოლაში, ასევე მაქვს კერძო რეპეტიტორობის 5 წლიანი გამოცდილებაც. მისამართი: საბურთალო, Ⓜ️ სახელმწიფო უნივერსიტეტი.

video icon სერტიფიკატი
დაწყებითი კლასების მომზადება დაწყებითი კლასების რეპეტიტორი დაწყებითი კლასის რეპეტიტორი დაწყებითი კლასის მასწავლებელი
დაწყებითების მომზადება ინგლისურ ენაში
დაწყებითების მომზადება ინგლისურ ენაში

მოვამზადებ I-X კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში, მათ შორის უცხო ენაში (ინგლისური) მოგესალემბით, მაქვს გამოცდილება დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადებაში ყველა ძირითად საგანში, მათ შორის ინგლისურ ენაში. სწავლების პროცესში ვცდილობ, თითოეული მოსწავლისთვის შევქმნა მხარდამჭერი და მოტივაციის მომცემი გარემო, სადაც ბავშვები თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ აზრებს და ინტერესს სწავლის მიმართ. ვიყენებ ასაკისთვის შესაბამის, ინტერაქტიულ მეთოდებს, როგორიცაა ვიზუალური მასალები, თამაშები და პრაქტიკული სავარჯიშოები, რაც ხელს უწყობს მასალის უკეთ გააზრებასა და ცოდნის გამყარებას. ინგლისური ენის სწავლებისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ მოსმენის, საუბრის, კითხვისა და წერის უნარების თანაბარ განვითარებას, რათა ბავშვებს ჩამოუყალიბდეთ კომუნიკაციის საფუძვლები. პირობები: * მოვამზადებ ბინაზე მოყვანით, აგრეთვე თქვენთან მოსვლითაც * ვცხოვრობ გლდანის ტერიტორიაზე * სურვილისამებრ, ვამუშავებ კომპლექსურ დავალებებზე * ვხელმძღვანელობ თანამედროვე რესურსებით * სასწავლო გამოცდილება: თსუ-ს (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტი. სწავლის პერიოდი: (2022 დან 2024) წლამდე. * ამ ეტაპისთვის ვსწავლობ იურიდიულ ფაკულტეტზე ევროპის უნივერსიტეტში (2024 წლ დან დღემდე აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი) * ვარ მოტივირებული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული ახალგაზრდა. * მაქვს მოსწავლეებთან ურთიერთობის გამოცდილება. საათებთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებით მომწერეთ პირადად ან დამიკავშირდით ნომერზე.

დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება
დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 3 შეფასება

მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში, მათ შორის უცხო ენაში (ინგლისური),ხოლო ქართულ ენასა და ლიტერატურაში მე-IX კლასის ჩათვლით. ✅️ მოვამზადებ ბინაზე მისვლით. ✅️ სურვილისამებრ, ვამუშავებ კომპლექსურ დავალებებზე. ✅️ ვხელმძღვანელობ თანამედროვე რესურსებით. - ვარ თსუ-ს (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის) ქართული ფილოლოგიისა და პედაგოგიკის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის (minor) სტუდენტი. - ვარ მოტივირებული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული ახალგაზრდა. - მაქვს მოსწავლეთან ურთიერთობის 3 წლიანი გამოცდილება. საათებთან, გაკვეთილის ხანგრძლივობასთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებით დამიკავშირდით ნომერზე.

დაწყებითი კლასების მომზადება დაწყებითი კლასების რეპეტიტორი დაწყებითი კლასის რეპეტიტორი დაწყებითი კლასის მასწავლებელი

ყველა საგანში მეცადინებობა დაწყებითი კლასის მოსწავლეების

ქართული, მათემატიკა, ინგლისური _ დაწყებითი კლასის საგნებში მომზადება პროფესიონალი პედაგოგის მიერ.
მოვამზადებ ონლაინ გეოგრაფიაში, ინგლუსურში, ქართულსა და მათემატიკაში
მოვამზადებ ონლაინ გეოგრაფიაში, ინგლუსურში, ქართულსა და მათემატიკაში

გამარჯობა! მე ვარ თინათინ გაბუნია. მოვამზადებ ონლაინ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ინგლისურში, ქართულსა და მათემატიკაში, ხოლო უფროსკლასელებს - გეოგრაფიაში, ინგლისურსა და ქართულში. ჩემ შესახებ: ვარ პირველი კურსის სტუდენტი. ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საეთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩავაბარე უმაღლესი ქულებით (ქართული, ინგლისური, გეოგრაფია) და მოვიპოვე 100%-იანი სახელმწიფო გრანტი. ამავდროულად, გავხდი ილიაუნის სტიპენდიანტი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე უმაღლესი ქულის მიღებისთვის. რატომ უნდა მენდოთ? ვარ მოწესრიგებული, პასუხისმგებლიანი და შედეგებზე ორიენტირებული. ვარ მომთხოვნი და მიყვარს დისციპლინა. მაქვს მეცადინეობის სხვადასხვა მეთოდები, რომლებიც გაკვეთილს მეტად საინტერესოს ხდის. ვამოწმებ მოსწავლეების დონეს და მაქვს ინდივიდუალური მიდგომა. სწავლის პროცესში სასკოლო მასალების გარდა, ყურადღებას ვამახვილებ დამატებით დეტალებზე. ფასი დამოკიდებულია მოსწავლის ცოდნის დონესა და გაკვეთილების სიხშირეზე. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ საკონტაქტო ნომერზე.

დაწყებითი კლასების მომზადება დაწყებითი კლასების რეპეტიტორი დაწყებითი კლასის რეპეტიტორი დაწყებითი კლასის მასწავლებელი

მომხმარებლის შეფასებები

დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება სურათი
დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება
ნინო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-01-05 22:49:34

ძალიან კარგი და მონდომებული ახალგაზრდაა.რეკომენდაცია ჩემგან.თავისი საქმის პროფესიონალი გოგონა❤

დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება სურათი
დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება
ნინი სიგუა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-01-03 22:37:04

ნაია საუკეთესოა როგორც ადამიანობაში, ასევე მის სფეროში. ნამდვილი პროფესიონალი

დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება სურათი
დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება
ნანა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2023-11-08 20:37:07

სასიამოვნო მოსაუბრე, დადებითად განვეწყვე, ასეთი უნდა იყოს მომავლის პედაგოგი

დაწყებითი კლასის მოსწავლეების რეპეტიტორი, დაწყებითი კლასის საგნების შესწავლა, მომზადება დაწყებით კლასებში, დაწყებითი კლასების მასწავლებელი, dawyebiti klasebis maswavlebeli, momzadeba dawyebit klasebshi, dawyebiti klasis sagnebis sheswavla, dawyebiti klasebis repetitori

რეპეტიტორი, მომზადება, დაწყებითი კლასები, dawyebiti klasebis maswavlebeli, momzadeba dawyebit klasebshi, dawyebiti klasis sagnebis sheswavla, dawyebiti klasebis repetitori

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები