ინგლისურის შესწავლა ონლაინ

ინგლისურის შესწავლა ონლაინ არის საუკეთესო გზა მათთვის, ვისაც სურს დაეუფლოს უცხო ენას ან გაიღრმაოს ცოდნა. ონლაინ მიმდინარე ინგლისური ენის კურსები, არის ყველაზე მოსახერხებელი, კომფორტული და ეფექტური ენის შესწავლის პროცესში. სწავლის მიმდინარეობისას თქვენ არ გიწევთ ინგლისური ენის ცენტრში მისვლა და  ტრანსპორტის გამოყენება. არამედ, ონლაინ რეჟიმში გაქვთ საშუალება აირჩიოთ თქვენზე მორგებული საგაკვეთილო ცხრილი, დაესწროთ ლექციებს ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ინტერნეტია და გაკვეთილის დასრულების შემდეგ მიიღოთ ვიდეო ჩანაწერი. ინგლისური ყველაზე გავრცელებული ენაა მსოფლიოში, ამიტომ ინგლისურის შესწავლა ონლაინ ნებისმიერ მსურველს დაეხმარება გაიმარტივოს ყოველდღიურობა და გაიუმჯობესოს შესაძლებლობები.
პრემიუმი
დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
pin თბილისი
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 22 შეფასება

ა) ინგლისურს სწავლობდი, მაგრამ მაინც გიჭირს საუბარი? ბ) შესწავლას ნოლიდან იწყებ და არ გინდა დრო მოსაწყენ გაკვეთილებში დაკარგო? გ) შეგიძლია საუბარი, მაგრამ ბევრ შეცდომას უშვებ გრამატიკაში, წაკითხულიდან აზრი ვერ გამოგაქვს? დ) საბაზისო დონე გაქვს, მაგრამ გინდა, რომ შენი ინგლისური უფრო ბუნებრივი, სიღრმისეული და სრულყოფილი გახდეს? თუ ამ ოთხიდან ერთ-ერთი ხარ გილოცავ! სწორ ადგილას მოხვდი. მე გთავაზობ: ✅ შენი ცოდნის შესაბამის ინგლისურის კურსს, როგორც დამწყები, ასევე მაღალი დონის შემსწავლელთათვის; ✅ ინდივიდუალურ ონლაინ გაკვეთილებს, მორგებულს შენზე—TEFL სერტიფიცირებულ მასწავლებელთან 12 წლიანი გამოცდილებით. ✅ თანამედროვე და ეფექტური მეთოდებს — PPP, ESA, Task-Cycle, Dogme და სხვ. — ყველა გაკვეთილი შენს საჭიროებებზე ადაპტირდება. ✅ საუბარი პირველ ადგილზეა! პრაქტიკული გრამატიკის, ლექსიკის, კითხვის და მოსმენის პარალელურად. ✅ ცხოვრობ უცხოეთში? შესაძლებელია საზღვარგარეთიდან ჩართვა და მორგება დროებზე (მყავს მოსწავლეები დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, აშშ-ში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიაში, კანადაში, ავსტრალიაში, საფრანგეთში). მომწერე ან დამირეკე - ერთად მივხედოთ შენს ინგლისურს

video icon სერტიფიკატი video icon ვიდეო
profile avatar გიორგი
პრო
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 13 შეფასება

გახსენით კარი ინგლისურენოვანი სამყაროსკენ! ოცნებობთ თავდაჯერებულად და სრულყოფილად ისაუბროთ ინგლისურად? გსურთ შექმნათ ახალი შესაძლებლობები სწავლისა და კარიერისთვის საერთაშორისო ასპარეზზე? მე დაგეხმარებით ამ ოცნებების ასრულებაში! ინდივიდუალური ონლაინ მეცადინეობები!!! ყოველი გაკვეთილი იქნება სპეციალურად თქვენზე მორგებული, თქვენი დონისა და მიზნების გათვალისწინებით. მე შეგიქმნით პერსონალურ სასწავლო გეგმას, რომელიც დაგეხმარებათ მაქსიმალურად განავითაროთ თქვენი ინგლისურის ცოდნა. პერსონალურად თქვენზე მორგებული ყველა საჭირო მასალა გამოგეგზავნებათ იმეილზე. გაკვეთილის განმავლობაში დიდი ყურადღება ექცევა ყველა საჭირო უნარის განვითარებას, როგორიცაა:speaking, writing, reading, listening . ჩვენ ვიმუშავებთ ინტერაქტიული სავარჯიშოების, რეალური ცხოვრებისეული სიტუაციების სიმულაციებისა და საინტერესო დისკუსიების გამოყენებით. თქვენ არა მხოლოდ ისწავლით ენას, არამედ შეიყვარებთ მას! • პირველი გაკვეთილი სრულიად უფასოდ! ონლაინ ვამზადებ მოსწავლეებს მთელი მსოფლიოდან, მათ შორის აშშ-დან, ირლანდიიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან, გერმანიიდან, ნორვეგიიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან. ონლაინ ფორმატი გვაძლევს საშუალებას, ვისწავლოთ კომფორტულად და ეფექტურად, მიუხედავად გეოგრაფიული მდებარეობისა. დამიკავშირდით დღესვე და დავიწყოთ თქვენი ინგლისურენოვანი მოგზაურობა! WhatsApp/Viber ერთი თვის სწავლის საფასურის გადახდა ხდება წინასწარ, პირველი საცდელი გაკვეთილის შემდგომ. ნუ გადადებთ თქვენს ოცნებებს! ინგლისური ენის შესწავლა არასდროს არ არის გვიან!

inglisuris swavla ინგლისურის შესწავლა ონლაინ viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
ტელეფონი
პრო
ინგლისური ენის შესწავლა / TOEFL
ინგლისური ენის შესწავლა / TOEFL

გამარჯობა, მე ვარ ლევანი. უკვე 15 წელია, რაც ვასწავლი ინგლისურს. განათლება მიღებული მაქვს ამერიკული სისტემის ბაზაზე. ამჟამად ვასწავლი ინგლისური ენის ცენტრ "British Space"-ში, სადაც თქვენ დაგხვდებათ მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო. ჩვენი ცენტრი გთავაზობთ ინგლისური ენის კურსებს ნებისმიერი ასაკისა და დონის მსმენელებისათვის. /ზოგადი ინგლისური ენის კურსი (A1-C1)/ /ინგლისურის კურსები აბიტურიენტებისათვის "British Space"-ში!/ გაივლით ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად შესაბამის პროგრამას და შეიძენთ საჭირო უნარ-ჩვევებს! /TOEFL კურსები "British Space"-ში!/ გაივლით ინტენსიურ კურსს, რაც მოიცავს ტექსტის სწრაფად კითხვის, მოსმენისა და ეფექტური ესეს შედგენის უნარ-ჩვევების განვითარებას. ასევე, გაივლით TOEFL-ის სტრატეგიასა და გამოცდისათვის ფსიქოლოგიურ მზადებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მაღალი ქულის მიღების ალბათობას. /სასაუბრო ინგლისურის კურსები/ მიემგზავრებით საზღვარგარეთ და გჭირდებათ პრაქტიკული ინგლისური? ბრიტანულ სივრცეში’’ ფუნქციონირებს საკვირაო სასაუბრო ინგლისური ენის კლუბი . კურსებს წაიყვანენ გამოცდილი სერთიფიცირებული პედაგოგები. თქვენ დაგხვდებათ სასიამოვნო და მეგობრული გარემო. ყველა კატეგორიის კურსისთვის შესაძლებელია როგორც ტრადიციული, ასევე ონლაინ მეცადინეობები.

inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები ინგლისური ენის კურსები viswavlot inglisuri ინგლისური ენის ცენტრი ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
ტელეფონი
პრო
ინგლისურ ენაში მომზადება
ინგლისურ ენაში მომზადება

ვამზადებ მსურველებს ინგლისურ ენაში 150 ლარად. მოსწავლე უნდა მოვიდეს ადგილზე. (ლოკაცია ვაზისუბანი ან ავლაბარი). სასწავლო კურსი მოიცავს ენის სრულფასოვნად დაუფლებას. დიდი ყურადღება ექცევა ენის სწავლების ყველა კომპონენტს: speaking, writing, listening, reading. მაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება. დროებზე შეთანხმება შესაძლებელია. დამატებითი ინფორმაციებისთვის დამიკავშირდით.

inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები ინგლისური ენის კურსები viswavlot inglisuri ინგლისური ენის ცენტრი ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
ტელეფონი

ინგლისური ენის შესწავლა ონლაინ

ინგლისური ენის შესწავლა ონლაინ ნებისმიერ მსურველს უმარტივებს სასაუბრო ინგლისურის სწავლას. ონლაინ სწავლის პროცესში თქვენ ზოგავთ დროს, ენერგიას და ფინანსურ რესურსებს. გარდა ამისა, ონლაინ რეჟიმში მომხმარებელს საშუალება აქვს,  მარტივად იპოვოს მასზე მორგებული საგაკვეთილო ცხრილი, კურსი და  მასწავლებელი. მნიშვნელობა არ აქვს, ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის გსურთ, თუ ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის გაინტერესებთ, ნებისმიერ შემთხვევაში მარტივად იპოვით თქვენთვის საინტერესო ონლაინ სწავლის მოდელს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ინგლისური არის ყველაზე გავრცელებული სასაუბრო ენა, შესაბამისად, ამ ენის კარგად ცოდნა გაგიღრმავებთ კარიერულ და სხვა შესაძლებლობებს.
ინგლისური ენის რეპეტიტორი
ინგლისური ენის რეპეტიტორი
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 4 შეფასება

გამარჯობა, მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებსა და ზრდასრულებს ინგლისურ ენაში. ✅ ვარ ინგლისური ენის სერტიფიცირებული მასწავლებელი; ✅️ გავდივარ მასწავლებლის 60 კრედიტიან პროგრამას გორის საზელმწიფო უნივერსიტეტში; ✅️ სტაჟირებას გავდივარ გორის მე-12 საჯარო სკოლაში; ✅ გაკვეთილების ჩატარება შესაძლებელია, როგორც ჯგუფებში, ისე ინდივიდუალურად( მხოლოდ დისტანციურად); ✅ მაქვს ბავშვებთან და ზრდასრულებთან მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება, როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში; ✅ დავამთავრე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) წითელ დიპლომზე 2021 წელს (განათლების, ჰუმანიტარული და მეცნიერებების სკოლა) - საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით; ✅ სწავლის პარალელურად გავდიოდი სტაჟირებას ჯორჯ მარშალის სახელობის კურსდამთვრებულთა კავშირში, საქართველო, საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრში (George Marshall Alumni Association, Georgia, Center for International and Security Studies); ✅ სწავლის დასრულების შემდეგ გავემგზავრე გერმანიაში, სადაც ვსწავლობდი და ვმუშაობდი გერმანულ საბავშვო ბაღში; ✅ როგორც სკოლის დამამთავრებელი წლების პერიოდში, ისე სტუდენტობის პერიოდში, ვამზადებდი მოზარდებსა და ზრდასრულებს ინგლისურ ენაში; ✅ ვამზადებ აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის; მაქვს TOEFL-ის IELTS -ისა და Cambridge English: Proficiency (CPE) გამოცდებისთვის მოსწავლეების მომზადების გამოცდილება. ✅ მაქვს ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება, რაც დამეხმარა ამერიკული კულტურისა და ენის ცოდნის განვითარებასა და პრაქტიკაში უფრო მეტად დახვეწაში.

video icon სერტიფიკატი
inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები ინგლისური ენის კურსები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
მომზადება ინგლისურ ენაში ნებისმიერი მსურველისთვის
მომზადება ინგლისურ ენაში ნებისმიერი მსურველისთვის

მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს და სხვა დაინტერესებულ პირებს ინგლისურ ენაში. გაკვეთილზე განხილული იქნება შემდეგი ასპექტები (speaking, listening, writing, reading ) განვითარება/დახვეწა და გაძლიერებული გრამატიკის სრულ კურსი. მეცადინეობა კვირაში 2-ჯერ გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 საათი ონლაინ სწავლება zoom/meet პლატფორმების გამოყენებით . ერთი თვის საფასური ჯგუფში 90 ლარი. ინდივიდუალურად 110 ლარი. ასევე შესაძლებელია სწავლა აუდიტორიაშიც ვერა ვაკის ტერიტორიაზე

inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის

მომხმარებლის შეფასებები

ვამზადებ ინგლისურში ონლაინ სურათი
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
ნანა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
5 დღის წინ

ამერიკაში უკვე რამდენიმე თვეა ვიმყოფები და ეხლა თავისუფლად რომ ვსაუბრობ ინგლისურად თქვენი დამსახურებაა. ნებისმიერი ემიგრანტი დამეთანხმება რომ უცხოეთში ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წარმატების მიღწევაში. თქვენი სწავლების სისტემა და მიდგომა ამ პროცესში ძალიან დამეხმარა. უკვე ინგლისურად თავდაჯერებულად ვსაუბრობ.თქვენი საქმის ნამდვილი პროფესიონალი ხართ. მადლობა ღმერთს , რომ თქვენი დონის სპეციალისტთან მოვხვდი. დიდი რეკომენდაცია ჩემგან

დროა მართლა ისწავლო ინგლისური! სურათი
დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
ნინო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 კვირის წინ

გიორგი Ძალიან კარგი მასწავლებელია. მეგობრულია და ყველაფერს ადვილად და გასაგებად ხსნის.

ვამზადებ ინგლისურში ონლაინ სურათი
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
შორენა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 კვირის წინ

თქვენი პროფესიონალიზმი, თანმიმდევრული მიდგომა და განსაკუთრებული ყურადღება დეტალების მიმართ აშკარად იგრძნობა თითოეულ გაკვეთილზე. სწავლის პროცესი ძალიან სტრუქტურირებული და შედეგზე ორიენტირებულია, რამდენიმე თვეში საგრძნობლად წავიწიე წინ, რისთვისაც კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. თქვენთან გაკვეთილები არ არის მხოლოდ ცოდნის გადაცემა — ისინი აერთიანებს მუდმივ მოტივაციას, თავდაჯერებულობის ზრდას და პრაქტიკულ გამოყენებას. სრული პასუხისმგებლობით მინდა გაგიწიოთ რეკომენდაცია. ვისაც სურს სერიოზული და შედეგზე ორიენტირებული ენის სწავლა, ყველას ვურჩევ და ვუსურვებ, რომ თქვენთან მოხვდეს.

დროა მართლა ისწავლო ინგლისური! სურათი
დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
ზაზა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

მაქსიმალური კომფორტის შეგრძნება და ყველა ნიუანსზე მორგებული ურთიერთობა, შესწავლა მარტივად და უხერხულობის გარეშეა, და უცებ რაღაც პერიოდის მერე ხვდები რომ თურმე ინგლისურის ცოდნის გარკვეული დონე გაქვს, ძალიან კარგი და სასარგებლო რჩევები ინგლისურად საუბრისადმი მიდგომაზე, თავად უნდა მოსინჯო რომ მიხვდე. მოკლედ, როგორც BMW, თუ არ გამოცადე ვერ გაიგებ

დროა მართლა ისწავლო ინგლისური! სურათი
დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
ლანა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

პირველ რიგში ყველაზე მაგარი ადამიანი პოროვნება მეგობარი და რაც მთავარია ყველაზე ყურადღებიანი და თავის საქმის პროფესიონალი თიჩერია❤️

ვამზადებ ინგლისურში ონლაინ სურათი
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
გვანცა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
3 თვის წინ

სიამოვნებით გაგიწევთ აქაც რეკომენდაციას. ჩემთვის წელს თქვენ ნამდვილი აღმოჩენა ხართ. უკვე რამდენიმე თვეა ვემზადები თქვენთან და საგრძნობლად წავიწიე წინ ინგლისურში, განსაკუთრებით საუბარში, რაც ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ჩემი სუსტი მხარე იყო. თქვენთან გაკვეთილი არის უაღრესად სასიამოვნო და საინტერესო. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა დახმარებისთვის.

3 მიზეზი თუ რატომ არის ინგლისური ენის შესწავლა ონლაინ უფრო ეფექტური

ინგლისური ენა არის ყველაზე გავრცელებული მთელს მსოფლიოში და მას გლობალურ ენასაც კი უწოდებენ. ინგლისური ენა XVI საუკუნეში ჩამოყალიბდა ლონდონური დიალექტის საფუძველზე. დღესდღეობით ინგლისურად მოსაუბრე ადამიანების რიცხვი, რომელთათვისაც ინგლისური მეორე ენაა 380 მილიონს აღემატება და ყოველდღიურად იზრდება.

ინგლისური აღიარებულია ოფიციალურ სასაუბრო ენად მსოფლიოს 67 დამოუკიდებელ და 27 ავტონომიურ ქვეყანაში. ასევე, არის მსოფლიოს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის, მათ შორის: გაეროს, ნატოსა და ევროკავშირის ოფიციალური ენა.

მას შემდეგ, რაც კოვიდ პანდემიამ მსოფლიო მოიცვა, კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდა ინგლისური ენის შესწავლა ონლაინ. განვიხილოთ 3 მთავარი მიზეზი, იმის შესახებ, თუ რატომ გახდა ონლაინ სწავლის ფორმატი პოპულარული და რატომ უნდა აირჩიოთ ინგლისურის შესწავლა ონლაინ.

ისწავლით ნებისმიერი ადგილიდან

თუ აქამდე, ინგლისური ენის შესწავლის პროცესში საჭირო იყო, უცხო ენების ცენტრში ან კერძო პედაგოგთან სიარული, ონლაინ ფორმატში სწავლის დროს, ეს უკვე აღარ არის დაბრკოლება.

მარტივად შეგიძლიათ ნებისმიერი ადგილიდან, იქნება ეს სახლი, მოსასვენებელი სივრცე, აგარაკი თუ სხვა, ინტერნეტის დახმარებით ჩაერთოთ, დაესწროთ ლექციებს და მიიღოთ საჭირო ცოდნა. ამისთვის კი, შეგიძლიათ ლეპტოპი, ტელეფონი ან გაჯეტი გამოიყენოთ.

თუ გადაწყვეტთ, რომ ინგლისური უფრო მაღალ დონეზე ისწავლოთ ან ენის დონე გინდათ გაიუმჯობესოთ კარიერისთვის და ეძებთ მასწავლებელს, რომლის მშობლიური ენაც ინგლისურია, ონლაინ ეს ყველაფერი კიდევ უფრო მარტივია.

თქვენ არ გიწევთ სხვა ქვეყანაში წასვლა და იქ მასწავლებლის ძიება, ან იმ მცირე სასწავლო ცენტრებში სიარული, რომელთაც მსგავსი სპეციალისტი ჰყავთ. ონლაინ მარტივად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მასწავლებელს, რომელიც არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო მასშტაბით ასწავლის ინგლისურს.

თუ მოისურვებთ, რომ შვებულებაში ყოფნის დროსაც სწავლა დასვენებას შეუთავსოთ, ონლაინ ფორმატის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ ინგლისური ენის გაკვეთილები, სადაც არ უნდა იყოთ, მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან.

დაზოგავთ ფინანსებს, დროს და ენერგიას

ინგლისური ენის ონლაინ შესწავლის პროცესში თქვენ არ გიწევთ ტრანსპორტის გამოყენება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ენის შესასწავლად საჭირო ხარჯებს. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში ონლაინ მიმდინარე სესიები ბევრად უფრო ხელმისაწვდომი და იაფია, ვიდრე კერძო მასწავლებლებთან სიარული.

თუ თქვენთვის სასურველი ინგლისურის დონის საფეხურის სალექციო კურსი საღამოს საათებში მიმდინარეობს, ამისთვის არ დაგჭირდებათ ტაქსის ან სხვა ტრანსპორტის გამოყენება, არამედ შეგიძლიათ ჩაერთოთ კომფორტული სივრციდან, დალიოთ ჩაი ან ყავა, დაზოგოთ ფინანსები და ისწავლოთ ინგლისური მარტივად.

თქვენს ფინანსებს ზოგავთ მაშინაც, როცა მასწავლებელი სრულად უზრუნველყოფს ონლაინ ფორმატში არსებული სასწავლო მასალების გაზიარებას და არ გიწევთ წიგნის ან სხვა სასწავლო რესურსების დამატებით ყიდვა.

შექმნით თქვენზე მორგებულ სასწავლო ცხრილს

ინგლისური ენის შესწავლის დროს მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს ინდივიდუალური მიდგომები. ხშირად ჯგუფურად მიმდინარე სალექციო კურსები ადამიანს ვერ აწვდის საჭირო ცოდნას და ნაკლებად ეფექტურია, ინგლისური ენის სრულყოფილად შესწავლისთვის.

ონლაინ სწავლების დროს, თქვენ საშუალება გაქვთ, მასწავლებელს აქტიურად დაუსვათ კითხვები. ნაკლებად ინერვიულოთ ან იდარდოთ იმაზე, თუ რას იფიქრებს ჯგუფის წევრი ამა თუ იმ კითხვის დასმის დროს, მთავარი პრიორიტეტი ხდებით თქვენ, და მასწავლებელი ამომწურავად იყენებს დროს, რომ მოგცეთ საჭირო ცოდნა.

თუ მუშაობთ, სწავლობთ ან უბრალოდ დღის მანძილზე იმდენად დაკავებული ხართ, რომ ვერ ახერხებთ ახლომდებარე უცხო ენების სასწავლო ცენტრში სიარულს, ონლაინ ფორმატში ინგლისურის შესწავლა თავიდან აგარიდებთ ბევრ დაბრკოლებას.

თქვენ შეგიძლიათ შეადგინოთ სასწავლო ცხრილი, რომელიც მორგებული იქნება, როგორც თქვენ სამუშაო, ისე უნივერსიტეტის გრაფიკს. თუ გაკვეთილზე დასწრებას ვერ მოახერხებთ, შეგიძლიათ ჩანაწერი ნახოთ, რაც ცოდნის გაღრმავებაში კიდევ უფრო დაგეხმარებათ.

შეგიძლიათ მარტივად დაეუფლოთ ინგლისურ ენას ონლაინ ფორმატში, გაიღრმაოთ ცოდნა და გაიუმჯობესოთ კარიერული შესაძლებლობები. ამისთვის აუცილებელი არ არის, ინგლისურის კურსები თბილისის მასშტაბით ეძებოთ. შეგიძლიათ სანდო, გამოცდილი და საუკეთესო მასწავლებლები იპოვოთ servisebi.ge-ზე, სადაც გაეცნობით მომხმარებლის შეფასებებს და გადაწყვეტილებას რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღებთ.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რას მოიცავს ინგლისურის ონლაინ შესწავლის პროცესი ?

ინგლისური ენის ონლაინ შესწავლა არ განსხვავდება ტრადიციული, ფიზიკურად მიმდინარე საგაკვეთილო ფორმატისგან. სწავლა მიმდინარეობს ონლაინ ინტერაქციულ რეჟიმში და მასწავლებელი ფოკუსირებულია გაგიზიაროთ ცოდნა და დაგეხმაროთ, რომ გაიუმჯობესოთ სასაუბრო უნარები.

შეიძლება თუ არა ბიზნეს ინგლისურის ონლაინ შესწავლა ?

დიახ, შესაძლებელია. ონლაინ მიმდინარე ინგლისური ენის კურსები შეგიძლიათ თქვენი სურვილის შესაბამისად შეარჩიოთ.

რამდენ ხანს გრძელდება ონლაინ მიმდინარე ინგლისურის გაკვეთილები ?

ონლაინ ფორმატში მიმდინარე საგაკვეთილო პროცესი გრძელდება 1 საათი ან საათ ნახევარი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია საგაკვეთილო პროცესზე, თქვენს საჭიროებებსა და მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ პირობებზე.

რა ღირს ინგლისური ენის შესწავლა ონლაინ ?

ინგლისური ენის ონლაინ სწავლის საფასური ინდივიდუალურია და განისაზღვრება მასწავლებლის კვალიფიკაციის ან ენის სასურველი დონის შესწავლის მიხედვით. გარდა ამისა, ხშირად შეხვდებით არა ფიქსირებულ სწავლის საფასურს, რომელიც თვიდან თვემდე ითვლება, არამედ თითოეული გაკვეთილის ღირებულების საფასურს.